განაჩენი

სისხლის სამართლის 12.08.2019
საქმის ნომერი
340100119003104591
დავის ტიპი
126
თარიღი
12.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003104591

№1/124-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 აგვისტო, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ - ნ-----–---- ხ-------–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)

 

ბრალდებული: ნ-----–---- ხ-------–---–ი

მამის სახელი: ზ------

დაბადებული: 1----–-–-------------

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: გ-------------------–---------–---

ფაქტობრივად მცხოვრები: გ-------------------–---------–---

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).

 

კვალიფიკაცია: ნ-----–---- ხ-------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ

1. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2015 წლიდან, ნ-----–---- ხ-------–---–ი, გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–---ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა არასრულწლოვან შვილებს - 2--------- წელს დაბადებულ შ----- ხ-------–---–ს და 1--------- წელს დაბადებულ გ------- ხ-------–---–ს და მათივე თანდასწრებით, მეუღლეს - თ-- ხ--–-–---–ს, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა.

 

2. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2019 წლის მაისის დაუდგენელ რიცხვში, დაახლოებით 19:00 საათზე, ნ-----–---- ხ-------–---–მა, გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–---ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი ძმის გ------- ხ-------–---–ის თანდასწრებით, სახისა და სხეულის არეში ხელები და ფეხები რამდენჯერმე დაარტყა არასრულწლოვან შვილს - შ----- ხ-------–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2019 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ნ-----–---- ხ-------–---–მა, გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–---ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი ძმის, გ------- ხ-------–---–ის თანდასწრებით, თავის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა შ----- ხ-------–---–ს, რის შემდეგაც საზარდულში ამოარტყა ფეხი. აღნიშნულის შედეგად შ----- ხ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ნ-----–---- ხ-------–---–ი, 2019 წლის 17 ივნისს, 17:40 საათზე დააკავეს და 2019 წლის 18 ივნისს, ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2015 წლიდან, ნ-----–---- ხ-------–---–ი, გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–---ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა არასრულწლოვან შვილებს - 2--------- წელს დაბადებულ შ----- ხ-------–---–ს და 1--------- წელს დაბადებულ გ------- ხ-------–---–ს და მათივე თანდასწრებით, მეუღლეს - თ-- ხ--–-–---–ს, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა.

2. 2019 წლის მაისის დაუდგენელ რიცხვში, დაახლოებით 19:00 საათზე, ნ-----–---- ხ-------–---–მა, გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–---ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი ძმის გ------- ხ-------–---–ის თანდასწრებით, სახისა და სხეულის არეში ხელები და ფეხები რამდენჯერმე დაარტყა არასრულწლოვან შვილს - შ----- ხ-------–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. 2019 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ნ-----–---- ხ-------–---–მა, გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–---ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი ძმის, გ------- ხ-------–---–ის თანდასწრებით, თავის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა შ----- ხ-------–---–ს, რის შემდეგაც საზარდულში ამოარტყა ფეხი. აღნიშნულის შედეგად შ----- ხ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა,რამაც გამოიწვია ტანჯვა

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების თ-- ხ--–-–---–ის, შ----- ხ-------–---–ის, გ------- ხ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - თ-- ხ--–-–---–ის, თ----- ხ--–-–---–ის, ი-----–-–---–ის, შ----- ხ-------–---–ის, გ------- ხ-------–---–ის, თავად ბრალდებულ ნ-----–---- ხ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ნ-----–---- ხ-------–---–ი, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა არასრულწლოვან შვილებს და მეუღლეს - თ-- ხ--–-–---–ს, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიურ შეურაცხყოფაში იგულისხმება ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მიმართვა, რაც დაზარალებულის ტანჯვას იწვევს. სიტყვიერი შეურაცხყოფა მაშინ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას როდესაც მას აქვს სისტემატიური ხასიათი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-----–---- ხ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების თ-- ხ--–-–---–ის, შ----- ხ-------–---–ის, გ------- ხ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - თ-- ხ--–-–---–ის, თ----- ხ--–-–---–ის, ი-----–-–---–ის, შ----- ხ-------–---–ის, გ------- ხ-------–---–ის, თავად ბრალდებულ ნ-----–---- ხ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით, დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ნ-----–---- ხ-------–---–ი, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - თ-- ხ--–-–---–ს, რომელმაც განიცადა ტანჯვა.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ დაზარალებულების თ-- ხ--–-–---–ის, შ----- ხ-------–---–ის, გ------- ხ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - თ-- ხ--–-–---–ის, თ----- ხ--–-–---–ის, ი-----–-–---–ის, შ----- ხ-------–---–ის, გ------- ხ-------–---–ის, თავად ბრალდებულ ნ-----–---- ხ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით, დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ნ-----–---- ხ-------–---–ი, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა არასრულწლოვან შვილებს - 2--------- წელს დაბადებულ შ----- ხ-------–---–ს და 1--------- წელს დაბადებულ გ------- ხ-------–---–ს, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელება არასრულწლოვანი - 18 წელს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ, ამასთან, მოძალადისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ ძალადობრივ ქმედებას არასრულწლოვნის მიმართ სჩადის.

 

ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ დაზარალებულების თ-- ხ--–-–---–ის, შ----- ხ-------–---–ის, გ------- ხ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - თ-- ხ--–-–---–ის, თ----- ხ--–-–---–ის, ი-----–-–---–ის, შ----- ხ-------–---–ის, გ------- ხ-------–---–ის, თავად ბრალდებულ ნ-----–---- ხ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით, დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ნ-----–---- ხ-------–---–ი, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა შვილებს - შ----- ხ-------–---–ს და გ------- ხ-------–---–ს და მეუღლეს - თ-- ხ--–-–---–ს, რომლებმაც განიცადეს ტანჯვა.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ბრალდებული შეურაცხყოფას აყენებდეს ოჯახის არანაკლებ ორ წევრს მაინც.

 

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია

(შ----- ხ-------–---–ის მიმართ 2019 წლის მაისში განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ დაზარალებულების თ-- ხ--–-–---–ის, შ----- ხ-------–---–ის, გ------- ხ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - თ-- ხ--–-–---–ის, თ----- ხ--–-–---–ის, ი-----–-–---–ის, შ----- ხ-------–---–ის, გ------- ხ-------–---–ის, თავად ბრალდებულ ნ-----–---- ხ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით, დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ნ-----–---- ხ-------–---–მა, არასრულწლოვანი ძმის გ------- ხ-------–---–ის თანდასწრებით, სახისა და სხეულის არეში ხელები და ფეხები რამდენჯერმე დაარტყა არასრულწლოვან შვილს - შ----- ხ-------–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ძალადობრივი მოქმედება, დარტყმა სხეულის ნებისმიერ მიდამოში, თმებით მოქაჩვა და სხვა ძალადობრივი ქმედებები, რაც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. ამასთან, ძალადობრივმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-----–---- ხ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ დაზარალებულების თ-- ხ--–-–---–ის, შ----- ხ-------–---–ის, გ------- ხ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - თ-- ხ--–-–---–ის, თ----- ხ--–-–---–ის, ი-----–-–---–ის, შ----- ხ-------–---–ის, გ------- ხ-------–---–ის, თავად ბრალდებულ ნ-----–---- ხ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით, დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ნ-----–---- ხ-------–---–მა, სახისა და სხეულის არეში ხელები და ფეხები რამდენჯერმე დაარტყა არასრულწლოვან შვილს - შ----- ხ-------–---–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელება არასრულწლოვანი - 18 წელს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ, ამასთან, მოძალადისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ ძალადობრივ ქმედებას არასრულწლოვნის მიმართ სჩადის.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ დაზარალებულების თ-- ხ--–-–---–ის, შ----- ხ-------–---–ის, გ------- ხ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - თ-- ხ--–-–---–ის, თ----- ხ--–-–---–ის, ი-----–-–---–ის, შ----- ხ-------–---–ის, გ------- ხ-------–---–ის, თავად ბრალდებულ ნ-----–---- ხ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით, დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ნ-----–---- ხ-------–---–ის მიერ განხორცეიელბულ ძალადობას ესწრებოდა დაზარალებულის არასრულწლოვანი ძმა - გ------- ხ-------–---–ი.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია

(შ----- ხ-------–---–ის მიმართ 2019 წლის 15 ივნისს განხორციელებული ძალადობის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ დაზარალებულების თ-- ხ--–-–---–ის, შ----- ხ-------–---–ის, გ------- ხ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - თ-- ხ--–-–---–ის, თ----- ხ--–-–---–ის, ი-----–-–---–ის, შ----- ხ-------–---–ის, გ------- ხ-------–---–ის, თავად ბრალდებულ ნ-----–---- ხ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით, დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ნ-----–---- ხ-------–---–მა, არასრულწლოვანი ძმის, გ------- ხ-------–---–ის თანდასწრებით, თავის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა შ----- ხ-------–---–ს, რის შემდეგაც საზარდულში ამოარტყა ფეხი. აღნიშნულის შედეგად შ----- ხ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ძალადობრივი მოქმედება, დარტყმა სხეულის ნებისმიერ მიდამოში, თმებით მოქაჩვა და სხვა ძალადობრივი ქმედებები, რაც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. ამასთან, ძალადობრივმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-----–---- ხ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ დაზარალებულების თ-- ხ--–-–---–ის, შ----- ხ-------–---–ის, გ------- ხ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - თ-- ხ--–-–---–ის, თ----- ხ--–-–---–ის, ი-----–-–---–ის, შ----- ხ-------–---–ის, გ------- ხ-------–---–ის, თავად ბრალდებულ ნ-----–---- ხ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით, დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ნ-----–---- ხ-------–---–მა, თავის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა არასრულწლოვან შვილს - შ----- ხ-------–---–ს, რის შემდეგაც საზარდულში ამოარტყა ფეხი. აღნიშნულის შედეგად შ----- ხ-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელება არასრულწლოვანი - 18 წელს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ, ამასთან, მოძალადისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ ძალადობრივ ქმედებას არასრულწლოვნის მიმართ სჩადის.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ დაზარალებულების თ-- ხ--–-–---–ის, შ----- ხ-------–---–ის, გ------- ხ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - თ-- ხ--–-–---–ის, თ----- ხ--–-–---–ის, ი-----–-–---–ის, შ----- ხ-------–---–ის, გ------- ხ-------–---–ის, თავად ბრალდებულ ნ-----–---- ხ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით, დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ნ-----–---- ხ-------–---–ის მიერ განხორცეიელბულ ძალადობას ესწრებოდა დაზარალებულის არასრულწლოვანი ძმა - გ------- ხ-------–---–ი.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-----–---- ხ-------–---–მა ჩაიდინა:

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით (2019 წლის მაისის ეპიზოდი)

3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 15 ივნისის ეპიზოდი)

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ნ-----–---- ხ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

ნ-----–---- ხ-------–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ნ-----–---- ხ-------–---–ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის სამი ეპიზოდი. დანაშაულის სამივე ეპიზოდი ჩადენილია ოჯახის წევრების - მეუღლის და არასრულწლოვანი შვილების მიმართ და ერთ-ერთს აქვს სისტემატიური ხასიათი.

 

ნ-----–---- ხ-------–---–ი წარსულში ნასამართლევი არ არის. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია დანაშაულის სამი ეპიზოდი, ამათგან ერთ-ერთი კი სისტემატიური ხასიათისაა, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-----–---- ხ-------–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, ნ-----–---- ხ-------–---–ის მიმართ არსებობს ყველა საჭირო გარემოება, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ნ-----–---- ხ-------–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განჩინებით წინასასამართლო სხდომაზე ნ-----–---- ხ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი, გირაოს თანხად განისაზღვრა 5000 (ხუთი ათასი) ლარი, რაც ბრალდებულის მიერ უზრუნველყოფილი არ არის.

 

საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია 9 მმ კალიბრის „RECK DOUBLE EAGLE” პისტოლეტი და ვაზნის შემადგენელი ნაწილები მასრა და ტყვია, რაც სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ-----–---- ხ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

ნ-----–---- ხ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით (2019 წლის მაისის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

ნ-----–---- ხ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქას სხვა სასჯელები და ნ-----–---- ხ-------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ნ-----–---- ხ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 17 ივნისის 17:40 საათიდან 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - 9 მმ კალიბრის „RECK DOUBLE EAGLE” პისტოლეტი და ვაზნის შემადგენელი ნაწილები მასრა და ტყვია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი