განაჩენი

სისხლის სამართლის 12.07.2019
საქმის ნომერი
330100117001998939
თარიღი
12.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3108-17

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ---–--------------–---–-

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - დ---------------–-–---–-

 

ბრალდებული - მ--------------- (პირადი #-----------), დაბადებული 1--- წლის 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თბილისში, ზ---------------ში

 

კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისში, ზ--------- ქ.#---ში მცხოვრებმა ბინათმესაკუთრე თ------------–----–---–--, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის ორი ფანჯრის ლეგალიზებისთვის საჭირო ოფიციალური დოკუმენტის - ამხანაგობის კრების ოქმის დასამზადებლად მიმართა ამხანაგობა ,,თანადგომის‘‘ თავმჯდომარეს - მ---------------ს. ამ მიზნით, 2--- წლის 4 სექტემბერს, თბილისში, ზ--------- ქ.#---ში, თ------------–----–---–-- საცხოვრებელ ბინაში, მ---------------მ შეადგინა ამხანაგობა ,,თანადგომის‘‘ კრების ორი ოქმი, რომელშიც შეიყვანა ყალბი მონაცემები, თითქოს, კრებას ესწრებოდა ოთხი ბინათმესაკუთრე ხუთიდან, მაშინ, როდესაც ორი ბინათმესაკუთრე საქართველოში არ იმყოფებოდა. ამავე მიზნით, 2--- წლის 21 ოქტომბერს, იმავე ბინაში, ამხანაგობის ორი ბინათმესაკუთრის – თ------------–----–---–--ა და ი-–------------, ასევე, ორი არაბინათმესაკუთრის და არაუფლებამოსილი პირის - ე---------------–----–---–--- და ი-------–----–---–-- მონაწილეობით, მ---------------მ ჩაატარა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრება და შეადგინა ამხანაგობა ,,თანადგომის‘‘ კრების ოქმი #-. ვინაიდან საკითხის დადებითად გადასაწყვეტად საჭირო იყო ბინათმესაკუთრეთა 2/3-ის თანხმობა, კონკრეტულ შემთხვევაში, ოთხი ბინათმესაკუთრის, ამხანაგობის კრების ოქმში შეიტანა ყალბი მონაცემები, თითქოს, კრებას დაესწრო ამხანაგობის ოთხი ბინათმესაკუთრე და, ვითომდა ხმათა 100 %-ით, ამხანაგობამ გამოხატა თანხმობა თ------------–----–---–- მოეხდინა ზემოაღნიშნული ორი ფანჯრის ლეგალიზება. აღნიშნული კრების ოქმი მ---------------მ გადასცა თ------------–----–---–-, რომელმაც, თავის მხრივ, მოახდინა ფანჯრების ლეგალიზება.

 

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა მ---------------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია. ამასთან, დაადასტურა ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მისი ჩვენების თანახმად, აირჩიეს ამხანაგობის თავმჯდომარედ თბილისში, ქ------- ქ.#---ში, რადგან აღნიშნულზე ეზოში მაცხოვრებელმა ყველა პირმა უარი განაცხადა, მას კი სამუშაო არ ჰქონდა და ხელფასი სჭირდებოდა. როცა აირჩიეს, მისთვის ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებები არავის განუმარტავს, დაიბარეს გამგეობაში და რაღაცეები უთხრეს, მაგრამ წესდება არ მიუციათ, არც წიგნზე მიუთითებიათ, რითაც საჭიროების შემთხვევაში უნდა ესარგებლა. ს---–----–---–---- საქმესთან დაკავშირებით კრება ჩატარდა ორჯერ ს----–---–---–------ სახლში, რა ინტერვალებით, არ ახსოვს, მაგრამ ერთი და იგივე მეზობლები ესწრებოდნენ. კრებას ესწრებოდა ი-------–----–---–- და არა მისი მეუღლე გ--–----–---–-. რომ სცოდნოდა, რომ ი-----ს ბინის მესაკუთრე მისი მეუღლე იყო და არა ი-----, ალბათ, მეუღლეს მოიწვევდა. არ გაურკვევი-- ეზოში ვინ იყვნენ ბინათმესაკუთრეები, წვდომა არ ჰქონდა საჯარო რეესტრთან, თვითონ კი არ მიუმართავს. კრების ოქმში ჩაწერა, რომ კრებას ესწრებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ოთხი წევრი - ჩ-------, ლ----–---–-, ს---–----–---–- და წ---–------, არ იცოდა, რომ კრების დროს ქ--------–---–--------- სკაიპით საუბარი ნოტარიულად დამოწმებას საჭიროებდა. კრების თაობაზე გააფრთხილა ხუთივე მაცხოვრებელი, ს-----–-------------ს სიტყვიერად უთხრეს, მას ნათქვამი ჰქონდა, რომ მონაწილეობას არ მიიღებდა. ხელმოწერილი ოქმები ს---–----–---–--- გადასცა. არანაირი განზრახვა არ ჰქონი-- რომ გაეყალბებინა დოკუმენტი ან რაიმე უკანონობა ჩაედინა, რომ სცოდნოდა, ამას არ გააკეთებდა.

 

მოწმე თ------------–----–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, მ--------------- არის მეზობელი, ის იყო მათი ამხანაგობის თავმჯდომარე. ახალი შეძენილი ჰქონდათ ბინა, რომლის მესაკუთრეც თვითონაა, რემონტის დროს გამოჩნდა თაღები, რაც ადრე ფანჯრების არსებობაზე მიუთითებდა, საჰაეროდ ამ ფანჯრის გაჭრა გადაწყვიტეს და მიმართეს არქიტექტურის სამსახურს, სადაც კრების ოქმი მოსთხოვეს, რომ ფანჯრის გახსნაზე თანახმა იყვნენ მეზობლები. ამის შემდეგ მიიწვიეს მ---------------, შეიკრიბნენ, ეზოში სულ 5 ოჯახი-- საიდანაც კრებას სამი ოჯახი ესწრებოდა, ქ------- წ---–------ კი საზღვარგარეთ იმყოფებოდა და სკაიპით დაუკავშირდნენ. ამ თემაზე საქმის კურსში იყო ისიც და მისი შვილიც, რომელსაც მინდობილობა აქვს დედისგან, მაგრამ იმ მომენტში არც ის იყო საქართველოში. რომ სცოდნოდათ, სკაიპით დაკავშირება ნოტარიუსით დამტკიცებას საჭიროებდა, დაასწრებდნენ. კრება თავის სახლში ჩატარდა, ესწრებოდა ია (ი-----) ლ----–---–-, ი-–-- ჩ-------, თვითონ და მისი შვილი. ოქმში ჩაიწერა, რომ კრებას ესწრებოდა სამი ბინათმესაკუთრე, მეოთხე ბინათმესაკუთრე ჩაერთო სკაიპით. მეხუთე მაცხოვრებელი ს-----–--------------, ბინათმესაკუთრეა მისი ქალიშვილი ი----------–---, რომელიც ამერიკაშია წლების მანძილზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ი----------–---სთან დაკავშირება არ უცდიათ. შემდეგ გაიგო, რომ ი---–----–---–-ს ბინის მესაკუთრე არა ი-- არამედ - მისი მეუღლე გ--–----–---–- ყოფილა, რომელიც კრებას არ დასწრებია. კრების ოქმი მის სახლში შედგა, შემდეგ მ---------------სთან ერთად წავიდა ნოტარიუსში, სადაც დაამოწმეს და მისმა შვილმა არქიტექტურის სამსახურში ჩააბარა.

 

მოწმე ე---------- ს---–----–---–-ს ჩვენების თანახმად, კრების ოქმი შედგა, რადგან მე-3 სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა ს-----–-------------- იჩივლა ზედამხედველობის სამსახურში და ფანჯრების ამოშენება მოსთხოვეს. ლეგალიზებისთვის არქიტექტურის სამსახურს მიმართეს. ამის გამო, კრების ოქმისთვის მიაკითხა ამხანაგობის თავმჯდომარე მ---------------ს. მისამართზე ხუთი ბინათმესაკუთრეა, მ----ს მისვლის შემდეგ შეიკრიბნენ თ------- ს---–----–---–-, ი-–-- ჩ-------, ი---–----–---–-, თვითონაც იქ იყო, ქ------- წ---–------ საქართველოდან იყო წასული, საქართველოში არ იყო არც მისი შვილი, რის გამოც კრების დროს სკაიპით დაურეკეს ქ--------, ესაუბრნენ, ის წინააღმდეგი არ იყო მათ ფანჯრებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც სხვა მეზობლები. ეგონათ, ბინის მესაკუთრე ი-------–----–---–- იყო, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბინა მის მეუღლეზე - გ--–----–---–--- ყოფილა რეგისტრირებული. გ--–----–---–- კრებას არ დასწრებია. ოქმში მითითებული-- რომ ოთხი ბინათმესაკუთრე ესწრებოდა კრებას, რადგან ეგონათ, რომ მ---------------ც ითვლებოდა ამხანაგობაში. თუ ი---–----–---–- არ ჩაითვლება მონაწილედ, გამოდის, რომ კრებას რეალურად ორი ბინათმესაკუთრე ესწრებოდა - თ------- ს---–----–---–- და ი-–-- ჩ-------. კრების ოქმის თარიღებს ვერ იხსენებს, თუმცა ოქმებში ყველაფერი წერი-- მ---------------მ შეადგინა, ნოტარიუსში დაამტკიცეს და ჩააბარეს არქიტექტურის სამსახურში. ფანჯრების ლეგალიზება ოქმის არარსებობის შემთხვევაშიც მოხდებოდა, რადგან არქივიდან ამოღებულ არქიტექტურულ ნახაზზეც ნათლად ჩანდა, რომ ბინაში ადრე იყო ფანჯრები.

 

2--- წლის 1-------------- ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, თბილისში, ზ---–--------- ქ.#---ში მდებარე საკუთრების - მ-------------–--ე მდებარე ბინა #--ის მესაკუთრეა თ------- ს---–----–---–-. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ნასყიდობის ხელშეკრულება, უფლების რეგისტრაციის თარიღია 13.12.2--- წ.

 

200- წლის 8------------ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, თბილისში, თ------–-- ქ.#---ში მდებარე საკუთრების - ფართის (საკადასტრო კოდით 01.1-.---3---01.-1/500) მესაკუთრეა კ---------–-----–---–-.

 

მოწმე გ--–----–---–-- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ თბილისში, ზ--------- ქ.#---ში, ვ-–--------------------- იქირავა ბინა, სადაც მასთან არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი ი-------–----–---–- ცხოვრობდა. შემდეგ ბინა მეპატრონისგან მისმა მეგობარმა იყიდა, ამ უკანასკნელისგან კი - თვითონ, თავის სახელზე გადააფორმა, მეგობარს ნელ-ნელა უხდიდა თანხას. თვითონ იმ ბინაში არ უცხოვრია. 2--- წელს ბინა მის სახელზე იქნებოდა რეგისტრირებული, რადგან ახლახანს გადააფორმა შვილზე. ბინაში მიდის, როცა დაურე--ვენ. ეზოში მაცხოვრებლებს სახეზე ცნობს, ესალმებიან ერთმანეთს, ზემოთ სართულზე მცხოვრებ ქალს იცნობს, სხვასთან ურთიერთობა არ აქვს, გვარები არ იცის, არც ის იცის, რა პერიოდიდან ცხოვრობენ იქ.

 

მოწმის განმარტებით, ის ამხანაგობის არცერთ კრებას არ დასწრები-- არავის უცნობები-- რომ ტარდებოდა, ი-----ც არ დაკავშირებია და არ უთქვამს, რომ გადაწყვეტილება მისი სახელით ან მის მაგივრად მიიღო, შემდეგ გაიგო, რომ კრება ჩატარებულა. ი-----ს სახელზე რაიმე სახის მინდობილობა გაცემული არ ჰქონია. არ იცოდა, ვინ იყო მ---------------. ფაქტის დადასტურება ან უარყოფა, 2007 წლამდე ს---–----–---–---- ბინაში ფანჯარა არსებობდა თუ არა, არ შეუძლია.

 

მოწმე ი-------–----–---–-- ჩვენებით, დაახლოებით 1997 წლიდან ცხოვრობს ქ------- ქ.#---ში მდებარე სამსართულიანი სახლის პირველ სართულზე, უძრავ ქონებას არ ფლობს, ცხოვრობს შვილებთან ერთად, ბინა მეუღლის - გ--–----–---–-ს საკუთრებაში იყო, ამჟამად მისი შვილის სახელზეა. სახლში დაახლოებით 5 ოჯახი ცხოვრობს. პირველ სართულზე ცხოვრობს მისი და ქ------- წ---–------ს ოჯახი. მეორე სართულზე ცხოვრობდა ი-–-- ჩ-------, რომელიც გარდაცვლი-–--. ჩ-------- გვერდზე ცხოვრობს ს---–----–---–-ს ოჯახი, მესამე სართულზე ცხოვრობს მ-------–---. ამათგან ბინას საკუთრებაში ფლობდა ჩ-------, წ---–------, ს---–----–---–- და ი----------–---. ს---–----–---–---- ბინა მანამდე ეკუთვნოდა კ---------–-----–---–-. ბინაში ამჟამად ამხანაგობა არ არის, ადრე იყო და მონაწილეობაც აქვს მიღებული კრებებში. იყო ასარჩევი კრება, ასევე, იყო ს---–----–---–-ს ფანჯარასთან დაკავშირებული კრება, რომელიც ს---–----–---–---- სახლში ჩატარდა. კრებაზე ორი საკითხი განიხილებოდა, იყო თუ არა 2007 წლამდე ს---–----–---–---- სახლში ფანჯარა და აღედგინათ თუ არა. ფანჯარა მანამდე იყო იმ ბინაში, მაგრამ ერთ წელს მეორე სართულის ნაწილი პირველზე ჩავარდა და როდესაც იატაკი გაკეთდა, იმ სახლში მაცხოვრებელმა კ--------მ ამოაშენა. კრების მიმდინარეობისას ქ--------–----–------ სკაიპით ესაუბრნენ, რადგან საბერძნეთში იმყოფებოდა და ჰკითხეს, ხომ არ იყო ფანჯრის არსებობის წინააღმდეგი. ნოტარიუსი არ დასწრებიათ, მეზობლებიდან ესწრებოდნენ ს---–----–---–-, მ-------–---ებიდან, არ ახსოვს, ვინმე თუ ესწრებოდა, ს-----–-------------სთან ფანჯარასთან დაკავშირებით კომუნიკაცია იყო, მაგრამ კრებამდე მოხდა თუ კრების შემდეგ, არ ახსოვს, თავისი ოჯახიდან მარტო თვითონ იყო. კრება რომ უნდა ჩატარებულიყო, მეუღლისთვის - გ--–----–---–-სთვის არ უთქვამს, არ ჩათვალა საჭიროდ, რადგან იქ არ ცხოვრობდა. მეუღლეს მასზე მინდობილობა არ ჰქონია გაცემული.

 

2--- წლის 1--------- ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, თბილისში, თ------–-- ქ.#---ში მდებარე საკუთრების - ფართის (საკადასტრო კოდით 01.1-.---0--.-01.-1.503) მესაკუთრეა გ--–----–---–-. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ჩუქების ხელშეკრულება, უფლების რეგისტრაციის თარიღია 2-.-6.2--- წ.

 

მოწმე მ----------------–---- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით (ასევე, გამოძიების დროს მიცემული ჩვენებით), ძირითადად თურქეთში ცხოვრობს, ქ------- ქუჩაზე მდებარე ბინა დედის - ქ------- წ---–------ს სახელზეა, რომელიც საბერძნეთშია და მასზე მინდობილობა აქვს გაცემული. მანაც და დედამაც იცოდნენ, რომ ე-- და თ--- ს---–----–---–--- სახლში ფანჯრების გაკეთება უნდოდათ. ამ საკითხზე, როგორც დედისგან იცის, 2--- წლის 21 ოქტომბერს კრების დროს სკაიპით გაესაუბრნენ, თვითონაც არ იყო საქართველოში და კრებაში მონაწილეობა არ მიუღია. ვიდრე დედა საბერძნეთში წავიდოდა, ბინის იპოთეკით დატვირთვა დასჭირდათ, ვინაიდან ბინა იტალიურ ეზოში მდებარეობდა, საჯარო რეესტრში ბინისთვის ნომრის მინიჭება იყო საჭირო, რისთვისაც მეზობლების თანხმობა სჭირდებოდათ, შესაბამისად, მივიდნენ ს-----–-------------სთან, რომელმაც, იმის გამო, რომ ბინა მისი შვილის - ი----------–---ს სახელზე იყო, ნოტარიუსით გააკეთა მინდობილობა. ნოტარიუსთან ბინათმესაკუთრეებიდან იყო გ--–----–---–-ც, მას იმ დროისთვის დედა ჰყავდა გარდაცვლილი და შემდეგ მივიდა, თ------- ს---–----–---–- იმყოფებოდა თუ არა მათთან ერთად, არ ახსოვს. იმ მომენტისთვის ი---–----–---–- რომ ბინის მესაკუთრე არ იყო, იცოდა, მაგრამ მეზობლებმა იცოდნენ თუ არა, მისთვის ცნობილი არ არის.

 

2--- წლის 25 აგვისტოს ამონაწერით საჯარო რეესტრიდან თბილისში, ზ---–--------- ქ.#---ში მდებარე საკუთრების - ფართის და სარდაფის (საკადასტრო კოდით 01.1-.---0--.-01.-1.5--) მესაკუთრეა ქ------- წ---–------.

 

მოწმე ი-–------------ გამოკითხვის ოქმების თანახმად (რაც საჯაროდ იქნა წაკითხული, მოწმის გარდაცვალების გამო), პირველი გამოკითხვისას მოწმემ მიუთითა, რომ 1997 წლიდან ფლობდა ბინას თბილისში, თ------–-- ქ.#---ში. 2--- წელს მის ეზოში კ---------–-----–---–-სგან შეიძინეს ბინა ს---–----–---–----, მათ ბინასაც, მესამე სართულის მსგავსად, მზიდი კედლის ნიშში განთავსებული ჰქონდა ფანჯრის ღიობები, რომელიც კ--------მ ამოქოლა, ვიდრე მის საკუთრებაში იყო. 2--- წლის 21 ოქტომბერს ბინის მესაკუთრეები - თვითონ, ი-------–----–---–- და ამხანაგობის თავმჯდომარე მ--------------- შეიკრიბნენ ს---–----–---–---- ბინაში და სკაიპით საბერძნეთში დაუკავშირდნენ ქ--------–---–------, რა დროსაც მან თანხმობა განაცხადა ფანჯრების ლეგალიზებაზე. რატომ არ ესწრებოდა კრებას ს-----–-------------, არ იცის, ასევე, არ იცის, ამხანაგობას ჰქონდა თუ არა წესდება. რაც შეეხება მეორე გამოკითხვას, დაადასტურა პირველ ჩვენებაში მითითებული ფაქტები, ამასთან, განმარტა, რომ დანამდვილებით არ ახსოვს, ესწრებოდა თუ არა 2--- წლის 4 სექტემბერს და 21 სექტემბერს გამართულ კრებებს.

 

2--- წლის 1-------------- ამონაწერით საჯარო რეესტრიდან თბილისში, ზ---–--------- ქ.#---ში მდებარე საკუთრების - მ-------------–--ე მდებარე ფართის (საკადასტრო კოდით 01.1-.---0--.-01.-1.5--) მესაკუთრეა ი-–-- ჩ-------.

 

მოწმე ი----------–---ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, ქ------- ქ.#---ში (ყოფილი თ------–-- ქუჩა) მდებარე სახლის მეპატრონეა 1998-1999 წლებიდან. 2--- წლის 21 ოქტომბერს ამ მისამართზე ამხანაგობას ჩატარებული აქვს კრება, ერთ დღეს ჩატარებული აქვს ორი კრება, რაზეც არაფერი იცოდა, მასში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია არც მას, არც დედას, რომელზეც მინდობილობა აქვს გაცემული, ვინაიდან 2005 წლიდან ამერიკაში ცხოვრობს.

 

მოწმე ს-----–-------------- ჩვენების თანახმად, ქ------- ქ.#---ში ხუთი მობინადრეა, მეორე სართულზე ორი-- პირველ სართულზეც - ორი, მესამე სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე მისი ქალიშვი-–--, რომელიც ამერიკაშია და თვითონ მისი ნდობით აღჭურვილი პირია. 2--- წლის ზაფხულში მეორე სართულის მეზობლები ნესტის გამო ბათქაშს იღებდნენ და ხელახლა ლესავდნენ. შემდეგ ნახა, გამონგრეული იყო უზარმაზარი ძირითადი კედელი, რის შედეგადაც მესამე სართულის კედელი და იატაკი გაიხსნა, შესაბამისად, მიმართა ზედამხედველობის სამსახურს. სახლის პატრონს აღდგენა დაავალეს, რა დროსაც მ---------------სთან, ამხანაგობის თავმჯდომარესთან, მივიდა მეორე სართულის ერთი ოთახის მფლობელი და, როგორც გაიგო, კრება შედგა, რომელზეც არ მიიწვიეს, არადა ხუთივე მობინადრე უნდა ყოფილიყო, მათ შორის, თვითონ. თავმჯდომარეს ჰკითხა, რატომ არ დაუძახა, რაზეც უპასუხა, შენთვის რომ დამეძახა, უარს იტყოდიო. კრებაზე არ ყოფილა არც ქ------- წ---–------, რომელიც საბერძნეთშია და არც პირველი სართულის მობინადრე გ--–-. კრებაზე მესაკუთრეთაგან იქნებოდა ჩ-------. მ---------------ს სთხოვა, ოქმი ეჩვენებინა, მაგრამ ამ საკითხზე მასთან მისვლა აუკრძალა.

 

2--- წლის 29 სექტემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, თბილისში, ზ---–--------- ქ.#---ში მდებარე საკუთრების - მე-3 სართულზე მდებარე ფართის (საკადასტრო კოდით 01.1-.---0--.-01.-1.5--) მესაკუთრეა ი----------–---.

 

მოწმე ი-----–----------–---–-- ჩვენების მიხედვით, 2--- წლის მდგომარეობით მუშაობდა მ---–------- გამგეობაში, თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების უფროსად. განყოფილება და პროგრამა სარემონტო სამუშაოების ჩატარებაში ემსახურება ბინათმესაკუთრეებს და ამხანაგობებს. როგორც მის ხელთ არსებული ინფორმაციითაა ცნობილი, 2--- წელს არის შექმნილი ამხანაგობა, 1 დეკემბერს მ--------------- იყო თავმჯდომარე, 2--- წელს მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა და დღესდღეობით თავმჯდომარე არ ჰყავს, თუმცა თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში იმ მისამართზე არანაირი სამუშაოები არ განხორციელებულა, არც ამხანაგობას მიუმართავს.

 

მოწმის განმარტებით, ამხანაგობის კრების გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მასზე ფიქსირდება 2/3-ის ხელმოწერა. თუ ამხანაგობის წევრი რეალურად არ ესწრება კრებას, შესაძლებელია სკაიპით ჩაერთოს, რასაც უნდა ესწრებოდეს ნოტარიუსი, ასევე, არ შეიძლება კრებაში მინდობილობის გარეშე მიიღოს მონაწილეობა ბინათმესაკუთრის ახლო ნათესავმა.

 

მოწმე ლ-----–------–-–---–-- ჩვენების თანახმად, არის არქიტექტურის სამსახურის იურისტი, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი გამოსცა სამსახურში შესული განცხადების საფუძველზე, რომლითაც თ------- ს---–----–---–- უნებართვოდ მოწყობილი შენობის ნაწილების ლეგალიზებას ითხოვდა. გარკვეული შუალედური გადაწყვეტილებების შემდეგ, რომელიც მათ მიერ იქნა მიღებული ორგზის, გასცა დადებითი აქტი და ლეგალიზებულად ჩაითვალა თბილისში, მ---–---------, ქ------- ქ.#---ში უნებართვოდ მოწყობილი ფანჯრის ღიობები. ფანჯრის ღიობების ლეგალიზებისთვის მშენებლობა დაწყებული და დასრულებული უნდა იყოს 2007 წლის 1 იანვრამდე. კონკრეტულ შემთხვევაში, ღიობების 2007 წლამდე არსებობაში დაარწმუნა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმებმა ქალბატონ ს---------ს ხელმოწერით. კანონმდებლობის თანახმად კი, პასუხისმგებლობა დოკუმენტის სისწორეზე ეკისრება განცხადების წარმომდგენს/დამკვეთს. კრებას ვინ დაესწრო და ვინ არა, ვერ აკონტროლებენ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იქ სადაც ორზე მეტი საცხოვრებელი სახლია ერთჭერ ქვეშ მოქცეული და სრულდება ეს კანონი, შესაძლებელი-- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე განხორციელდეს მოქალაქის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ოღონდ ერთი დათქმით, არ უნდა ხდებოდეს საკუთრების უფლების გაზრდა ანდა ახალი საკუთრების საგნის წარმოშობა. ამ შემთხვევაში ლეგალიზებაზე სამსახური გადაწყვეტილებას მიიღებდა კრების ოქმის წარმოდგენის გარეშეც, ვინაიდან აკმაყოფილებდა როგორც მშენებლობის 2007 წლამდე დაწყებას და დასრულებას, საკუთრების უფლებასაც. დღესაც რომ მიიღონ იგივე საქმე, ანალოგიურად მოხდება ლეგალიზება, შესაძლებელი-- განმცხადებელს სავალდებულოდ განსაზღვროდა ორი ან სამი პირის თანხმობის წარდგენა, რომელიც მას შეეძლო მოეპოვებინა არა ამხანაგობის წევრებშიც, შეეძლო მეგობარი მიეყვანა, რომელიც საერთოდ არ ცხოვრობდა იმ მისამართზე, ვისაც ფაქტის დადასტურება შეეძლებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ყალბი ჩვენება არ უნდა დაეწერა არც მეგობარს.

 

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტიკურობა დადასტურებულია სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის - მ-------–--–-–---–-- ჩვენებით.

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2--- წლის 1- ნოემბრის საერთო კრების #1 ოქმის თანახმად, კრების ჩატარების ადგი-–-- ზ--------- ქ.#---ის ეზო, მრავალბინიან სახლში ირიცხება 5 ბინის მესაკუთრე. კრების დღის წესრიგი: კრების თავმჯდომარის არჩევა, ამხანაგობის სახელწოდების შერჩევა, ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევა, თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის განსაზღვრა და კორპუსში ამხანაგობის აღრიცხვაზე დადგომის საკითხი. ოქმის თანახმად, კრების თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გ--–----–---–-; ამხანაგობის სახელწოდებად შერჩეულ იქნა ,,თანადგომა‘‘; ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მოწვეული მმართველი მ---------------, მცხოვრები ზ---------------ში; თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადად განისაზღვრა 5 წელი. გ--–----–---–-ს წინადადებით, მოწვეულ მმართველთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვრა თ------- ს---–----–---–-. ოქმს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე გ--–----–---–-.

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თანადგომის‘‘ წევრთა სია განსაზღვრულია შემდეგი შემადგენლობით: ლ----------------, გ--–----–---–-, ი-–-- ჩ-------, თ------- ს---–----–---–- და ი----------–---. დათარიღებულია 2--- წლის 1- ნოემბრით.

 

თ------------–----–---–-ა და მ---------------ს შორის გაფორმებული 2--- წლის 17 ნოემბრის ხელშეკრულებით, ამ ხელშეკრულებით მოწვეული მმართველი იღებს ვალდებულებას, შეასრულოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თანადგომის‘‘ საერთო ქონების მართვის ფუნქციები. მმართველის მიერ განხორციელებულ გარიგებებთან დაკავშირებული უფლებები და ვალდებულებები წარმოეშობა უშუალოდ ამხანაგობას. მოწვეული მმართველი ვალდებული-- პირადად განახორციელოს საერთო ქონების მართვის ფუნქციები, ჯეროვნად შეასრულოს კანონით განსაზღვრული ამხანაგობის თავმჯდომარის ფუნქციები, შეატყობინოს ამხანაგობას მისი მოთხოვნით ყველა ცნობა ფუნქციების შესრულების მიმდინარეობაზე, დაუყოვნებლივ გადასცეს ამხანაგობას ყველა მონაცემი და საბუთი მის მიერ ფუნქციების შესრულების მიზნით დადებული გარიგების თაობაზე, ხელშეკრულების გაუქმების შემთხევვაში, დაუბრუნოს ამხანაგობას ყველა დოკუმენტი, რაც უკავშირდება მისი ფუნქციების შესრულებას და წარუდგონოს ანგარიში. მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მ---–------- რაიონის გამგებლის 2--- წლის 11 მაისის წერილით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თანადგომა‘‘ (მისამართი: თბილისი, ზ--------- ქ.#--) მ---–------- რაიონის გამგეობაში აღრიცხვაზე დგას 2--- წლის 1 დეკემბრიდან და შედგება 5 წევრისგან. აღნიშნული ამხანაგობის თავმჯდომარედ (მოწვეული მმართველი) დაინიშნა მ---------------, რომლის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრებოდა 2--- წლის 1 დეკემბრამდე.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 17 მაისის, 18 მაისის და 19 მაისის წერილებით დგინდება 2--- წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით თბილისში, ზ--------- ქ.#---ში ბინათმესაკუთრეთა რაოდენობა, მათი ვინაობა და დემოგრაფიული მონაცემები. წერილების თანახმად, ბინათმესაკუთრეებს წარმოადგენენ: ი----------–---, გ--–----–---–-, ქ------- წ---–------, ი-–-- ჩ------- და თ------- ს---–----–---–-.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის წერილების თანახმად, თ------------–----–---–- გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, რითაც დაევალა მის მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის 7 დღის ვადაში წარდგენა ან ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

 

ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თანადგომის‘‘ 2--- წლის 4 სექტემბრის კრების ოქმით #-- თ------–-- ქ.#---ში ჩატარდა ამხანაგობის კრება მ---------------ს თავმჯდომარეობით. კრებას დაესწრო ოთხი ბინის მესაკუთრე, რაც შეადგენს 2/3-ს. კრების განხილვის საგანია #- ბინაში მცხოვრებ თ------------–----–---–-- მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაში ფანჯრების ლეგალიზების საკითხი. 2--- წლის 9 დეკემბერს თ------- ს---–----–---–- გახდა უძრავი ქონების მესაკუთრე, ამ ფართში არსებული ორი პატარა ფანჯრით. კრების წევრებმა ერთხმად დაადასტურეს, რომ აღნიშნული ორი პატარა ფანჯარა ნამდვილად არსებობდა 2007 წლამდე და ხმათა 100 %-ით გადაწვიტეს, რომ ამხანაგობა თანახმაა, ორი ფანჯრის საკითხი გადაეცეს არქიტექტურის სამსახურს ლეგალიზებისთვის.

 

აღნიშნული კრების ოქმი მ---------------ს მიერ წარდგენი-–-- სანოტარო ბიუროში და 2--- წლის 5 სექტემბერს დამოწმებულია ნოტარიული წესით.

 

თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 12 სექტემბრის #------- ბრძანებით, თ------------–----–---–- დაევალა თბილისში, ზ--------- ქ.#---ში უნებართვო მშენებლობის ხარვეზების აღმოფხვრა და დამატებით საკუთრების უფლების დოკუმენტის, აზომვითი ნახაზის და შესწორებული კრების ოქმის წარდგენა.

 

ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თანადგომის‘‘ 2--- წლის 4 სექტემბრის მეორე კრების #- ოქმში დამატებითაა მითითებული, რომ ამხანაგობის წევრები თანახმა არიან, თ------------–----–---–-- მოახდინოს მის მფლობელობაში არსებული ფანჯრების ლეგალიზება.

 

აღნიშნული კრების ოქმი მ---------------ს მიერ წარდგენი-–-- სანოტარო ბიუროში და 2--- წლის 23 სექტემბერს დამოწმებულია ნოტარიული წესით.

 

თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 9 ოქტომბრის #1------ ბრძანებით, თ------------–----–---–- 10 დღე მიეცა სრულყოფილი აზომვითი ნახაზის და შესწორებული კრების ოქმის (ზუსტი მისამართით) წარსადგენად.

 

ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თანადგომის‘‘ 2--- წლის 21 ოქტომბრის #- კრების ოქმით, ზ---–--------- ქ.#---ში (ყოფილი თ---–----–-ს ქუჩა) ჩატარდა ამხანაგობის კრება მ---------------ს თავმჯდომარეობით, კრებას დაესწრო ოთხი ბინის მესაკუთრე, რაც შეადგენს 2/3-ს. კრების განხილვის საგანია #- ბინაში მცხოვრებ თ------------–----–---–-- მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაში ფანჯრების ლეგალიზების საკითხი. 2--- წლის 9 დეკემბერს თ------- ს---–----–---–- გახდა უძრავი ქონების მესაკუთრე, ამ ფართში არსებული ორი პატარა ფანჯრით. კრების წევრებმა ერთხმად დაადასტურეს, რომ აღნიშნული ორი პატარა ფანჯარა ნამდვილად არსებობდა 2007 წლამდე. ხმათა 100 %-ით გადაწვიტეს, რომ ამხანაგობა თანახმაა, თ------------–----–---–-- მოახდინოს მის მფლობელობაში არსებული ორი ფანჯრის ლეგალიზება. კრების ოქმს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე მ---------------.

 

აღნიშნული კრების ოქმი მ---------------ს მიერ წარდგენი-–-- სანოტარო ბიუროში და 2--- წლის 2- ოქტომბერს დამოწმებულია ნოტარიული წესით.

 

თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 3 ნოემბრის #1------ ბრძანებით, დაკმაყოფილდა თ------------–----–---–-- განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა თბილისში, ზ--------- ქ.#---ში უნებართვოდ მოწყობილი ფანჯრის ღიობები.

 

თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის 2--- წლის 31 მაისის წერილით, თბილისში, ზ--------- ქ.#---ში მდებარე, თ------------–----–---–-- პირად საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვოდ მოწყობილი ორი ფანჯრის ღიობის ლეგალიზება მოხდა 2--- წლის 3 ნოემბრის #1------ ბრძანებით, ამასთან, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ‘‘ კანონის და არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ‘‘ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2--- წლის 30 დეკემბრის დადგენილების თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმის წარდგენის გარეშეც განხორციელდებოდა აღნიშნული ორი ფანჯრის ღიობის ლეგალიზება.

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანი-- თუ მას ესწრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ მესაკუთრეს აქვს ერთი ხმა. თუ მესაკუთრეს აქვს რამდენიმე ბინა, მას აქვს ბინათა რაოდენობის შესაბამისი ხმები. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების ნახევარზე მეტით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს, რომ მ---------------მ 2--- წლის 4 სექტემბერს და 21 ოქტომბერს შეადგინა თბილისში, ქ------- ქ.#---ში მცხოვრებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თანადგომის‘‘ კრების ოქმები, რომლებშიც მიუთითა, რომ კრებას ესწრებოდა ოთხი ბინათმესაკუთრე, როდესაც რეალურად ადგილზე იყო მხოლოდ ორი - ი-–-- ჩ------- და თ------- ს---–----–---–-. აღნიშნული ოქმები გადასცა ბინათმესაკუთრე თ------------–----–---–-, რაც წარდგენილ იქნა შესაბამის ორგანოში ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფანჯრის ღიობების ლეგალიზებისთვის. შესაბამისად, მ---------------მ მოახდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც სასამართლოს დასკვნა ემყარება.

 

მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულებაა ინფორმაცი-- ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი ან სხვა ობიექტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

მტკიცებულებების მეშვეობით, სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად, უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში, რაც უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება მ---------------ს დანაშაულებრივი ქმედება - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება.

 

თბილისში, ზ--------- #---ში მცხოვრებმა ყველა დაკითხულმა მოწმემ, ასევე, თავად ბრალდებულმა მ---------------მ სასამართლოს დაუდასტურა, რომ ეს უკანასკნელი იყო მათი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე. იგივე დგინდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2--- წლის 1- ნოემბრის საერთო კრების #1 ოქმით და მ---–------- რაიონის გამგებლის 2--- წლის 11 მაისის წერილით, რომელთა თანახმად, ზემოთ მითითებულ მისამართზე ჩატარდა ბინათმესაკუთრეთა კრება, რომელზეც ამხანაგობის სახელწოდებად შერჩეულ იქნა ,,თანადგომა‘‘ და თავმჯდომარედ 5 წლის ვადით არჩეულ იქნა მოწვეული მმართველი მ---------------, მცხოვრები ზ---------------ში. შესაბამისად, ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩევის შედეგად მ---------------ს წარმოეშვა შესაბამისი უფლება-მოვალეობები, რომლის ფარგლებშიც უნდა მოეხდინა ნაკისრი ფუნქციების განხორციელება.

 

მოწმეებმა - თ------- და ე---------- ს---–----–---–---- საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურეს, რომ მათ პრობლემა შეექმნათ ზედამხედველობის სამსახურში ბინაში გაჭრილ ფანჯრის ღიობებთან დაკავშირებით, რისთვისაც არქიტექტურის სამსახურში ფანჯრების ლეგალიზაციისთვის დაავალეს მეზობლების თანხმობის მიტანა, რაც ასახული იქნებოდა კრების ოქმში.

 

მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წერილების თანახმად, თ------------–----–---–- 2--- წლის 25 აგვისტოს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, რითაც დაევალა მის მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. სწორედ ამის შემდეგ, 2--- წლის 4 სექტემბერს, დგება მ---------------ს თავმჯდომარეობით ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თანადგომის‘‘ კრება, რის დასტურადაც შედგენი-–-- კრების ოქმი #-- რომელშიც დაფიქსირებული-- რომ კრებას დაესწრო ოთხი ბინათმესაკუთრე (რაც შეადგენს 2/3-ს), რომლებმაც დაადასტურეს, რომ ფანჯრები თ------------–----–---–-- ბინაში (ბინა #-) არსებობდა 2007 წლამდე. ოქმში მითითებული-- რომ ხმათა 100 %-ით გადაწვიტეს, რომ ამხანაგობა თანახმაა, ორი ფანჯრის საკითხი გადაეცეს არქიტექტურის სამსახურს ლეგალიზებისთვის და მოხდეს მისი ლეგალიზება. აღნიშნული სამსახურის მიერ 2--- წლის 12 სექტემბერს გამოცემულ იქნა ბრძანება #-------, რომლითაც თ------------–----–---–-, სხვა დოკუმენტებთან ერთად, დაევალა კრების ოქმის წარდგენა, შესწორებული სახით, რის შესაბამისადაც მეორე ოქმში უკვე მითითებულ იქნა, რომ ამხანაგობა თანახმაა, თ------------–----–---–-- მოახდინოს მის მფლობელობაში არსებული ორი ფანჯრის ლეგალიზება. ამის შემდგომ ამავე სამსახურის მიერ შესაბამისი ბრძანებით კვლავ მოხდა თ------------–----–---–--თვის ვადის განსაზღვრა სრულფილი აზომვითი ნახაზისა და შესწორებული კრების ოქმის (ზუსტი მისამართით) წარსადგენად. აღნიშნულის საფუძველზე, 2--- წლის 21 ოქტომბერს კვლავ შედგა კრება, რომლის ოქმში, ასევე, დაფიქსირებული-- რომ კრებას ესწრებოდა ოთხი ბინათმესაკუთრე. მართალი-- არცერთ ოქმში არ არის მითითებული კრებაში მონაწილე პირთა გვარ-სახელები, თუმცა დამსწრე პირთა ვინაობები სრულად იქნა დადგენილი ბრალდებულის და მოწმეთა სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით. კერძოდ, დადგენი-–--, რომ თ------------–----–---–-- ბინაში არსებული ფანჯრის ღიობების ლეგალიზებასთან დაკავშირებით კრებას ესწრებოდნენ თავად თ------- ს---–----–---–-, მისი შვილი ე---------- ს---–----–---–-, ი-–-- ჩ-------, ი-------–----–---–-, რა დროსაც სკაიპის მეშვეობით დაუკავშირდნენ კიდევ ერთ ბინათმესაკუთრე ქ--------–---–------ და გაიგეს, რომ არც ის იყო შესაბამისი სამსახურის მიერ ს---–----–---–---- ბინაში არსებული ფანჯრის ღიობების ლეგალიზაციის წინააღმდეგი. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ საკითხს, რომ ქ------- წ---–------სგან თანხმობის მიღება სკაიპის მეშვეობით საჭიროებდა ნოტარიულ დამოწმებას, რაც არ განხორციელებულა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2--- წლის 17, 18 და 19 მაისის წერილებით დადგენი-–-- 2--- წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით თბილისში, ზ--------- ქ.#---ში ბინათმესაკუთრეთა ვინაობა. ესენი არიან: ი----------–---, გ--–----–---–-, ქ------- წ---–------, ი-–-- ჩ------- და თ------- ს---–----–---–-. შესაბამისად, დადგენი-–--, რომ კრებაში მონაწილე პირი ი-------–----–---–- არ წარმოადგენდა ბინის მესაკუთრე პირს და არ იყო უფლებამოსილი, მონაწილეობა მიეღო კრებაში, რამდენადაც ბინის მესაკუთრეს წარმოადგენდა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი გ--–----–---–-, რომელსაც არათუ მონაწილება არ მიუღია არცერთ კრებაში, ინფორმირებულიც არ ყოფილა ამის თაობაზე.

 

დადგინი-–--, რომ გ--–----–---–-ს, თ------------–----–---–--ა და ი-–------------ გარდა, ქ------- ქ.#---ში არსებული ამხანაგობის ბინათმესაკუთერეებს წარმოადგენდნენ ი----------–--- და ქ------- წ---–------, რომელთაგან არცერთი მოცემული დროისთვის საქართველოში არ იმყოფებოდა. მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, დადგინდა, რომ კრებაში მონაწილება არ მიუღია ი----------–---ს დედას - ს-----–-------------ს, რომელიც შვილის ნდობით აღჭურვილ პირს წარმოადგენდა, ხოლო ქ------- წ---–------ს მონაწილეობა კრებაში არ ყოფილა დადასტურებული ნოტარიუსის მიერ და არც სათანადო აღნიშვნა ყოფილა ამის შესახებ ოქმში გაკეთებული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული ი-–------------ გამოკითხვის ოქმები, რომელთა თანახმადაც დასტურდება იგივე ფაქტობრივი გარემოებები, რაც მოწმეთა სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე ი-–------------ ჩვენებების საჯაროდ გამოქვეყნების და მათი მტკიცებულების სახით მიღებისას დაცულია ევროპული სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა მოწმის გადაუმოწმებელი ჩვენების სამდონიანი ტესტით შემოწმებასთან დაკავშირებით. ი-–-- ჩ------- საქმის სასამართლოში განხილვის დროისთვის გარდაცვლილი იყო, შესაბამისად, სახეზე იყო სასამართლოში მისი წარმოდგენის დაუძლეველი ძალით გამოწვეული საპატიო მიზეზი, ამასთან, მისი დაკითხვის ოქმებში გადმოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს ერთადერთს და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეს, რამდენადაც მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია სხვა პირდაპირ მოწმეთა ჩვენებებთან, რომლებითაც დგინდება, რომ ამხანაგობის კრების 2--- წლის 4 სექტემბრის და 21 ოქტომბრის ოქმებში დაფიქსირებული იყო ოთხი ბინათმესაკუთრე, მაშინ, როდესაც რეალურად კრებას ესწრებოდა მხოლოდ ორი ბინათმესაკუთრე. გარდა ამისა, საქმის არსებითი განხილვისას არსებობდა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, ბრალდებული თავად ესწრებოდა სასამართლო განხილვებს, უზრუნველყოფილი იყო კვალიფიციური დაცვით და მისი ჩართულობით იქნა გამოკვლეული ყველა მტკიცებულება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-–------------ გადაუმოწმებელი ჩვენების გაზიარებით არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

 

ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ბრალდებული არ უარყოფს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა აცხადებს, რომ მისთვის არავის არაფერი განუმარტავს და არც ბინის მესაკუთრეთა ვინაობის შესახებ ჰქონია რაიმე დოკუმენტი, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს.

 

აღნიშნულთან დაკავშიორებით სასამართლოსთვის ინფორმატიულია 2--- წლის 1- ნოემბრის კრების ოქმი, რომლის მიხედვითაც, კრებას თავმჯდომარეობდა გ--–----–---–-, რა დროსაც ქ------- ქ.#---ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თანადგომის‘‘ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მ---------------. ამასთან, ოქმს და ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმდა ამხანაგობის სახელით მ---------------სთან, თან ახლავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა სია. შესაბამისად, მტკიცება იმისა, რომ რომ 2--- წლიდან 5 წლის ვადით არჩეულმა ამხანაგობის თავმჯდომარემ ამ პოზიციაზე ყოფნის მეოთხე წელს არ იცოდა, ვინ იყვნენ ბინის მესაკუთრეები და აღნიშნულის გამართლება საჯარო რეესტრის ბაზასთან წვდომის არქონით, გაუმართლებელი და დაუჯერებელი-- მით უფრო, როდესაც ამხანაგობა სულ ხუთი ბინათმესაკუთრისგან შედგებოდა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნი-- რომ მ---------------მ 2--- წლის 4 სექტემბერს და 21 ოქტომბერს განზრახ მოახდინა კრების ოქმებში არასწორი მონაცემების შეტანა დოკუმენტის თ------- ს---–----–---–--- გადაცემის (გასაღების) მიზნით, რაც განახორციელა კიდეც. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების კვალიფიკაციისას მოტივს, რომელზეც გარკვეულწილად მოუწია სასამართლოს მსჯელობა ზემოთ, მნიშვნელობა არ აქვს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კრების ოქმი წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამცემ პირს წარმოადგენს ამხანაგობის თავმჯდომარე, მას სახელმწიფოს მიერ მინიჭებული აქვს იურიდიული ძალა გარკვეული უფლების განსახორციელებლად, კონკრეტულ შემთხვევაში, როგორიცაა ბინაში ინდივიდუალური მშენებლობის ლეგალიზება. მართალი-- ინდივიდუალური მშენებლობისთვის შესაბამისი ორგანო - არქიტექტურის სამსახური სხვა დოკუმენტების სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში მაინც მოახდენდა ქ------- ქ.#---ში მდებარე #- ბინაში ფანჯრების ლეგალიზებას, რაც ცალსახად დადასტურდა არქიტექტურის სამსახურის იურისტის - ლ-----–------–-–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, რამდენადაც სრულად ჯდებოდა კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებში, თუმცა სასამართლოსთვის აღნიშნული არ წარმოადგენს განხილვის საგანს, რამდენადაც მ---------------ს ქმედებით, არასწორი მონაცემის შეტანით კრების ოქმებში, მოხდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, კრებაში მონაწილე ბინათმესაკუთრეთა რაოდენობის არასწორი მითითებით კრებას მიენიჭა გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.

 

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში იგულისხმება როგორც მთლიანად ფიქციური დოკუმენტის, ისე - ნამდვილი დოკუმენტის მონაცემების შეცვლა. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შექმნა/დამზადება ფაქტების, გარემოებების დამახინჯებულად გადმოცემაში ვლინდება, რაც შეიძლება იყოს გამოსაკვლევი ფაქტის ან მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოსთვის შეფასება, რაც არ ეფუძნება სრულ მასალებს, მისი დამახინჯება და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის მოტივს ქმედების კვალიფიკაციისთვის, როგორც აღინიშნა, მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა დადგენი-–--, რომ მ---------------ს მიერ კრების ოქმებში ყალბი მონაცემების შეტანა მოხდა თ------------–----–---–-- მიერ შესაბამის ორგანოში წარსადგენად, რის თაობაზეც მოიწვია მან კრება, ხოლო იმას, რამდენად იყო საჭირო კრების მოწვევა ლეგალიზებისთვის, განმსაზღვრელი მნიშვნელობა არ აქვს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მ---------------ს მიერ ჩადენი-–-- მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაული, რომელზეც ვერ გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც, დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულ მ---------------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც მ--------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანი-- თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლო კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს, რომ მ---------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნი-- მხედველობაში იღებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, რომ მას აღნიშნული არ ჩაუდენია პირადი მოტივით და ანგარებით და გამოწვეული იყო მეზობლის დახმარების სურვილით; მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, რომ მას, რომელსაც სახელმწიფოსგან ჰქონდა უფლება მინიჭებული, ემართა ამხანაგობა, განზრახ შეიტანა არასწორი მონაცემები ოფიციალურ დოკუმენტში, ასევე, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას, ასაკს, რომ არ ყოფილა ნასამართლევი და გამოვლენილი რაიმე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, და მიიჩნევს, რომ მ---------------ს მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის მიზნების განხორციელება შესაძლებელი იქნება ჯარიმის გამოყენებით მინიმალური ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე