განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100119003131635
N1/139-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
30.08.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პორკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულის - გი------ წი--–---რის
ადვოკატ - თა----- ჭუ---–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: გი------ წი--–---რი;
მამის სახელი: ამ------;
დაბადებული: 25.04.1----–--–-;
პირადი ნომერი: 4----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;
რეგისტრირებული: ქ. ყვარელი, თამარ მეფის ქ. N3-;
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ყვარელი, თამარ მეფის ქ. N3-;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: გი------ წი--–---რს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა:
გი------ წი--–---რს ბრალი ედება მასში, რომ
1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 13:40 საათზე, ქ. ყვარელში, თამარის ქუჩა N3--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გი------ წი--–---რმა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - ელ--- ბე------–--ლის და თა---- ბე------–--ლის თანდასწრებით სცემა დედას - მა---- წი--–---რს, რომელსაც სახის არეში და სხეულზე რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური ძალადობა, რამაც გამოიწვია ტანჯვა.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ქ. ყვარელში, თამარის ქუჩა N3--ში მცხოვრები გი------ წი--–---რი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. 2019 წლის აპრილის თვიდან, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გი------ წი--–---რი, დედის - მა---- წი--–---რის მიმართ ახორციელებდა სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ, სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას.
გი------ წი--–---რი 2019 წლის 27 ივნისს 20:15 საათზე დააკავეს და 2019 წლის 28 ივნისს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
2019 წლის 28 ივნისის განჩინებით, გი------ წი--–---რს აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩული -გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით. გირაოს გადაუხდელობის გამო დარჩა პატიმრობაში. 2019 წლის 20 აგვისტოს განჩინებით პატიმრობა შეეცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით -გირაო 1000(ათასი) ლარით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 13:40 საათზე, ქ. ყვარელში, თამარის ქუჩა N3--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გი------ წი--–---რმა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - ელ--- ბე------–--ლის და თა---- ბე------–--ლის თანდასწრებით სცემა დედას - მა---- წი--–---რს, რომელსაც სახის არეში და სხეულზე რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქ. ყვარელში, თამარის ქუჩა N3--ში მცხოვრები გი------ წი--–---რი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. 2019 წლის აპრილის თვიდან, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გი------ წი--–---რი, დედის - მა---- წი--–---რის მიმართ ახორციელებდა სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ, სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ტანჯვა.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მა---- წი--–---რის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების - ელ--- ბე------–--ლის, თა---- ბე------–--ლის და ამ----- წი--–---რის გამოკითხვის ოქმები, ელ--- ბე------–--ლის და თა---- ბე------–--ლის დაბადების მოწმობების ასლები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი------ წი--–---რი 2019 წლის აპრილის თვიდან სისტემატურად, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას, მა---- წი--–---რს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მიზნებისათვის, ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დაზარალებული მა---- წი--–---რი არის ბრალდებულის დედა და შესაბამისად მისი ოჯახის წევრი.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სიტყვიერი შეურაცხყოფა, უწმაწური სიტყვების დაძახება, წოდება, რამაც ფსიქოლოგიური ტანჯვა უნდა გამოიწვიოს. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ წი--–---რმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ დაზარალებულ მა---- წი--–---რის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების - ელ--- ბე------–--ლის, თა---- ბე------–--ლის და ამ----- წი--–---რის გამოკითხვის ოქმები, ელ--- ბე------–--ლის და თა---- ბე------–--ლის დაბადების მოწმობების ასლები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი------ წი--–---რმა 2019 წლის 27 ივნისს 13:40 საათზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას მა---- წი--–---რს, არასრულწლოვანი ელ--- და თა---- ბე------–--ლების თანდასწრებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არასრულწლოვნის თანდასწრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს უშუალოდ შეესწრო 18 წელს მიუღწეველი ფიზიკური პირი, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს არასრულწლოვნის ოჯახის წევრის მიმართ.
საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ გი------ წი--–---რის ოჯახის წევრები არიან ელ--- (დაბ. 03.03. 2011წ.) და თა---- (დაბ. 23.07.2006წ.) ბე------–--ლები და ისინი არიან არასრულწლოვნები.
სამართლებრივი შეფასება
1. სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ წი--–---რმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ წი--–---რმა არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გი------ წი--–---რს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
გი------ წი--–---რის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ (სსკ-ის 1261ე მუხლის პირველი ნაწილი.)
გი------ წი--–---რის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ (სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
ამასთან, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გი------ წი--–---რის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი არის პირველი შემთხვევა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაზარალებულს გი------ წი--–---რის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო სასჯელის დანიშვნისას არ უნდა იყოს ძალიან მკაცრი და სასჯელი უნდა შეესაბამებოდეს ბრალდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ ქმედებას. სასამართლო ითვალისწინებს, რა ბრალდებულის გულრწფელ მონანიებას, ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდგომ პერიოდში, რაც გამოიხატა დაზარალებულებთან შერიგებაში და მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება, რაც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა და ბრალდებულის რესოციალიზაცია.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
2019 წლის 28 ივნისის განჩინებით, გი------ წი--–---რს აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩული -გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით. გირაოს გადაუხდელობის გამო დარჩა პატიმრობაში. 2019 წლის 20 აგვისტოს განჩინებით პატიმრობა შეეცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით -გირაო 1000(ათასი) ლარით, რომელიც არ იქნა გადახდილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გი------ წი--–---რი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით ერთი წლის გამოსაცდელი ვადით
2. გი------ წი--–---რი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით ერთი წლის გამოსაცდელი ვადით
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილების თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა საბოლოო დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასაჯელი და საბოლოოდ გი------ წი--–---რს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1(ერთი) წელი.
4. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
5. გი------ წი--–---რის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმდეს.
6. გი------ წი--–---რს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 27 ივნისის 20:15 საათიდან 2019 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქუჩა N 24) მეშვეობით.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე