განაჩენი

სისხლის სამართლის 30.08.2019
საქმის ნომერი
340100119003114836
დავის ტიპი
126
თარიღი
30.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119003114836

№1/127-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 აგვისტო, 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - ტ---------- მ----------ის

ადვოკატ- მ-----–- ღ---–--ის

თარჯიმან - მ------- გ----------ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)

 

ბრალდებული: ტ---------- მ----------ი

მამის სახელი: მ-------ი

დაბადებული: 2--------- წელს

პირადი ნომერი:------------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ყ------–ი, სოფელი შ--------

ფაქტობრივად მცხოვრები: ყ------–ი, სოფელი შ--------

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: ტ----------ი მ----------ის ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა:

1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ყვარლის რაიონის სოფელ შოროხში მცხოვრები ტ---------- მ----------ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. 2019 წლის აპრილის თვიდან, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ტ---------- მ----------ი, არასრულწლოვანი შვილების, ს------–- მ----------ის და ფ------ მ----------ას თანდასწრებით, მეუღლის - ლ------ მ----------ის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას და რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას.

 

2. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 06:00 საათზე, ტ---------- მ----------მა, მეუღლეს ლ------ მ----------ს, ყელში წაუჭირა ხელი, რის შემდეგაც მას მკლავში დაარტყა ხელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ტ---------- მ----------მა, არასრულწლოვანი შვილის ფ------ მ----------ას თანდასწრებით სცემა 16 წლის არასრულწლოვან შვილს, ს------–- მ----------ს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

4. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ტ---------- მ----------მა, არასრულწლოვანი შვილის ფ------ მ----------ის თანდასწრებით სახის არეში ხელი დაარტყა შვილს, ბ-–---- მ----------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ტ----------ი მ----------ი 2019 წლის 13 ივნისს 00:05 საათზე დააკავეს და 2019 წლის 13 ივნისს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი), 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

1. ყვარლის რაიონის სოფელ შოროხში მცხოვრები ტ---------- მ----------ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. 2019 წლის აპრილის თვიდან, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ტ---------- მ----------ი, არასრულწლოვანი შვილების, ს------–- მ----------ის და ფ------ მ----------ას თანდასწრებით, მეუღლის - ლ------ მ----------ის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას და რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას.

 

2. 2019 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 06:00 საათზე, ტ---------- მ----------მა, მეუღლეს ლ------ მ----------ს, ყელში წაუჭირა ხელი, რის შემდეგაც მას მკლავში დაარტყა ხელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. 2019 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ტ---------- მ----------მა, არასრულწლოვანი შვილის ფ------ მ----------ას თანდასწრებით სცემა 16 წლის არასრულწლოვან შვილს, ს------–- მ----------ს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

4. 2019 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ტ---------- მ----------მა, არასრულწლოვანი შვილის ფ------ მ----------ის თანდასწრებით სახის არეში ხელი დაარტყა შვილს, ბ-–---- მ----------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა,რამაც გამოიწვია ტანჯვა

(ლ------ მ----------ას მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ლ------ მ----------ის, მოწმეების - ა-–---- მ----------ის, ს------–- მ----------ის, ბ-–---- მ----------ის, თავად ბრალდებულ ტ---------- მ----------ის გამოკითხვის ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ტ---------- მ----------ი, მეუღლის - ლ------ მ----------ის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას და რაც იწვევდა ამ უკანასკნელის ტანჯვას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიურ შეურაცხყოფაში იგულისხმება ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მიმართვა, რაც დაზარალებულის ტანჯვას იწვევს. სიტყვიერი შეურაცხყოფა მაშინ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას როდესაც მას აქვს სისტემატიური ხასიათი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ტ---------- მ----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ლ------ მ----------ის, მოწმეების - ა-–---- მ----------ის, ს------–- მ----------ის, ბ-–---- მ----------ის, თავად ბრალდებულ ტ---------- მ----------ის გამოკითხვის ოქმით, დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ტ---------- მ----------ი მეუღლის - ლ------ მ----------ის მიმართ სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას ახორციელებდა არასრულწლოვანი შვილების, ს------–- მ----------ის და ფ------ მ----------ას თანდასწრებით,აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია

(ლ------ მ----------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ლ------ მ----------ის, მოწმეების - ა-–---- მ----------ის, ს------–- მ----------ის, ბ-–---- მ----------ის, თავად ბრალდებულ ტ---------- მ----------ის გამოკითხვის ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ტ---------- მ----------მა, მეუღლეს ლ------ მ----------ს, ყელში წაუჭირა ხელი, რის შემდეგაც მას მკლავში დაარტყა ხელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ძალადობრივი მოქმედება, დარტყმა სხეულის ნებისმიერ მიდამოში, თმებით მოქაჩვა, ყელში ხელის მოჭერა და სხვა ძალადობრივი ქმედებები, რაც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. ამასთან, ძალადობრივმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ტ---------- მ----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია

(ს------–- მ----------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ლ------ მ----------ის, მოწმეების - ა-–---- მ----------ის, ს------–- მ----------ის, ბ-–---- მ----------ის, თავად ბრალდებულ ტ---------- მ----------ის გამოკითხვის ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ტ---------- მ----------მა, სცემა 16 წლის არასრულწლოვან შვილს, ს------–- მ----------ს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ძალადობრივი მოქმედება, დარტყმა სხეულის ნებისმიერ მიდამოში, თმებით მოქაჩვა და სხვა ძალადობრივი ქმედებები, რაც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. ამასთან, ძალადობრივმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ტ---------- მ----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ს------–- მ----------ის, მოწმეების - ა-–---- მ----------ის, ბ-–---- მ----------ის, ლ------ მ----------ის, თავად ბრალდებულ ტ---------- მ----------ის გამოკითხვის ოქმით, დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ტ---------- მ----------მა, სცემა 16 წლის არასრულწლოვან შვილს, ს------–- მ----------ს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელება არასრულწლოვანი - 18 წელს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ, ამასთან, მოძალადისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ ძალადობრივ ქმედებას არასრულწლოვნის მიმართ სჩადის.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ს------–- მ----------ის, მოწმეების - ა-–---- მ----------ის, ბ-–---- მ----------ის, ლ------ მ----------ის, თავად ბრალდებულ ტ---------- მ----------ის გამოკითხვის ოქმით, დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ტ---------- მ----------მა, არასრულწლოვანი შვილის - ფ------ მ----------ას თანდასწრებით სცემა 16 წლის არასრულწლოვან შვილს, ს------–- მ----------ს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

4. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია

(ბ-–---- მ----------ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ბ-–---- მ----------ის, მოწმეების - ა-–---- მ----------ის, ს------–- მ----------ის, ლ------ მ----------ის, თავად ბრალდებულ ტ---------- მ----------ის გამოკითხვის ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ტ---------- მ----------მა სახის არეში ხელი დაარტყა შვილს - ბ-–---- მ----------ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებელის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ძალადობრივი მოქმედება, დარტყმა სხეულის ნებისმიერ მიდამოში, თმებით მოქაჩვა და სხვა ძალადობრივი ქმედებები, რაც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. ამასთან, ძალადობრივმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ტ---------- მ----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ ბ-–---- მ----------ის, მოწმეების - ა-–---- მ----------ის, ბ-–---- მ----------ის, ლ------ მ----------ის, თავად ბრალდებულ ტ---------- მ----------ის გამოკითხვის ოქმით, დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ტ---------- მ----------მა, შვილს - ბ-–---- მ----------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანი შვილის - ფ------ მ----------ის თანდასწრებით.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ტ---------- მ----------მა ჩაიდინა:

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით.

4. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ტ---------- მ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

ტ---------- მ----------ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ტ---------- მ----------ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის ოთხი ეპიზოდი. დანაშაულის ოთხივე ეპიზოდი ჩადენილია ოჯახის წევრების მიმართ და ერთ-ერთს აქვს სისტემატიური ხასიათი.

 

ტ---------- მ----------ი წარსულში ნასამართლევი არ არის. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია დანაშაულის ოთხი ეპიზოდი, ამათგან ერთ-ერთი კი სისტემატიური ხასიათისაა, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ტ---------- მ----------ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, ტ---------- მ----------ის მიმართ არსებობს ყველა საჭირო გარემოება, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ტ---------- მ----------ს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 ივლისის განჩინებით წინასასამართლო სხდომაზე ტ---------- მ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი, გირაოს თანხად განისაზღვრა 2000 (ორი ათასი) ლარი, რაც ბრალდებულის მიერ უზრუნველყოფილი არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ტ---------- მ----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის აპრილის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

ტ---------- მ----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

ტ---------- მ----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ა“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

ტ---------- მ----------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 ივნისის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქას სხვა სასჯელები და ტ---------- მ----------ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

ტ---------- მ----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 13 ივნისის 00:05 საათიდან 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი