განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100119003115057
№1/129-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 აგვისტო, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - შ----- ც------–ის
ადვოკატ - ო----- ხ-----–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)
ბრალდებული: შ----- ც------–ი
მამის სახელი: რ---------
დაბადებული: 2----------–--–-
პირადი ნომერი:------------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ლ----------------–----–----------------–-----–----
ფაქტობრივად მცხოვრები: ლ----------------–----–----------------–-----–----
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტებით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია: შ----- ც------–ს ბრალი ედება მასში, რომ
1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ლ----------------–----–----------------–----–---ში მცხოვრები შ----- ც------–ი, 2019 წლის აპრილის თვიდან, 2019 წლის 19 ივნისამდე, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - ბ-------- ც------–ის, ნ-- ც------–ის და რ---- ც------–ის თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დედას - ნ--- ც------–ს და მეუღლეს - თ----- ნ-–--–-–---–ს, რომელთაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ლახავდა მათ პატივს და ღირსებას. შ----- ც------–ის მხრიდან, მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულთა ტანჯვას.
2. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 16 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ლ----------------–----–----------------–----–---ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შ----- ც------–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - ბ-------- ც------–ის, ნ-- ც------–ის და რ---- ც------–ის თანდასწრებით, ყელში ხელი წაუჭირა მეუღლეს - თ----- ნ-–--–-–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
შ----- ც------–ი, 2019 წლის 19 ივნისს, 23:16 საათზე დააკავეს და 2019 წლის 20 ივნისს და 20 ივლისს ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. ლ----------------–----–----------------–----–---ში მცხოვრები შ----- ც------–ი, 2019 წლის აპრილის თვიდან, 2019 წლის 19 ივნისამდე, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - ბ-------- ც------–ის, ნ-- ც------–ის და რ---- ც------–ის თანდასწრებით, ეჭვიანობის ნ--დაგზე, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დედას - ნ--- ც------–ს და მეუღლეს - თ----- ნ-–--–-–---–ს, რომელთაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ლახავდა მათ პატივს და ღირსებას. შ----- ც------–ის მხრიდან, მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულთა ტანჯვას.
2. 2019 წლის 16 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ლ----------------–----–----------------–----–---ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შ----- ც------–მა, ეჭვიანობის ნ--დაგზე, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - ბ-------- ც------–ის, ნ-- ც------–ის და რ---- ც------–ის თანდასწრებით, ყელში ხელი წაუჭირა მეუღლეს - თ----- ნ-–--–-–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა,რამაც გამოიწვია ტანჯვა
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ნ--- ც------–ის და თ----- ნ-–--–-–---–ის, მოწმეების - რ--------- ც------–ის, ბ-------- ც------–ის, თავად ბრალდებულ შ----- ც------–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ შ----- ც------–ი, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დედას - ნ--- ც------–ს და მეუღლეს - თ----- ნ-–--–-–---–ს, რომელთაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ლახავდა მათ პატივს და ღირსებას. შ----- ც------–ის მხრიდან, მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულთა ტანჯვას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიურ შეურაცხყოფაში იგულისხმება ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მიმართვა, რაც დაზარალებულის ტანჯვას იწვევს. სიტყვიერი შეურაცხყოფა მაშინ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას როდესაც მას აქვს სისტემატიური ხასიათი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ----- ც------–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ნ--- ც------–ის და თ----- ნ-–--–-–---–ის, მოწმეების - რ--------- ც------–ის, ბ-------- ც------–ის, თავად ბრალდებულ შ----- ც------–ის გამოკითხვის ოქმებით, დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ შ----- ც------–ი, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - ბ-------- ც------–ის, ნ-- ც------–ის და რ---- ც------–ის თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დედას - ნ--- ც------–ს და მეუღლეს - თ----- ნ-–--–-–---–ს, რომელთაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ლახავდა მათ პატივს და ღირსებას. შ----- ც------–ის მხრიდან, მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულთა ტანჯვას.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
ჩადენილი ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ნ--- ც------–ის და თ----- ნ-–--–-–---–ის, მოწმეების - რ--------- ც------–ის, ბ-------- ც------–ის, თავად ბრალდებულ შ----- ც------–ის გამოკითხვის ოქმებით, დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ შ----- ც------–ი, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - ბ-------- ც------–ის, ნ-- ც------–ის და რ---- ც------–ის თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დედას - ნ--- ც------–ს და მეუღლეს - თ----- ნ-–--–-–---–ს, რომელთაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ლახავდა მათ პატივს და ღირსებას. შ----- ც------–ის მხრიდან, მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულთა ტანჯვას.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედება ხორციელდებოდეს ოჯახის ორი წევრის მიმართ მაინც. მოცემულ შემთხვევაში, სიტყვიერი შეურაცხყოფა შ----- ც------–ის მხრიდან ხორციელდებოდა დედის და მეუღლის მიმართ.
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ნ--- ც------–ის და თ----- ნ-–--–-–---–ის, მოწმეების - რ--------- ც------–ის, ბ-------- ც------–ის, თავად ბრალდებულ შ----- ც------–ის გამოკითხვის ოქმებით, დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ შ----- ც------–მა, ყელში ხელი წაუჭირა მეუღლეს - თ----- ნ-–--–-–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ძალადობრივი მოქმედება, დარტყმა სხეულის ნებისმიერ მიდამოში, თმებით მოქაჩვა და სხვა ძალადობრივი ქმედებები, რაც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. ამასთან, ძალადობრივმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ----- ც------–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ნ--- ც------–ის და თ----- ნ-–--–-–---–ის, მოწმეების - რ--------- ც------–ის, ბ-------- ც------–ის, თავად ბრალდებულ შ----- ც------–ის გამოკითხვის ოქმებით, დაბადების მოწმობების ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ შ----- ც------–მა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრების - ბ-------- ც------–ის, ნ-- ც------–ის და რ---- ც------–ის თანდასწრებით, ყელში ხელი წაუჭირა მეუღლეს - თ----- ნ-–--–-–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ----- ც------–მა ჩაიდინა:
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
შ----- ც------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
შ----- ც------–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
შ----- ც------–ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის ორი ეპიზოდი. დანაშაულის ორივე ეპიზოდი ჩადენილია ოჯახის წევრის - მეუღლის და დედის მიმართ და ერთ-ერთს აქვს სისტემატიური ხასიათი.
შ----- ც------–ი წარსულში ნასამართლევი არ არის. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია დანაშაულის ორი ეპიზოდი, ამათგან ერთ-ერთი კი სისტემატიური ხასიათისაა, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ----- ც------–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, შ----- ც------–ის მიმართ არსებობს ყველა საჭირო გარემოება, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
შ----- ც------–ს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო, რომლის სრულ უზრუნველყოფამდე დარჩა პატიმრობაში. შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო უზრუნველყოფილია ფულადი თანხით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ----- ც------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
შ----- ც------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და შ----- ც------–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.
შ----- ც------–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 19 ივნისის 23:16 საათიდან 2019 წლის 21 ივნისის ჩათვლით.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი