განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100119003091418
№1/112-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 აგვისტო, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - მ------ თ----–---–ის
ადვოკატ - თ----- ჭ-----–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------)
ბრალდებული: მ------ თ----–---–ი
მამის სახელი: გ---
დაბადებული: 1----–-–---------–---
პირადი ნომერი:------------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლევი
რეგისტრირებული: ყ-----–--------------------–--------–-
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ---------–----–---------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი).
კვალიფიკაცია: მ------ თ----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ
1. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: ქ---------––---–----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მცხოვრები, ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევი მ------ თ----–---–ი, 2018 წლის მაისის თვიდან, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის, მ------- ძ---–--–---–ის თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ზ----- ძ---–--–---–ს, რა დროსაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას.
2. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2019 წლის მაისის თვის დაუდგენელ რიცხვში ქ---------––---–---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური დანაშაულისათვის ნასამართლევმა მ------ თ----–---–მა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის, მ------- ძ---–--–---–ის თანდასწრებით სცემა მეუღლეს ზ----- ძ---–--–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2019 წლის 5 ივნისს დაახლოვებით 23:00 საათზე ქ---------––---–---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევმა მ------ თ----–---–მა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის, მ------- ძ---–--–---–ის თანდასწრებით სცემა მეუღლეს ზ----- ძ---–--–---–ს, რა დროსაც ხელის არეში მუშტის რამდენიმე დარტყმის შედეგად მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
მ------ თ----–---–ი 2019 წლის 6 ივნისს 02:20 საათზე დააკავეს და 2019 წლის 7 ივნისს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. მ------ თ----–---–ი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით.
2. ქ---------––---–----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მცხოვრები, ოჯახური ძალადობისათვის ნასამართლევი მ------ თ----–---–ი, 2018 წლის მაისის თვიდან, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის, მ------- ძ---–--–---–ის თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ზ----- ძ---–--–---–ს, რა დროსაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას.
3. 2019 წლის მაისის თვის დაუდგენელ რიცხვში ქ---------––---–---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური დანაშაულისათვის ნასამართლევმა მ------ თ----–---–მა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის, მ------- ძ---–--–---–ის თანდასწრებით სცემა მეუღლეს ზ----- ძ---–--–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. 2019 წლის 5 ივნისს დაახლოვებით 23:00 საათზე ქ---------––---–---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევმა მ------ თ----–---–მა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის, მ------- ძ---–--–---–ის თანდასწრებით სცემა მეუღლეს ზ----- ძ---–--–---–ს, რა დროსაც ხელის არეში მუშტის რამდენიმე დარტყმის შედეგად მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა,რამაც გამოიწვია ტანჯვა
(2018 წლის მაისის ეპიზოდი)
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ ზ----- ძ---–--–---–ის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ სამი წელია მ------ თ----–---–ის მეუღლეა და მასთან ერთად ცხოვრობს. შვილის დაბადების შემდეგ მ------ თ----–---–მა დალევა დაიწყო. მთვრალი მის მიმართ აგრესიული ხდებოდა.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ------- ძ---–--–---–ის, მოწმე გ------- ძ---–--–---–ის, თავად ბრალდებულ მ------ თ----–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის მაისის თვიდან, მ------ თ----–---–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ზ----- ძ---–--–---–ს, რა დროსაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიურ შეურაცხყოფაში იგულისხმება ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მიმართვა, რაც დაზარალებულის ტანჯვას იწვევს. სიტყვიერი შეურაცხყოფა მაშინ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას როდესაც მას აქვს სისტემატიური ხასიათი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ თ----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ ზ----- ძ---–--–---–ის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ მ------ თ----–---–ის აგრესიულ ქმედებებს ზ----- ძ---–--–---–ის არასრულწლოვანი შვილი მ------- ძ---–--–---–იც ესწრებოდა ხოლმე.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ------- ძ---–--–---–ის, მოწმე გ------- ძ---–--–---–ის, თავად ბრალდებულ მ------ თ----–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის მაისის თვიდან, მ------ თ----–---–ი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის, მ------- ძ---–--–---–ის თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ზ----- ძ---–--–---–ს, რა დროსაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას.
აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
ჩადენილი არაერთგზის
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ ზ----- ძ---–--–---–ის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ სამი წელია მ------ თ----–---–ის მეუღლეა და მასთან ერთად ცხოვრობს. მ------ თ----–---–ი ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევია.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ------- ძ---–--–---–ის, მოწმე გ------- ძ---–--–---–ის, თავად ბრალდებულ მ------ თ----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით, ნასამართლობის ცნობით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მ------ თ----–---–ი ნასამართლევია ოჯახში ძალადობისათვის.
მ------ თ----–---–ს ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს.
არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლში.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა მ------ თ----–---–მა კვლავ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა.
2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
(2019 წლის მაისის ეპიზოდი)
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ ზ----- ძ---–--–---–ის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ სამი წელია მ------ თ----–---–ის მეუღლეა და მასთან ერთად ცხოვრობს. შვილის დაბადების შემდეგ მ------ თ----–---–მა ალკოჰოლის დალევა დაიწყო და აგრესიული გახდა. 2019 წლის მაისის თვეში, ზ----- ძ---–--–---–ი და მ------ თ----–---–ი შეკამათდნენ, რა დროსაც მ------ თ----–---–მა ზ----- ძ---–--–---–ს წელის არეში მადუღარა დაარტყა, რა დროსაც ზ----- ძ---–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ------- ძ---–--–---–ის, მოწმე გ------- ძ---–--–---–ის, თავად ბრალდებულ მ------ თ----–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მ------ თ----–---–მა, სცემა მეუღლეს ზ----- ძ---–--–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ნებისმიერ ძალადობრივ მოქმედებას, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს. ამგვარი მოქმედებები შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი დარტყმა სხეულის ნებისმიერ არეში, თმის მოწიწკვნა, ჩქმეტა, პანღურის ამოკვრა და ა.შ. ამასთან, ძალადობრივმა მოქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ თ----–---–მა მეუღლეს - ზ----- ძ---–--–---–ს სცემა, რის შედეგადაც ზ----- ძ---–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით
მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ ზ----- ძ---–--–---–ის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ სამი წელია მ------ თ----–---–ის მეუღლეა და მასთან ერთად ცხოვრობს. შვილის დაბადების შემდეგ მ------ თ----–---–მა ალკოჰოლის დალევა დაიწყო და აგრესიული გახდა. 2019 წლის მაისის თვეში, ზ----- ძ---–--–---–ი და მ------ თ----–---–ი შეკამათდნენ, რა დროსაც მ------ თ----–---–მა ზ----- ძ---–--–---–ს წელის არეში მადუღარა დაარტყა, რა დროსაც ზ----- ძ---–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ------- ძ---–--–---–ის, მოწმე გ------- ძ---–--–---–ის, თავად ბრალდებულ მ------ თ----–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მ------ თ----–---–მა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის, მ------- ძ---–--–---–ის თანდასწრებით სცემა მეუღლეს ზ----- ძ---–--–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ოჯახში ძალადობის დამამძიმებელი გარემოებაა, ძალადობრივი ქმედების ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ამ მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში მ------ თ----–---–ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ესწრებოდა მისი მეუღლის - ზ----- ძ---–--–---–ის არასრულწლოვანი შვილი - მ------- ძ---–--–---–ი.
ჩადენილი არაერთგზის
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ ზ----- ძ---–--–---–ის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ სამი წელია მ------ თ----–---–ის მეუღლეა და მასთან ერთად ცხოვრობს. მ------ თ----–---–ი ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევია.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ------- ძ---–--–---–ის, მოწმე გ------- ძ---–--–---–ის, თავად ბრალდებულ მ------ თ----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით, ნასამართლობის ცნობით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მ------ თ----–---–ი ნასამართლევია ოჯახში ძალადობისათვის.
მ------ თ----–---–ს ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს.
არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლში.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა მ------ თ----–---–მა კვლავ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა.
3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი
(2019 წლის 5 ივნისის ეპიზოდი)
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ ზ----- ძ---–--–---–ის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ სამი წელია მ------ თ----–---–ის მეუღლეა და მასთან ერთად ცხოვრობს. შვილის დაბადების შემდეგ მ------ თ----–---–მა ალკოჰოლის დალევა დაიწყო და აგრესიული გახდა. 2019 წლის 5 ივნისს, ზ----- ძ---–--–---–ი და მ------ თ----–---–ი შეკამათდნენ, რა დროსაც მ------ თ----–---–მა ზ----- ძ---–--–---–ს ხელში ჩაარტყა მუშტი, რა დროსაც ზ----- ძ---–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ------- ძ---–--–---–ის, მოწმე გ------- ძ---–--–---–ის, თავად ბრალდებულ მ------ თ----–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მ------ თ----–---–მა, ხელში მუშტი ჩაარტყა მეუღლეს - ზ----- ძ---–--–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ნებისმიერ ძალადობრივ მოქმედებას, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს. ამგვარი მოქმედებები შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი დარტყმა სხეულის ნებისმიერ არეში, თმის მოწიწკვნა, ჩქმეტა, პანღურის ამოკვრა და ა.შ. ამასთან, ძალადობრივმა მოქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ თ----–---–მა მეუღლეს - ზ----- ძ---–--–---–ს სცემა, რის შედეგადაც ზ----- ძ---–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით
მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ ზ----- ძ---–--–---–ის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ სამი წელია მ------ თ----–---–ის მეუღლეა და მასთან ერთად ცხოვრობს. შვილის დაბადების შემდეგ მ------ თ----–---–მა ალკოჰოლის დალევა დაიწყო და აგრესიული გახდა. 2019 წლის მაისის თვეში, ზ----- ძ---–--–---–ი და მ------ თ----–---–ი შეკამათდნენ, რა დროსაც მ------ თ----–---–მა ზ----- ძ---–--–---–ს წელის არეში მადუღარა დაარტყა, რა დროსაც ზ----- ძ---–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ------- ძ---–--–---–ის, მოწმე გ------- ძ---–--–---–ის, თავად ბრალდებულ მ------ თ----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მ------- ძ---–--–---–ის დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მ------ თ----–---–მა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის, მ------- ძ---–--–---–ის თანდასწრებით სცემა მეუღლეს ზ----- ძ---–--–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ოჯახში ძალადობის დამამძიმებელი გარემოებაა, ძალადობრივი ქმედების ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ამ მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში მ------ თ----–---–ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ესწრებოდა მისი მეუღლის - ზ----- ძ---–--–---–ის არასრულწლოვანი შვილი - მ------- ძ---–--–---–ი.
ჩადენილი არაერთგზის
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულ ზ----- ძ---–--–---–ის მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადასტურდა, რომ სამი წელია მ------ თ----–---–ის მეუღლეა და მასთან ერთად ცხოვრობს. მ------ თ----–---–ი ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევია.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მ------- ძ---–--–---–ის, მოწმე გ------- ძ---–--–---–ის, თავად ბრალდებულ მ------ თ----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით, ნასამართლობის ცნობით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მ------ თ----–---–ი ნასამართლევია ოჯახში ძალადობისათვის.
მ------ თ----–---–ს ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს.
არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლში.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა მ------ თ----–---–მა კვლავ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ თ----–---–მა ჩაიდინა :
1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 119-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. არაერთგზის. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. (2018 წლის მაისის ეპიზოდი)
2. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 119-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. (2019 წლის მაისის ეპიზოდი).
3. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 119-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. (2019 წლის 5 ივნისის ეპიზოდი).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
მ------ თ----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
მ------ თ----–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მ------ თ----–---–ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის სამი ეპიზოდი, რომელთაგან ერთ-ერთს სისტემატიური ხასიათი აქვს. სამივე შემთხვევაში დაზარალებული ოჯახის წევრი - მეუღლეა. მ------ თ----–---–ის მიერ განხორციელებულ ძალადობრივ მოქმედებებს ყველა შემთხვევაში ესწრებოდა არასრულწლოვანი ოჯახის წევრი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მ------ თ----–---–ი ანალოგიური დანაშაულის არაერთი ეპიზოდისათვის არის ნასამართლევი, და ამჯერად, ძალადობრივი დანაშაული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში აქვს ჩადენილი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია დანაშაულის ორი ეპიზოდი, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, დანაშაულის ხასიათის, მისი სისტემატიურობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------ თ----–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს ეფექტური, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან დანაშაულის სამივე ეპიზოდი ჩადენილია პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესი.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
მ------ თ----–---–ს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ------ თ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის მაისის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.
მ------ თ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის მაისის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.
მ------ თ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2019 წლის 5 ივნისის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და მ------ თ----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი და 4 (ოთხი) თვე და 21 (ოცდაერთი) დღე. საბოლოოდ, მ------ თ----–---–ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.
აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და მ------ თ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 6 ივნისის 02:20 საათიდან.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი