გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.08.2019
საქმის ნომერი
170310018002734424
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
30.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 170310018002734424

საქმე № 3/68-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი:

 

30 აგვისტო, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

სხდომის მდივანი - ქეთევან გოგიაშვილი-მჭედლიშვილი

 

მოსარჩელე - რა----------------–-ძე

წარმომადგენელი - ნო--------–--ე

მოპასუხე - თ------–-------------–----–-------ს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - კო--------------------–---–ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ა---–-ა აქტის გამოცემის დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

ბათილად იქნეს ცნობილი თ------–-------------–----–-------ს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის 2----–-–---------------------- განკარგულება.

 

დაევალოს თ------–-------------–----–-------ს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიას ა---–- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და თ------–-------------–----–-------ს სოფელ ს----------ში მდებარე უძრავ ქონებაზე - 2733 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე რა-----------------–--ის საკუთრების უფლების აღიარება.

 

1.2. სარჩელის საფუძველი:

 

თ------–-------------–----–-------ს სოფელ ს----------ში მდებარე, მამა-პაპის კუთვნილ ქონებაში მოსარჩელე, როგორც კომლი, ცხოვრობს 1992 წლიდან. იგი კომლში ფიქსირდება მეუღლესთან - ცი–-----–-----სთან და შვილებთან: ლე---------------------------–--ეებთან ერთად. საცხოვრებელი სახლი მდებარეობს 2733 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი და უამრავი აშენებული სათავსო და ცხოველების სადგომები.

 

2018 წლის 8 მაისს მოსარჩელემ განცხადებით #------------ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სოფ. ს----------ში მდებარე უძრავი ქონების -საცხოვრებელი სახლის და მიმდებარე ტერიტორიის მთლიანად რეგისტრაცია, ვინაიდან არანაირი დოკუმენტი არ ქონდა, შეჩერდა და შემდგომ შეწყდა. მოგვიანებით, 2018 წლის 10 ივლისს კვლავ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მოსარჩელის პოზიციით, ვინაიდან საჯარო რეესტრის სააგენტო, როგორც კომლის ქონების რეგისტრაციას ვერ ახდენდა და ასევე არ აღიარებდა 2012 წელს განხორციელებულ რეგისტრაციას (ს/კ 8-----------), განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაგზავნილი იქნა თ------–-------------–----–------ში. კერძოდ, თ------–-------------–----–-------ს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით #--------------- მოსარჩელეს უარი ეთქვა უძრავი ქონების რეგისტრაციაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 19 მარტის წერილი #--------, რომლის მიხედვითაც რა----------------–-ძეს უარი ეთქვა თ------–-------------–----–-------ს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------------------ განკარგულებით ქონების აღიარებასა და რეგისტრაციაზე.

 

მოსარჩელეს მიერ მოთხოვნილ იქნა კომისიის ოქმები, ადმინისტრაციული საქმის მასალები და გადაწყვეტილება, რომელიც გადასცეს 2019 წლის 13 ნოემბერს. მოსარჩელე თვლის, რომ კომისიამ არ შეისწავლა აღნიშნული ქონების რეგისტრაციის დოკუმენტაცია, არ გაითვალისწინა კომლის შემადგენლობა, კომუნალური გადახდის დოკუმენტაცია, მეზობლების პოზიცია, ასევე 2012 წლის რეგისტრაციას, რომელიც სახელმწიფომ ორი წელია რაც გააუქმა, და დაეყრდნო მხოლოდ გასულ წელს შესულ განცხადებას, რომლითაც მოთხოვნილი იყო აღნიშნული ქონების რეგისტრაცია სხვა პირის მიერ, რომელიც მოწმის სახით გამოიკითხა. მან განმარტა, რომ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა აღნიშნულ ქონებაზე, წერილობით მიმართა მხოლოდ მისი ძმის ნათლიის რა----------------–-ძის თხოვნით. მოწმემ ასევე, არაერთხელ განმარტა, რომ ცხოვრობს თავის მშობლებთან და არის სხვა კომლის წევრი.

 

მოსარჩელე თვლის, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების და გამოცემის ნორმები, რომელიც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ ინტერესს - ქონების რეგისტრაციას მოსარჩელის სახელზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს და არის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - თ------–-------------–----–-------ს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა სარჩელს მხარი არ დაუჭირა და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან თვლის, რომ #--- განკარგულება გამოცემულია საქმესთან დაკავშირებილი დოკუმენტებისა და ინფორმაციის სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ. დადგინდა, რომ რა----------------–-ძე გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა აღნიშულ საცხოვრებელ სახლში, ყოველგვარი სამართლებრივი უფლების გარეშე, ვინაიდან საცხოვრებელი სახლი აშენებულია ოთხმოციან წლებში და მიზნობრივად განკუთვნილი იყო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის (ეკომიგრანტების) საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად. საცხოვრებელი სახლის გადაცემისას შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის (საიდანაც ხდებოდა გადმოსახლება) აღმასრულებელი ორგანო გასცემდა უფლების დამდგენ დოკუმენტს - ორდერს. შესაბამისად, აღნიშნული საცხოვრებელი სახლი აშენდა მიზნობრივად გადმოსახლებული პირისთვის (დოკუმენტაციის არ არსებობის გამო შეუძლებელია იმის განსაზღვრა კონკრეტულად ვისთვის) და რა----------------–-ძის წარმომადგენელის განცხადება თითქოს აღიარების ობიექტი არის დაინტერესებული პირის მამა-პაპისეული საკუთრება, ემსახურება მხოლოდ სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მცდელობას. კომისია საქმის წარმოების პროცესში ხელმძღვანელობს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტით, რომელიც განმარტავს, თუ რას წარმოადგენს თვითნებურად დაკავებული მიწა, მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან საცხოვრებელი სახლი აშენდა მიზნობრივად გადმოსახლებული პირისთვის, ეს ნიშნავს, რომ საცხოვრებელი სახლი არის შესაბამისი პირის მართლზომიერი მფლობელობის ობიექტი და განკარგულია სახელმწიფოს მიერ, შესაბამისად რა----------------–-ძისათვის საკუთრების უფლების აღიარების მიმართ სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად არსებობს სამართლებრივი დამაბრკოლებელი გარემოება. მოპასუხე ასევე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას, ა---–- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების ნაწილში, ვინაიდან თვლის, რომ არ არსებობს ამის საჭიროება. კომისია ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად იღებს ორი სახის გადაწყვეტილებას აღიარებს საკუთრების უფლებას და გამოსცემს შესაბამის საკუთრების მოწმობას ან უარს ეუბნება დაინტერესებულ პირს საკუთრების უფლების აღიარებაზე. ვერც რა----------------–-ძეზე და ვერც რ-----------–---ზე ზემოხსენებული უძრავი ქონების აღიარება ვერ მოხერხდება. აქედან გამომდინარე, ძალაში უნდა დარჩეს კომისიის შესაბამისი განკარგულებები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2018 წლის 08 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს #------------ განცხადებით მიმართა რა----------------–-ძემ და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე თეთრიწყარო, სოფელი ს----------ი. განცხადებას ერთვოდა დაინტერესებული პირის პირადობის მოწმობის ასლი, საარქივო ცნობა, შიდა ნახაზი, ელ. ვერსია. პასუხად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რა----------------–-ძეს ეცნობა, რომ საქართველოს ეროვნული არქივის და ფინანსთა სამინისტროს წერილის თანახმად მის სახელზე ქონებრივი მდგომარეობა არ ირიცხება. უნდა წარედგინა უფლების დამდგენი დოკუმენტი ან წერილობითი თანხმობა აღიარების კომისიაში გადაგზავნის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-გადაწყვეტილება #---------------- (28.06.2018 წ)- ს.ფ. 97

-განცხადება (08.05.2018 წ) – ს.ფ. 24

 

3.1.2. საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 06 ივნისის #--------------- წერილის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცული თე-----–-------------------------- სასოფლო საბჭოს სოფელ ა---–- ს----------ის 2005-2008 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია რა----------------–-ძე (დოკუმენტში ასეა) კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ცი–-----–----- (დოკუმენტში ასეა) - ცოლი, ლ-----------------–-ძე (დოკუმენტში ასეა) - შვილი, დ-----------------–-ძე (დოკუმენტში ასეა) - შვილი.

 

თე-----–-------------------------- სასოფლო საბჭოს სოფელ ს----------ის / ძველი ს----------ის 1996-2005 წლების საკომლო წიგნებში არ აღმოჩნდა ჩანაწერი რ-----–----------------------–--ის კომლის შემადგენლობის შესახებ. ხოლო სოფელ ა---–- ს----------ის 2002-2004 წლების საკომლო წიგნები ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 06 ივნისის # #--------------- საარქივო ცნობა - ს.ფ. 33.

 

3.1.3. საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 26 ივლისის #--------- წერილის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ თე-----–-------------------------- საკრებულოს სოფელ ა---–- ს----------ის (დოკუმენტში ასეა) 2005-2008 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია რა----------------–-ძე. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ცი–-----–----- - მეუღლე, ლ-----------------–-ძე - შვილი, დ-----------------–-ძე - შვილი. მონაცემები კომლის პირად საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლისა და მიწის ფართობის შესახებ აღნიშნული წლების საკომლო წიგნში შეტანილი არ არის.

 

თ------–----------------------------- სასოფლო საბჭოს სოფელ ს----------ის 1986-1996 წლებისა და თე-----–-------------------------- საკრებულოს სოფელ ა---–- ს----------ის, ძველი ს----------ის 1992-2005 წლების საკომლო წიგნებში რ-----–----------------------–--ის კომლისა და კომლზე რიცხული ქონების შესახებ ჩანაწერი არ აღმოჩნდა.

 

თ------–----------------------------- სასოფლო საბჭოს სოფელ ს----------ისა და ჭ-----ის საკრებულოს სოფელ ს----------ის, ა---–- ს----------ის 1992-2007 წლების მიწის ნაკვეთების მიღება ჩაბარების აქტები, მიწის სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის განაწილების (სარეფორმო) საგადასახადო სიები, მებაღეობის სია (მიმაგრების ტალონი), ასევე მიწის ზონარგაყრილი წიგნები ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 26 ივლისის #--------- წერილი - ს.ფ. 21.

 

3.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რა----------------–-ძის განცხადებასთან დაკავშირებით 2018 წლის 07 აგვისტოს #------ წერილით მიემართა თ------–-------------–----–-------ს მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. კომისიის 2----–-–------------------------ განკარგულებით რა----------------–-ძეს (პ/ნ 6----------) უარი ეთქვა თ------–-------------–----–-------ს სოფელ ს----------ში მდებარე 2733 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. აღნიშნული განკარგულება თავის მხრივ ეყრდნობა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 12 ოქტომბრის ოქმს, რომლის თანახმადაც, აღნიშნული უძრავი ქონება არ წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ მიწას და შესაბამისად არ ექვემდებარება მასზე საკუთრების უფლების აღიარებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 07 აგვისტოს #------ წერილი - ს.ფ .20

- #--- განკარგულება - იხ. ს.ფ.124 ;

- 2018 წლის 12 ოქტომბრის კომისის სხდომის ოქმის ამონარიდი - ს.ფ.82-87 .

 

3.1.5. საჯარო რეესტის ეროვნულ სააგენტოს შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 25 ოქტომბრის #-------------- წერილით ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურში ინახება მიწის ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, თ------–-------------–----–-------, სოფელი ს------–--ი - მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები - 2003-2004 (ქალაქელები), 2004,2006 წწ. და სია, რომელზეც წელი მითითებული არ არის. მოქალაქე რე-----------------------–-ძე სიებში არ ფიქსირდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შემოსავლები სამსახურის 2018 წლის 25 ოქტომბრის #-------------- წერილი - ს.ფ. 75.

 

3.1.6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 17 ნოემბრის #--------- წერილის თანახმად, ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, #------------ განაცხადზე წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაზე მოცემული უძრავ ნივთზე, 17.11.2016 წ. მდგომარეობით საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 17 ნოემბრის #--------- სამსახურებრივი ბარათი - ს.ფ.72-73.

 

3.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 17 ნოემბრის #------ წერილით მიემართა თ------–-------------–----–-------ს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. რე----------–---ს მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი #------------ განაცხადის შესაბამისად, უძრავი ქონება, მდებარე თ------–-------------- ს----------ი არ შედის კომლის საკუთრებაში. კომისიამ განიხილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 17 ნოემბრის #------ წერილი და მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება. 2016 წლის 15 დეკემბრის #-------- განკარგულებით რ-----------–---ს უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 17 ნოემბრის #------ წერილი - ს.ფ.62.

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 დეკემბრის #-------------11 გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ - ს.ფ.63

 

3.1.8. თ------–-------------–----–------ში, სოფელ ს----------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომლის ფართობია 2733 კვ.მ. (#------------ განცხადებაზე წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზზე მოცემული უძრავი ნივთი) და რომელიც დაურეგისტრირებელია, მომიჯნავედ ორ მხარეს ესაზღვრება გზა. საცხოვრებელი სახლის შიდა აზომვითი ნახაზის თანახმად უძრავი ქონება შედგება 2 სართულისაგან. ნახაზზე დატანილი ექსპლიკაციის თანახმად, განაშენიანების ფართი - 142.50 კვ.მ, საერთო ფართი - 220.25 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი - 70,20 კვ.მ, დამხმარე ფართი 119.45 კვ.მ, სამეურნეო ფართი- 30.60 კვ.მ, დამკვეთი რა----------------–-ძე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 07 მაისის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი - ს.ფ. 30-31

 

3.1.9. ამონარიდი 2018 წლის 17 აგვისტოს კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, უძრავი ქონების თვითნებურად დაუფლების ფაქტს ადასტურებდა განმცხადებლის (რ--------------–--ე) გარდა რ-----------–---. შესაბამისად, ის, როგორც დაინტერესებული პირი ჩაერთო ადმინისტრაციულ საქმის წარმოებაში. ამასთან, რა---------------–--ეს და მის წარმომადგენელს დაევალა დამატებითო დოკუმენტაციის წარმოდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 17 აგვისტოს სხდომის ოქმის ამონარიდი - ს.ფ. 88-89;

 

3.1.10. 2018 წლის 12 ოქტომბრის კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 01 აგვისტოს სამსახურებრივი #--------- ბარათის მიხედვით, საკუთრების უფლების აღიარებაზე მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას. უძრავი ქონება შემოსაზღვრულია ღობით (ლითონის ბოძებისა და მავთულის ბადის მარტივი კონსტრუქციით) მასზე დგას შენობა-ნაგებობა, საცხოვრებელი სახლი, რომლის არქიტექტურაც დამახასიათებელია 80-იანი წლების ბოლოს ეკომიგრანტებისა და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის, თ------–-------------–----–------ში სახელმწიფოს მიერ აშენებული შენობა-ნაგებობებისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმის ამონარიდი - ს.ფ. 82-87.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული არქივის მონაცემებით რ. ავართქილაძე ოჯახის სამ წევრთან ერთად ფიქსირდება თე-----–--------------- ჭ-----ის საკრებულოს სოფელ ა---–- ს----------ის საკომლო წიგნში, თუმცა საკომლო წიგნში არ არის გაკეთებული ჩანაწერი კომლზე განაწილებული უძრავი ქონების შესახებ. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ უძრავი ქონება აშენებულია 1990 წლამდე პერიოდში სახელმწიფოს მიერ. საცხოვრებელი სახლი აშენდა ეკომიგრანტის ან/და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირისათვის და საკუთრებაში გადაცემის საფუძველი იყო შესაბამისი რაიონის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ორდერი) საფუძველზე. მხარეთა განმარტებით, რ--------------–--ე ზემოხსენებულ უძრავ ქონებაში სავარაუდოდ გადმოსახლდა 1995 წელს, ისე, რომ მას არ ჰქონდა ამის კანონიერი საფუძველი (უფლების დამდგენი დოკუმენტი). ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვდა რ-------–--ე. რომელიც აცხადებდა, რომ საკუთრების უფლება წარმოეშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #------------ განაცხადი). ასევე კომისიის ადგილზე გასვლით გაირკვა, რომ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა სავარაუდოდ რე----------–---ს ოჯახი, რაც დასტურდება ელ. ენერგიის ყოველთვიური მოხმარებით. ასევე გამოიკვეთა, რომ რა----------------–-ძე იმ დროინდელი მდგომარეობით არ ახორციელებდა ნივთზე ბატონობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 12 ოქტომბრის სხდომის ოქმის ამონარიდი - ს.ფ. 82-87.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

- მოწმეთა ჩვენებები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნას გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი დასკვნა:

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარის ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, “???????? ?? ????? ????????? ????????? ??????? ???????????? (????????????) ??????? ????? ?????????? ?????????? ??????? ????????? ??????? ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული თ------–-------------–----–-------ს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 12 ოქტომბრის #--- განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, “???????? ?? ????? ????????? ????????? ??????? ???????????? (????????????) ??????? ????? ?????????? ?????????? ??????? ????????? ??????? ” საქართველოს კანონისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდგომ–კომისია) კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, აგრეთვე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

“???????? ?? ????? ????????? ????????? ??????? ???????????? (????????????) ??????? ????? ?????????? ?????????? ??????? ????????? ??????? ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური პირების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებასა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.

 

აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის – სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

 

ხსენებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური პირისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

 

აღნიშნული კანონის მე-51-ე მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, კომისია დაინტერესებულ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე. თუ დაინტერესებული პირი გადაიხდის საკუთრების უფლების აღიარების საფასურის წერილობითი შეტყობინებით დადგენილ ოდენობას, კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის საზღვრები და ფართობი. კომისია მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს − განკარგულებას. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს კომისიის 2----–-–------------------------ განკარგულება, რომლითაც რა----------------–-ძეს უარი ეთქვა უძრავი ქონების საკუთრების უფლების აღიარებაზე.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები. მოწმე რ-----------–---მ განმარტა, რომ სოფელ სა-------ში ცხოვრობს დაახლოებით 1995 წლიდან. იგი რ--------------–--ის თხოვნით მეთვალყურეობს საცხოვრებელ სახლს (სადავო ქონება) დაახლოებით 2007-2008 წლებიდან. ცხოვრობს და ღამეს ათევს. მოწმე ზუ--------–---ის განმარტებით, იგი 1997 წლიდან ცხოვრობს სოფ ს----------ში, რ--------------–--ეს იცნობს ბავშვობიდან და ისიც ს----------ში ცხოვრობს დაახლოებით 1997 წლიდან. მოქმე მა-----------–--ის განმარტებით, რა----------------–-ძე 4-5 წელია აღარ ცხოვრობს სოფელში, მოდის შეძლებისდაგვარად შაბათ კვირას, უფრო ინტენსიურად მოდიან მისი ცოლ-შვილი (იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლოა აზრით, იმისათვის, რომ მიწას მიენიჭოს თვითნებურად დაკავებულის სტატუსი და მასზე გავრცელდეს კომისიის უფლებამისილება, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს დაკავებული 2007 წლამდე (სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების), რომელზედაც განთავსებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), უნდა მდებარეობდეს დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ირკევა, რომ მიწას მიენიჭება თვითნებურად დაკავებულის სტატუსი თუ ის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული და არ წარმოადგენს მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, ანუ არ არის მართლზომიერი მფლობელობის ობიექტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ზუსტად განისაზღვროს ქონების წარმოშობის და მისი სარგებლობის მახასიათებლები, რომლითაც გასაგები გახდება არის თუ არა (შეიძლება იყოს თუ არა) ქონება მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული ობიექტი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქონება (საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით) სხვა მომიჯნავედ არსებული ქონებების მსგავსად, ერთნაირი პროექტირებით აშენებულია დაახლოებით 1985-1990 წლებში კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფისთვის - ეკომიგრანტებისთვის. დადგენილია, რომ მომიჯნავე მსგავს ქონებებში შესახლებულ იქნენ აჭარის რეგიონიდან გადმოსახლებული ოჯახები, რომლებსაც ქონებები (საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით) გადაეცათ შესაბამისი დოკუმენტაციით. ამასვე ადასტურებს წარმოდგენილი მოწმეები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ რა----------------–-ძე არის ეკომიგრანტი და 1995 წლიდან ფლობს სადავო უძრავ ქონებას. შესაბამისად, მხარეთა პოზიციის და მოწმეების ჩვენებებით, მოსარჩელეს, როგორც ეკომიგრანტს (არსებობის შემთხვევაში), ქონება უნდა გადასცემოდა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. ამის ადასტურებს ასავე მოწმე რ-------–--ის მიმართვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (#------------ განაცხადი) მიმართ, ნასყიდობის საფუძველზე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ. სასამართლო სხდომებზე რ--------------–--ე არ ცხადდებოდა, რითაც სასამართლოს არ მიეცა შესაძლებლობა მხარესთან დაეზუსტებინა გარკვეული გარემოებები. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიცია, რომ ქონება წარმოადგენს მის მიერ თვითნებურად დაკავებულს, ეწინააღმდეგება როგორც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სარჩელში მითითებულ გარემოებებს, ასევე მოწმეების ჩვენებებს და საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება (ინფორმაცია) იმის დასადასტურებლად, რომ ის და მისი ოჯახი წარმოადგენდა ეკომოგრანტს.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ რა----------------–-ძის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13-ე, 22-ე, 23-ე, 32-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249ე, 257-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

რა----------------–-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) მეშვეობით.

 

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა