განაჩენი

სისხლის სამართლის 30.08.2019
საქმის ნომერი
330100119003044583
თარიღი
30.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#1/2661-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 აგვისტო 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: დ----- კ-------

ადვოკატი: მ------ ბ----–-–---–-

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: ნ----- ნ-----–---–ი

მამის სახელი: ა-–-------

დაბადებული: 1---------–.

პირადი ნომერი:0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------–----------------------------------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 1---------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილი

აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ნ----- ნ-----–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: ნ----- ნ-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნ----- ნ-----–---–მა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ----- ნ-----–---–ი 2015 წლიდან 2019 წლის 15 აპრილამდე ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ნ----- ნ-----–---–ი ეწეოდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. ნ----- ნ-----–---–ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 70 800 აშშ დოლარი და 486 173 ლარი, რაზედაც მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 18 869 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით 47 351 ლარი და 37 754 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, ნ----- ნ-----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით, 2015-2018 წლების პერიოდზე, გადასახდელად დაეკისრებოდა 16822.12 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები წინასასამართლო სხდომაზე არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ს-------------------------------–------------- წერილით თანდართულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებთან ერთად და ხელშეკრულებების გაუქმების სანოტარო აქტებთან ერთად, ელექტრონული საინფორმაციო საშუალების დათვალიერების ოქმით თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ს-------------------------------–------------- მომართვის წერილით, შ--------–--------------------------------------------------- წერილით, თემატური რევიზიის აქტით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ნ----- ნ-----–---–მა ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით 06 თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას 01-დან 03 წლამდე ვადით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ნ----- ნ-----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ უნდა შეეფარდოს ჯარიმა 5.000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ----- ნ-----–---–ი (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5.000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ნ----- ნ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.

ნ----- ნ-----–---–ის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - 01(ერთი) ცალი DVD-R დისკი, მასზე ჩაწერილი საჯარო რეესტრიდან გადმოგზავნილი მასალებით, რომელიც თან ერთვის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე