გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.07.2019
საქმის ნომერი
330210019002905297
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/5769-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 ივლისი, 2019 წელი თ---–--ი

შესავალი ნაწილი

თ---–--ის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

მოსარჩელე - შ-- „ს----- პ--------–----ი“

წარმომადგენელი - გ------- ბ--------–---–ი

მოპასუხე - გ--–- გ--------–---–ი

წარმომადგენელი - ზ---- ბ------ე

დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების გადახდევინება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე გ--–- გ--------–---–ს მოსარჩელე შ-- „ს----- პ--------–----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის 12607,74 აშშ დოლარისა და სესხზე დარიცხული სარგებლის/პროცენტის 6160.84 აშშ დოლარის სულ 18 768,58 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.2. დაკისრებული/გადასახდელი თანხების გადახდევინება განხორციელდეს ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით საკადასტრო კოდით 0---------------------- რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზების გზით.

 

სარჩელში განმ-----ებულია, რომ შ-- „ს----- პ--------–----სა" და მოპასუხე გ--–- გ--------–---–ს შორის 2--- წლის 2- მ-----ს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გამსესხელებმა შ-- „ს----- პ--------–----მა" გ--–- გ--------–---–ს გადასცა სესხის თანხა 20 000 აშშ დოლარის ოდენობით. სესხს სარგებლის/პროცენტის სახით ერიცხებოდა სესხის თანხის 10% ყოველწლიურად. სესხის თანხისა და დარიცხული პროცენტის გადახდა განხორციელდებოდა ნებისმიერ დროს, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და უნდა დაბრუნებულიყო 2016 წლის 2- მ-----ამდე.

 

სესხის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, მსესხებელმა (მესაკუთრემ) გამსესხებლის (იპოთეკარის) სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება: საკადასტრო კოდი 0----------------------; მის: თ---–--ი, ს---–--- ც--–--ის ქუჩა №-. სადარბაზო 1, სართული 6, ბინა №--.

 

ზემოაღნიშნულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმებით შევიდა ცვლილებები (1--------- წელს), რომლითაც დადასტურდა, რომ 2-.03.2--- წელს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გამსესხებელმა მსესხებელს სესხის სახით საკუთრებაში უკვე გადასცა 20 000 აშშ დოლარი, ხოლო ამ შეთანხმებით დამატებით სესხის სახით გადასცემდა 8 000 აშშ დოლარს. ჯამურად სესხის სახით გადაცემულმა თანხამ შეადგინა 28000 აშშ დოლარი, იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 28 000 აშშ დოლარი, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი. ხელშეკრულებები დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. სესხი გაიცა 8 ეტაპად.

 

გ--–- გ--------–---–ის მიერ ჯამში გადახდილია 15 392,26 აშშ დოლარი, რაც ჩაითვალა სესხის ძირითად თანხაში. გადაუხდელმა ძირმა თანხამ შეადგინა 12 607,74 აშშ დოლარი.

 

ხელშეკრულების 2.4 პუნქტის შესაბამისად, სესხს სარგებელი ერიცხებოდა მხოლოდ სესხით სარგებლობის პერიოდში და გამოითვლებოდა ფაქტობრივი სარგებლის დღეების მიხედვით იმდაგვარად, რომ წლური პროცენტის გამოთვლისას წელიწადში განსაზღვრული იქნებოდა 365 დღე, ხოლო პროცენტი დაერიცხებოდა იმ თანხას, რომლითაც მსესხებელი ფაქტობრივად სარგებლობდა.

 

აღნიშნული გაანგარიშების შესაბამისად სესხზე დარიცხულმა სარგებელმა 17.03.2019 წლის მდგომარეობით შეადგინა 6 160.84 აშშ დოლარი, სესხის ძირი თანხის სახით დავალიანებამ - 12 607,74 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ--–- გ--------–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია. შესაგებელში განმ-----ებულია, რომ მხარეთა შორის 2--- წლის 2- მ-----ს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და ასევე არასაცხოვრებელი ფართის იჯარის ხელშეკრულება. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობების შესრულება უნდა განხორციელებულიყო სწორედ იჯარის ხელშეკრულების 10.6 პუნქტის დაცვით. მოსარჩელემ დაარღვია იჯარის ხელშეკრულების პირობები, თვითნებურად შეწყვიტა იგი და მას გადასახდელი აქვს დიდი ოდენობის საიჯარო ქირა. მხარეთა შეთანხმების მიხედვით, სესხის თანხით უნდა დასრულებულიყო საიჯარო ობიექტის მშენებლობა და შესაბამისად, ავტოგასამართი სადგური ამოქმედებულიყო, რის შემდგომაც სესხისა და საიიჯარო თანხა გაიქვითებოდა ერთდროულად. პირობების შესრულება დაკავშირებული იყო ორივე მხარის მიერ ვალდებულებების შესრულებასთან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2--- წლის 2- მ-----ს შ-- „ს----- პ--------–----სა" (გამსესხებელს) და გ--–- გ--------–---–ს (მსესხებელს) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------), რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის სესხის 20 000 აშშ დოლარის გადაცემა.

 

სესხს სარგებლის/პროცენტის სახით ერიცხებოდა სესხის თანხის 10% ყოველწლიურად, სესხის თანხისა და დარიცხული პროცენტის გადახდა განხორციელდებოდა ნებისმიერ დროს, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, დარიცხული სარგებელი გამოითვლებოდა სესხით სარგებლობის ფაქტიურ დროზე; სესხს სარგებელი ერიცხებოდა მხოლოდ სესხით სარგებლობის პერიოდში და გამოითვლებოდა ფაქტობრივად ნასარგებლები დღეების მიხედვით იმგვარად, რომ წლიური პროცენტის გამოთვლისას წელიწადი განისაზღვრებოდა 365 დღით, ხოლო პროცენტი დაერიცხებოდა იმ თანხას, რომლითაც მსესხებელი ფაქტობრივად სარგებლობდა (2.3 და 2.4 პუნქტები).

 

სესხი და მასზე დარიცხული პროცენტი უნდა დაბრუნებულიყო 2016 წლის 2- მ-----ამდე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმ-----ება (ს.ფ. 2-5).

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-26)

 

3.1.2. ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მსესხებელმა (მესაკუთრემ), გ--–- გ--------–---–მა გამსესხებლის (იპოთეკარის) სასარგებლოდ აღნიშნული ხელშეკრულებით იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება რეგისტრირებული საკადასტრო კოდით 0----------------------; მის: თ---–--ი, ს---–--- ც--–--ის ქუჩა №--. სადარბაზო 1, სართული 6, ბინა №--, ფართი 104,43 კვ.მ.

 

ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმ-----ება (ს.ფ. 2-5).

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-26).

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (32-32).

 

3.1.3. 2--- წლის 2- მ-----ს გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში 2--- წლის 12 ოქტომბრის მხარეთა შეთანხმებით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 15112-855) შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა დამატებით (20 000 აშშ დოლარის გარდა) 8 000 აშშ დოლარი.

 

იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 28 000 აშშ დოლარი.

 

ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

 

ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმ-----ება (ს.ფ. 2-5).

2--- წლის 12 ოქტომბრის შეთანხმებით (ს.ფ. 27-30).

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (32-32).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2019 წლის 17 მ-----ის მდგომარეობით გ--–- გ--------–---–ის დავალიანება შ-- „ს----- პ--------–----ის“ წინაშე (3.1.1 და 3.1.3 ფაქტობრივ გარემოებებში აღწერილი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე) სესხის ძირითადი თანხის სახით შეადგენს 12 607,74 აშშ დოლარს, ხოლო სარგებლის სახით - 6 160,84 აშშ დოლარს.

 

მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს გ--–- გ--------–---–ის დავალიანების არსებობა მოსარჩელის წინაშე 2--- წლის 2- მ-----ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან და 2--- წლის 12 ოქტომბრის შეთანხმებიდან გამომდინარე.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმ-----ა, რომ მხარეთა შორის, გარდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა, არსებობდა არასაცხვორებელი ფართის იჯარის შესახებ ხელშეკრულება (ხელმოწერილი 2--- წლის 2- მ-----ს), რომლის მიხედვით საიჯარო ქირა შეადგენდა 1000 ლარს, რასაც მოიჯარე შ-- „ს----- პ--------–----ი“ გადაუხდიდა მეიჯარეს გ--–- გ--------–---–ს იჯარის საგანში მოიჯარის მიერ საწვავის შეტანისა და იჯარის საგნის როგორც ავტოგასამართი სადგურის ფუნქციონირების დაწყების დღიდან ერთი წლის განმავლობაში; ვინაიდან ხელშეკრულებები ურთიერთდამოკიდებული იყო და იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოიჯარის ვალდებულება ქირის გადახდის შესახებ თავად მოსარჩელეს არ შეუსრულებია, მოპასუხეს არ გააჩნია დავალიანება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რადგანაც ეს დავალიანება უნდა გაქვითულიყო საიჯარო ქირაში (იხ. 2019 წლის 18 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი, 1-------).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი მასალებით (არასაცხოვრებელი ფართის იჯარის შესახებ 2--- წლის 2- მ-----ისა და 2--- წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულებები და 2017 წლის 07 აპრილის შ-- „ს----- პ--------–----ის“ წერილი გ--–- გ--------–---–ისადმი) დგინდება მხარეთა შორის საიჯარო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა და მოიჯარის სურვილი იჯარისა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებათა გაქვითვის შესახებ.

 

მიუხედავად ამისა, იმ პირობებში, როდესაც არ არის წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი მოპასუხის მხრიდან, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას წინამდებარე დავის ფარგლებში დაადგინოს საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე სადავო ფაქტობრივი გარემოებები და გამოიყენოს სსკ-ის 442-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა ვალდებულებათა გაქვითვისა.

 

შ-- „ს----- პ--------–----ის" მიერ გაცემული სალაროს გასავლის ორდერებითა და საბანკო საგადასხდო დავალებით (№---) დგინდება, რომ გამსესხებელმა შ-- „ს----- პ--------–----მა“ მსესხებელს გ--–- გ--------–---–ს გადასცა სესხის თანხა ჯამურად 28 000 აშშ დოლარი (26.03.2--- წელს - 5000 აშშ დოლარი; 14.04.2--- წელს - 5000 აშშ დოლარი; 18.05.2--- წელს - 3000 აშშ დოლარი; 22.06.2--- წელს - 4000 აშშ დოლარი; 15.09.2--- წელს - 2000 აშშ დოლარი; 02.10.2--- წელს - 1000 აშ დოლარი; 15.10.2--- წელს - 7300 აშშ დოლარი; 19.10.2--- წელს - 700 აშშ დოლარი).

 

შ-- „ს----- პ--------–----ის" მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერებით დგინდება გ--–- გ--------–---–ის მიერ სესხის სახით აღებული თანხის ნაწილის, ჯამურად 15392,2 აშშ დოლარის გადახდა.

 

ამასთან, აღნსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარეს გარემოებები სესხის (28 000 აშშ დოლარის) ათვისებისა და მის მიერ გადახდილი თანხის ოდენობის (15 392,26 აშშ დოლარის) შესახებ სადავოდ არ გაუხდია.

 

ამდენად, სასამართლოს, მხარეთა ახნა-განმ-----ებებისა და საქმეში არსებული მასალების შეფასების შედეგად, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილად მიაჩნია შ-- „ს----- პ--------–----ის“ მიმართ გ--–- გ--------–---–ის დავალიანების 18 768,58 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხა - 12 607,74 აშშ დოლარი, სარგებელი - 6 160,84 აშშ დოლარი) არსებობის ფაქტი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 62--ე, 286-ე, 301-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2--- წლის 2- მ-----ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან და 2--- წლის 12 ოქტომბრის შეთანხმებიდან, რომელთა საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 28 000 აშშ დოლარი, რაც აითვისა მოპასუხემ. დადგენილია, რომ მსესხებელმა გ--–- გ--------–---–მა შ-- „ს----- პ--------–----ს“ გადაუხადა 15 392,26 აშშ დოლარი, რითიც კრედიტორმა შეამცირა მსესხებლის მიერ დასაბრუნებელი სესხის ძირი თანხის ოდენობა.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შ-- „ს----- პ--------–----ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადაცემული სესხის თანხიდან დარჩენილი ძირითადი თანხის 12 607,74 აშშ დოლარის მსესხებლისათვის გადახდევინება.

 

სამოქალაქო კოდექსის 62--ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.

 

2--- წლის 2- მ-----ს მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის სარგებელი - ძირითადი თანხის 10% ყოველწლიურად. სესხი და მასზე დარიცხული პროცენტი უნდა დაბრუნებულიყო 2016 წლის 2- მ-----ამდე. 2--- წლის 12 ოქტომბრის შეთანხმებით მხარეები სესხის პროცენტისა და დაბრუნების ვადის პირობების შესახებ 2--- წლის 2- მ-----ს გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გასაზღვრული პირობებისაგან განსხვავებულ დანაწესზე არ შეთანხმებულან. აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლისაგან საპროცენტო სარგებლის 6 160,84 აშშ დოლარის გადახდა.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იპოთეკა შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სამომავლო ან პირობით მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუ იპოთეკის დადგენის მომენტისათვის შესაძლებელია ამ მოთხოვნის განსაზღვრა.

 

2--- წლის 2- მ-----ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებითა და 2--- წლის 12 ოქტომბრის მხარეთა შეთანხმებით გ--–- გ--------–---–ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების (28 000 აშშ დოლარი) შესრულება უზრუნველყოფილია იპოთეკით დატვირთული გ--–- გ--------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

განსახილველ შემთვევაში დგინდება, რომ მსესხებელს სესხისა და პროცენტის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და 2019 წლის 17 მ-----ის მდგომარეობით გ--–- გ--------–---–ის დავალიანება შ-- „ს----- პ--------–----ის“ წინაშე 2--- წლის 2- მ-----ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან და 2--- წლის 12 ოქტომბრის მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის სახით შეადგენს 12 607,74 აშშ დოლარს, ხოლო სარგებლის სახით - 6 160,84 აშშ დოლარს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დავალიანების გადახდევინება უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული, მოპასუხე გ--–- გ--------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონების (რეგისტრირებული საკადასტრო კოდით 0----------------------; მის: თ---–--ი, ს---–--- ც--–--ის ქუჩა №--. სადარბაზო 1, სართული 6, ბინა №--, ფართი 104,43 კვ.მ) იძულებით რეალიზაციის გზით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 1511,28 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 2-7-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. შ-- „ს----- პ--------–----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე გ--–- გ--------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის 12 607,74 აშშ დოლარისა და დარიცხული სარგებლის 6 160,84 აშშ დოლარის, სულ 18 768,58 აშშ დოლარის გადახდა.

 

3. დაკისრებული თანხის გადახდა მოხდეს იპოთეკით დატვირთული ქონების საკადასტრო კოდი 0---------------------- იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.

 

4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 1511,28 ლარი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე