განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2019
საქმის ნომერი
330100119002935643
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/1534-19

(გამოძიების N0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი ნათია რობაქიძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა------–-------;

დაცვის მხარე:

ადვოკატი - რ---–--------------;

ბრალდებული - ბ---- ო-----ის ძე გ-----–-–--ლი, დაბადებული 1----–-–---------–--ს, პირადი N0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ------–---------–-–---–-------------ში;

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით,სხდომის სახე: ღია,აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2017 წლის აგვისტოში, ქ.თბილისში, გ---–-–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, უსაფუძვლო მიზეზით, ბ---- გ-----–-–--ლმა მეუღლეს - ნ-------------–--ეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელები სხეულის სხვადასხვა არეში.

 

ასევე, 2019 წლის 7 მარტს, იმავე სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფ ბ---- გ-----–-–--ლს შელაპარაკება მოუვიდა შვილთან - ე-–----------–-–--ლთან, რა დროსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას. სიტუაციის განმუხტვას შეეცადა ბ---- გ-----–-–--ლის მეუღლე - ნ-------------–--ე, რომელსაც, ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გულ-მკერდის არეში ჰკრა ხელი, უთხრა შესულიყო თავის ოთახში. ე-–----------–-–--ლი ჩადგა მათ შორის და მიუხურა საძინებელი ოთახის შემინული კარი, რომლის უკანაც იდგა ე-–----------–-–--ლი. მიუხედავად იმისა, რომ ბ---- გ-----–-–--ლისათვის ცნობილი იყო, რომ მინის კარის უკან იდგა ე-–----------–-–--ლი, მან ხელი დაარტყა კარის მინას, რომელიც ჩაიმსხვრა და შუშის ნამსხვრევები ე-–----------–-–--ლს სახეში შეეყარა. მასვე ერთ-ერთი ნამსხვრევი ცხვირში შეერჭო და სისხლი წამოუვიდა.

 

დაზარალებულმა ე-–----------–-–--ლის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 7 მარტს სიტყვირი შელაპარაკება მოუვიდა მამასთან, ბ---- გ-----–-–--ლთან. ბრალდებული იყო ნასვამ მდგომარეობაში და მასზე გაბრაზებულმა შემინულ კარს, რომლის მეორე მხარესაც თავად იდგა ხელი დაარტყა, მინა გატყდა და ნამსხვრევი მას მოხვდა. მოწმის განმარტებით, ნ-------------–--ისათვის ბრალდებულს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მას ხელი მოჰკიდა და მეორე ოთახში გაიყვანა. იყო შეშინებული, მეზობელთან გავიდა და თავად გამოიძახა პოლიცია.

 

ბრალდებულ ბ---- გ-----–-–--ლის ჩვენებით, რომ 2019 წლის 7 მარტს იყო ნასვამი. მის თხოვნაზე წაყლი მიეტანა მამისათვის, შვილმა უარი განუცხადა. გაბრაზდა და მან მინიან კარს, რომლის უკანაც ე-–--- იდგა ხელი დაარტყა. მტვრევის შედეგი - მინის ნაწილი მის შვილს მოხვდა, რასაც აღიარებს და ნანობს. ხმაურზე ოთახში შესული მეუღლე - ნ-------------–--ე ხელით გასწია და მას მეუღლის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია. ბრალდებულმა ასევე უარყო ნ-------------–--ის მიმართ სხვა ძალადობის ფაქტი.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულმა ნ-------------–--ემ უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო მოწმე ა-–-----------------–-–---–ი ბრალდების მხარემ მოხსნა დასაკით პირთა სიიდან.

 

გარდა ზემოაღნიშნული მოწმეებისა, საასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული წარმოდგენილი ყველა სხვა მტკიცებულება, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.

 

დ----------–---–---–-- მიერ 2019 წლის 07 მარტის პატაკით ირკვევა, რომ მიღებული გამოძახების საფუძველზე, მეწყვილე ლ-----–----–-–---–---- ერთად გამოცხადდა ქ------–--–------–-–---–---------ში. ადგილზე მისვლისას ე-–----------–-–--ლმა განუცხადათ, რომ მასზე დადედაზე ფიზიკური ზალადობა განახორციელა მამამ, ბ----------–-–---–-ა. ამავე პატაკით ირკვევა, რომ ე-–----------–-–--ლს სახეზე აღენიშნებოდა სისხლის კვალი.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, 2019 წლის 7 მარტს, თბილისში, გ---–-–---–---------ში, დაკავებული იქნა ბ---- გ-----–-–--ლი, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

2019 წლის 7 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, თბილისში, გ---–-–---–---------ში, სამზარეულოს გვერდით განთავსებულია მისაღები ოთახი, რომლის შესასვლელშიც არის ორფრთიანი მუქი ფერის კარი, ორივე კარს სიგრძეზე აქვს მინები. ამავე კარის მარჯვენა ფრთის შუშა დაზიანებული და ჩამსხვრეულია. კარის ძირს წინა და უკანა კუთხეში ყრია შუშის ნატეხები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა მინის ნატეხი, რომელიც შეიფუთა და დაილუქა სპეციალურ პაკეტში და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. ოქმს ერთვის ექსპერტ კრიმინალისტების მიერ გადაღებული ფოტო მასალა.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, ე-–----------–-–--ლს ლოყის და საფეთქელ-ქვედა ყბაზე აღენიშნება ღია ჭრილობა.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს გამოძიების ეტაპზე დაკითხულმა სასაწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებმა - ზ-------------–-–---–მა და თ------------–----ა, რომლებმაც 2019 წლის 7 მარტს სამედიცნო დახმარება აღმოუჩინეს დაზარალებულ ე-–----------–-–--ლს.

 

კერძოდ, თ------------–---ის გამოკითხვის ოქმით: - ე-–----------–-–--ლმა განუცხადა, რომ კონფლიქტისას მამამისმა კარების შუშას, რომლის უკანაც თვითონ იდგა ხელი დაარტყა, მინა ჩაიმსხვრა და ნატეხი მას თვალს ქვემოთ ლოყაზე მოხვდა.

 

ანალოგიური განმარტა ზ-------------–-–---–მა, რომ კონფლიქტის დროს ბ---- გ-----–-–--ლმა დაზარალებულებს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

გამომძიებელ დ----------–---–---–-- გამოკითხვის ოქმით: - 2019 წლის 7 მარტს მეწყვილესთან ლ-----–----–-–---–---- ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. რადიოსადგურ ცენტრის გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა თბილისში, გ---–-–---–-------------ში. ადგილზე მისვლისას მას დახვდა ე-–----------–-–--ლი, რომელსაც სახეზე მარცხენა მახრეს ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი. დაზარალებულმა მიუთითა მამაზე - ბ---- გ-----–-–--ლზე და უთხრა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მას და დედამისს - ნ-------------–--ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ნ----- ჰკრა ხელი, შემდეგ მას მოუქნია რომლიც მოხვდა კარებზე განთავსებულ შუშას, რომლის მეორე მხარესაც თავად იდგა და ნამსხვრევებით მიიღო სახეზე დაზიანება. მანვე განიცადა ფიზიკური ტკივილი და წამოუვიდა სისხლი. მოწმის განმარტებით, ასევე გაესაუბრნენ ნ-------------–--ეს, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლე სისტამატურად ძალადობდა მასზე, მუდმივად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მას.

 

იგივე დასტურდება გამომძიებელ ლ-----–----–-–---–ის გამოკითხვის ოქმით.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, 2019 წლის 11 მარტს ე-–----------–-–--ლს პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანება ცხვირის მარცხენა ფრთაზე/მარცხენა თვალბუდის შიგნითა კუთხესთან/სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სახეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. დასკვნის კვლევითი ნაწილიდან ირკვევა, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, 2019 წლის 7 მარტს მამამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, დაამტვრია ფანჯრის შუშა, რა დროსაც მოხვდა სახის მიდამოში შუშის ნატეხი.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ.

მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განაცხადი №10590/83; 06/12/1988, რომელშიც განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას.

დაზარალებულად ცნობილმა ნ-------------–--ემ ისარგებლა რა კანონით მინიჭებული უფლებით, არ მისცა სასამართლოს მეუღლის საწინააღმდეგო ჩვენება. ე-–----------–-–--ლმა განმარტა, რომ ბ----------–-–---–ს ნ-------------–--ის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია. იგივე განმარტა ბრალდებულმაც, რომ მისი მეუღლე არის ავად და მას ნ-------------–--ის მიმართ, როგორც 2019 წლის 7 მარტს, ისე, 2017 წლის აგვისტოს ძალადობა არ განუხორციელებია.

 

სასამართლოს ნ-------------–--ის ეპიზოდში შესაფასებლად რჩება მხოლოდ დ----------–---–---–--, ლ-----–----–-–---–ისა და ზ-------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, რომლებიც უშუალოდ არ შესწრებიან პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში გადმოცემულ ფაქტებს და მათ ინფორმაცია მიიღეს ბ---- გ-----–-–--ლის ოჯახის წევრებისაგან.

საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბ---- გ-----–-–--ლის ქმედებებს მისთვის ბრალად წარდგენილ ნ-------------–--ის 2017 წლის აგვისტოსა და 2019 წლის 7 მარტის ეპიზოდებში და ის უნდა იქნეს გამართლებული.

ამასთან, გამოკვლეულ და უდავო მტკიცებულებათა შეფასებით, მათ შორის როგორც თავად ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით, ასევე დაზარალებულ ე-–----------–-–--ლის ჩვენებით, ლ-----–----–-–---–ის, დ----------–---–---–--, ზ--------------–-–---–ის, თ------------–---ის გამოკითხვის ოქმებით, პაციენტის სამედცინო ბარათით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის დგილის დათვალიერების ოქმითა და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბ---- გ-----–-–--ლმა ჩაიდინა ე-–---------–-–---–ის მიმართ ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელ ნაწილი.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლოში საქმის განხილვისას ბ---- გ-----–-–--ლს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოკვეთილა (გაქარწყლებულ ნასამართლობას სასამართლო მხედველობაში არ იღებს). ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ ბ---- გ-----–-–--ლმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლსაჯულების განხორციელებას, აღიარა ჩადენილი დანაშაული და შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-276-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ---- გ-----–-–--ლი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნ-------------–--ის მიმართ 2017 წლის აგვისტოს ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებაში;

 

ბ---- გ-----–-–--ლი გამართლდეს ნ-------------–--ის მიმართ (2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

 

ბ---- გ-----–-–--ლის მიმართ სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ელ ნაწილზე (ე-–----------–-–--ლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დააუდგინდეს 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე;

 

გაუქმდეს ბ---- გ-----–-–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში;

 

ბ---- გ-----–-–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 7 მარტიდან - 2019 წლის 16 ივლისის ჩათვლით პერიოდი;

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მინის ნამსხვრევი, განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/