განაჩენი

სისხლის სამართლის 20.08.2019
საქმის ნომერი
330100119003077418
თარიღი
20.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2991-19

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი

განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა

 

სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – ლ-------------–--ის,ადვოკატის - ზ----------–-----,ბრალდებულის – ა-----------------–---–ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

ა------------------–---------------–---–--, დაბადებულის - 1-----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მ–------ რაიონის ს------– მ-------–- მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ ა-----------------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ადევნება, ესე იგი, პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონით და ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, პირის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის; 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; 3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

დაახლოებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2019 წლის 18 მაისის ჩათვლით, ა-----------------–---–ი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ქალაქ თბილისში, ი-–------ ქუჩა №---ში მცხოვრებ ყოფილ მეუღლესთან - თ----------------–თან, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატიურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, როგორც პირადად, ასევე ტელეფონისა და სოციალური ქსელის საშუალებით, უთვალთვალებდა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და სხეულის დაზიანებით, ეჭვიანობდა მის მიმართ და სთხოვდა შერიგებას, ხოლო უარის მიღების შემდეგ ხდებოდა აგრესიული და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და კვლავ ემუქრებოდა მოკვლითა და სხეულის დაზიანებით. კერძოდ, 2019 წლის 05 იანვარს, 23 იანვარს, 25 იანვარს და 17 მაისს გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები ტელეფონის ნომრებიდან: 5----------- და 5----------- თ----------------–ის ტელეფონის ნომრებზე: 5----------- და 5-----------, რომლებშიც მიწერა, რომ მოკლავს, დაჩეხავს, ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევს, სახლში გამოწვავს, დახვდება სახლთან და მოკლავს. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერდა მოკლე ტექსტურ შტყობინებებს, უწერდა არასასურველ და შეურაცხყოფილ შემცველ მოკლე ტექსტურ კომენტარებს და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. რეკავდა მათ საერთო შვილებთან და ცდილობდა ბავშვების მეშვეობით გაეკონტროლებინა თ----------------–ის გადაადგილება და ცხოვრების წესი. მიდიოდა მის საცხოვრებელ სახლთან და უთვალთვალებდა, აკითხავდა სამუშაო ადგილას. ა-----------------–---–ის ქმედებებით თ----------------–ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას, ექმნებოდა ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში და დადგა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის საჭიროების წინაშე, შეექმნა ტელეფონის ნომრების შეცვლის საჭიროება, მალავდა სამსახურის მისამართს, ბლოკავდა ბრალდებულის ტელეფონის ნომრებს და ა.შ. ა-----------------–---–ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების და ქონების განადგურების მუქარას თ----------------–ი აღიქვავდა რეალურად და უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქალაქ თბილისში, ი-–------ ქუჩა №---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ა-----------------–---–მა შელაპარაკებისას ყოფილ მეუღლეს - თ----------------–ს ყელში ძლიერად მოუჭირა ხელი, რითაც თ----------------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ჩადენილი ქმედებისათვის ა-----------------–---–ს 2019 წლის 20 მაისის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ბრალდებულმა ა-----------------–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.

ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ა-----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

ა-----------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

ა-----------------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არის ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.

აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ა-----------------–---–ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვლება პირობით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის და 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა-----------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

3. ა-----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 19 მაისიდან 2019 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.

4. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს მ–----------------- პრობაციის ბიუროს ა-----------------–---–ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - მ–------ რაიონი, ს------–ი მ-------- და მასვე, სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

5. ნივთმტკიცება:

- თ----------------–ისგან ამოღებული 2 (ორი) ცალი მობილური ტელეფონი და ა-----------------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 (ერთი) ცალი მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დავით მგელიაშვილი