განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2186-19
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – დ---------------
ადვოკატის - ნ----------------
ბრალდებულების – თ-------–-------ის, მ------–------ის და მ-------------ს
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
თ------------------–---------, დაბადებულის - 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, ს------------- კორპუსი, ბინა №---–ი მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
მ---------------------–----–--------, დაბადებულის - 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: გ------ რაიონის სოფელ ტ-------–-, ფაქტობრივად მცხოვრების: გ---------------- ქუჩა N-- ბინა N--–- მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
მ------–------------------, დაბადებულის - 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის: ო------------–-------–-- ქუჩა №--–-- ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, გ-–-----------–------- რაიონი, გ-–--------------–------- კორპუსი №---, ბინა №--–- მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებს - თ-------–-------ეს და მ------–------ეს ბრალი ედებათ მასში, რომ ჩაიდინეს ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით, ხოლო ბრალდებულ მ-------------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით, არაერთგზის.
თ-------–-------ის ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 09 მარტს დარეგისტრირებული იქნა შპს „----–---- (ს------------). საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს შ-----–--–- თევზის პროდუქტების დამზადება-რეალიზაცია. საწარმოში პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიურ პროცესს სრულად წარმართავს თ-------–-------ე და საზოგადოება საქმიანობას ახორციელებს ქ. თბილისში, ხ----------------–ი.
საქმიანობის წარმოების პროცესში, თ-------–-------ემ განიზრახა, საზოგადოების მიერ შ-----–--–- თევზის წარმოებისას, შეემცირებინა პროდუქციის წარმოების ხარჯი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი პროდუქციის ნაკლებად გამოშრობით და მასში ტენის (ნესტის) მომატებით ზრდიდა შ-----–--–- თევზის წონას და ცვლიდა თევზის ორგანოლეპტიკურ და ფიზიკო-ქიმიურ პარამეტრებს, რითაც საბოლოოდ იცვლებოდა წარმოებული პროდუქციის თვისობრიობა და ახდენდა ფალსიფიცირებული შ-----–--–- თევზის რეალიზაციას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 მარტის განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა თ-------–-------ის მიერ დამზადებული ორი სახეობის შ-----–--–- თევზის პროდუქტი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზემოხსენებული შ-----–--–- თევზის ნიმუშებს – სკუმბრიას და მოივას შეცვლილი ჰქონდათ თვისობრიობა და იყო ფალსიფიცირებული.
მ------–------ის ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის 18 ნოემბერს დარეგისტრირებული იქნა ი.მ. „მ------–------ე“ (ს--------------). საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს შ-----–--–- თევზის პროდუქტების დამზადება-რეალიზაცია. საწარმოში პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიურ პროცესს სრულად წარმართავს მ------–------ე და საზოგადოება საქმიანობას ახორციელებს ქ. თბილისში, ხ----------------–ი.
საქმიანობის წარმოების პროცესში, მ------–------ემ განიზრახა, საზოგადოების მიერ შ-----–--–- თევზის წარმოებისას, შეემცირებინა პროდუქციის წარმოების ხარჯი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი პროდუქციის ნაკლებად გამოშრობით და მასში ტენის (ნესტის) მომატებით ზრდიდა შ-----–--–- თევზის წონას და ცვლიდა თევზის ორგანოლეპტიკურ და ფიზიკო-ქიმიურ პარამეტრებს, რითაც საბოლოოდ იცვლებოდა წარმოებული პროდუქციის თვისობრიობა და ახდენდა ფალსიფიცირებული შ-----–--–- თევზის რეალიზაციას.
2019 წლის 08 თებერვალს, საკონტროლო შესყიდვის გზით გამოძიების პროცესში ოპერატიულად ჩართული პირის – გ----------------–---–ის მიერ ი.მ. „მ------–------იდან“ შესყიდულ იქნა ორი სახეობის შ-----–--–- თევზის პროდუქტი. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 მარტის განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა მ------–------ის მიერ დამზადებული სამი სახეობის შ-----–--–- თევზის პროდუქტი. ექსპერტიზის დასკვნების თახმად, ზემოხსენებული პროდუქტებიდან შ-----–--–- თევზის ნიმუშს - შებოლილ მოივას შეცვლილი ჰქონდა თვისობრიობა და იყო ფალსიფიცირებული.
მ-------------ს ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2003 წლის 18 სექტემბერს დარეგისტრირებული იქნა ი.მ. „მ-------------“ (ს----------------. საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს შ-----–--–- თევზის პროდუქტების დამზადება-რეალიზაცია. საწარმოში პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიურ პროცესს სრულად წარმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ნასამართლევი მ------------- (პ---------------. საზოგადოება საქმიანობას ახორციელებს ქ. თბილისში, ხ----------------–ი.
საქმიანობის წარმოების პროცესში, მ-------------მ განიზრახა, საზოგადოების მიერ შ-----–--–- თევზის წარმოებისას, შეემცირებინა პროდუქციის წარმოების ხარჯი. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი პროდუქციის ნაკლებად გამოშრობით და მასში ტენის (ნესტის) მომატებით ზრდიდა შ-----–--–- თევზის წონას და ცვლიდა თევზის ორგანოლეპტიკურ და ფიზიკო-ქიმიურ პარამეტრებს, რითაც საბოლოოდ იცვლებოდა წარმოებული პროდუქციის თვისობრიობა და ახდენდა ფალსიფიცირებული შ-----–--–- თევზის რეალიზაციას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 მარტის განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა მ-------------ს მიერ დამზადებული სამი სახეობის შ-----–--–- თევზის პროდუქტი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზემოხსენებული პროდუქტებიდან შ-----–--–- თევზის ნიმუშს - სკუმბრიას შეცვლილი ჰქონდა თვისობრიობა და იყო ფალსიფიცირებული.
ჩადენილი ქმედებისათვის თ-------–-------ე, მ------–------ე და მ------------- 2019 წლის 22 აპრილის დადგენილებით მიცემული იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და თ-------–-------ეს და მ------–------ეს წარედგინათ ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო მ-------------ს - დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის 2-ლი ნაწილით.
ბრალდებულებმა - თ-------–-------ემ, მ------–------ემ და მ-------------მ აღიარეს მათ მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ: ბრალდებულთა აღიარებითი ჩვენებები, მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, ამოღების ოქმები და ქიმიური ექსპერტიზის №--------- და №--------- დასკვნები, რომლებიც საფუძვლად დაედო მათ ბრალდებას.
ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულებმა: თ-------–-------ემ და მ------–------ემ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ხოლო მ-------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
თ-------–-------ის, მ------–------ის და მ-------------მ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
თ-------–-------ეს და მ------–------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ, ხოლო მ-------------ს დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის პერიოდში, რომლის გამოსაცდელი ვადაც დღეის მდგომარეობით დასრულებულია.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას და ნასამართლობას - მ------------- ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს განაჩენით და აღნიშნული ნასამართლობა დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მას კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა.
გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისიწინებული წესით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ-------------მ დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში, თუმცა მას გამოსაცდელი ვადა დაუსრულდა - ბრალდებულის მიერ წარმოდგენილი იქნა თბილისის პრობაციის ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა N----------. სასამართლო აღნიშნავს, რომ ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში საპრობაციო ვადის შეჩერების პროცედურა არ არის გათვალისწინებული არც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და არც ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონით (საქართველოს სსსკ-ის 282-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, საპრობაციო ვადის ათვლა ჩერდება მხოლოდ ძებნის პროცესში, თუ სასამართლომ მიიღო მსჯავრდებულის ძებნის გადაწყვეტილება), ხოლო ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლისას. შესაბამისად, გამოსაცდელი ვადის გასვლის შედეგად სააღსრულებო წარმოების დასრულება ნიშნავს სასჯელის აღსრულებას. ამდენად, საპრობაციო ვადის შეჩერების ინსტიტუტს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ თუ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოტანილა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში (როდესაც იგი არ შეჩერებულა), მხოლოდ დანაშაული ითვლება გამოსაცდელ ვადაში ჩადენილად, თუმცა სასჯელის განსაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით ვერ მოხდება, ვინაიდან ბოლო განაჩენის დადგენის დროს წინა განაჩენით დაკისრებული პირობითი მსჯავრი აღსრულებულია და მისი გაუქმებისა და ბოლო განაჩენზე დამატების სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასების და ანალიზის შედეგად, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის დაკისრების შემთხვევაში პრობაციის ბიუროში სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლისას და კანონმდებლის მიერ არ არის დაწესებული ბრალდებულის მიმართ გამოსაცდელი ვადის დინების შეჩერების პროცედურა, საკითხი მოცემულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასიკეთოდ და ვინაიდან, მ-------------ს მიმართ ბოლო განაჩენის მიღებისას, წინა განაჩენით დადგენილი გამოსაცდელი ვადა გასულია - ბოლო განაჩენის გამოტანის მომენტში უკვე აღარ არსებულ პირობით მსჯავრს (დასრულებულია გამოსაცდელი ვადა) სასამართლო ვეღარ გააუქმებს და წინა განაჩენით უკვე აღსრულებულ სასჯელს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ვერ დაუმატებს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს მხოლოდ წინა განაჩენით დანიშნულ სასჯელის მოუხდელ - აღუსრულებელ ნაწილს).
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულებს - თ-------–-------ეს და მ------–------ეს უნდა დაენიშნოთ შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით, ხოლო მ-------------ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვლება პირობით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელები სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ-------–-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. თ-------–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას - ლ--–-------------- (დაბადებული: 0------970 წელს, პ--------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: თბილისი, ს-----------------–---, კორპუსი N--- ბინა N--- ფართი 100.55 კვ.მ, საკადასტრო კოდი - 0----------------------- რომელიც დაყადაღებულია 7000 (შვიდი ათასი) ლარის ნაწილში.
3. მ------–------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. მ------–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას - მ------–------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: გ---------------- ქუჩა N-- ბინა N-- საკადასტრო კოდი - 6------------------- რომელიც დაყადაღებულია 5000 (ხუთი ათასი) ლარის ნაწილში.
5. მ------------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის გამოყენებით - 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საქმიანობის - შ-----–--–- თევზის პროდუქტების დამზადება-რეალიზაციის უფლება.
6. მ-------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას თ------------ (დაბადებული: 2--------- წელს, პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: თბილისი, გ-–----------------, კორპუსი N--, ბინა N--, საკადასტრო კოდი - 0----------------------, რომელიც დაყადაღებულია 7000 (შვიდი ათასი) ლარის ნაწილში.
7. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს ქ. თბილისის პრობაციის ბიუროს მ-------------ს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - თბილისი, გ-–-----------–------- რაიონი, გ-–--------------–------- კორპუსი №---, ბინა №- და მასვე, სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
8. ნივთმტკიცება:
- შპს „კ---–-------“, ი.მ. „მ------–------იდან“ და ი.მ. „მ-------------დან“ ამოღებული თევზის პროდუქტები, რომლებიც ინახება შპს „კ---–----“, ი.მ. „მ------–------ის“ და ი.მ. „მ-------------ს“ საწარმოებში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი