განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2746-19
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – ნ------------–---–-ს,ადვოკატის - მ--–--------–------–---–--,ბრალდებულის – ა-–------------------–---–-ს
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ა-–-------------–----------- ძე თ-----–---–--- დაბადებულის - 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის: გ------------ რაიონის სოფელ კ---------–-, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.თბილისი, ა--–---–-- ქუჩა №----------------, ბინა №----–- მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ ა-–------------------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა: 1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და 2. სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 18 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ.თბილისში, ვ---------–------------–-----, მ--------------თან განთავსებულ სილამაზის სალონ ,---------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–------------------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შ----------------–---–ს. კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა სახის მარცხენა არეში, რამდენიმეჯერ ორივე მუშტი დაარტყა სახისა და თავის არეში, რის შემდეგაც ხელი მოკიდა თმებში და მოქაჩა. თითოეული ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, დაზარალებულმა - შ----------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ა-–------------------–---–- შ----------------–---–ს დაემუქრა ქონების განადგურებით და სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, დაემუქრა, რომ სალონს გაუნადგურებდა და თუ კიდევ დაინახავდა ხერხემალში გადაამტვრევდა, რაც დაზარალებულმა შ----------------–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ჩადენილი ქმედებისათვის ა-–------------------–---–- 2019 წლის 20 მაისის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ბრალდებულმა ა-–------------------–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი, დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.
ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ა-–------------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
ა-–------------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ა-–------------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ა-–------------------–---–ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–------------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–------------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით შეცვლილი (2017 წლის 27 აპრილის განეჩინი) სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–------------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 18 მაისიდან 2019 წლის 18 ივლისის ჩათვლით), შეუმცირდეს და საბოლოოდ, განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. ა-–------------------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5. ნივთმტკიცება:
- ა-–------------------–---–-ს სამედიცინო ბარათის და მზის სათვალის ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის №------------ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას;
- ვიდეოჩანაწერი 01 (ერთ) ცალ ლაზერულ დისკზე, დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი