განაჩენი

სისხლის სამართლის 20.06.2019
საქმის ნომერი
330100119002993484
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2154-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 ივნისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ ლ---- გ-------–--ის

ბრალდებულ _ ბ---- ხ------–--ის

ადვოკატების _ მ------ მ---------ის და შ----- ა--------–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ბ---- შ-----ს ძე ხ------–--ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ------–--–-- ბ-----------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-, ბა-–-----------------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ---- ხ------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ;

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ;

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ბ---- ხ------–--ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 6 აპრილს, ღამის საათებში, ქ------–--–-- ქ--------------------ში მომხდარი ოჯახური კონფლიქტის დროს, ბ---- ხ------–--ე მოკვლით დაემუქრა ჯერ მეუღლეს - ნ---- ი--–---–ს და შემდეგ თავის არასრულწლოვან შვილს - ე-–--- ხ------–--ეს, რომლებსაც გაუჩნდათ მუქარის განხორციელების შიში და ნ---- ი--–---–ი ჩაიკეტა ოთახში, ხოლო როდესაც ე-–--- ხ------–--ემ მამას სთხოვა შეეწყვიტა აგრესიული ქმედებები, ბ---- ხ------–--ემ არასრულწლოვან შვილს - ე-–--- ხ------–--ეს ყელზე ძლიერად მოუჭირა ხელი და შეაჯანჯღარა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. ბ---- ხ------–--ემ ჩაიდინა დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

აღსანიშნავია, რომ მართალია, ბრალდებულმა ერთი კონფლიქტის ფარგლებში, თუმცა დაზარალებულების - მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ცალ-ცალკე განახორციელა მუქარა (და არა ერთობლივად ორივე პირის მიმართ, რისთვისაც მას ერთი სასჯელი განესაზღვრებოდა), რის გამოც მისი ეს ქმედება უნდა შეფასდეს ზემოაღნიშნული კვალიფიკაციებით ცალ-ცალკე (მსხვერპლთა ვინაობის გათვალისწინებით) და შესაბამისად სასჯელიც უნდა განისაზღვროს დამოუკიდებლად, ბრალად წარდგენილი თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე.

სასამართლოს დასკვნა ბ---- ხ------–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულებისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ ბ---- ხ------–--ე არ არის ნასამართლევი, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს, მისი ჩადენის გარემოებებს და მის ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბ---- ხ------–--ის მიერ დაზარალებულების მიმართ განხორციელებული ძალადობა არ ატარებდა დაუნდობელ ხასიათს, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობა გამოიხატა მხოლოდ შეჯანჯღარებაში და იგი არ გამოხატულა არაერთჯერად დარტყმასა და სხვა ისეთი სახის დაუნდობელი ხასიათის ქმედებებში, რაც აუცილებელს გახდიდა მის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენებას. თუმცა, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანისათვის მიყენებულ მორალურ ზიანს, კერძოდ, იგი გახდა მამის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის არამარტო პირდაპირი მსხვერპლი, არამედ დედის მიმართ განხორციელებული მუქარის შემსწრე (არაპირდაპირი მსხვერპლი), რამაც მის ფსიქიკაზე უარყოფითი გავლენა იქონია. აღსანიშნავია, რომ მამა-შვილს შორის კონფლიქტი გამოწვეულია მამის აგრესიული ქცევით, რომელიც მიმართული იყო დედის წინააღმდეგ. ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის მიმართ და მისი თანდასწრებით, როგორი ფორმითაც არ უნდა გამოვლინდეს, სავალალო გავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე და მოწყვლადს ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ. სწორედ ამის გამო „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა“. ამდენად, ბრალდებულის ძალადობრივ ქმედებას შედეგად მოჰყვა არამარტო დაზარალებულის ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა, არამედ ამით დაირღვა დანაშაულის თვითმხილველი არასრულწლოვნის სოციალურად ჯანმრთელ, ნორმალურ გარემოსა და თავისუფალ და ღირსეულ პირობებში მისი ფიზიკური, გონებრივი, მორალური და სულიერი განვითარების ფუნდამენტური უფლება („ბავშვთა უფლებათა დეკლარაცია“).

ამასთან, ბრალდებულის მიერ დაზარალებულების მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა განხორციელებულია ოჯახის წევრების (მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის) მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას და სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნისას.

სასამართლო მსხვერპლის მიმართ განხორციელებული ძალადობის შეფასებისას, სხვა გარემოებებთან ერთად, ყურადღებას მიაქცევს ძალადობის განმეორების რისკს. მოცემულ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულების მიმართ როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელებულია პირველად და წარსულში მსგავს კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია, ამასთან, ბ---- ხ------–--ის მიმართ დაზარალებულს (მეუღლე) პრეტენზია არ გააჩნია და სასამართლოსაგან ითხოვს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, რამდენადაც აპირებენ თანაცხოვრების გაგრძელებას და ოჯახის შენარჩუნებას, ამასთან, ეს უკანასკნელი არის ოჯახის მარჩენალი. იმის გათვალისწინებით, რომ არც ფიზიკურ ძალადობას და არც მუქარას არ ჰქონია განმეორებითი ხასიათი, ხოლო ბრალდებულსა და დაზარალებულებს შორის კონფლიქტი ამოწურულია, სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ შორის ძალადობის განმეორების რისკი შემცირებულია, რის გამოც არ არსებობს ბრალდებულის მიმართ პირველივე შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენების აუცილებლობა, რამდენადაც ბრალდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია მისგან მომდინარე საფრთხეების აღკვეთა არასაპატიმრო სასჯელის პირობებშიც. რაც შეეხება ალტერნატიულ სასჯელებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ანდა შინაპატიმრობას და ჯარიმას (მუქარასთან მიმართებით), საბოლოო სასჯელის სახით მათი დანიშვნა სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული დასაქმებულია (ასრულებს კერძო სამუშაოებს), ფიზიკური შრომით ირჩენს თავს და ასევე მატერიალურად უზრუნველყოფს ოჯახს (მათ შორის, არასრულწლოვან შვილს), ხოლო აღნიშნული სასჯელების დანიშვნით ხელი შეეშლება ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებაში, რაც უარყოფითად აისახება როგორც მისი, ასევე მისი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბ---- ხ------–--ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად სასამართლოს მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და ბრალდებულის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ბრალდებულის სათანადო ქცევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ---- ხ------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

2. ბ---- ხ------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

3. ბ---- ხ------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ბ---- ხ------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

5. მსჯავრდებულ ბ---- ხ------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 6 აპრილიდან - 2019 წლის 22 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

6. მსჯავრდებულ ბ---- ხ------–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბ---- ხ------–--ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

7. გაუქმდეს ბ---- ხ------–--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

8. საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი