განაჩენი

სისხლის სამართლის 08.07.2019
საქმის ნომერი
330100119003048958
თარიღი
08.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2714-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ ლ---- გ-------–--ის,ბრალდებულ _ გ--- კ--------ის,ადვოკატების _ ნ---- ლ--------------ის და თ------ნ დ---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ გ--- დ-----ის ძე კ--------ის, დაბადებულის 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: ქ--------------ში, დ----- გ-------–---–------------–ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–----------------------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--- კ--------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

გ--- კ--------ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 5 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ------–--–----------------------------------ში ყოფნისას, გ--- კ--------ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის – ნ--- ტ---------ს მიმართ, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ნ--- ტ---------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. გ--- კ--------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 5 მარტის ეპიზოდი).

გარდა ამისა, 2019 წლის 7 მაისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ქ------–--–----------------------------------ში ყოფნისას, გ--- კ--------ემ ფიზიკური ძალადობა განახორციელა გერის - ი----- კ-------ის მიმართ, კერძოდ, მუშტი რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა სახისა და ყელის არეში, რის შედეგადაც ი----- კ-------იმ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. გ--- კ--------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 7 მაისის ეპიზოდი).

სასამართლოს დასკვნა გ--- კ--------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულებისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღების ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნას, შემაკავებელ ორდერს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულების ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ საქმის მასალების მიხედვით, გ--- კ--------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, არ არის ნასამართლევი და იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ ძალადობა განხორციელებულია ოჯახის ორი წევრის მიმართ სხვადასხვა დროს, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნისას, ხოლო მეორეს მხრივ, აღსანიშნავია, რომ თითოეულ შემთხვევაში ძალადობა არ გამოირჩეოდა მომეტებული საშიშროებით და არ გამოხატულა ისეთი დაუნდობელი ხასიათის ძალადობრივ ქმედებებში, რაც აუცილებელს გახდიდა ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენებას. ამასთან, ბრალდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის მიმართ მისი დამოკიდებულების, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად ხდება სისხლისსამართლებრივი სანქციის გამოყენება, ხასიათდება დადებით და არაკონფლიქტურ პიროვნებად, სასამართლო შესაძლებლად მიიჩნევს მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო აფასებს ასევე სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკს და მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედებისადმი ბრალდებულის დამოკიდებულების, აგრეთვე, დაზარალებულების შემრიგებლური პოზიციის გათვალისწინებით (დადასტურებულია საქმეში არსებული დაზარალებულების სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით) შემცირებულია მათ შორის კონფლიქტისა და შესაბამისად, გ--- კ--------ის მხრიდან ძალადობის განმეორების რისკი.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით, ზედმეტად მკაცრად მიიჩნევს საპატიმრო სასჯელის გამოყენებას, ხოლო ყველაზე ეფექტურ ღონისძიებად მიაჩნია დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და მისგან მომდინარე საფრთხის აღკვეთას. რაც შეეხება ალტერნატიული სასჯელის სახით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნას, მას სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რამდენადაც აღნიშნულით ხელი შეეშლება მას ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებაში, რაც მისი შემოსავლის ძირითადი წყაროა და რომლითაც მატერიალურად უზრუნველყოფს ოჯახს, მათ შორის პირველი ქორწინებიდან შეძენილ ორ არასრულწლოვან შვილს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ--- კ--------ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად სასამართლოს მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ბრალდებულის სათანადო ქცევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ--- კ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 5 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

2. გ--- კ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 7 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 2019 წლის 7 მაისის ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს 2019 წლის 5 მარტის ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ--- კ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

4. მსჯავრდებულ გ--- კ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 8 მაისიდან - 2019 წლის 25 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

5. მსჯავრდებულ გ--- კ--------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ--- კ--------ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

6. ი----- კ-------ის სისხლიანი ტანსაცმელი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-------- განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი