განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2261-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----–- ქ--------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი----- ს---------ს ძე გ------ი, - მოქალაქეობის არმქონე, დაბადებული 1--- წლის 1------------–ს, ნასამართლევი, მცხოვრები: თ---–---- გ----------- ქუჩა #1---–-
ადვოკატი - ნ--- ს------------–-----
თარჯიმანი - მ------ კ--–-----
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 6 აპრილს, საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების გამომძიებლის მიერ გამოიცა #0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც მოძალადე ი----- გ------ს 30 დღის ვადით აეკრძალა ყოფილი მეუღლის - ს------- ა--–-----ას იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
1.2. 2019 წლის 9 აპრილს, ღამით, დაახლოებით 02:30 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ი----- გ------ი, აკრძალვის მიუხედავად მივიდა თბილისში, გ----------- ქუჩა #1---–-, ს------- ა--–-----ას საცხოვრებელ სახლში, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა
2.1. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-11 განყოფილების გამომძიებლის - მოწმე გ------- ი-----–---ის ჩვენებით დადგინდა, 2019 წლის 6 აპრილს, ბრალდებულ ი----- გ------ის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი. ორდერი გამოცემულ იქნა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე. ორდერის პირობების და შეზღუდვების თანახმად, ბრალდებულს 30 დღის ვადით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. გამომძიებლის ჩვენებით, უშუალოდ, თარჯიმნის მონაწილეობით მოძალადე ი----- გ------ს დეტალურად განუმარტა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების არსი, ორდერის მოქმედების ვადა, პირობები, გასაჩივრების უფლება და დარღვევის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. შემაკავებელი ორდერის ასლი გადაეცა როგორც მოძალადეს, ასევე მსხვერპლს.
2.2. თარჯიმანმა მ------ ბ-----ემ ჩვენებაში დაადასტურა, რომ მოძალადე ი----- გ------ს გადაუთარგმნა ყველა ის დეტალი რაც დაკავშირებული იყო შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ შეზღუდვებთან, ასევე ეთარგმნა ორდერის პირობები, დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
2.3. ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-11 განყოფილების გამომძიებლის - მოწმე ი-–------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2019 წლის 9 აპრილს დაწყებულ იქნა გამოძიება ი----- გ------ის მიერ შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების და ვალდებულებების დარღვევის თაობაზე. გამოძიების დაწყებამდე, 2019 წლის 6 აპრილს, ი----- გ------ის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი. ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა ბრალდებულის მიერ, მსხვერპლის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა.
2.4. ზემოთგანხილული მტკიცებულებების ზეპირი გამოკვლევის შემდეგ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული და მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს სხვა მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ი----- გ------ის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
უდავო ტკიცებულებები:
2.6.2019 წლის 6 აპრილს, მსხვერპლის ს------- ა--–-----ას შეტყობინების საფუძველზე სიტყვიერი შეურაცხყოფის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე პოლიციის მიერ გამოიცა #0----- შემაკავებელი ორდერი ყოფილი მეუღლის ი----- გ------ის მიმართ.
2.7. შემაკავებელი ორდერის თანახმად, ი----- გ------ს 30 დღის ვადით განესაზღვრა შემდეგი ვალდებულებები: ა) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ბ)აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ) აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
2.8. #0----- შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომელიც აღწერს მსხვერპლის მიერ პოლიციელისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, დასტურდება, რომ 2019 წლის 6 აპრილს ყოფილმა მეუღლემ ი----- გ------მა ს------- ა--–-----ას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
2.9. შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან რამდენიმე დღეში, 2019 წლის 9 აპრილს, პოლიციის განყოფილებაში მსხვერპლის ს------- ა--–-----ას მიერ გაკეთდა შეტყობინება #------ მოძალადის მხრიდან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის თაობაზე.
2.10. დაზარალებულის ს------- ა--–-----ას გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 6 აპრილს სიტყვიერი შეურაცხყოფის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, მოძალადის - ყოფილი მეუღლის ი----- გ------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. ორდერის თანახმად, ი----- გ------ს 30 დღის ვადით აეკრძალა მასთან მიახლოება. აღნიშნულის მიუხედავად, 2019 წლის 9 აპრილს, ღამით, ი----- გ------ი მივიდა ს. ა--–-----ასთან სახლში ნასვამ მდგომარეობაში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
2.11. მოწმე მ--–-ა ლ----–-----ს გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 9 აპრილს, ღამით, დაახლოებით 02:30 საათზე, მოწმის თანდასწრებით ი----- გ------ი მივიდა გ----------- ქუჩა #1---–- ყოფილ მეუღლესთან ს------- ა--–-----ასთან სახლში და კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1.სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ი----- გ------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, შემაკავებელი ორდერი კი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ნორმის ძირითად სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს, იგი არის პირდაპირ პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე რაც ჩაიდინა.
3.4.საქმეში არსებული მტკიცებულებებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 6 აპრილს, ი----- გ------ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. ორდერის პირობების და შეზღუდვების თანახმად, ბრალდებულს 30 დღის ვადით განესაზღვრა შემდეგი ვალდებულებები: ა) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ბ)აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ) აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ი----- გ------მა ორდერის მოქმედების ვადაში დაარღვია შეზღუდვის ,,ა“ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება და 2019 წლის 9 აპრილს მივიდა ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლში, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფებოდა. ბრალდებულის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.
3.5.რაც შეეხება პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება - ყოფილი მეუღლე. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით და მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოძალადე ი----- გ------ი არის მსხვერპლის ს------- ა--–-----ას ყოფილი მეუღლე, ამდენად - სახეზეა ოჯახური დანაშაული.
3.6.სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ დაადგინა, რომ ი----- გ------ის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალეული ქმედება (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა), რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ი----- გ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის გულწრფელი აღიარება და სინანული.
4.2. ი----- გ------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ნასამართლევი პირის მიერ და ოჯახის წევრის მიმართ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს - დანაშაულის ჩადენას ოჯახის წევრის მიმართ, ნასამართლევი პირის მიერ, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების პერიოდში. საქმის მასალებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ი----- გ------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 28 თებერვლის #0--------- გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული ი----- გ------ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 5 (ხუთი) თვითა და 2 (ორი) დღით ადრე 2019 წლის 1 მარტს. თბილისის პრობაციის ბიუროს წერილის თანახმად, პირობითის დასასრულია 02.08.2019 წელი.
5.4. სასამართლო საბოლოო სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში იღებს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის იმპერატიულ დანაწესს, რომლის თანახმად თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, თუ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებულმა პირმა სასჯელის მოუხდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო მას დაუნიშნავს სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
5.5. პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას - ი----- გ------ის მხრიდან დანაშაულის აღიარებას და გულწრფელ სინანულს, რაც ასახვას ჰპოვებს სასჯელის სახეზე და ზომაზე.
5.6. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის ი----- გ------ს უნდა დაენიშნოს სამართლიანი, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სასჯელი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ი----- გ------ის თვითშეგნების ამაღლება და დამნაშავე პირის სამომავლო პრევენცია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი----- გ------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 28 თებერვლის N0--------- გადაწყვეტილებით 5 (ხუთი) თვითა და 2 (ორი) დღით ადრე პირობით ვადამდე გათავისუფლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს 1 000 (ათასი) ლარს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 28 თებერვლის #0--------- გადაწყვეტილებით პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შემდეგ მოუხდელი ნაწილიდან 2 (ორი) თვით და 19 (ცხრამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა და ი----- გ------ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) თვითა და 19 (ცხრამეტი) დღის ვადით და ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე ი----- გ------ს 2 (ორი) თვითა და 19 (ცხრამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთაში სრულად ჩაეთვალოს 2019 წლის 21 აპრილიდან - 2019 წლის 10 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და იგი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ი----- გ------ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
4. გაუქმდეს ი----- გ------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა