განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2019
საქმის ნომერი
330100119002978951
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1962-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა-------------–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ი - ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი #A-------, საქართველოში ბინადრობის მოწმობის პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1-------ს, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ---–---- ჩ--------- ქუჩა #2---–--

 

ადვოკატი - ზ------ მ-------

 

თარჯიმნები - ხ-----------------აშვილი, ვ------- ი-----–-–---–ი, ი---------–----------

 

კვალიფიკაცია:

 

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

2.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ესე იგი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, მისი ფიზიკური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

 

1.1. ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ი და მ------- ფ-------–-------ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2014 წლიდან - 2017 წლამდე. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - ა------- ფ-------–-------ი, რომელიც არის 4 წლის. განქორწინების შემდგომ მ------- ფ-------–-------ა შვილთან ერთად ცხოვრობს ქ----------–- მ------------ ქუჩა #--, ბინა #---–-- მშობლებთან ერთად.

 

2019 წლის 27 მარტს, თ---–--–-- ვ------- გ--------–-- ქუჩა #--–- მდებარე რესტორან „მასპინძელოს“ მიმდებარედ, ავტომანქანაში ს----- ფ------– ჯ---- ჯ----მა იძალადა ყოფილ მეუღლეზე მ------- ფ-------–-------აზე, კერძოდ - თავი ჩაარტყა ცხვირის და შუბლის არეში, რა დროსაც მ------- ფ-------–-------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2019 წლის 27 მარტს, თბილისში ვ------- გ--------–-- ქუჩა #--–- მდებარე რესტორან „მასპინძელო“-ს მიმდებარედ, ავტომანქანაში ს----- ფ------– ჯ---- ჯ----მა ფიზიკური ძალადობის შემდეგ ყოფილი მეუღლე მ------- ფ-------–-------ა იძულებით გადმოიყვანა ტაქსიდან, ასევე იძულებით ჩასვა ავტომანქანაში, რომლითაც იგი მივიდა თ---–--–-- ს----- ჩ--------- ქუჩა #2---–-- თუმცა ვინაიდან გზაში მ------- ფ-------–-------ამ შეძლო „112-ში“ დარეკვა და ითხოვა დახმარება, ს----- ფ------– ჯ---- ჯ----მა იგი დატოვა ქუჩაში.

 

2.სასამართლომ დაადგინა:

 

2.1.2014 წლიდან - 2017 წლამდე ს----- ფ-----– ჯ---- ჯ----ი და მ------- ფ-------–-------ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ.

 

2.2.2019 წლის 27 მარტს, თ---–--–-- ვ------- გ--------–-- ქუჩა #--–- მდებარე რესტორან „მასპინძელოს“ მიმდებარედ, ავტომანქანაში ს----- ფ-----– ჯ---- ჯ----მა ფიზიკურად იძალადა ყოფილ მეუღლეზე მ------- ფ-------–-------აზე, კერძოდ - თავი ჩაარტყა ცხვირის და შუბლის არეში, რა დროსაც მ------- ფ-------–-------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

3.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა

 

3.1. დაზარალებულმა მ------- ფ-------–-------ამ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ყოფილი მეუღლის - ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ჩვენების მიცემაზე უარით - დაზარალებულს არ მოუხდენია გამოძიებაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორის უარყოფა, აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს შეფასების საგანი გახდა ყველა ის მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა.

 

3.2. მოწმე ღ------------------ ა-–-------ის ზეპირი ჩვენებით და გამოკითხვის ოქმით ბრალდებული არის მისი მეგობარი. 2019 წლის 27 მარტს, მოწმის თანდასწრებით ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ი შეხვდა ყოფილ მეუღლეს მ------- ფ-------–-------ას და ჩაჯდა ამ უკანასკნელთან ტაქსში, ხოლო მოწმე დაბრუნდა სახლში. ღ------------------ ა-–-------მა იმავე დღეს ბრალდებულისგან შეიტყო, რომ ტაქსში ყოფილ მეუღლესთან მოუვიდა ჩხუბი. მოგვიანებით მეგობრებმა მ-------- ხ--–--- ე-–-------- და ე--------–- რ------მა რომლებიც მივიდნენ მ------- ფ-------–-------ასთან სახლში, მოწმეს უთხრეს, რომ ბრალდებულმა და დაზარალებულმა ტაქსში იჩხუბეს და დაზარალებულს დალურჯებული ჰქონდა მარცხენა თვალი.

 

3.3. არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილის შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე. მხარეებმა სადავოდ გახადეს მხოლოდ დაზარალებულის მ------- ფ-------–-------ას, მოწმის ღ------------------ ა-–--------ის და ბრალდებულის გამოკითხვის ოქმები.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი პრეიუდიციული ფაქტები და მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ბრალდებულის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა.

 

უდავო მტკიცებულებები:

 

3.5. 2019 წლის 27 მარტს, ,,112-ში“ შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორი მ------- ფ-------–-------ა იუწყებოდა, რომ ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

3.6. საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ,,112-ის“ აუდიო ჩანაწერებით დგინდება, რომ დაზარალებულმა 2019 წლის 27 მარტს, ორჯერ განახორციელა ,,112-ში“ ზარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე და მოითხოვა პოლიციის დახმარება.

 

3.7.მსხვერპლის მიერ მითითებულ მისამართზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მსხვერპლთან კომუნიკაცია აღიბეჭდა პატრულ ინსპექტორის სამხრე კამერაზე.

 

3.8. პატრულ ინსპექტორის სამხრე კამერის ვიდეო ჩანაწერის კადრებში ჩანს პატრულ-ინსპექტორთან მოსაუბრე მ------- ფ-------–-------ა, რომელსაც აშკარად ეტყობა მარცხენა თვალის მიდამოში დაზიანება. მსხვერპლი ტირის, მტკივან თვალზე ხელს იფარებს და პატრულ-ინსპექტორს უდასტურებს, რომ ყოფილმა მეუღლემ ს----- ფ-----– ჯ---- ჯ----მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ითხოვს დახმარებას.

 

3.9.შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გამომძიებელმა ბ--- მ-------ემ გამოსცა შემაკავებელი ორდერი ს----- ფ-----– ჯ---- ჯ----მის მიმართ, რომელსაც 30 დღის ვადით აეკრძალა ყოფილ მეუღლესთან მ------- ფ-------–-------ასთან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი შეიძლება იმყოფებოდეს. ასევე აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

3.10. შემაკავებელ ორდერთან ერთად გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელშიც ასახულია მსხვერპლის მიერ გამომძიებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია ძალადობასთან დაკავშირებით. მ------- ფ-------–-------ა ინციდენტის ფაბულაში აღნიშნავს, რომ ყოფილმა მეუღლემ ს----- ფ-----– ჯ---- ჯ----მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. შემაკავებელი ორდერის ოქმში აღნიშნულია, რომ მსხვერპლს ცხვირთან - მარცხენა თვალის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანება. ოქმში ასახული ინფორმაციის სიზუსტეს ხელმოწერით ადასტურებს მ------- ფ-------–-------ა.

 

3.11. 2019 წლის 27 მარტს, 13:00 საათიდან - 13:45 საათის ინტერვალში ქ. თ---–--–-- ვ------- გ--------–-- ქუჩა #7--- მიმდებარედ, დაზარალებულთან მ------- ფ-------–-------ასთან ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ექსპერტების თანდასწრებით, მ------- ფ-------–-------ამ დეტალურად აღწერა ძალადობის ქრონოლოგია, მიუთითა ადგილზე, სადაც გაჩერებული იყო კერძო ტაქსი, რომელშიც ისხდნენ მ------- ფ-------–-------ა და ს----- ფ-----– ჯ---- ჯ----ი. სწორედ აღნიშნულ ავტომანქანაში დაზარალებულის განმარტებით ყოფილმა მეუღლემ ს----- ფ-----– ჯ---- ჯ----მა თავი ჩაარტყა შუბლის და ცხვირის მიდამოში, რის გამოც იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ერთვის ფოტოილუსტრაცია, რომელზეც ასევე მკაფიოდ ჩანს ექსპერიმენტის მიმდინარეობა და დაზარალებულის მიერ იმ ადგილების მითითება სადაც განხორციელდა ძალადობა.

 

3.12. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად,ა) 27.03.2019 წელს, მოქალაქე მ------- ფ-------–-------ას პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სახის მიდამოში სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ცალკ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ბ). დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს 27.03.2019 წელს.

 

გ). პირადი შემოწმების მონაცემებით: მ------- ფ-------–-------ას მარცხენა თვალბუდის ზემო ქუთუთოზე აღენიშნებოდა მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, ზომით 2,0X5,0 სმ. ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა ცხვირის ზურგზე, მოიცავს ცხვირის ფრთას ზომით 1,5X2,5 სმ. მარჯვენა ლოყის მიდამოში მოიცავს მარჯვენა ცხვირ-ტუჩის საპროექციო მიდამოს ზომით 4,2X3,0 სმ.

 

დ).შესამოწმებლის გადმოცემით: 2019 წლის 27 მარტს, დაახლოებით 07:00 საათზე, ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ თავი დაარტყა თავის მიდამოში.

 

3.13. საქმეში წარმოდგენილ ოთხ ცალ ფოტოსურათში, მკაფიოდ ჩანს დაზარალებულის სხეულზე, კერძოდ, მარცხენა თვალის მიდამოში ფიზიკური დაზიანების კვალი.

 

3.14.დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე 2019 წლის 27 მარტს ოჯახური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ იქნა ს----- ფ-----– ჯ---- ჯ----ი.

 

3.15. ზემოგანხილული მტკიცებულებების ერთიანი ლოგიკური ჯაჭვი ადასტურებს ს----- ფ-----– ჯ---- ჯ----ის მიერ 2019 წლის 27 მარტს, ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტს ყოფილი მეუღლის მ------- ფ-------–-------ას მიმართ.

 

3. 16.დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:

 

3.16.1. ბრალდებულმა ს----- ფ------– ჯ---- ჯ----მა ჩვენებაში უარყო ძალადობის განზრახ ჩადენა და განაცხადა, 2019 წლის 27 მარტს შეხვდა ყოფილ მეუღლეს მ------- ფ-------–-------ას. კერძო ტაქსში საუბრობდნენ სხვადასხვა თემაზე, რა დროსაც გადაწყვიტა ყოფილი მეუღლისთვის ეკოცნა, ამ პროცესში შემთხვევით თავი მიარტყა დაზარალებულს მარცხენა თვალის არეში, შემთხვევითი დარტყმის შედეგად დაზარალებულმა მიიღო დაზიანება.

 

3.16.2. სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის ჩვენებას მისი უდანაშაულობის შესახებ, ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის ბრალეულობა დასტურდება უდავო მტკიცებულებებით.

 

3.16.3. სასამართლო დეტალურად მიმოიხილავს იმ არსებით საკითხებს, რაზედაც დაცვის მხარე აპელირებდა.

 

3.16.4. დაცვის მხარის მსჯელობა, არ იქნეს მხედველობაში მიღებული დაზარალებულ მ------- ფ-------–-------ას მიერ გამოძიებაში მიწოდებული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ბრალდებულის მამხილებელი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ,,112-ში“ ძალადობის შესახებ შეტყობინების ინიციატორი არის უშუალოდ მსხვერპლი. ნივთიერი მტკიცებულებით „112-ის“ ჩანაწერებით ვლინდება, რომ მსხვერპლმა, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში ორჯერ განახორციელა ზარი. პირველი ზარის დროს იგი ოპერატორს უცხადებს, რომ სჭირდება საპატრულო ეკიპაჟი, ვინაიდან მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი. პირველ შემთხვევაში, მართალია, იგი არ აზუსტებს თუ რაში გამოიხატა კონფლიქტი, თუმცა ამის შემდგომ ისევ რეკავს „112“-ში, ესაუბრება სხვა ოპერატორს, კვლავ ითხოვს პოლიციას და ოპერატორის დასმულ კითხვაზე პასუხობს, რომ ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას. ყოფილმა მეუღლემ ფიზიკურად იძალადა მასზე. ასევე შემაკავებელი ორდერის ოქმის ჩანაწერის მიხედვით, მსხვერპლმა გამომძიებელს დაუდასტურა, რომ 2019 წლის 27 მარტს, ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა სახის არეში, ამ ინფორმაციის სიზუსტეს და ნამდვილობას საკუთარი ხელმოწერით ადასტურებს დაზარალებული.

 

3.16.5. სასამართლო მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას თითქოს დაზარალებული გამოძიებაში დანაშაულის გამჟღავნების დროს იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, რაც გამოც არ უნდა მოხდეს მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გაზიარება. სასამართლომ გარდა „112“-ის ჩანაწერებისა შეაფასა პატრულ ინსპექტორის სამხრე კამერის ჩანაწერი. აღნიშნულ ჩანაწერში ვიზუალურად ჩანს დაზარალებულის მდგომარეობა, რომელიც გამორიცხავს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნას, მ------- ფ-------–-------ა სრულიად ადეკვატურად იქცევა პოლიციელებთან კომუნიკაციის დროს. პოლიციელების მიერ დასმულ კითხვებს სცემს ადეკვატურ პასუხებს, ახდენს მოძალადის იდენტიფიცირებას, პატრულ-ინსპექტორს უდასტურებს ფაქტობრივ გარემოებებს ძალადობასთან დაკავშირებით.

 

3.16.6. საქმისათვის არსებით მტკიცებულებას წარმოადგენს დაზარალებულის ფოტოსურათებიც. ფოტოსურათებში აშკარად და მკაფიოდ ჩანს, რომ მსხვერპლს სახის არეში, კონკრეტულად კი მარცხენა თვალბუდის მიდამოში ეტყობა ფიზიკური დაზიანების ნიშნები. კერძოდ: შეშუპებულია თვალის მიდამო და გამოსახულია სილურჯე. დაზიანების კვალის კონტექსტში მნიშვნელოვანია პატრულ ინსპექტორის სამხრე კამერის ჩანაწერი, რომელიც თანხვედრაშია სწორედ ამ ფოტოებში აღბეჭდილ დაზიანებასთან. ჩანაწერში მკაფიოდ ჩანს, რომ დაზარალებულს მარცხენა გაშლილი ხელი მიფარებული აქვს მარცხენა თვალბუდეზე. მ.ფ-------–-------ა, საწყის ეტაპზე ტირის და აშკარად ეტყობა, რომ განიცდის ფიზიკურ ტკივილს.

 

3.16.7. არსებით და მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც ჩატარდა უშუალოდ დაზარალებულის მონაწილეობით და ექსპერტების თანდასწრებით. საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას დაზარალებულმა გამომძიებელს და ექსპერტებს დაუდასტურა ძალადობის ფაქტობრივი გარემოება. დეტალებში ახსნა ძალადობის ხერხი, ვითარება და ადგილი. ასევე მან საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე დაადასტურა ოქმზე ხელმოწერით და მისი მხრიდან შენიშვნა არ დაფიქსირებულა. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს თან ერთვის ფოტოილუსტრაცია, რომელიც ასახავს ექსპერიმენტის მიმდინარეობას და დაზარალებულის მონაწილეობას აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში.

 

3.16.8. ასევე არსებით მტკიცებულებას წამოადგენს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაცვის მხარის მიერ მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებად. ამ გადაწყვეტილებით, დაცვის მხარე დაეთანხმა ექსპერტიზის დასკვნის შედეგს და დასკვნის აღწერილობით ნაწილში შესამოწმებელი პირის მიერ ექსპერტისთვის მიწოდებულ ინფორმაციას. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დაზარალებულს სახის მიდამოში ნამდვილად აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. სამედიცინო ლიტერატურის მიხედვით, კი მკვრივ ბლაგვ საგანს წარმოადგენს ადამიანის კიდურები, მათ შორის: ხელი, ფეხი, თავი. დასკვნით ასევე დადგენილია, რომ დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან 2019 წლის 27 მარტს. სხეულზე განზრახ დაზიანების მიყენებას ადასტურებს შესამოწმებელი პირის მიერ ექსპერტისთვის მიწოდებული ინფორმაცია, დაზარალებულმა ექსპერტს სამედიცინო კვლევის პროცესში განუცხადა, რომ 2019 წლის 27 მარტს, ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ თავი დაარტყა თავის მიდამოში. ხაზგასასმელია, რომ დაზარალებული ექსპერტთან, პატრულ ინსპექტორებთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გამომძიებელთან და ექსპერტ კრიმინალისტებთან, ასევე შემაკავებელი ორდერის ოქმის შედგენისას საუბრობს ბრალდებულის მხრიდან დაზიანების განზრახ მიყენებაზე, და არსად აფიქსირებს ყოფილი მეუღლის მხრიდან კოცნის პროცესში შემთხვევით თავის მირტყმაზე. დაზარალებული პოზიციას იცვლის მხოლოდ მას შემდეგ რაც ხდება მისი დაზარალებულად ცნობა, დაზარალებულის მიერ პოზიციების ცვალებადობა დამახასიათებელია ოჯახური ძალადობის კატეგორიის დანაშაულებისათვის, რაც განსახილველ შემთხვევაში შესაძლებელია გამოწვეული იყოს მოძალადის შიშით ან მასზე მატერიალურად დამოკიდებულების გამო, არ არის გამორიცხული მოძალადე და მისი საახლობლო წრე მსხვერპლს აიძულებდეს შეცვალოს პოზიცია. მოწმე ღ------------------ ა-–-------ის ზეპირი ჩვენებით და გამოკითხვის ოქმით, ფიზიკური ძალადობის შემდეგ ბრალდებულის მეგობრები იმყოფებოდნენ დაზარალებულთან სახლში, რამაც შესაძლოა გამოიწვია მათი მხრიდან დაზარალებულის გადაწყვეტილების შეცვლა, გარდა ამისა, დაშორების მიუხედავად ბრალდებული ფინანსურად ეხმარება დაზარალებულს შვილის აღზრდაში. სასამართლო ვალდებულია სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეაფასოს დაზარალებულის მიერ გამჟღავნებული როგორც მამხილებელი მტკიცებულებები, ასევე მსხვერპლის მიერ მოძალადის სასარგებლოდ შეცლილი პოზიციები სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაზე მსხვერპლის მიერ გაკეთებული შენიშვნა ბრალდებულის უდანაშაულობოს შესახებ არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და იგი ემსახურება დამნაშავის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზანს.

 

იძულება

 

3.17. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, 2019 წლის 27 მარტს, ს----- ფ-----– ჯ---- ჯ----მა ყოფილ მეუღლეზე მ------- ფ-------–-------აზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემდეგ მსხვერპლი იძულებით გადმოიყვანა ტაქსიდან, ასევე იძულებით ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანა ს----- ჩ--------- ქუჩა N2---–-- თუმცა ვინაიდან გზაში მ------- ფ-------–-------ამ შეძლო „112“-ზე დარეკვა და ითხოვა დახმარება, ს----- ფ-----– ჯ---- ჯ----მა იგი დატოვა ქუჩაში.

 

3.18. დაზარალებულმა მ------- ფ-------–-------ამ სასამართლოში უარი განაცხადა ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

3.19. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, მ------- ფ-------–-------ამ აღნიშნა, რომ 2019 წლის 27 მარტს, ფიზიკური ძალადობის შემდეგ ბრალდებულმა იგი იძულებით გადმოსვა ტაქსიდან სხვა ავტომობილში და წაიყვანა ს----- ჩ--------- ქუჩა N2----- მიმართულებით.

 

3.20. ბრალდებულმა ს----- ფ------– ჯ---- ჯ----მა ჩვენებაში გამორიცხა იძულების ფაქტი და განმარტა, რომ მ------- ფ-------–-------ა ტაქსით გეგმავდა რუსთავში სახლში წასვლას, ურთიერთშეთანხმებით მ------- ფ-------–-------ამ შეცვალა მარშრუტი და გამოჰყვა ბრალდებულს ამ უკანასკნელის სახლის მიმართულებით.

 

3.21. მოწმე ღ------------------ ა-–--------მა ჩვენებაში დაადასტურა, რომ არ ფლობს ინფორმაციას იძულების ფაქტის შესახებ.

 

3.22. ბრალდების მხარემ ბრალდებულის პოზიციას იძულების უარყოფასთან დაკავშირებით დაუპირისპირა მხოლოდ ერთი მტკიცებულება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რაც არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იძულების მატერიალური ფაქტის უტყუარად დასადგენად. სასამართლო ყურადღების მიღმა არ ტოვებს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას, კონვენციის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ოჯახური დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე ხელშემკვრელი სახელმწიფოების (რომელთა შორის არის საქართველოც) მართლმსაჯულებისათვის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება არ უნდა იყოს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, მსხვერპლის არაგონივრული უმოქმედობა - ჩვენების მიცემაზე უარი უნდა დაბალანსდეს სხვა წონადი მტკიცებულებით, რომელმაც უნდა დაადასტუროს იძულების მატერიალური ფაქტი. განსახილველ საქმეში იძულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, გარდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმისა, წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ი სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

4.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. პრეიუდიციული ფაქტებითა და მტკიცებულებებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 27 მარტს ს----- ფ------– ჯ---- ჯ----მა, თ---–--–-- ვ------- გ--------–-- ქუჩა #--–- მდებარე რესტორან „მასპინძელო“-ს მიმდებარედ, ავტომანქანაში იძალადა ყოფილ მეუღლეზე, კერძოდ - თავი ჩაარტყა ცხვირის და შუბლის არეში, რა დროსაც მ------- ფ-------–-------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მიზეზობრივი კავშირი 2019 წლის 27 მარტს ჩადენილ ძალადობასა და დამდგარ შედეგს - ფიზიკურ დაზიანებას შორის დგინდება უდავო მტკიცებულებებით: სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაზიანების ამსახველი ფოტოსურათებით, შემაკავებელი ორდერის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ,,112“-ის და პატრულ ინსპექტორების სამხრე კამერების ჩანაწერებით, რაც შეეხება დანაშაულის შემადგენლობას - ფიზიკურ ტკივილს, პატრულ ინსპექტორის სამხრე კამერის ჩანაწერით იკვეთება, რომ პატრულებთან კომუნიკაციის დროს დაზარალებული ფიზიკური ძალადობის გამო განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს, ტიროდა და მტკივან თვალზე იფარებდა ხელს. გარდა ამისა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში დაზარალებული უთითებს ძალადობის შედეგად განცდილ ტკივილზე. უდავო მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ძალადობის მსხვერპლი არის მოძალადის ყოფილი მეუღლე, აღნიშნული სტატუსი და თანაცხოვრება ქმნის ოჯახური დანაშაულის შემადგენლობას. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. ასევე, ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისგან. კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

4.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლში კრიმინალიზებულია იძულება, - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ობიექტური მხრივ იძულება გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების იძულებად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების იძულებით ხასიათს და გამოწვეულ შედეგს. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობის გამო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ბრალდებულის მიერ ყოფილი მეუღლის მ------- ფ-------–-------ას მიმართ იძულების განხორციელება, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

4.5. სასამართლომ შეაფასა მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ ს----- ფ-----– ჯ---- ჯ----ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალეული ქმედება (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ, ხოლო მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ს----- ფ-----– ჯ---- ჯ----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

6.2. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი დამნაშავე პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული არის სტუდენტი და მას ეძლევა შანსი დაფიქრდეს და გაანალიზოს მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, განაგრძოს სწავლა და ხელი აიღოს ოჯახურ ძალადობაზე. სასამართლოს შეფასებით გასახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ არის აუცილებელი დამნაშავე პირის იზოლაცია საზოგადოებისაგან. სასჯელის მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნას საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებით.

 

6.3. სასამართლოს შეფასებით კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა ს----- ფ------– ჯ---- ჯ----მა მომავალში აღარ ჩაიდინოს განზრახი დანაშაული, მოახდინოს მისი ქმედებების კორექტირება, თვითშეგნების ამაღლება და რესოციალიზაცია.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

7.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, ,,112-ის“ აუდიო და პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერის ჩანაწერები ლაზერულ დისკებზე - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათი, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, 2019 წლის 27 მარტიდან - 2019 წლის 30 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ს შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათი.

 

3. გაუქმდეს ს----- ფ------– ჯ---- ჯ----ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 მარტის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

4. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

5. ნივთიერი მტკიცებულება:

 

ლაზერული დისკები - შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა