განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2817-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა----------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ------ ზ------- ძე ვ-–-----, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1------------–ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–---- თ----- დასახლება, მ--- მ/რ-ნი, I---არტალი, კორპუსი #2-- ბინა #---
კვალიფიკაცია:
1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა -2019 წლის 8 მარტის ეპიზოდი).
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - 2019 წლის 19 მაისის ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 24 თებერვალს, ზ------ ვ-–----ის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი #0-----. ორდერის მიხედვით ზ------ ვ-–-----ს აეკრძალა მეუღლის - ნ--- ლ------- საცხოვრებელ სახლთან (მდებარე: თ---–---- თ----- მ--- მ/რ-ნი, I---არტალი, კორპუსი #2-- ბინა #--), სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ნ--- ლ-----ა შესაძლოა იმყოფებოდეს. მიუხედავად აღნიშნულისა, ზ------ ვ-–-----მ 2019 წლის 8 მარტს დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, საღამოს საათებში ზ------ ვ-–----- მივიდა თბილისში, თ----- მ--- მ/რ-ნი, I---არტალი, კორპუსი #2-- ბინა #---ში მდებარე ნ--- ლ------- საცხოვრებელ სახლში.
1.2.2019 წლის 5 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს #3-------- გადაწყვეტილებით ზ------ ვ-–----ის მიმართ გამოცემული იქნა დამცავი ორდერი. დამცავი ორდერის მიხედვით ზ------ ვ-–-----ს აეკრძალა ნ--- ლ-------თან, მის სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც იმყოფება ნ--- ლ-----ა. ასევე 2019 წლის 16 მაისს, შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-6 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ ზ------ ვ-–----ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი #0-----. შემაკავებელი ორდერის თანახმად ზ------ ვ-–-----ს აეკრძალა მეუღლის - ნ--- ლ------- საცხოვრებელ სახლთან (მდებარე: თ---–---- თ----- მ--- მ/რ-ნი, I---არტალი, კორპუსი #2-- ბინა #---ში), სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ნ--- ლ-----ა შესაძლოა იმყოფებოდეს. მიუხედავად აღნიშნულისა, ზ------ ვ-–-----მ 2019 წლის 19 მაისს დაარღვია შემაკავებელი და დამცავი ორდერების მოთხოვნები და ვალდებულებები, დაახლოებით 16:00 საათზე მივიდა თბილისში, თ----- მ--- მ/რ-ნი, I---არტალი, კორპუსი #2-- ბინა #---ში მდებარე ნ--- ლ------- საცხოვრებელ სახლთან და ცდილობდა შიგნით შესვლას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.2.სასამართლოს დასკვნა ზ------ ვ-–----ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ნ--- ლ-------, მოწმეების ზ----- ვ-–----ის, გ------- ვ-–----ის, გ------- ზ-–-–---–ის, ე-----–---ას, ლ---- გ-----–--–---–ის, ვ--–------ დ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, #0-----, #0----- შემაკავებელ ორდერებს და შემაკავებელი ორდერების ოქმებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის #3-------- გადაწყვეტილებას დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, ასევე საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ზ------ ვ-–----ის მიერ შემაკავებელი და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია შემაკავებელი და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, დამცავი ორდერი კი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც ასევე განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ნორმის ძირითად სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით.
3.3. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 24 თებერვალსა და 2019 წლის 16 მაისს ზ------ ვ-–----ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, 2019 წლის 5 აპრილს კი დამცავი ორდერი. შემაკავებელი ორდერებით ბრალდებულს 30 დღის ვადით განესაზღვრა შემდეგი ვალდებულებები: ა) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ბ)აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ) აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; დ) აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა; ე) აეკრძალა იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივი-საშტატო იარაღით) სარგებლობა; ვ) შეეზღუდა იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივი-საშტატო იარაღით) სარგებლობა. ზ------ ვ-–-----მ ორივე შემთხვევაში, 2019 წლის 8 მარტს და ამავე წლის 19 მაისს, შემაკავებელი ორდერების მოქმედების ვადაში დაარღვია შეზღუდვის ,,ა“ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება. უკანასკნელ შემთხვევაში ზ------ ვ-–-----მ ასევე დაარღვია დამცავი ორდერის პირობა და ვალდებულება. ბრალდებულის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვები დაარღვია პირის მიმართ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.5. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ზ------ ვ-–----ის ბრალეულობა.
3.6. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ზ------ ვ-–-----მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა -2019 წლის 8 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - 2019 წლის 19 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ზ------ ვ-–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის სიმრავლე.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.2. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასამართლომ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, როგორიცაა დანაშაულის მასშტაბი, რაც გამოიხატა ეპიზოდთა სიმრავლეში და ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, ამავე დროს გათვალისწინებული იქნა შემამსუბუქებელი გარემოებაც, დამნაშავის მხრიდან დანაშაულის აღიარება და გულწრფელი სინანული და ის ფაქტიც, რომ 2019 წლის 24 თებერვალს ზ------ ვ-–----ის დაცვის მიზნით გამოიცა #------ შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, ზ------ ვ-–-----ს მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი ნ--- ლ------- მიერ მასზე განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო.
5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ასევე ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით ზ------ ვ-–-----ს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით დაწესებული სასჯელის მაქსიმუმი თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით. ამავე დროს, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს შეფასებით, ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, პირობითი მსჯავრით მიღწევადია სასჯელის მიზნები, მით უფრო იმ პირობებში, თუკი დამნაშავეს ძირითად სასჯელთან ერთად დაეკისრება დამატებითი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ------ ვ-–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლი 8 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
2. ზ------ ვ-–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 19 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით. საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, ზ------ ვ-–-----ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლი 19 მაისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამ 180 (ას ოთხმოცი) საათი სრულად შთანთქოს საქართველოს სსკ-ს 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 მარტის ეპიზოდი) დანიშნული თანაბარი ძირითადი სასჯელი და ზ------ ვ-–-----ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
4.მსჯავრდებულს ძირითადი სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 22 მაისიდან - 2019 წლის 25 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 მაისის განჩინებით ზ------ ვ-–----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
6. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა