განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 0-----------------
განაჩენი
საქართველოს სახელით
04.09.2019 წელი ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი: მ----------------ე
დაცვის მხარე
ადვოკატი: ნ----------ე
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------
ბრალდებული: ვ--–------------–--ე
მამის სახელი: დ------
დაბადებული: 1-.1-.1--- წელი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ლ--------ი, მ--------–---–ის ქუჩა N 1-
რეგისტრირებული: ლ--------ი, მ--------–---–ის ქუჩა N 1-
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6-ე მუხლის 1- ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
გადაკვალიფიცირდა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6–ე მუხლის 1 ნაწილზე.
დისპოზიცია: ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2018 წლის 13 მარტს, დაახლოებით 1-:00 საათზე, ქ. ლ--------ში, კ--------–-ას ქუჩაზე, მიკროავტობუსში მყოფ კ-------------–-ძეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ვ--–------------–--ემ, ასევე ამ უკანასკნელის ძმამ ვ-------------–--ემ და მამამ დ-----------–--ემ, ძალადობით, კერძოდ, თავის, ზურგის და ფეხების არეში მუშტების დარტყმით მიაყენეს ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. სასამართლომ დაადგინა
სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ--–------------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6-ე მუხლის 1- ნაწილის "ბ" ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რადგან დადგინდა, რომ ვ--–------------–--ე ქმედების ჩადენის დროს მოქმედებდა მარტო და კ-------------–-ძის ცემაში ვ-------------–--ე და დ-----------–--ე არ მონაწილეობდნენ.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
3.1. დაზარალებულმა კ-------------–-ძემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ 2018 წლის 13 მარტს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და სამსახურის ავტომანქანით პროდუქტით ამარაგებდა საბავშვო ბაღებს. ავტომანქანის საჭესთან იმყოფებოდა კ----–--–-ძე, შემდეგ თავად და მის გვერდით ვ-------------–--ე. ავტომანქანის უკან იმყოფებოდა გ-----–--–----ნი. ვ-------------–--ემ უთხრა კ----–--–-ძეს, რომ მანქანა "ფრეგოსთან" გაეჩერებია. ვ------გი ჩავიდან მანქანიდან და რამდენიმე წუთში დაბრუნდა თავის ძმასთან და მამასთან ერთად. ვ------გმა ავტომანქანის კარი გააღო, უთხრა თუ ვის აგინებდა და დაარტყა ხელი, შემდეგ კი ვ------გთან ერთად მისი ცემა დაიწყეს ვ--–------------–--ემ და დ-----------–--ემ. სამი პირის მხრიდან მისი ცემა გაგრძელდა დაახლოებით 2-3 წუთი და დაკარგა გონი. მისი ჩვენებით არ იცის რა გახდა ცემის მიზეზი. კ-------------–-ძემ განმარტა, რომ ცემის ფაქტს შეესწრნენ კ----–--–-ძე და გ-----–--–----ნი, რომლებიც იმავე ავტომანქანაში იმყოფებოდნენ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ნ-------------–-ძემ განმარტა, რომ არის კ-------------–-ძის და. 2018 წლის 13 მარტს, კ-------------–-ძის ჯგუფურად ცემის შესახებ შეიტყო, როდესაც სამი დღის შემდეგ ნახა თავისი ძმა, რომელსაც სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები ეტყობოდა. გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მიმართა პოლიციას. კონფლიქტის მიზეზი მისთვის უცნობია.
ბრალდებულმა ვ--–------------–--ემ მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ 2018 წლის 13 მარტს ლ--------ში დაინახა თავისი ძმა, რომელიც გადმოვიდა სამსახურებრივი ავტომანქანიდან და ანიშნა, რომ გაეჩერებინა მანქანა. ვ------გმა თქვა, რომ მისი ოჯახის მიმართ იყო გინება. ვ------გთან ერთად წავიდა სამსახურებრივ ავტომანქანასთან, სადაც იმყოფებოდა კ-------------–-ძე. ვ------გმა უთხრა კ--ას, რომ ჩამოსულიყო მანქანიდან, თუმცა კ-------------–-ძემ დედა შეაგინა ვ-------------–--ეს და დაარტყა ფეხი. შემდეგ კ-------------–-ძემ მასაც დაარტყა ფეხი და შეაგინა. აღნიშნულის გამო ცემა კ-------------–-ძეს. მისი მხრიდან კ-------------–-ძის ცემის დროს ავტომანქანაში იმყოფებოდნენ კ----–--–-ძე და გ-----–--–----ნი. კ-------------–-ძის ცემაში ვ-------------–--ეს და დ-----------–--ეს მონაწილეობა არ მიუღიათ. მისი ჩვენებით, როდესაც დაიწყო კ-------------–-ძეს ცემა, ვ-------------–--ე ცდილობდა მათ გაშველებას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს კ----–--–-ძემ განმარტა, რომ 2018 წლის 13 მარტს სამსახურში მიაკითხეს თანამშრომლებმა, კ-------------–-ძემ, ვ-------------–--ემ და გ-----–--–----ნმა. ავტომანქანით, რომელსაც თავად მართავდა, წავიდნენ ავერსის კლინიკაში. მისგან მარჯვნივ ისხდნენ კ-------------–-ძე და ვ------გ ქინქლძე, ხოლო გ-----–--–----ნი იმყოფებოდა მანქანის უკანა სალონში. როდესაც დაბრუდნენ ავერსის კლინიკიდან, ვ------გმა თხოვა გაეჩერებია მანქანა და ვ------გი გადავიდა მანქანიდან. იგი დაელაპარაკა თავის ძმას და მამას. მცირე ხნის შემდეგ ვ------გი დაბრუნდა ავტომანქანასთან და კ--ას კითხა თუ ვის შეაგინა. ვ-------------–--ეს სურდა კ-------------–-ძე გადაეყვანა ავტომანქანიდან და ამ მიზნით მოიქნია ხელი, თუმცა მან არ მისცა საშუალება ვ------გს, რომ კ--ა გადაეყვანა მანქანიდან. კ----–--–-ძემ აღნიშნა, რომ დაინახა როგორ დაიწყო ვ--–------------–--ემ კ-------------–-ძეს ცემა. კ--ას სისხლი წამოუვიდა ცხვირიდან და მინის საწმენდით მოიწმინდა სისხლი. კ----–--–-ძემ აღნიშნა, რომ კ-------------–-ძეს ცემაში ვ-------------–--ეს და დ-----------–--ეს მონაწილეობა არ მიუღიათ და მას არ დაუნახავს, რომ რომელიმე მათგანს დაერტყას ხელი კ-------------–-ძისათვის.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გ-----–--–----ნმა განმარტა, რომ 2018 წლის 13 მარტს, სამსახურის კუთვნილ ავტომანქანაში ისხდნენ კ----–--–-ძე, კ-------------–-ძე და ვ-------------–--ე. ვ------გმა, კ----–--–-ძეს სთხოვა გაეჩერებია ავტომანქანა და გადავიდა მანქანიდან. მცირე ხნის შემდეგ დაბრუნდა ვ------გი თავის ძმასთან და მამასთან ერთად. კ--ას სთხოვეს, რომ ჩასულიყო მანქანიდან და უარის მიღების შემდეგ, ვ--–------------–--ე შევიდა მანქანის სალონში და დაიწყო კ-------------–-ძის ცემა. ვ--–------ის ძმა და მამა კი ავტომანქანის სალონში არ შესულან და მანქანასთან ახლოს იმყოფებოდნენ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლ--------ის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა გ---------------–---–მა განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. დაადასტურა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულების პალატაში მოინახულა კ-------------–-ძე, რომელსაც ვიზუალურად დაზიანებების კვალი არ ეტყობოდა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა შორის სისხლის სამართლის საქმეზე დასადგენი სადავო ფაქტობრივი გარემოებებისათვის მნიშვნელოვანია ვ-------------–--ის და დ-----------–--ის გამოკითხვის ოქმები და კ-------------–-ძის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
ვ-------------–--ის გამოკითხვის ოქმით, კ-------------–-ძეს ცემდა მხოლოდ ვ--–------------–--ე, თავად კი, დ-----------–--ესთან ერთად ცდილობდა ვ--–------ის შეკავებას.
დ-----------–--ემ გამოკითხვისას, ვ-------------–--ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის იდენტური ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებელს.
მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს "მ-----–---ს"-ს ლ--------ის სამედიცინო ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის N ჰ--------ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N 1-69 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 21.03.18წ.)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. კ-------------–-ძემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 15.03.18წ-ს 17:14სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 18.03.18წ-ს 13:00სთ-ზე დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევა. მარჯვენამხრივი ბრონქოპნევმონია. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა ექსკორიაციები შუბლისა და ცხვირის მიდამოებში.
თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს "მ-----–---ს" ლ--------ის სამედიცინო ცენტრში ჩატარებული ნ-------–----ს კონსულტაცია) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. კ-------------–-ძე კონსულტირებული იქნა ნ-------–----ს მიერ 1-.04.18 წ-ს 1-:20 სთ-ზე და დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევის შემდგომი ხანა.
შპს გადაუდებელინ-------–----ის კლინიკა "ნ-------–----ს" დირექტორმა ნ. კ------ემ და 25.05.2018წ-ს ჩატარებული გამოკვლევის მონაცემებით: სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით ავადმყოფს დასმული აქვს თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი, თუმცა იგი არაა დადასტურებული რაიმე ობიექტური მონაცემებით და მხოლოდ ავადმყოფის სუბიექტურ ჩივილებს და მის მიერ გადმოცემულ ანამნეზურ მონაცემებს ემყარება. ამდენად, მწვავე ნ-------–----ური პათოლოგიის არსებობას ვერ დაგიდასტურებთ.
დაზიანებები ექსკორიაციების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
3.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოადგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
3.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ--–------------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6-ე მუხლის 1- ნაწილის "ბ" ქვეპუნქტიდან (ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6–ე მუხლის 1 ნაწილზე (ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემდეგ გარემოებათა გამო:
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ვ--–------------–--ემ ცემა კ-------------–-ძე. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია კ--აბერ ო-------–--ის, ვ--–------------–--ის, კ----–--–-ძის და გ-----–--–----ნის მიერ სასამართლოს სხდომაზე მიცემული ჩვენებებით და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი ვ-------------–--ის და დ-----------–--ის გამოკითხვის ოქმებით.
განსახილველ საქმეში სადავოა მხოლოდ ერთი ფაქტობრივი გარემოება, ვ--–------------–--ემ ქმედება ჩაიდინა თუ არა სხვა პირებთან ერთად - ჯგუფურად. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შემთხვევის ადგილას ვ--–------------–--ე იმყოფებოდა სხვა პირებთან (ძმა - ვ------ ქ----–--ე, მამა - დ-----------–--ე) ერთად, მაგრამ ფაქტი, რომ ვ--–------------–--ემ, დასახელებულ ორ პირთან ერთად ჯგუფურად განიზრახა დანაშაულის ჩადენა, წარმოადგენს მხოლოდ დაზარალებულის მოსაზრებას, რაც არ არის განმტკიცებული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილას სხვა პირების ყოფნა არ წარმოადგენს დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის უტყუარ მტკიცებულებას. სასამართლოს არ გააჩნია ნეიტრალური მოწმეების კ----–--–-ძის და გ-----–--–----ნის ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი, რომლებმაც სასამართლოს სხდომაზე მიუთითეს, რომ კ-------------–-ძეს ცემდა მხოლოდ ვ--–------------–--ე. მათი ჩვენებით, დ-----------–--ეს და ვ-------------–--ეს, კ-------------–-ძის ცემაში მონაწილეობა არ მიუღიათ. სასამართლოს მიერ მოხმობილ პირთა ჩვენებები თანხვედრაშია ბრალდებულის ჩვენებასთან და დ-----------–--ის და ვ-------------–--ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ კ-------------–-ძისათვის მიყენებული დაზიანებები მეტყველებდა რამდენიმე პირის მიერ კ-------------–-ძის ცემის ფაქტზე, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, ექსპერტმა ვერ დაადასტურა მწვავე ნ-------–----ური პათოლოგიის არსებობა, რადგან იგი არ იყო დადასტურებული რაიმე ობიექტური მონაცემებით და მხოლოდ კ-------------–-ძის სუბიექტურ ჩივილებს ემყარებოდა. ხოლო სხეულზე არსებული დაზიანებები მიეკუთვნა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
აღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, ვ--–------------–--ის მიერ კ-------------–-ძის ცემის ფაქტი.
4. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ--–------------–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6-ე მუხლის 1- ნაწილის "ბ" ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ვ--–------------–--ე ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6–ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რადგან ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია, აღნიშნული კვალიფიკაციით ვ--–------------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ვ--–------------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები ვ--–------------–--ეს არ გააჩნია.
6. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ვ--–------------–--ე ნასამართლობის არ მქონეა, სასამართლო განხილვის დროს უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ვ--–------------–--ეს სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს ჯარიმა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე, 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 2-0-ე, 2-1-ე, 2-2-ე, 2-3-ე, 2-4-ე, 2-5-ე, 2-6-ე, 2-7-ე, 2-9-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ--–------------–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6-ე მუხლის 1- ნაწილის "ბ" ქვეპუნქტიდან, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
2. ვ--–------------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
3. გაუქმდეს მსჯავრდებულ ვ--–------------–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო. ვ--–------------–--ის (პ/ნ 2----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს 2 000 (ორი ათასი) ლარის სანაცვლოდ ყადაღადადებული ნ-----–--------------ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 2-.0-.5-.5-- მდებარე ლ--------ის მუნიციპალიტეტი, ქალაქი ლ--------ი, შ-------–--–--ის N1--ში, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
4. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბიძინა სტურუა