გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.09.2019
საქმის ნომერი
140310019003074521
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310019003074521

საქმე № 3/167-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

4 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მ------ი სოფიო ძიძიგური

 

მოსარჩელე: მ------ მ------ი

 

მოპასუხე: სსიპ ,,ქალაქ გორის № 11 საჯარო სკოლა”

წარმომადგენელი: ვ----– ჯ-----–---–-

 

მესამე პირი: სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა”

 

დავის საგანი: სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მ------ მ------ის მიერ (ქორწინებამდე ვ--–-–---–ი) ამიერკავკასიის რკინიგზის გორის № 20 საშუალო სკოლის (დღევანდელი სსიპ ,,ქალაქ გორის № 11 საჯარო სკოლა”) დამთავრებისა და სრული (საშუალო, ზოგადი) განათლების მიღების ფაქტის აღიარება.

 

სარჩელის თანახმად, მ------ მ------ი (პირ. № 5----------) 1967 წელს ჩაირიცხა ამიერკავკასიის რკინიგზის გორის № 20 საშუალო სკოლაში, რაც დაამთავრა 1977 წელს და მიიღო სრული საშუალო განათლება. მან მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვა საშუალო განათლების მიღების დამადასტურებელი ატესტატის დუბლიკატის მიღება, თუმცა უარი ეთქვა იმის გამო, რომ ვერ ხერხდებოდა საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

 

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია

მოპასუხემ და მესამე პირმა სარჩელი არ ცნეს; განმარტა, რომ სკოლაში არ მოიპოვება მ------ ვ--–-–---–ის სკოლის დამთავრების შესახებ ბრძანება, რადგან 1976-1977 წლების ბრძნების წიგნები დაკარგულია; ასევე არ არსებობს ამ წლების საშუალო განათლების ატესტატების წიგნი, პედაგოგიური საბჭოს სხდომის ქომები და მოსწავლეთა ჩაწერის ანბანური წიგნი; გარდა ამისა, გორის არქივშიც არ ინახება სკოლის რაიმე სახის დოკუმენტაცია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სსიპ ,,ქალაქ გორის № 11 საჯარო სკოლის” 2019 წლის 12 ივნისის MES 4 19 00739952 ცნობით, სკოლაში არ მოიპოვება მ------ ვ--–-–---–ის მიერ ქალაქ გორის № 20 საშუალო სკოლის დამთავრების შესახებ ბრძანება, რადგან 1976-1977 წლების ბრძნების წიგნები დაკარგულია; ასევე არ არსებობს ამ წლების საშუალო განათლების ატესტატების წიგნი, პედაგოგიური საბჭოს სხდომის ქომები და მოსწავლეთა ჩაწერის ანბანური წიგნი; გარდა ამისა, გორის არქივშიც არ ინახება სკოლის რაიმე სახის დოკუმენტაცია.

 

მტკიცებულება: სსიპ ,,ქალაქ გორის № 11 საჯარო სკოლის” 2019 წლის 12 ივნისის MES 4 19 00739952 ცნობა (ს.ფ 14).

 

3.2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 27 ივისის № 58/192286/გ გადაწყვეტილებით მ------ მ------ს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ მოხერხდა მის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

 

მტკიცებულება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 27 ივისის № 58/192286/გ გადაწყვეტილება (ს.ფ 13).

 

3.2.3. მოწმე ე------ მ-----------–---–ის ჩვენების თანახმად, იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის გორის № 20 საშუალო სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგად; გამოცემული აქვს არაერთი სახელმძღვანელო წიგნი სკოლის მოსწავლეებისათვის, რაც დღესაც ისწავლება საშუალო სკოლებში. მე-5 კლასიდან მე-10 კლასის ჩათვლით იგი ასწავლიდა ბიოლოგიას მ------ ვ--–-–---–ის კლასს და მათ შორის მ------საც; მას დღემდე ნათლად ახსოვს, რომ მ------მ საშუალო სკოლის გამოცდები ჩააბარა წარმატებით.

 

მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.

 

3.2.4. მ------ ვ--–-–---–მა 1980 წელს რეგისტრირებული ქორწინების შემდეგ შეიცვალა გვარი და გახდა მ------ი.

 

მტკიცებულება: ქორწინების მოწმობა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც ფაქტი, რომ მ------ ვ--–-–---–მა (ქორწინების შემდგომ მ------ი) 1977 წელს ნამდვილად დაამთავარა ამიერკავკასიის რკინიგზის გორის № 20 საშუალო სკოლის სრული კურსი და მიიღო საშუალო განათლება, დადგენილი და დადასტურებულია მოწმის ჩვენებით.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, კერძოდ სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში).

 

გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის.

 

სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 1967-1977 წლებში მ------ ვ--–-–---–ის (ქორწინების შემდგომ მ------ი) მიერ ამიერკავკასიის რკინიგზის გორის № 20 საშუალო სკოლაში (დღევანდელი სსიპ ,,ქალაქ გორის № 11 საჯარო სკოლა”) სწავლის, აღნიშნული სასწავლებლის სრული ზოგადი საფეხურის დაძლევისა და მის სახელზე სრული ზოგადი განათლების ატესტატის გაცემის ფაქტის აღიარება.

 

ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადმინისტრაციული პასუხისმგებელია მის მიერ შექმნილი დოკუმენტაციისა და მასთან დაცული ინფორმაციის სათანადო წესით შენახვაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი სსიპ ,,ქალაქ გორის № 11 საჯარო სკოლის” 2019 წლის 12 ივნისის MES 4 19 00739952 ცნობით დასტურდება, რომ სკოლაში არ მოიპოვება მ------ ვ--–-–---–ის მიერ ქალაქ გორის № 20 საშუალო სკოლის დამთავრების შესახებ ბრძანება, რადგან 1976-1977 წლების ბრძნების წიგნები დაკარგულია; ასევე არ არსებობს ამ წლების საშუალო განათლების ატესტატების წიგნი, პედაგოგიური საბჭოს სხდომის ქომები და მოსწავლეთა ჩაწერის ანბანური წიგნი; გარდა ამისა, გორის არქივშიც არ ინახება სკოლის რაიმე სახის დოკუმენტაცია.

 

ასეთ ვითარებაში, სასამართლოს მოწმის ჩვენებაზე დაყრდნობით შესაძლებლად მიაჩნია, დაადგინოს და აღიაროს სამართლებრივი ურთიერთობა, რამდენადაც თვით ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს ზომები მიღებული მხარისათვის საინტერესო ინფორაციისა და დოკუმენტაციის სათანადო დაცვა-შენახვაზე.

 

დოკუმენტაციისა და ინფორმაციის დაუცველობა არ შეიძლება ამაში არაბრალეული, დაინტერესებული მხარის ტვირთად იქცეს, და შესაბამისად, მოწმის ჩვენებას ამ შემთხვევაში გააჩნია მაღალი მტკიცებულებითი მნიშვნელობა.

 

როგორც აღინიშნა, მოწმე ე------ მ-----------–---–მა აჩვენა, რომ იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის გორის № 20 საშუალო სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგად; გამოცემული აქვს არაერთი სახელმძღვანელო წიგნი სკოლის მოსწავლეებისათვის, რაც დღესაც ისწავლება საშუალო სკოლებში. მე-5 კლასიდან მე-10 კლასის ჩათვლით იგი ასწავლიდა ბიოლოგიას მ------ ვ--–-–---–ის კლასს და მათ შორის მ------საც; მას დღემდე ნათლად ახსოვს, რომ მ------მ საშუალო სკოლის გამოცდები ჩააბარა წარმატებით.

 

მოქმის ამ ჩვენებას ამყარებს წარმოდგენილი ფოტოსურათი, სადაც მოსწავლის ფორმაში აღბეჭდილია მ------ ვ--–-–---–ი კლასსა და პედკოლექტივთან ერთად; მასზე აღნუსხულია წარწერა: ,,XIა კლ 1977 წ 25 მაისი.".

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებით დამტკიცდა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი.

 

აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საშუალო განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე, აღნიშნული განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე, და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოსარჩელემ 1977 სასწავლო წელს დაამთავრა გორის № 20 საშუალო (ამიერკავკასიის რკინიგზის გორის № 20 საშუალო სკოლა და მიიღო სრული (საშუალო, ზოგადი) განათლება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს.

 

ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

 

ყოველივე მითითებულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ------ ვ--–-–---–მა 1967-1977 სასწავლო წელს ისწავლა და დაამთავრა გორის № 20 საშუალო (ამიერკავკასიის რკინიგზის გორის № 20 საშუალო სკოლა) და მიიღო სრული (საშუალო, ზოგადი) განათლება, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.

 

მიუხედავად ამისა, მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟი მის სასარგებლოდ ვერ დაეკისრება, რადგან მოსარჩელე არ შუამდგომლობს ამ ხარჯის მოპასუხისაგან ანაზღაურებას.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-19, 25-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ------ მ------ის სარჩელი სსიპ ,,ქალაქ გორის № 11 საჯარო სკოლის” მიმართ, მესამე პირი - სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა” - დაკმაყოფილდეს.

 

2. აღიარებული იქნეს სამართლებრივი ურთიერთობა იმის თაობაზე, რომ მ------ ვ--–-–---–მა (ქორწინების შემდგომ მ------ მ------ი, პირ. № 5----------) 1977 სასწავლო წელს დაამთავრა ამიერკავკასიის რკინიგზის გორის № 20 საშუალო სკოლა (დღევანდელი სსიპ ,,ქალაქ გორის № 11 საჯარო სკოლა”) და მიიღო სრული (საშუალო, ზოგადი) განათლება.

 

3. მ------ მ------ის მიერ 2019 წლის 1 ივლისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადახდო დავალება № 1) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი