განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/187-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
04 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - გ-------–---------ე;
დაცვის მხარე - ბრალდებული - ნ--–------ ფ-----ე - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 2-.0-.196- წელს ა-----აში, პ/ნ 0---------- რეგისტრირებული და მცხოვრები: ა-----ის რაიონი სოფელი ა–-----ა.
ადვოკატი - მ------------–---–ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 24 მაისს დაახლოებით 17:00 საათზე, ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა–-----აში, ნ--–------ ფ-----ე საერთო გზის გათიბვის თაობაზე შეკამათებისას, ბენზო სათიბელათი დაემუქრა გ------- ხ-----ეს სიცოცხლის მოსპობით, რაც გ------- ხ-----ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ასევე, 2019 წლის 24 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა–-----აში, ყოფით ნიადაგზე, ნ--–------ ფ-----ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ------- ხ-----ეს, რა დროსაც მას სახეში დაარტყა ჭინჭრიანი გრძელი ბალახები, რამაც გამოიწვია გ------- ხ-----ის ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ნ--–------ ფ-----ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ასევე, ნ--–------ ფ-----ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა ნ--–------ ფ-----ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, გ------- ხ-----ის გამოკითხვები, მოწმეების: მ------- ხ-----ის, ჟ--–-----------ის, ზ----------------ის, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც დაცვის მხარემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სცნო უდავოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათაგან გ------- ხ-----ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით დასტურდება ბრალდებულისათვის წარდგენილ ბრალდებაში აღწერილი გარემოებები დანაშაულის ფაქტის შესახებ. გ------- ხ-----ემ განმარტა, რომ მან მუქარა რეალურად აღიქვა, ხოლო ბრალდებულის ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2019 წლის 31 მაისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი გ------- ხ-----ე საქართველოს სსკ-ის 151-ემუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა ნ--–------ ფ-----ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ნ--–------ ფ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში ნასამართლობა.
2----–-–-----------ის განაჩენით ნ--–------ ფ-----ეს საქართველოს სსკ-ის 10--ე მუხლისა და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ცადენისათვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 15 წლით. 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით ამნისტიის აქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 1/4 -ით და მოსახდელი დარჩა 11 წელი და 3 თვე.
2----–-–-----------ის განაჩენით ნ--–------ ფ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, შეურიგდა დაზარალებულს, რომელმაც განცხადებით მომართა სასამართლოს და ითხოვა ბრალდებულის მიმართ მსუბუქი სახის სასჯელის განსაზღვრა, მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და წარსულში ნასამართლევია ნ--–------ ფ-----ეს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 2-1-2-4-ე, 2-7-ე, 2-9-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ--–------ ფ-----ე (პ/ნ0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.
- ასევე, ნ--–------ ფ-----ე (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ნ--–------ ფ-----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.
2. მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ყადაღისგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად 3000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ნ--–------ ფ-----ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: (ა-----ის მუნიცპალიტეტი, სოფელი ა–-----ა, დ------ის I--------, საკადასტრო კოდი: 6-.0-.3-.1--.). ( 2----–-–---------–--ის განჩინება N1-----).
3. ჯარიმის გადახდაზე კონტროლს განახორციელებს სააღსრულებო ბიურო მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალცხიე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი