განაჩენი

სისხლის სამართლის 22.07.2019
საქმის ნომერი
330100119002942265
თარიღი
22.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1600-19

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

22 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გიორგი შაფათავა

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - იო-----------------ის ძე ჩე-------–---–ი (დაბადებული - 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, ხუდ---------------------------------------------ში;), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ქვეშ მყოფი.

 

ადვოკატი - კა------------–-ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

1.1. 2----–-–------------ს, დილის საათებში, ქ. თბილისში, ხ-----------------------, ბი-------ში, ამავე მისამართზე მცხოვრებმა იო---- ჩე-------–---–მა, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის დას, ასევე მითითებულ მისამართზე მცხოვრებ ეკ--------- ჩე-------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ: ეკ--------- ჩე-------–---–ს მიუახლოვდა უკანა მხრიდან, მარცხენა ხელი მოჰკიდა თმაში და გადაუწია თავი უკან, ხოლო მარჯვენა ხელით ხის ტარის მქონე სამზარეულოს დანა, დანის მჭრელი პირით, მიადო ყელის არეში და დაემუქრა, რომ ყელს გამოჭრიდა. ეკ--------- ჩე-------–---–მა, იო---- ჩე-------–---–ის მიერ განხორციელებული მუქარა აღიქვა რა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელთა მიერ, იო---- ჩე-------–---–ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2----–-–------------ს, დილის საათებში, ქ. თბილისში, ხ-----------------------, ბი-------ში, ამავე მისამართზე მცხოვრებმა იო---- ჩე-------–---–მა, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის დას, ასევე მითითებულ მისამართზე მცხოვრებ ეკ--------- ჩე-------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ: ეკ--------- ჩე-------–---–ს მიუახლოვდა უკანა მხრიდან, მარცხენა ხელი მოჰკიდა თმაში და გადაუწია თავი უკან, ხოლო მარჯვენა ხელით ხის ტარის მქონე სამზარეულოს დანა, დანის მჭრელი პირით, მიადო ყელის არეში და დაემუქრა, რომ ყელს გამოჭრიდა. ეკ--------- ჩე-------–---–მა, იო---- ჩე-------–---–ის მიერ განხორციელებული მუქარა აღიქვა რა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელთა მიერ, იო---- ჩე-------–---–ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულ ეკ--------- ჩე-------–---–ის და მოწმეების: გი--------–--ის, თ-------------–---–ის, ლ-–---–---------–---ის, ნა----------–-–---–ის და შა---–---------–ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, ასევე გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და იო---- ჩე-------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია იო---- ჩე-------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

4.1. დაზარალებულმა ეკ--------- ჩე-------–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მეუღლესთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს ქ.თბილისში, ხუდ---------------------------------------------ში, იმავე ბინაში ცალკე ცხოვრობენ, აგრეთვე, დედამისი - ნა----------–-–---–ი და მისი ძმა იო---- ჩე-------–---–ი. დედამისთან და ძმასთან წლების განმავლობაში აქვს კონფლიქტი. 2----–-–------------ს, დილის საათებში, სამზარეულოში ყოფნისას, დედასთან ნა----------–-–---–თან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გავიდა სამზარეულოდან და კონფლიქტის შესახებ აცნობა მის ძმას იო---- ჩე-------–---–ს, რომელიც შევიდა სამზარეულოში, მიუახლოვდა მას ზურგის მხრიდან, ყელზე დაადო ხის ტარიანი სამზარეულოს დანის ბასრი პირი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, „მოგკლავ და შენც დაისვენებ და ჩვენცო“. აღნიშნული მუქარა მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში, ვინაიდან, ჯერ ერთი, საფრთხე იყო რეალური და მეორე, ძალადობრივ ქმედებებს მისი მხრიდან წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი, რის გამოც მიმართა საპატრულო პოლიციას. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ დედამისი - ნა----------–-–---–ი უშუალოდ მუქარის ფაქტს არ შესწრებია, იგი სამზარეულოში შევიდა მოგვიანებით და დანა, რომელიც მის ძმას იო---- ჩე-------–---–ს ხელში ეჭირა, შეინახა სამზარეულოს უჯრაში, რადგან იგი ამბობდა რომ პოლიციას გამოიძახებდა. მისი თქმით, დედამისი არის მასთან დაპირისპირებული, ხოლო იო---- ჩე-------–---–ი არის მისი რჩეული შვილი და უშუალოდ ფაქტს რომც შესწრებოდა, მის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა.

4.2. საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მ------------------------–ო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორებმა გი--------–--ემ და თ-------------–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ 2----–-–------------ს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, ეკ---–----------, რა დროსაც რადიოსადგურ ცენტრის მეშვეობით მიიღეს შეტყობინება ქ. თბილისში, ხუდ---------------------------------------------ში არსებული ოჯახური კონფლიქტის შესახებ. ისინი დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც დახვდათ აღელვებულ მდგომარეობაში მყოფი ინიციატორი ეკ--------- ჩე-------–---–ი, მისი ძმა იო---- ჩე-------–---–ი და დედა ნ------- ჩე-------–---–ი. შეტყობინების ინიციატორმა ეკ--------- ჩე-------–---–მა მათთან საუბრისას განმარტა, რომ მისი ძმა იო---- ჩე-------–---–ი დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, ყელზე დაადო ხის ტარიანი სამზარეულოს დანის ბასრი პირი და დაემუქრა „ყელს გამოგჭრიო“. იმავდროულად, ეკ--------- ჩე-------–---–მა მიუთითა სამზარეულოს უჯრაში არსებულ დანაზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული დანით განახორციელა მისმა ძმამ მუქარა. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ, გი--------–--ის მიერ განხორციელდა იო---- ჩე-------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავება და პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ ამოღებულა. მის მიერ, ასევე, განხორციელდა სამზარეულოს უჯრიდან იმ დანის ამოღება და დალუქვა, რომლის გამოყენებითაც ეკ--------- ჩე-------–---–ის განმარტებით დაემუქრა იო---- ჩე-------–---–ი. მოგვიანებით აღნიშნული დანა მან წარუდგინა გამომძიებელს.

4.3. საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელმა - ლ-–---–---------–---მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2----–-–------------ს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება იო---- ჩე-------–---–ის მიერ დის - ეკ--------- ჩე-------–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მის მიერ ჩატარებულ იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: გამოკითხულ იქნენ მოწმეები: ეკ--------- ჩე-------–---–ი, ნა----------–-–---–ი, გი--------–--ე და თ-------------–---–ი, ასევე, ბრალდებული იო---- ჩე-------–---–ი, ასევე, მის მიერ გი--------–--ისგან ამოღებულ იქნა დანა, ბრალდებულს წარუდგინა ბრალი და დაცვის მხარეს გაუცვალა მტკიცებულებები. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონმდებლობასთან შესაბამისობა.

4.4. ბრალდებულმა იო---- ჩე-------–---–მა საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დუმილის უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

4.5. დაცვის მხარის მოწმე ნა----------–-–---–მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2----–-–------------ს, დილის საათებში, მასსა და მის შვილს ეკ--------- ჩე-------–---–ს შორის, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, მოხდა სიტყვიერი კონფლიქტი, რა დროსაც ხმაურზე სამზარეულოში შევიდა მისი მეორე შვილი - იო---- ჩე-------–---–ი, რომელმაც ეკ--------- ჩე-------–---–ს მიმართა „რით ვერ დაწყნარდი, რა მოგივიდაო“. შემდეგ თვითონ და იო---- ჩე-------–---–ი გავიდნენ სამზარეულოდან, ხოლო ეკ--------- ჩე-------–---–ი შევიდა თავის საძინებელ ოთახში და ცრუდ გამოიძახა საპატრულო პოლიცია „მიშველეთ, დანა დამადო, შვილები დამიწიოკაო“, თუმცა მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. დანა, რომელზეც ეკ--------- ჩე-------–---–მა მიუთითა, არის სამზარეულოს დანა და იგი კონფლიქტის დროს ჩადებული იყო სამზარეულოს უჯრაში. შემთხვევის დღეს აღნიშნული დანა იო---- ჩე-------–---–ის ხელში არ დაუნახავს. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით მასსა და მის შვილს ეკ--------- ჩე-------–---–ს შორის კონფლიქტს აქვს სისტემატური ხასიათი, რის გამოც ხშირია ეკ--------- ჩე-------–---–ის მიმართ, როგორც მოძალადის მიმართ, შემაკავებელი ორდერის გამოცემა.

4.6. დაცვის მხარის მოწმე შა---–---------–მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებული იო---- ჩე-------–---–ი დაახასიათა დადებითად, როგორც მშრომელი, უკონფლიქტო, მშვიდი და თავმდაბალი ადამიანი. აღნიშნა, რომ მართალია განსახილველ კონფლიქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, ზოგადად მათ ოჯახში კონფლიქტს და პოლიციის გამოცხადებას აქვს სისტემატური ხასიათი.

4.7. ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმით დასტურდება, რომ 2----–-–------------ს, ქ.თბილისში, ხუდ---------------------------------------------ში, პატრულ-ინსპექტორ გი--------–--ის მიერ დალუქულ იქნა ხის ტარიანი დანა, რომლითაც იო---- ჩე-------–---–ი დაემუქრა მის დას - ეკ--------- ჩე-------–---–ს.

4.8. ამოღების ოქმით დასტურდება რომ, 2----–-–------------ს, 15:38 საათიდან - 15:53 საათამდე დროის შუალედში, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ ლ-–---–---------–---ის მიერ, ქ. თბილისში, რამიშვილის ქუჩა #---–-, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, პატრულ-ინსპექტორ გი--------–--ისგან ამოღებულ იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ხის ტარიანი, მცირე ზომის დანა, დალუქულ მდგომარეობაში.

 

4.9. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2----–-–------------ს, 10:28 საათზე, ქ.თბილისში, ხ-----------------------, ბი-------ში საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მ----------------–ოს პატრულ-ინსპექტორ გი--------–--ის მიერ ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა იო-----------------ის ძე ჩე-------–---–ი. მასვე, დაკავებისას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ ყოფილა ამოღებული.

4.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

4.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

4.12. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

4.13. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

4.14. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

4.15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ და საქმეში არსებულ მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

5. სამართლებრივი შეფასება:

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს: ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

 

5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.

5.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

5.6. სასამართლო ასევე, აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია, ასევე, ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) სიცოცხლის მოსპობის ან ბ) ჯანმრთელობის დაზიანების ანდა გ) ქონების განადგურების მუქარამ, ადრესატში გამოიწვიოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას (ამასთან დაკავშირებით იხ.: უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება #251აპ-18 საქმეზე; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება #276აპ-17 საქმეზე).

 

5.7. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში, კერძოდ, სასამართლო ბრალდებულ იო---- ჩე-------–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ:

 

5.7.1. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ იო---- ჩე-------–---–ი არის ეკ--------- ჩე-------–---–ის ძმა, შესაბამისად, იო---- ჩე-------–---–ი წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს.

 

5.7.2. დაზარალებულ - ეკ--------- ჩე-------–---–ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2----–-–------------ს, იო---- ჩე-------–---–მა ხის ტარიანი სამზარეულოს დანა ბასრი პირით ყელზე დაადო დაზარალებულს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, უთხრა, რომ „მოგკლავ და შენც დაისვენებ და ჩვენცო“. ეკ--------- ჩე-------–---–ის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში, ვინაიდან საფრთხე იყო რეალური. ამასთან, იო---- ჩე-------–---–ი წარსულშიც ახორციელებდა მის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს, რამაც ასევე განაპირობა მის მიმართ მუქარის რეალურად განხორციელების შიში.

5.7.3. გარდა დაზარალებულ ეკ--------- ჩე-------–---–ის ჩვენებისა, იო---- ჩე-------–---–ის მხრიდან განხორციელებული მუქარის ფაქტი დადასტურებულია, აგრეთვე, პატრულ-ინსპექტორების - გი--------–--ის და თ-------------–---–ის ჩვენებით, რომლებიც კონფლიქტის ადგილზე მივიდნენ შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, რა დროსაც ინიციატორი ეკ--------- ჩე-------–---–ი დახვდათ აღელვებული, ხოლო გასაუბრებისას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ ძმა - იო---- ჩე-------–---–ი დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით. იმავდროულად, მან მიუთითა დანაზე, რომლის გამოყენებითაც დაემუქრა მას ბრალდებული, რაც ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმით დაილუქა, ხოლო შემდეგ ამოღებულ იქნა, როგორც დანაშაულის იარაღი.

5.8. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ იო---- ჩე-------–---–ის მხრიდან აგრესიული ფორმით, დანის გამოყენებით, გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანებით მუქარა, დაზარალებულ ეკ--------- ჩე-------–---–ის მხრიდან აღქმულ იქნა რეალურ მუქარად, გაუჩნდა შიში, რის გამოც მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული მუქარის გამოხატვის ფორმა და ვითარება - გაღიზიანებული/აგრესიული ბრალდებულის მხრიდან ყელზე დანის მიბჯენა, რა დროსაც საფრთხე არის რეალური, ბრალდებულის პიროვნება - დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან წარსულში არაერთხელ ჰქონდა ადგილი კონფლიქტურ და ძალადობრივ ქმედებებს. ყოველივე აღნიშნულმა კი, ერთობლიობაში დაზარალებულში სუბიექტურად წარმოშვა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

5.9. ამდენად, დაზარალებულის ჩვენების და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებების შეფასებისას (ცალ-ცალკე და ერთობლიობაში) ნათლად გამოკვეთილია ის გარემოება, რომ დაზარალებულის მიერ საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენება სრულ თანხვედრაშია ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან. ისინი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით სასამართლოს აწვდიან ერთმანეთის იდენტურ ინფორმაციას, რომელთა ურთიერთშეჯერებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად გაანალიზებით ვლინდება ერთი საერთო სურათი, რაც ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, მიმართულია ბრალდებულის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი დანაშაულის ჩადენის დადასტურებისაკენ.

 

5.10. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იო---- ჩე-------–---–ის უდანაშაულობის შესახებ, რამდენადაც იგი არ შეესაბამება საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლო ასევე არ იზიარებს მოწმე ნა----------–-–---–ის ჩვენებას, რამდენადაც იგი არის დაინტერესებული მოწმე, მისი ჩვენება მიზნად ისახავს შვილისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. ამ მხრივ საყურადღებოა დაზარალებულ ეკ--------- ჩე-------–---–ის განმარტება, რომ დედამისი - ნა----------–-–---–ი უშუალოდ მუქარის ფაქტს არ შესწრებია, იგი სამზარეულოში შევიდა მოგვიანებით და დანა, რომელიც მის ძმას იო---- ჩე-------–---–ს ეჭირა ხელში, ჩადო სამზარეულოს უჯრაში, რათა შვილის იო---- ჩე-------–---–ის ქმედება შეენიღბა. მან ასევე აღნიშნა, რომ დედამისი არის მასთან დაპირისპირებული პირი, ხოლო იო---- ჩე-------–---–ი არის მისი რჩეული შვილი და უშუალოდ ფაქტს რომც შესწრებოდა, მის წინააღმდეგ ჩვენებას მაინც არ მისცემდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მოწმე ნა----------–-–---–ი არის საქმის შედეგით დაინტერესებული პირი და მისი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს სანდოობის კრიტერიუმს.

5.11. საქმის არსებით სხდომაზე დაცვის მხარემ თავის დასკვნით სიტყვაში მიუთითა, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დამაჯერებლობის კუთხით გახდებოდა იმის საფუძველი, რომ ბრალდებულ იო---- ჩე-------–---–ის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, რამდენადაც ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულ - ეკ--------- ჩე-------–---–ის ჩვენებას, რომელიც არ არის დადასტურებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებით.

5.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის საქმეები - ოჯახური დანაშაულები -გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ოჯახში ჩადენილ დანაშაულებს ხშირ შემთხვევაში არ ჰყავს შემსწრე პირი დაზარალებულის გარდა, ან ხშირ შემთხვევაში ფაქტის თვითმხილველი პირები არიან ბრალდებულის ოჯახის წევრები/ახლო ნათესავები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით კანონმდებლის მიერ მათთვის მინიჭებული უფლების შესაბამისად სარგებლობენ უფლებით არ მისცენ ჩვენება თავიანთი ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ანდა არ სარგებლობენ ამ უფლებით, თუმცა შეგნებულად, არასწორ ინფორმაციას აწვდიან სასამართლოს, რათა ოჯახის წევრს/ახლო ნათესავს თავიდან აარიდონ ან შეუმსუბუქონ პასუხისმგებლობა. ოჯახური დანაშაულები, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და მით უმეტეს, არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით, შესაბამისად, მსგავსი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუნდაც ერთი მოწმის ან დაზარალებულის ჩვენება, რომელიც, რა თქმა უნდა, უნდა იყოს თანმიმდევრული და შესაბამისი/თანხვედრაში სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის, ირიბ მტკიცებულებებთანაც (აღნიშნულ პოზიციას იზიარებს ასევე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა. ამის შესახებ იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის N253აპ-15 განაჩენი).

 

5.13. ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთის მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორეს მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მხრიდან ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეულ იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა, მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

 

5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ იო---- ჩე-------–---–მა ოჯახის წევრის - დის მიმართ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

6.1. იო---- ჩე-------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი (დაზარალებულის დაშინება), ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (მისწრაფება დაზარალებულს დაურღვიოს მყუდრო, მშვიდი ცხოვრება), მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას ან უამისოდ;

7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის უფლებების დარღვევის კომპენსირება.

7.6. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და დანაშაულის ჩამდენის მიმართ ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახური დანაშაულის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედება, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

7.7. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, იო---- ჩე-------–---–ი არ არის ნასამართლევი და მეზობლების მხრიდან ხასიათდება დადებითად, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ერთი მხრივ, მასსა და დედამისს, ხოლო მეორე მხრივ, დაზარალებულს შორის კონფლიქტს აქვს სისტემატური ხასიათი, სასამართლო თვლის, რომ სასჯელის სხვა, ნაკლებად მკაცრი სახე, ზემოთ მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ თავისუფლების აღკვეთა - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

7.8. აღსანიშნავია, ასევე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით დადგენილია, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ..... არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენის დროს ამ მუხლით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იო---- ჩე-------–---–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაავრცელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით კანონმდებლის მიერ იმპერატიულად გამოხატულ დანაწესს.

 

7.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იო---- ჩე-------–---–ს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და იო---- ჩე-------–---–ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: ერთი ცალი დანა, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავრი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. იო---- ჩე-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

2. მსჯავრდებულ იო---- ჩე-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მსჯავრდებულ იო---- ჩე-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2----–-–------------იდან.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: ერთი ცალი დანა, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავრი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე