გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 180310019003094691
საქმე № 3/200-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 აგვისტო, 2019 წელი ქ.მცხეთა
მცხეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე
სხდომის მდივანი ბელა ოჩიაური
მოსარჩელე - ირ---–--–---–-----ი;
მოპასუხე - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია;
წარმომადგენელი - თა-------------–---–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2018 წლის 11 სექტემბრის N756 განკარგულების ბათილად ცნობა;
1.2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.3. დაევალოს მოპასუხეს - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დუშეთის რაიონის სოფელ მლ-–-–ი მდებარე 7038 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ირ---–--–---–-----ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ;
2. მოსარჩელის პოზიცია
მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 27 თებერვალს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში დუშეთის რაიონის სოფელ მლ-–-–ი მდებარე 7038 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადება გადაიგზავანა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიაში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული - 7038 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მდებარეობს მის საკუთრებაში რეგისტრირებული 35916 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ს.კ.71---------9 მომიჯნავედ, რომელიც შეიძინა 2006 წელს, რომელიც მანამდე ჰქონდა იჯარით სარგებლობაში. მიწის ნაკვეთს ფლობს და ამუშავებს.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მას 2019 წლის 12 ივნისს N02/13315 წერილით ეცნობა, რომ კომისიამ 2018 წლის 11 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის თვითნებურად ფლობის ფაქტი და იმის გამო, რომ აღნიშნულ საკითზე უკვე იყო ნამსჯელი, ხოლო წარდგენილი ახალი განცხადებიდან არ ირკვეოდა ახალი გარემოება, უარი ეთქვა მას განცხადების ხელახლა განხილვაზე.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2018 წლის 11 სექტემბრის N756 განკარგულება და 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
3. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მის უსაფუძვლობაზე მითითებით.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ირ---–--–---–-----მა და დუშეთის რაიონი, სოფ .მლ-–-–ი მდებარე 7038 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან დაურთო: საკადასტრო აზომივთი ნახაზი და სანოტარო წესით 2018 წლის 20 ივნისს დამოწმებული უს---ი შა--–---–-ს, ფრ-----ნ შა--–---–-სა და თა----ი ქა-------–-ს განცხადებები.
- საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით მიწის ფართობია 7038 კვ.მ. მდებარეობს დუშეთი სოფ. მლაშე. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მითითებულია ირ---–--–---–-----ი, გზა, უს---ი შა--–---–- და ფრ-----ნი შა--–---–-.
- უს---ი შა--–---–-, ფრ-----ნ შა--–---–- და თა----ი ქა-------–- სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით განმარტავენ, რომ ისინი ადასტურებენ ირ---–--–---–-----ის მიერ 7038 კვ.მ. მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტს, რომელიც მდებარეობს ირ---–--–---–-----ის საკუთრებაში რეგისტრირებული N71---------9 მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და მოქცეულია ერთ სივრცეში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ირ---–--–---–-----ის განცხადება18.06.2018;
- უს---ი შა--–---–-ს, ფრ-----ნ შა--–---–-სა და თა----ი ქა-------–-ს განცხადებები;
- საკადასტრო აზომვითი ნახაზები შედგენილი 2018 წლის 15 ივნისს;
4.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 19 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია ადგილზე გავიდა და დაათვალიერა ირ---–--–---–-----ის განცხადების განხილვის ფარგლებში ირ---–--–---–-----ის მიერ 7038 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთი იყო მოუვლელი, დაუმუშავებელი და არ დგინდებოდა ფლობის ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2018 წლის 19 ივლისის ადგილზე დათვალიერების შესახებ ოქმი;
4.3. დადგენილია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2018 წლის 20 ივლისის საოქმო გადაწყვეტილებით ირ---–--–---–-----ს უარი ეთქვა დუშეთის რაიონი, სოფ .მლ-–-–ი მდებარე 7038 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. რაზედაც 2018 წლის 11 სექტემბერს გაიცა განკარგულება N756 საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2018 წლის 20 ივლისის ოქმი N11;
- დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2018 წლის 11 სექტემბრის განკარგულება;
4.4. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის 2018 წლის 13 სექტემბრის N89------------8 გადაწყვეტილებით ირ---–--–---–-----ს უარი ეთქვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 7038 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 13 სექტემბრის N89------------8 გადაწყვეტილებ;
4.5. დადგენილია, რომ 2019 წლის 27 თებერვალს და 16 მაისს ირ---–--–---–-----მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და დუშეთის რაიონი, სოფ. მლ-–-–ი მდებარე 7038 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან დაურთო: საკადასტრო აზომივთი ნახაზი და სანოტარო წესით2018 წლის 20 ივნისს დამოწმებული უს---ი შა--–---–-ს, ფრ-----ნ შა--–---–-სა და თა----ი ქა-------–-ს განცხადებები. განცხადება გადაიგზავნა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიაში.
- საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით მიწის ფართობია 7038 კვ.მ. მდებარეობს დუშეთი სოფ. მლაშე. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მითითებულია ირ---–--–---–-----ი, გზა, უს---ი შა--–---–- და ფრ-----ნი შა--–---–-.
- უს---ი შა--–---–-, ფრ-----ნ შა--–---–- და თა----ი ქა-------–- სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებებით განმარტავენ, რომ ისინი ადასტურებენ ირ---–--–---–-----ის მიერ 7038 კვ.მ. მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტს, რომელიც მდებარეობს ირ---–--–---–-----ის საკუთრებაში რეგისტრირებული N71---------9 მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და მოქცეულია ერთ სივრცეში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ირ---–--–---–-----ის განცხადება თანდართული დოკუმენტებით 27.02.2019;
- დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2019 წლის 19 აპრილის წერილი N02/8873;
- დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2019 წლის 24 მაისის ოქმი N 46;
4.6. დადგენილია, რომ ირ---–--–---–-----ის განცხადება 2019 წლის 19 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედმა კომისიამ აცნობა იმის შესახებ, რომ ირ---–--–---–-----ის განცხადება არ შეიცავდა ახალ გარემოებას, რის გამო უარი ეთქვა განხილვაზე.
- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2019 წლის 19 აპრილის წერილი N02/8873;
4.7. დადგენილია, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედმა კომისიამ, 2019 წლის 24 მაისს, იმ საფუძვლით, რომ ირ---–--–---–-----ის განცხადება არ შეიცავდა ახალ გარემოებას, არ განიხილა მისი განცხადება 7038 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით წარდგენილი 2019 წლის 16 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2019 წლის 24 მაისის ოქმი N 46;
5. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1 სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ირ---–--–---–-----ის მეირ მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიაში წარდგენილი და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის ფლობა ”ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის ამოქმედებამდე.
მოსარჩელეს აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ფოტოსურათები, ორთოფოტო, მოწმეთა ნოტარიულურად დამოწმებული ჩვენებები.
სასამართლოს მიაჩნია, იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ვალდებულია დაადასტუროს, რომ ის ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას. ირ---–--–---–-----ის მიერ კომისიაში წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ იძლეოდა იმ გარემოების ვარაუდის საკმარის საფუძველს, რომ განმცხადებელი ფლობდა და სარგებლობდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით სწორედ კანონის ამოქმედებამდე.
სამოტივაციო ნაწილი
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადაო - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2018 წლის 11 სექტემბრის N756 განკარგულება და 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს ირ---–--–---–-----ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი’’;
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივ აქტებს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
8.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 20 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედმა კომისიამ მე-3 საკითხთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება და ირ---–--–---–-----ის მიერ წარდგენილი დოკუმენტების და კომისიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, როგორც ირ---–--–---–-----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 7038 კვ.მ მიწის ნაკვეთი არ აღიარა მის საკუთრებად იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა ირ---–--–---–-----ის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2018 წლის 11 სექტემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედმა კომისიამ N756 განკარგულებით უარი ეთქვა ირ---–--–---–-----ის 7038 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის „ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი იქნა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განისაზღვრა, რომ საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: ა) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული; ბ) თვითნებურად დაკავებული;
მითითებული დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებში მოცემულია ამ ბრძანებულებით დადგენილი წესის მიზნებისათვის განსაზღვრულ ტერმინთა განმარტება, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ეს არის – ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51.7 მუხლის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისთვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისიას მინიჭებული აქვს ფართო დისკრეციული უფლებამოსილება, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომისიას ავალდებულებს ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
თვითნებურად დაკავებული მიწა განიმარტება, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
მითითებული ნორმის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებელი ტერმინთა შორის ახდენს დიფერენცირებას და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს გამიჯნავს მართლზომიერი ფლობისა და სარგებლობის უფლებით დაკავებული მიწის ნაკვეთებისაგან, სასამართლო თვლის, რომ ყველა ზემოაღნიშნული ტერმინის საერთო მახასიათებელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს ფლობის ფაქტი, იმ განსხვავებით, რომ ერთ შემთხვევაში საუბარია მართლზომიერ მფლობელობაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში, არამართლზომიერ მფლობელობაზე.
მფლობელობის ცნებას განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ, მითითებული კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებით მოპოვებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მფლობელობის კოდექსისეული ცნება არსებითად ორ ნიშანზე დაიყვანება: პირველი ესაა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის შესაძლებლობა და არ შეიძლება იგი დავიყვანოთ მის მიმართ ფიზიკურ შემხებლობამდე. მფლობელობა არ შეიძლება გაიზომოს ნივთთან სივრცობრივი კავშირ-ურთიერთობით. მფლობელობაში გამოხატული ბატონობის ფაქტი ნივთის მიმართ სამართლებრივი ძალაუფლების გამომხატველია. ამ ძალაუფლების განხორციელება სულაც არაა დამოკიდებული ნივთის პყრობასთან ან გამოყენებასთან. მნიშვნელოვანია თვით ნივთზე ბატონობის ხარისხი.
მეორე ნიშანი, რაზეც ასევე იუწყება სამოქალაქო კოდექსი, ესაა ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვება, რაც გულისხმობს იმას, რომ მფლობელობა იმის მიუხედავად თუ რა უფლება დგას მის უკან, მოპოვებული იყოს მფლობელის ნების გამოვლენით ე.ი. მას სურდეს, რომ იყოს მფლობელი.
ამდენად, მფლობელი შეიძლება იყოს, როგორც მესაკუთრე ისე არამესაკუთრეც. მფლობელობა არის ფაქტი, და იმის მიხედვით, რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება მფლობელობა, ერთმანეთისაგან გამიჯნავენ არამართლზომიერ და მართლზომიერ მფლობელობას. მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას მაშინ, როდესაც არამართლზომიერი მფლობელობის დროს ნივთზე ბატონობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ორივე შემთხვევაში სავალდებულოა, რომ პირი დაუფლებული იყოს ნივთს და ახორციელებდეს მასზე ფაქტობრივ ბატონობას.
სასამართლო დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთით და აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ განეკუთვნება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთების კატეგორიას.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილია დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის წევრების მიერ შედგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლის მიხედვით არ დასტურდება ირ---–--–---–-----ის მიერ აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე და ასევე განცხადების წარდგენის მომენტისათვის სადაო მიწის ნაკვეთის თვითნებურად ფლობის ფაქტი.
იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ვალდებულია დაადასტუროს, რომ მართალია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ის ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი განმარტება იმის შესახებ, რომ მიწის ნაკვეთი იმყოფება ერთ სივრცეში, მის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, არ იძლევა მიწის ნაკვეთის ფლობისა და მასზე ფაქტობრივი ბატონობის დამადასტურებელ საკმარის საფუძველს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “გ” პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტს და მხოლოდ ის გარემოება, რომ სადაო მიწის ნაკვეთი არის მომიჯნავე, აპრიორი არ გულისხმობს მის ფლობას და მასზე ფაქტობრივ ბატონობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომელსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. კანონის ტექსტიდან გამომდინარე, ნორმა განსაზღვრავს თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე თუ რომელ მხარეს ეკისრება მტკიცებულებათა წარდგენა სასამართლოში, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება, შეფასება და ა.შ.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშული მითითებულია როგორც ადმინისტრაციულ ისე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებებისა შედეგად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოებისას სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
8.3. სასამართლო დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენისა და მისი განხილვის წესს, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან ირკვევა, რომ ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ირ---–--–---–-----მა და დუშეთის რაიონი, სოფ. მლ-–-–ი მდებარე 7038 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას თან დაურთო: საკადასტრო აზომივთი ნახაზი და სანოტარო წესით 2018 წლის 20 ივნისს დამოწმებული უს---ი შა--–---–-ს, ფრ-----ნ შა--–---–-სა და თა----ი ქა-------–-ს განცხადებები. აღნიშნული განცხადების განხილვის ფარგლებში 2018 წლის 11 სექტემბრის N756 განკარგულებით ირ---–--–---–-----ს უარი ეთქვა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლ-–-–ი მდებარე 7038 კვ.მ. ფართობზე საკუთრების უფლების აღაირებაზე.
დადგენილია, ასევე, რომ 2019 წლის 27 თებერვალს და 16 მაისს ირ---–--–---–-----მა განცხადებით კვლავ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და დუშეთის რაიონი, სოფ. მლ-–-–ი მდებარე 7038 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. განცხადებას, ისევე როგორც 2018 წლის 18 ივნისის შემთხვევაში თან დაურთო: საკადასტრო აზომივთი ნახაზი და სანოტარო წესით2018 წლის 20 ივნისს დამოწმებული უს---ი შა--–---–-ს, ფრ-----ნ შა--–---–-სა და თა----ი ქა-------–-ს განცხადებები. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის შემთხვევა ისე, რომ ხელახლა წარდგენილი განცხადება არ შეიცავს ინფორმაციას ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლის შესახებ, რაც განცხადებაზე უარის თქმის საფუძველია.
საქმის მასალებიდან გამომდინარე არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმ გარემოებების დასადგენად, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილ ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება;
შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში მოყვანილ არგუმენტებს სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, შესაბამისად, არ არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძვლები. ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
9. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ გადახდილია ბაჟი, რაც უნდა დარჩეს გადახდილად.
10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-12 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ირ---–--–---–-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.№7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე