განაჩენი

სისხლის სამართლის 10.08.2019
საქმის ნომერი
080100119002829930
დავის ტიპი
108
თარიღი
10.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/64-19 (№052141118001)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 აგვისტო 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ... სიმონია

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: დ-------- კ-----------

მამის სახელი: ი-----

დაბადებული: 0--------- წელი

პირადი ნომერი: N5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: 5----------

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: ქ. ზესტაფონი, მ------------------------;

 

ადვოკატი: გ------- დ---–-–---–-

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი;

 

დისპოზიცია: განზრახ მკვლელობა;

 

სხდომის ტიპი - ღია

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 14:20 საათზე, ქ.ზესტაფონში, დ... ა----–-----–-- ქუჩის N3--------------ში არსებული შენობების წინამდებარედ, შპს ,,ზესტაფონის მუნიციპალური პარკირების რეგულირების საწარმოს“ სატრანსპორტო საშუალებების სადგომის ტერიტორიაზე, საწარმოს კონტროლიორებს - დ-------- კ-----------სა და ბ------ ღ-------- შორის წარმოიშვა ურთიერთშელაპარაკება მათ შორის განაწილებული სადგომების ტერიტორიების საზღვრებთან დაკავშირებით, რაც გადაიზარდა ურთიერთშეუარცხყოფასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში. ჩხუბის პროცესში დ-------- კ-----------მ განაწყენების ნიადაგზე შურისძიების მოტივით, მარჯვენა ხელში მომარჯვებული ხის კეტის თავის არეში არაერთი ძლიერი ჩარტყმით ბ------ ღ-------- შუბლის მიდამოში მარცხნივ და თხემის მიდამოში ცენტრალურად მიაყენა დაზიანებები ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად შეშუპების გამო (ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით) ბ------ ღ------- შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა---------– გ-----–---- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ. ზესტაფონში, ა----–-----–-- ქუჩა N39 - ში მდებარე ხილ-ბოსტნის ჯიხურში. 2018 წლის 14 ნოემბერს დაახლოებით 14:30 საათზე იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე და ახდენდა პროდუქციის დალაგებას, გაიგო ჩხუბისა და ჩოჩქოლის ხმა, რა დროსაც დაინახა, რომ დ-------- კ----------- და ბ------ ღ------- ჩხუბობდნენ, ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს უქნევდნენ ხელჯოხებს, მაშინვე მივიდა გასაშველებლად, მათთან ასევე მივიდა სამეურნეო მაღაზიაში მომუშავე რ----- შ------–--- და მათ დ-------- და ბ------ გააშველეს. დ-------- კ-----------მ ერთხელ ან ორჯერ ჩაარტყა თავში ბ------ს ხელჯოხი, მოუქნია თავად მასაც, მაგრამ აიცილა. მოწმის განმარტებით დ-------- იყო გაბრაზებული და აგრესიული. ამ ამბის შემდეგ, როდესაც მან და რ----- შ------–---მ გააშველეს მოჩხუბრები, ბ------მ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ცუდად გახდა, გონება დაკარგა. ხალხმა დახმარება აღმოუჩინა, მაგრამ ბ------ არ რეაგირებდა. სასწრაფო და პატრულიც მივიდა, გადაიყვანეს დაზარალებული, თუმცა, როგორც შემდეგ გაიგო ბ------ გარდაცვლილა. მას ჰქონდა ბ------ ღ-------- ნივთები, რომელიც შემდეგ გადასცა პოლიციას. მოწმის განმარტებით, მათ შორის ჩხუბი მოხდა ავტოსადგომზე ადგილის გაყოფის გამო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ----- შ------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ მომხდარი ფაქტის დღეს 2018 წლის 14 ნოემბერს იმყოფებოდა სამსახურში, კერძოდ, ქ. ზესტაფონში, ა----–-----–-- ქუჩაზე მდებარე თავის სამეურნეო მაღაზიაში, რომლის მიმდებარედ განთავსებულია ავტოსადგომი, სადაც მუშაობდნენ ბ------ ღ------- და დ-------- კ-----------. დილით დაახლოებით 10:00-11:00 საათისათვის გარედან შემოესმა ჩხუბის ხმა, რომ გავიდა ბ------ და დ----- ერთმანეთთან სიტყვიერად კამათობდნენ, დავობდნენ ავტოსადგომის ტერიტორიის გაყოფაზე. მოწმემ განმარტა, რომ მან დააწყნარა, ამის შემდეგ ისინი დაშორდნენ ერთმანეთს და აღარ გაუგრძელებიათ კამათი. დაახლოებით ორი საათის შემდეგ, შუა დღეს, კვლავ შემოესმა ჩხუბის ხმა, როდესაც გარეთ გავიდა დაინახა, რომ ბ------ და დ-------- ერთმანეთთან ხელჯოხებით ჩხუბობდნენ და ყვიროდნენ, მათ გაშველებაში ჩართული იყო ა---------– გ-----–---, კერძოდ აკავებდა დ-------- კ-----------ს. ბ------ს და დ--------ს ორივეს თავი სისხლიანი ჰქონდა. თავადაც ჩაერია მათ გაშველებაში და ერთმანეთს დააცილეს. ამის შემდეგ ბ------ ღ-------მ მანქანა გააცილა, თუმცა ცუდად გამოიყურებოდა და ხელკავით წამოიყვანეს, სისხლი სდიოდა, მიუტანეს წყალი, მოწმინდეს სისხლი, თუმცა ბ------ უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, ამასობაში ბ------ ღ-------მ გონება დაკარგა. მას დახმარებას უწევდა ერთი ქალბატონი, ამ დროს სასწრაფოც მივიდა და გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანაში, შემდეგში კი გაირკვა, რომ ბ------ გარდაიცვალა. პოლიციის მიერ მოხდა დ-------- კ------------ განყოფილებაში გადაყვანა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ------- კ-------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ. ზესტაფონში, ა----–-----–-- N39-ში მდებრე აუდიო-ვიდეო დისკების ჩამწერ სტუდიაში, რომელიც შემთხვევის ადგილიდან დაშორებულია დაახლოებით ათი მეტრით და ვინაიდან მის წინ სხვა ობიექტია, ვერ ხედავს ავტოსადგომს. მომხდარი ფაქტის დღეს, დილის საათებში შემოესმა ხმაური და ჩოჩქოლი, როცა იკითხა თუ რა ხდებოდა უთხრეს, რომ ე.წ. ,,სტაიანშიკები“ ჩხუბობდნენ, ხმაური მალევე ჩაწყნარდა, ვინაიდან იქ მყოფი ხალხი ჩაერია, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, შუა დღეს გაიგო ყვირილი, ხალხის ჩოჩქოლი, გავიდა გარეთ და დაინახა, რომ ბ------ს თავი ჰქონდა სისხლიანი, იყო აშკარად ცუდად და გონება დაკარგა, თავად გაიქცა წყლის მოსატანად, წყალი შეასხა, თუმცა რეაგირება დაზარალებულს არ ჰქონია. მივიდა სასწრაფო დახმარების მანქანა და ბ------ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მოწმის განმარტებით მას ჩხუბის ფაქტი არ დაუნახავს, როდესაც გავიდა ჩხუბი უკვე დამთავრებული იყო და დაზარალებული სისხლიანი დაინახა. მოგვიანებით იქ მყოფი ხალხისაგან გაიგო, რომ ჩხუბის მიზეზი იყო ბ------სა და დ--------ს შორის ტერიტორიაზე დავა. მან ასევე ხალხისაგან გაიგო, რომ ბ------სთვის დ--------ს ჯოხი ჩაურტყამს თავში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ----- წ------ ჩვენებით დადგენილია, რომ მომხდარი ფაქტის დღეს იმყოფებოდა დედასთან ერთად ქ. ზესტაფონის ცენტრში ,,ს----------–----------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 14:30 საათზე, ქუჩაში ფეხით სიარულისას მის წინ ქალმა დაიყვირა, როდესაც უკან მიიხედა დაინახა სპეციალურ ფოსფორისფერ ტანსაცმელში ჩაცმული შუა ხნის მელოტი მამაკაცი, რომელსაც შუბლის არეში ჰქონდა მრგვალი დაზიანება და მოსდიოდა სისხლი, მამაკაცი ნელი ნაბიჯით მოძრაობდა, თუმცა რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ წაიქცა, მასთან მივიდნენ მოქალაქეები და დაიწყეს მოსულიერება. თვად დარეკა 112-ში და ოპერატორს უთხრა, რომ მითითებულ მისამართზე მამაკაცი იყო ცუდად. დაახლოებით ათ წუთში მივიდა სასწრაფო დახმარება და საპატრულო ეკიპაჟი. მამაკაცი დააწვინეს საკაცეზე და გადაიყვანეს. მოწმეს არ დაუნახავს თუ ვინ მიაყენა დაზიანება მამაკაცს. იქ მყოფი ხალხი საუბრობდა, რომ ე.წ. ,,სტაინშიკებს“ მოუვიდათ ერთმანეთთან ჩხუბი და ვინმე კ-----------მ ჩაარტყა ჯოხი თავში დაზარალებულს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-----–- ძ--------- ჩვენებით დადგენილია, რომ არის ქალაქ ზესტაფონის სასწრაფო დახმარების ექიმი. მომხდარი ფაქტის დღეს, ზუსტად საათს ვერ იხსენებს, შეტყობინების საფუძველზე გავიდა ქ. ზესტაფონში, დ. ა----–-----–-- ქუჩაზე. შეტყობინების თანახმად ჩხუბის ფაქტს ჰქონდა ადგილი და იყო დაზარალებული. ადგილზე მისულებს დახვდათ შუა ხნის მამაკაცის გვამი, რომელსაც შუბლზე, თხემის მიდამოში აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის ძალიან დიდი სისხლიანი დაზიანება. მისი ვარაუდით მამაკაცი ხუთი-ათი წუთის გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად აღნიშნულისა დაიწყეს პირველადი რეანიმაციული ღონისძიებების გატარება, თუმცა შემდეგ აღარ გააგრძელეს, ვინაიდან პირი უკვე გარდაცვლილი იყო. აღნიშნულის შემდეგ გვამი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს ტერიტორიიდან. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილზე თავმოყრილი ხალხისგან შეიტყო, რომ ე.წ. ,,სტაიანშიკებს“ მოუვიდათ ჩხუბი და დ-------- კ-----------მ ჩაარტყა ჯოხი დაზარალებულს. მოწმემ განმარტა, რომ დ-------- კ-----------ს იცნობს მისი საქმიანობიდან გამომდინარე, რომელსაც გაუწია დახმარება, კერძოდ ერთხელ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ხოლო რამდენჯერმე ეპილეფსიური შეტევის დროს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ნ--- ჩ--------- განმარტა, რომ მუშაობს ქ. ზესტაფონში, დ. ა----–-----–-- ქუჩა N39-ში არსებულ სილამაზის სალონში, რომლის წინ მდებარეობს ავტომანქანების სადგომი, სადაც მუშობდა აწ გარდაცვლილი ბ------ ღ-------, რომელსაც იცნობდა, როგორც სადგომის ე.წ. ,,სტაიანშიკს“. მომხდარი ფაქტის დღეს იმყოფებოდა სამსახურში - სილამაზის სალონში, შუა დღეს შემოესმა ხალხის ჩოჩქოლი, გარეთ გავიდა და დაინახა, რომ ბ------ს თავიდან მოსდიოდა სისხლი, თუმცა მოძრაობდა და გააცილა ავტომანქანაც, მაგრამ შემდეგ გახდა ცუდად, ხალხი ცდილობდა მის დახმარებას, თავადაც მოწმინდა სისხლი, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. იქ მყოფ ხალხში აღმოჩნდა ერთ-ერთი ექიმი, რომელიც უტარებდა გულის მასაჟს. ამ დროს მივიდა სასწრაფო დახმარება და გადაიყვანეს დაზარალებული, თუმცა მალევე შეიტყვეს, რომ ბ------ ღ------- გარდაიცვალა. მან გაიგო, რომ დ-------- კ-----------ს ჩაურტყამს ჯოხი თავში ბ------ ღ--------ათვის, თავად უშუალოდ აღნიშნული ფაქტი არ დაუნახავს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ანალოგიური ჩვენება მისცეს მოწმეებმა ლიანა მულაძემ და მაკა კიკნაველიძემ.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე სოფიკო სვანიძემ განმარტა, რომ მუშაობს ქ. ზესტაფონში, დ. ა----–-----–-- ქუჩა N39-ში არსებულ ,,ბ--–-----“ ოფისის მოლარე - ოპერატორად. აწ გარდაცვლილი და ბრალდებული იცის ვიზუალურად, ისინი მუშაობდნენ მისი სამსახურის მოპირდაპირედ მდებარე ავტოსადგომზე. მომხდარი ფაქტის დღეს ზუსტი დრო არ ახსოვს, იმყოფებოდა სამსახურში, ემსახურებოდა მომხმარებლებს რა დროსაც დაინახა, თუ როგორ ჩხუბობდენ ჯოხებით დაზარალებული და ბრალდებული, მათ ეცვათ სპეც. ტანსაცმელი და ხელში ეჭირათ ხელჯოხები, რომელთაც უქნევდნენ ერთმანეთს, ჩხუბისას მათთან მივიდნენ გვერდით ხილ-ბოსტანის მაღაზიის თანამშრომლები და გააშველეს, რა დროსაც მოწმემ შეხედა, რომ ბ------ ღ-------- თავიდან მოსდიოდა სისხლი, რომელთანაც ხალხი მივიდა დასახმარებლად. ბ------ ღ-------მ მალევე დაკარგა გონება. შემდეგ დაზარალებული გადაიყვანეს სასწრაფო დახარების მანქანით. მოწმემ განმარტა, რომ ყველაფერს ხედავდა ოფისის მინიდან, გარეთ არ გასულა მომხმარებელთა სიმრავლის გამო.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა დ-------- კ-----------მ განმარტა, რომ დაკავებამდე მუშაობდა ქ. ზესტაფონში, დ. ა----–-----–-- ქუჩაზე მდებარე ავტომანქანების ავტოსადგომზე, მანქანების გამცილებლად (ე.წ. ,,სტაიანშიკად“) აღნიშნულ ავტოსადგომზე აგრეთვე მუშაობდა ბ------ ღ-------, რომელთანაც ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა. მათ მითითებული ავტოსადგომის ტერიტორია ურთიერთშეთანხმებით ჰქონდათ განაწილებული. პერიოდულად მოსდიოდათ შელაპარაკება ტერიტორიის თაობაზე, თუმცა არა დაპირისპირება. მომხდარი ფაქტის დღესაც ორივე მათგანი მუშაობდა აღნიშნულ სადგომზე, მის ტერიტორიაზე არსებულ სადგომზე მანქანის გაცილებისას მძღოლმა მას უთხრა, რომ თანხა გადაუხადა მეორე გამცილებელს და კიდევ ხომ არ გადაიხდიდა, რაზედაც განაწყენდა და ბ------ ღ-------- უსაყვედურა, ამასობაში დაიძრა ასევე მის ტერიტორიაზე მდგომი შავი ჯიპი, რომლის გაცილებაშიც გარდაცვლილმა ბ------ ღ-------მ მიიღო მონაწილეობა, აღნიშნულზე გაბრაზდა და კიდევ უსაყვედურა თუ რატომ იღებდა მონაწილეობას მის ტერიტორიაზე ავტომანქანის გაცილებაში, რაზეც ბ------ ღ------- წავიდა მისი მიმართულებით, ხელი კრა და დაარტყა. ამის შემდეგ თავადაც მოუქნია ჯოხი, თუმცა ბ------ ღ-------მ ხელი დაუკავა. ამასობაში ხალხი მიესია, რა დროსაც წაიქცა, როდესაც წამოდგა ბ------ ღ-------- დაარტყა ხელჯოხი, რის შემდეგ ხალხმა დააცილა ერთმანეთს. რადგან სისხლი მოსდიოდა დასაბანად გაემართა იქვე არსებული სახაჭაპურისაკენ. შემდეგ იქვე ჩამოჯდა და გარეთ რა ხდებოდა არ იცოდა. რამდენიმე ხანში ადგილზე მივიდა პოლიცია და დააკავეს. პოლიციის განყოფილებაში მისულმა გაიგო, რომ ბ------ ღ------- გარდაცვლილა. ბრალდებულის განმარტებით ბ------ ღ-------მ მას პირველმა დაარტყა ჯოხი შუბლში და ყელში მოუჭირა ხელი, თავად კი თავს იცავდა.

 

ფორმა N1 გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ 14.11.2018 წელს შს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ბ------ ღ-------- მიმართ სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებების მიყენების შედეგად მისი გარდაცვალების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

შეტყობინება N2778122-ით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს 2:33:42 საათზე შს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში მიღებულ იქნა გურამი კუპრაძის შეტყობინება, ზესტაფონში დავით ა----–-----–-- ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ.

 

შეტყობინება N2778128-ით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს 2:33:42 საათზე შს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში ელენე ხუსკივაძისაგან მიღებულ იქნა შეტყობინება, ზესტაფონში დავით ა----–-----–-- ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ, პირი დაეცა და თავიდან აქვს სისხლდენა.

 

შეტყობინება N2778142-ით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს 14:33:45 საათზე შს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში ელენე ჩხუტიაშვილისაგან მიღებულ იქნა შეტყობინება, ზესტაფონში დავით ა----–-----–-- ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ, პირი ნაცემია ჯოხით, დაზიანებული აქვს თავის არე.

 

შეტყობინება N2778129-ით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს 14:33:59 საათზე შს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში ხვიჩა ჭუმბურიძისაგან მიღებულ იქნა შეტყობინება, ზესტაფონში შოთა რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ, მგზავრია ცუდად.

 

შეტყობინება N2778151-ით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს 14:34:43 საათზე შს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში გულიკო გაჩეჩილაძისაგან მიღებულ იქნა შეტყობინება, ზესტაფონში დავით ა----–-----–-- ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ, ამბობს რომ პირი სავარაუდოდ მოკვდა.

 

14.11.2018 წლის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 14.11.2018 წელს 14:40 საათზე, ზესტაფონში, დ. ა----–-----–-- ქუჩა N39-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა დ-------- ი-----ს ძე კ-----------. დ-------- კ------------ პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ზონარშებმული ხის ჯოხი, რომელსაც აქვს თეთრი ფერის საღებავით გაკეთებული ხაზები, ხელჯოხზე აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები.

 

14.11.2018 წლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რპ, დათვალიერება ჩატარებულია შს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლის დავით ამბროლაძის მიერ. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზესტაფონში, ა----–-----–-- ქუჩის N39-ში განთავსებული ,,ბ--–-----“ ოფისის წინამდებარედ, ამავე ოფისსა და ა----–-----–-- ქუჩაზე გამავალი ცენტრალურ საავტომობილო გზას შორის. ცენტრალური საავტომობილო გზის ასფალტის ზედაპირზე აღმოჩენილ იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, რაც ამოღებულ იქნა ექსპერტების მიერ. დათვალიერება გაგრძელდა ტროტუარზე გზის გასწვრივ და ,,ბ--–-----“ ოფისის წინამდებარე ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე ლოკაციაში ერთმანეთთან ახლომდებარედ რამდენიმე მეტრის მოშორებით აღმოჩენილი და ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუშები; ,,ბ--–-----“ ოფისის ნახევრად შემინული კედლების მქონე შენობის კუთხესთან ტროტუარის მოპირკეთებულ ფრაგმენტებიან ზედაპირზე ასევე აღმოჩენილ იქნა ასეთივე მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, საიდანაც ანალოგი----- წესით ექსპერტების მიერ აღებულ იქნა ნიმუშები. დათვალიერებით ირკვევა, რომ მიმდებარედ არსებული ობიექტებიდან გარესამეთვალყურეო კამერები გააჩნია, მხოლოდ ,,ექსპრეს ბანკის’’ მომსახურების ფილიალს და ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, რომლისგან ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ერთ-ერთი გარესამეთვალყურეო ვიდეოკამერის დაფარვის ზონა სავარაუდოდ უნდა ასახავდეს შემთხვევის ადგილის არეალს, ასევე სამეთვალყურეო კამერა ფიქსირდება ა----–-----–-- ქუჩაზე მდებარე ცენტრალური საავტომობილო გზაზე განთავსებულ შუქნიშანთან. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ერთვის შემთხვევის ადგილის ფოტოილუსტრაცია.

 

14.11.2018 წლის ამოღების ოქმით დადგენილია, გამომძიებელ მერაბ შენგელიას მიერ ა---------– გ-----–----აგან, გადაუდებელი აუცილებლობით ამოღებულ იქნა: მოლურჯო ფერის ნაქსოვი ქუდი, შუა ნაწილში ღია ლურჯი ფერის ზოლით, შავი ფერის ზამთრის ქურთუკი, იარლიყზე წარწერით ,,ARMANI”, 41 სმ სიგრძის პლასტმასის მილისაგან დამზადებული ხელჯოხი, რომელიც ერთ ბოლოში გახვრეტილია და შებმული აქვს მოშავო ფერის ზონარი, მეორე ნაწილის 2/3-ზე პარალელურად დახვეული აქვს მოშავო ფერის საიზოლაციო ლენტი და თეთრ ნაწილზე აღენიშნება მოწითალო - მოყავისფრო სისხლისმაგვარი ლაქები.

 

14.11.2018 წლის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებელ დავით ხამაშურიძის მიერ ბრალდებულ დ-------- კ------------აგან აღებული იქნა შემდეგი სახის ნიმუშები: 1. სპეციალური სტერილური ბამბიანი ჩხირებით აღებულ იქნა მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდის ნიმუში. 2. მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ნიმუში. 3. თავის არედან, კერძოდ შუბლის, თხემის, კეფის, მარჯვენა და მარცხენა საფეთქლის არედან აღებულ იქნა თმის ნიმუშები. 4. პირის ღრუდან სპეციალური სტერილურბამბიანი ჩხირით აღებულ იქნა ნერწყვის ნიმუში. 5. მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებულ იქნა ანაბეჭდები, რომლებიც გადატანილ იქნა დაქტილობარათზე და დაილუქა ექსპერტიზის სპეციალურ პაკეტში.

 

14.11.2018 წლის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილ ბ------ ღ-------- გვამის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებულ იქნა ხელის ნახჭის ნიმუშები სპეციალურ დაქტილობარათზე.

 

14.11.2018 წლის ნიმუშის აღების ოქმით დადგენილია, რომ ბ------ ღ-------- გვამის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებულ იქნა ანაწმენდები. ბ------ ღ-------- გვამიდან აღებული იქნა მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ნიმუშები, ბ------ ღ-------- გვამიდან აღებული იქნა თმის ნიმუშები, ბ------ ღ-------- გვამიდან ერთჯერადი სამედიცინო შპრიცის მეშვეობით აღებულ იქნა სისხლის ნიმუში.

 

14.11.2018 წლის გვამის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებელ ჯონდო იობიძის მიერ ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირ N2ა-ში მდებარე ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის პროზექტურაში ექსპერტების: გ-- გობრონიძის, ია ფხალაძის და გ------- გოგბერაშვილის მონაწილეობით დათვალიერდა გარდაცვლილ ბ------ ღ-------- გვამი. გვამს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება შემდეგი სახის დაზიანებები: შუბლსა და თხემის მიდამოში აღენიშნება თითო განივ-ირიბად მდებარე, უსწოროკიდეებიანი ჭრილობები, კიდეებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით, ბ------ ღ-------- გვამს გარეგნულად სხვა რაიმე დაზიანებები არ აღენიშნება. გვამის დათვალიერების ოქმს ერთვის გვამის ფოტოილუსტრაცია;

 

14.11.2018 წლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებელ ჯონდო იობიძის მიერ ექსპერტ გ-- გობრონიძისაგან ამოღებულ იქნა აწ. გარდაცვლილ ბ------ ღ-------- ტანსაცმელი: უმკლაო, მოყვითალო ფერის სპეც. ტანსაცმელი, კუბოკრული გრძელსახელოებიანი პერანგი, მონაცრისფრო ფერის სვიტერი, მოწითალო ფერის ჯემპრი, მოლურჯო ფერის სვიტერი, მოლურჯო ფერის შარვალი, მოშავო ფერის სპორტული შარვალი; მონაცრისფრო ფერის მოშავო ფერის ჩანართებიანი ტრუსი; მოლურჯო ფერის მოთეთრო ფერის ჩანართებიანი წინდები; მოშავო ფერის ფეხსაცმელი, ვერცხლისფერი მეტალის სამაჯურიანი მაჯის საათი, რკინის ფულადი თანხა და მონეტები, ე.წ. ,,ბანდაჟი“; კოორდინაციის ბარათი (ბეიჯი) გაცემული ბ------ ღ-------- სახელზე, მოშავო ფერის თოკზე ჩამოკიდებული ჯვარი.

 

14.11.2018 წლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებელ დავით ხამაშურიძის მიერ დ-------- კ------------გან ნებაყოფილობით და თანხმობით ამოღებულ იქნა: ტანსაცმელები, რომლებიც მას ეცვა 2018 წლის 14 ნოემბერს.

 

14.11.2018 წლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო ქ. ზესტაფონში თ----- მეფის ქუჩა N15-ში მდებარე იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებისთანავე, ბრალდებულის დ-------- კ------------ და საგამოძიებო მოქმედებაში ყველა მონაწილის თანდასწრებით წაკითხული იქნა შესამოწმებელი პირის ბრალდებულ დ-------- კ------------ მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს, ბრალდებულის სახით გამოკითხვის დროს გამოძიებისას მიწოდებული ინფორმაცია და მიეცა შეთავაზება საგამოძიებო ექსპერიმენტის გზით ჩვენების ადგილზე შემოწმებით დაედასტურებინა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რაზეც ბრალდებულმა დ-------- კ-----------მ განმარტა, რომ მთლიანად ეთანხმება მის მიერ ბრალდებულის სახით გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას და თანახმაა დაადასტუროს საგამოძიებო ექსპერიმენტის გზით ადგილზე შემოწმება. ბრალდებულ დ-------- კ------------ მითითებით მივიდნენ „ბ--–-----“ ოფისის წინ ტროტუარისა და საავტომობილო გზის კიდეში მდებარე ლითონის ბოძთან. დ-------- კ-----------მ მიუთითა აღნიშნულ ბოძზე და განმარტა, რომ მითითებული ბოძით გამოყოფილია მისი სამოქმედო - ავტომობილების სადგომი და აწ გარდაცვლილი ბ------ ღ-------- - ავტომობილების სადგომი. შემდეგ დ-------- კ-----------მ მიუთითა „ბ--–-----“ ოფისის მიმართულებით, პარკირების მიმანიშნებელ საგზაო ნიშნის და იქვე მდგარი პლასტმასის ურნის გვერდით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე და განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილზე იდგა ჯიპის ტიპის ავტომანქანა, რომელთანაც თანხის გამოსართმევად მივიდა, მაგრამ მძღოლმა უთხრა, რომ მისთვის პარკირების თანხა გადაიხადა. იქვე მიუთითა ადგილზე, სადაც ბ------ ღ-------მ დაუწყო ჩხუბი და ჩაარტყა ხელკეტი - დ-------- კ------------ მიერ მითითებულ ადგილზე ამჟამად აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. დ-------- კ-----------ს მიეცა შეთავაზება დემონსტრირება მოეხდინა თუ რა გარემოებებში ჩაარტყა ხის ხელჯოხი ბ------ ღ-------- და გამოყენებული იქნა ხის ტოტი, ხელჯოხის ნაცვლად. დ-------- კ-----------მ ხის ტოტი მოიმარჯვა მარჯვენა ხელში და დადგა საავტომობილო გზაზე, სავალი ნაწილის მხარეს სახით მის საპირისპიროდ მისი მითითებით დადგა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე დავით შანიძე. შემდეგ დ-------- კ-----------მ მარჯვენა ჯოხიანი ხელი ასწია ზემოთ, მისი თავის მაღლა და ნელა მოიქნია დავით შანიძის თავის, კერძოდ თხემის მიმართულებით. განმარტა, რომ ასე ჩაარტყა ხის ხელჯოხი, ბ------ ღ-------- თავის არეში, თუმცა უფრო სწრაფად და ძალიან ძლიერად. შემდეგ მიუთითა „ბ--–-----“ ოფისისაკენ და განმარტა, რომ ხელჯოხის თავის არეში ჩარტყმის შემდეგ ბ------ ღ------- წავიდა ბ--–----- „ოფისის“ მიმართულებით და როდესაც ისინი გააშველეს მითითებული ადგილიდან დაუწყო გინება, მაგრამ თავად ბ------ ღ-------- აღარ შებრუნებია. ბოლოს დ-------- კ-----------მ მიუთითა, მისი სამოქმედო ტერიტორიის ბოლოს არსებულ მაღაზია „ნავნეს“ მიმართულებით და განმარტა, რომ აღნიშნულ მაღაზიამდე ჩავიდა თავად, სადაც შემდეგ დააკავეს პოლიციის მუშაკებმა.

 

2019 წლის 3 იანვრის დათვალიერების ოქმის თანახმად - შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ გ------- მანაგაძის მიერ მოხდა ქ. ზესტაფონში, დ. ა----–-----–-- ქუჩა N39-ში მდებარე სს „საქართველოს ბანკი-ს“ სერვისცენტრის გარე პერიმეტრის ვიდეო მეთვალყურეობის კამერების 2018 წლის 14 ნოემბრის 14:00 საათიდან 14:45 საათამდე ჩანაწერების დათვალიერება, რომელიც ჩაწერილია 1 (ერთი) DVD-R დისკზე. სს „საქართველოს ბანკი-ს“ 19/7856 წერილის თანახმად, ქ. ზესტაფონის სერვისცენტრის გარე კამერების ჩანაწერების დრო 7 წუთით უკანაა რეალურ დროსთან. კონვერტის გახსნისას მასში აღმოჩნდა 1 (ერთი) DVD-R ფორმატის დისკი, დისკზე აღმოჩნდა ჩაწერილი 2 (ორი) ვიდეო ფაილი. დათვალიერდა პირველი ვიდეო ფაილი, ამის შემდეგ დათვალიერდა მეორე ვიდეო ფაილი, კადრი იწყება 13:55 საათზე. ვიდეო კადრებში ბ------ ღ------- ჩნდება 14:23:53 საათზე, იგი ამ დროს აცილებს ავტოსადგომზე მდგომ მოშავო ფერის „ჯიპის“ მოდიფიკაციის ავტომანქანას, ამვდროულად კადრში ჩნდება ბრალდებული დ-------- კ-----------, რომელსაც ხელში უჭირავს მოთეთრო ფერის მოშავო ფერის ზოლებიანი ხელჯოხი. იგი მიემართება ბ------ ღ-------- მიმართულებით და მას ხვდება 14:24 საათზე, მოშავო ფერის „ჯიპი-ს“ მოდიფიკაციის ავტომანქანასთან. შეხვედრისთანავე ისინი ერთმანეთში იწყებენ კამათს, რაც შემდეგ მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზრდება. ვიდეო კადრში ჩანს, რომ ბ------ ღ------- ხელს კრავს მის წინ მდგომ დ-------- კ-----------ს, ეს უკანასკნელი კი შემდეგ ხელჯოხს რამდენჯერმე ურტყამს თავის არეში ბ------ ღ--------, რომელიც თავის მხრივ შეძლებისდაგვარად დარტყმებითვე პასუხობს დ-------- კ-----------ს და ცდილობს მის მოგერიებას. 14:24:11 საათზე კადრში ჩნდებიან გამვლელი მოქალაქეები, რომლებიც ახერხებენ ბ------ ღ-------- და დ-------- კ------------ გაშველებას, მაგრამ მათ შორის გაწევ-გამოწევა მაინც გრძელდება 14:24:35 საათამდე, რის შემდეგაც დ-------- კ----------- ვიდეო კადრიდან გადის და აღარ ჩანს. ამის შემდეგ ბ------ ღ------- ჩქარი ნაბიჯით უკან მოდის დასავლეთის მიმართულებით, იგი აცილებს მოშავო ფერის „ჯიპის“ მოდიფიკაციის ავტომანქანას, ამ დროს მას ქუდი უკვე არ ახურავს, ხოლო თავის არე სისხლით აქვს მოსვრილი და ხელს იკიდებს თავზე. ავტომანქანის გაცილების შემდეგ ბ------ ღ------- გადმოდის ე.წ ტროტუარზე და ვიდეო მეთვალყურეობის კამერის ხედვის არეალს არ სცდება, იგი ჩერდება იქვე „საქართველოს ბანკი-ს“ სერვის ცენტრის გვერდით განთავსებულ მობილური ტელეფონების და აქსესუარების მაღაზიასთან, ამ დროს მას თავი და სახე მოსვრილი აქვს სისხლით. იგი ვიდეო მეთვალყურეობის კამერასთან ზურგით ჩერდება ზემოხსენებულ მაღაზიასთან, ისე რომ ნაწილობრივ მოჩანს მისი სხეული. ამ დროს მის ირგვლივ იკრიბება ხალხი და ცდილობენ მის დახმარებას, ამის შემდეგ ბ------ ღ------- კადრში აღარ ჩანს. 14:34:10 საათზე შემთხვევის ადგილზე მოდის პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლებიც გადაადგილდებიან იმ მიმართულებით სადაც წაქცეული უნდა იყოს ბ------ ღ-------, 14:35:38 საათზე ბ------ ღ------- საკაცით გადაჰყავთ და ათავსებენ სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში, ხოლო 14:36:07 საათზე კადრში ჩანს, რომ პოლიციის მუშაკები პოლიციის ავტომანქანაში სვამენ დაკავებულ დ-------- კ-----------ს. ვიდეოჩანაწერი მთავრდება 14:50:57 საათზე.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ,,ს----------–----------’’ და ინდ. მეწარმე ს------ მ--------- სავალუტო ჯიხურის გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები ორ ცალ DVD-R დისკზე.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, დ-------- კ------------ პირადი ჩხრეკისას ამოღებული, აგრეთვე ა---------– გ-----–----აგან ამოღებული, ბ------ ღ-------- კუთვნილი ხელჯოხები;

 

საგამოძიებო მოქმედებების სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: დავით ხამაშურიძემ, გ------- მანაგაძემ და დავით ნაკაშიძემ. გ------- მანაგაძემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ასევე განმარტა, რომ დათვალიერების ოქმში მის მიერ მითითებული ფრაზა: ,,ბ------ ღ------- თავის მხრივ შეძლებისდაგვარად დარტყმებითვე პასუხობს დ-------- კ-----------ს და ცდილობს მის მოგერიებას’’ - არის მისი შეფასება.

 

15.11.2018 წლის სამედიცინო ექსპერტიზის N007954618 დასკვნის თანახმად ,,15.11.2018 წელი 01:59 – 02:07 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ: დ-------- კ-----------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე და მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში არსებული ნაჭდევების სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს“.

 

26.11.2018 წლის ზესტაფონში ა----–-----–-- ქუჩაზე 14:35 საათზე გამოძახებაზე გასული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ წარმოებული სამედიცინო ბარათის (N489) თანახმად ,,მიწაზე გულაღმაა ხანშიშესული მამაკაცის გვამი. თვითმხილველების გადმოცემით თხუთმეტი წუთის წინ მომხდარი ჩხუბის შემდეგ დავარდა მიწაზე და გააჩერა სუნთქვა, თავის არეში თხემთან აღენიშნება ორი დაჟეჟილი სისხლიანი ჭრილობა ირგვლივ სისხლჩაქცევით, მისვლისას დაფიქსირდა სიკვდილი“.

 

29.11.2018 წლის სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N000209919 დასკვნით დადგენილია, რომ დ-------- კ-----------ს აღენიშნება თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით (ეპილეფსიური გენეზის) გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა - ორგანული პიროვნული აშლილობა (კოდი F07.0 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს დ-------- კ----------- არ იმყოფებოდა პათოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. მას აღენიშნებოდა თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით (ეპილეფსიური გენეზის) გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით დ-------- კ-----------ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში, მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას იგი დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით დ-------- კ----------- იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.

 

14.11.2018 წლის სამედიცინო ექსპერტიზის N007958518 დასკვნით დადგენილია, რომ ,,მოქალაქე ბ------ ღ-------- სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი ნაადრევი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევემდე გასული უნდა იყოს დროის 07 საათი. მოქ: ბ------ ღ-------- გვამის გამოკვლევით აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: უსწოროკიდეებიანი ჭრილობები შუბლის მიდამოში მარცხნივ და თხემის მიდამოში ცენტრალურად, სისხლჩაქცევებით თავის ქალას რბილი საფარის ქსოვილში, თავის ტვინის რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ნათხემში და მოგრძო ტვინში. ქალა-სარქველისა და ქალა-ფუძის ძვლების დამსხვრეული მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობები. თავის ტვინის ნივთიერების მკვეთრად გამოხატული შეშუპებით, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს“.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N002637719 დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა: პაკეტებში წარწერით: „ქ. ზესტაფონში ა----–-----–-- ქუჩის N39-ში მდებარე „ბ--–-----“ ოფისის წინამდებარედ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ქვეითად მავალთა ბლოკის მოპირკეთების ზედაპირიდან აღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში, ქ. ზესტაფონში ა----–-----–-- ქუჩის N39-ში მდებარე „ბ--–-----“ ოფისის წინამდებარედ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ქვეითად მავალთა ბლოკის მოპირკეთების ზედაპირიდან აღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში, ქ. ზესტაფონში ა----–-----–-- ქუჩის N39-ში მდებარე „ბ--–-----“ ოფისის წინამდებარედ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ასფალტის ზედაპირიდან აღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში, ქ. ზესტაფონში ა----–-----–-- ქუჩის N39-ში მდებარე „ბ--–-----“ ოფისის წინამდებარედ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ქვეითად მავალთა ბლოკის მოპირკეთების ზედაპირიდან აღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში“, ქ. ზესტაფონში ა----–-----–-- ქუჩის N39-ში მდებარე „ბ--–-----“ ოფისის წინამდებარედ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ქვეითად მავალთა ბლოკის მოპირკეთების ზედაპირიდან აღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში“ მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N1-5) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ბ------ ღ-------- (ობ. N33, პაკეტი წარწერით: სისხლის ნიმუში აღებული ბ------ ღ-------- გვამიდან); პაკეტში წარწერით: „ბრალდებულ დ-------- კ------------ პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ზონარ შებმული ჯოხი, რომელზეც აღინიშნება სისხლისმაგვარი ლაქები, მოწითალო ფერის“ მოთავსებულ ხის ჯოხზე არსებული მოწითალო ფერის დანაშრევი (ობ. N6) სისხლს არ წარმოადგენს. ამავე ჯოხზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N7) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ-------- კ-----------ს (ობ. N32, პაკეტი წარწერით: ბრალდებულ დ-------- კ------------ ნერწყვის ნიმუში); პაკეტში წარწერით: „ა---------– გ-----–---- მიერ წარმოდგენილი ბ------ ღ-------- პლასტმასის ხელჯოხი“ მოთავსებულ ჯოხზე არსებული მოყავისფრო დანაშრევი (ობ. N8) სისხლს არ წარმოადგენს. ამავე ჯოხზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N9) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთ-ერთი წილი ბ------ ღ-------- (ობ. N33), ხოლო მეორე წილი დ-------- კ------------ (ობ. N32) გენეტიკური პროფილის იდენტურია; პაკეტში წარწერით: „ქ. ზესტაფონი, ა---------– გ-----–---- მიერ წარმოდგენილი ბ------ ღ-------- ქუდი“ მოთავსებულ ქუდზე (ობ. N10) და პაკეტში წარწერით: „ა---------– გ-----–---- მიერ წარმოდგენილი ბ------ ღ-------- ქურთუკი“ მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N10-12) წარმოადგენს ადამიანის სიხლს, რომელიც ეკუთვნის ბ------ ღ-------- (ობ. N33); პაკეტში წარწერით: „დ-------- კ------------აგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი“ მოთავსებულ ქურთუკზე (ობ. N13,14), შარვალზე (ობ. N15,16) და ჟილეტზე (ობ. N17,18) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სიხლს, რომელიც ეკუთვნის დ-------- კ-----------ს (ობ. N32). ამავე პაკეტში მოთავსებულ ჯემპრსა და ფეხსაცმელზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა; პაკეტში წარწერით: „ბ------ ღ-------- გვამიდან ამოღებული ტანსაცმელი“ მოთავსებულ ჯემპრზე (ობ. N19), პერანგზე (ობ. N20), უსახელო მაისურზე (ობ. N21), შარვალზე (ობ. N22), პულოვერზე (ობ. N23), გრძელსახელოებიან მაისურზე (ობ. N24), მარცხენა ფეხსაცმელზე (ობ. N27) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ბ------ ღ-------- (ობ. N33). ამავე პაკეტში მოთავსებულ სპორტულ შარვალზე არსებული მოწითალო ფერის ლაქა (ობ. N25) და ქვედა საცვალზე არსებული მოყვითალო ლაქა (ობ. N26) სისხლს არ წარმოადგენს, ხოლო ამავე პაკეტში მოთავსებულ წინდასა და მოყავისფრო ქსოვილის ფრაგმენტზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა; პაკეტში წარწერით: „ბ------ ღ-------- გვამიდან აღებული ხელის ანაწმენდები“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N28,29) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ბ------ ღ-------- (ობ. N33); პაკეტში წარწერით: „ბ------ ღ-------- გვამიდან აღებული ფრჩხილების ნიმუშები“ მოთავსებულ ფრჩხილის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N30,31) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ბ------ ღ-------- (ობ. N33).

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა: გ-- გ------------, ა---- ტ-----–----, მ------ მ-----–---–--, თ----- ნ-----–--–---–-- და ვ---- ო-------- დადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახ (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით), კერძოდ: პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. შესაძლებელია დამნაშავეს არ სურდეს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას. ამდენად, სასამართლომ უნდა დაადგინოს რამდენად მოიცავდა დ-------- კ------------ განზრახვა ბ------ ღ-------- სიცოცხლის მოსპობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 14:20 საათზე, ქ. ზესტაფონში, დავით ა----–-----–-- ქუჩის N3--------------ში არსებული შენობების წინამდებარედ, შპს ,,ზესტაფონის მუნიციპალური პარკირების რეგულირების საწარმოს“ სატრანსპორტო საშუალებების სადგომის ტერიტორიაზე, დ-------- კ-----------მ განაწყენების ნიადაგზე შურისძიების მოტივით, მარჯვენა ხელში მომარჯვებული ხის კეტის თავის არეში არაერთი ძლიერი ჩარტყმით ბ------ ღ-------- შუბლის მიდამოში მარცხნივ და თხემის მიდამოში ცენტრალურად მიაყენა დაზიანებები ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად შეშუპების გამო (ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით) ბ------ ღ------- შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

 

სასამართლო უთითებს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სწორედ დ-------- კ------------ ქმედების შედეგად დადგა ბ------ ღ-------- სიკვდილი, რომლის მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით, მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს დ-------- კ-----------ს ჰქონდა თუ არა ბ------ ღ-------- სიცოცხლის მოსპობის განზრახვა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის დადგომის გარდაუვალობას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დ-------- კ-----------ს ცალსახად გაცნობიერებული ჰქონდა მისი მოქმედების მართლწინააღმდეგობა (ყველა საშუალო გონებრივი განვითარების მქონე ადამიანმა იცის, რომ ხელჯოხის არაერთჯერადი დარტყმა არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება), ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას (საშუალო გონებრივი განვითარების მქონე ადამიანი, როდესაც ხელჯოხს - გასათვალისწინებელია ხელჯოხის პარამეტრები, შემადგენლობა და სიმკვრივე - ძლიერად არაერთხელ ურტყამს მეორე ადამიანს სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მიდამოში - თავის არეში, შეუძლებელია ვერ გააცნობიეროს, რომ ამგვარი დაზიანება - ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა, რის შედეგად განვითარდა თავის ტვინის მკვეთრად შეშუპება - მაღალი ალბათობით შეუთავსებელი იქნება სიცოცხლესთან) და შესაძლოა დ-------- კ-----------ს არც სურდა ბ------ ღ-------- გარდაცვალება, თუმცა საქმის ფაქტობრივი გარემოებების კომპლექსური ანალიზისა და ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებიდან (ხელჯოხის თავის არეში არაერთჯერადი დარტყმა) გამომდინარე, ცალსახაა, რომ ითვალისწინებდა მძიმე შედეგის (სიკვდილის) განხორციელების გარდაუვალობას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა განზრახვის შემადგენელი ყველა კომპონენტი.

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ დ-------- კ----------- მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აუცილებელი მოგერიება შესაძლებელია როგორც საკუთარი, ასევე სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების დროს თავდასხმა უნდა იყოს ობიექტურად, რეალურად საშიში და მომგერიებელს სუბიექტურად უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი. სტრუქტურულად კი გამოიხატება უკიდურეს მდგომარეობაში, უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებაში და თავდაცვის სურვილში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელყოფა გარდა იმისა, რომ უნდა იყოს რეალური, იგი უნდა იყოს ასევე მართლსაწინააღმდეგო, იმწუთიერი, რელევანტური ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი და სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბ------ ღ-------მ მას შემდეგ რაც სწორედ დ-------- კ----------- მასთან მივიდა აგრესიულად, ჩქარი ნაბიჯით, მხოლოდ ხელი კრა ამ უკანასკნელს, დ-------- კ-----------მ კი მის მიმართ განახორციელა ხელჯოხის არაერთჯერადი დარტყმა თავის არეში. ბ------ ღ------- მხოლოდ დ-------- კ------------ მიერ ხელჯოხის დარტყმის შემდეგ ურტყამს მას. გასათვალისწინებელი გარემოებაა, რომ ბ------ ღ-------- მიერ გამოყენებული ხელჯოხი იყო პლასტმასის, ხოლო დ-------- კ------------ ხელჯოხი დამზადებულია ხის მასალისაგან. სასამართლო სხდომაზე მითითებული ხელჯოხების გამოკვლევისას ცალსახად დადგინდა, რომ დ-------- კ------------აგან ამოღებული დანაშაულის იარაღი ხელჯოხი მკვეთრად განსხვავდება ბ------ ღ-------- კუთვნილი ხელჯოხისაგან, როგორც ფიზიკური პარამეტრებით, ისე შემადგენლობის მასალით და იგი მნიშვნელოვნად აღემატება გარდაცვლილის ხელჯოხის იმავე მონაცემებს. ბ------ ღ-------- ქმედებები, არ ყოფილა იმგვარი ხასიათის, რაც ობიექტურად და რეალურად საშიში იქნებოდა დ-------- კ------------ სიცოცხლისათვის ან მინიმუმ ჯანმრთელობისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის ინიციატორია დ-------- კ-----------, რომელიც თავად მიდის აჩქარებული ნაბიჯით ბ------ ღ--------თან და მის მიმართ ახორციელებს არაერთჯერად დარტყმას თავის არეში. შესაბამისად, დ-------- კ------------ მიერ ბ------ ღ-------- მიმართ ხელჯოხის არაერთჯერადი დარტყმა არ წარმოადგენდა უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებას, რაც მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებით იქნებოდა განპირობებული. შესაბამისად, დაცვის მხარის ვერსია, რომ თითქოს დ-------- კ----------- იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და დაზარალებულისათვის ხელჯოხის დარტყმა სწორედ ამ გარემოებით იყო განპირობებული, სასამართლოს სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულად მიაჩნია. აღსანიშნავია, რომ აუცილებელი მოგერიებისათვის სავალდებულოა, რომ არსებობდეს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა, მოცემულ შემთხვევაში კი დ-------- კ----------- არ იყო აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და დაზარალებულისათვის ხელჯოხის არაერთჯერადი დარტყმით (სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მიდამოში, თავის არეში), გამოავლინა ბ------ ღ-------- სიცოცხლის მოსპობის განზრახვა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დ-------- კ------------ ქმედების შემადგენლობის განხორციელებისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი და იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „i№ dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ-------- კ-----------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით;

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი, რომლითაც დ-------- კ-----------ს უნდა დაედოს მსჯავრი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს დ-------- კ------------ პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულ დ-------- კ----------- მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს და დ-------- კ------------ ჯანმრთელობის მდგომარეობას (შეზღუდული შერაცხადობა).

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

ამდენად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე ბრალდებულ დ-------- კ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, დ-------- კ------------ პირადი ჩხრეკისას ამოღებული ზონარშებმული ხის ჯოხი, ნერწყვის ნიმუში, ბ------ ღ-------- მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ანაწმენდები, მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ნიმუშები და სისხლის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოყავისფრო ფერის თეთრ ეტიკეტიანი უცხოენოვან წარწერიანი პლასტმასის თავდახურული ბოთლი წარწერით „RAGNAR” მასში არსებული სითხით, დ-------- კ------------ მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდის ნიმუში, მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ნიმუში, თმის ნიმუშები, მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ანაბეჭდები, ასევე გარდაცვლილ ბ------ ღ-------- გვამის თმის ნიმუშები და მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ხელის ნახჭის ნიმუშები - განადგურდეს.

 

დ-------- კ------------ ტანსაცმელი: მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი საფირმო მარკით „VILIN ARMY”, მოწითალო ფერის სპეციალური ფორმის ჟილეტი, რომელსაც გააჩნია შუქის ამრეკლი მორუხო ფერის ზოლები, მოშავო ფერის სპორტული სტილის ერთი წყვილი ფეხსაცმელი, დ-------- კ------------ პირადი ჩხრეკისას ქურთუკის მარჯვენა გულის ჯიბიდან ამოღებული შპს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის პარკირების რეგულირების საწარმოს 10 ცალი ქვითარი, ხოლო ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული 33 ცალი 20 თეთრიანი მონეტა, 5 ორმოცდაათ თეთრიანი მონეტა და ერთი 10 თეთრიანი და ერთი 5 თეთრიანი მონეტა - დაუბრუნდეს დ-------- კ-----------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

გარდაცვლილ ბ------ ღ-------- ტანსაცმელი, მოყვითალო ფერის უმკლავო სპეცტანსაცმელი, კუბოკრული გრძელ მკლავიანი პერანგი, მონაცრისფრო ფერის სვიტერი, მოწითალო ფერის ჯემპრი, მოლურჯო ფერის სვიტერი, მოლურჯო ფერის შარვალი, მოშავო ფერის სპორტული სტილის შარვალი, მონაცრისფრო ფერის მოთეთრო ფერის ჩანართებით ტრუსი, მოლურჯო ფერის მოთეთრო ფერის ჩანართებით წყვილი წინდები, მოშავო ფერის წყვილი ტუფლები, მონაცრისფრო ფერის წელის ბანდაჟი, მოლურჯო ფერის ნაქსოვი ქუდი, შავი ფერის ზამთრის ქურთუკი, 41სმ სიგრძის პლასტმასის მილისგან დამზადებული ხელჯოხი, ბ------ ღ-------- პირადი ნივთები, პარკირების კოორდინატორის ბარათი (ბეიჯი) ბ------ ღ-------- სახელზე, ვერცხლისფერი ლითონის სამაჯურიანი მაჯის საათი, ფულადი თანხა ერთი - 1 (ერთი) ლარიანი, ერთი - 50 (ორმოცდაათი) თეთრიანი, ოცდათხუთმეტი - 20 (ოცი) თეთრიანი, ხუთი - 10 (ათი) თეთრიანი და ერთი - 5 (ხუთი) თეთრიანი რკინის მონეტები, სულ 9 (ცხრა) ლარი და 5 (ხუთი) თეთრი - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

სს „ს----------–----------“ და ინდ. მეწარმე ს------ მ--------- სავალუტო ჯიხურის გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები 2 (ორი) ცალ DVD-R-ის ფორმატის დისკზე - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ-------- კ----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

დ-------- კ------------ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

დ-------- კ-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 14 ნოემბრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, დ-------- კ------------ პირადი ჩხრეკისას ამოღებული ზონარშებმული ხის ჯოხი, ნერწყვის ნიმუში, ბ------ ღ-------- მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ანაწმენდები, მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ნიმუშები და სისხლის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოყავისფრო ფერის თეთრ ეტიკეტიანი უცხოენოვან წარწერიანი პლასტმასის თავდახურული ბოთლი წარწერით „RAGNAR” მასში არსებული სითხით, დ-------- კ------------ მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდის ნიმუში, მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ნიმუში, თმის ნიმუშები, მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ანაბეჭდები, ასევე გარდაცვლილ ბ------ ღ-------- გვამის თმის ნიმუშები და მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ხელის ნახჭის ნიმუშები - განადგურდეს.

 

დ-------- კ------------ ტანსაცმელი: მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი საფირმო მარკით „VILIN ARMY”, მოწითალო ფერის სპეციალური ფორმის ჟილეტი, რომელსაც გააჩნია შუქის ამრეკლი მორუხო ფერის ზოლები, მოშავო ფერის სპორტული სტილის ერთი წყვილი ფეხსაცმელი, დ-------- კ------------ პირადი ჩხრეკისას ქურთუკის მარჯვენა გულის ჯიბიდან ამოღებული შპს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის პარკირების რეგულირების საწარმოს 10 ცალი ქვითარი, ხოლო ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული 33 ცალი 20 თეთრიანი მონეტა, 5 ორმოცდაათ თეთრიანი მონეტა და ერთი 10 თეთრიანი და ერთი 5 თეთრიანი მონეტა - დაუბრუნდეს დ-------- კ-----------ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

გარდაცვლილ ბ------ ღ-------- ტანსაცმელი, მოყვითალო ფერის უმკლავო სპეცტანსაცმელი, კუბოკრული გრძელ მკლავიანი პერანგი, მონაცრისფრო ფერის სვიტერი, მოწითალო ფერის ჯემპრი, მოლურჯო ფერის სვიტერი, მოლურჯო ფერის შარვალი, მოშავო ფერის სპორტული სტილის შარვალი, მონაცრისფრო ფერის მოთეთრო ფერის ჩანართებით ტრუსი, მოლურჯო ფერის მოთეთრო ფერის ჩანართებით წყვილი წინდები, მოშავო ფერის წყვილი ,,ტუფლები’’, მონაცრისფრო ფერის წელის ბანდაჟი, მოლურჯო ფერის ნაქსოვი ქუდი, შავი ფერის ზამთრის ქურთუკი, 41სმ სიგრძის პლასტმასის მილისგან დამზადებული ხელჯოხი, ბ------ ღ-------- პირადი ნივთები, პარკირების კოორდინატორის ბარათი (ბეიჯი) ბ------ ღ-------- სახელზე, ვერცხლისფერი ლითონის სამაჯურიანი მაჯის საათი, ფულადი თანხა ერთი - 1 (ერთი) ლარიანი, ერთი - 50 (ორმოცდაათი) თეთრიანი, ოცდათხუთმეტი - 20 (ოცი) თეთრიანი, ხუთი - 10 (ათი) თეთრიანი და ერთი - 5 (ხუთი) თეთრიანი რკინის მონეტები, სულ 9 (ცხრა) ლარი და 5 (ხუთი) თეთრი - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

სს „ს----------–----------“ და ინდ. მეწარმე ს------ მ--------- სავალუტო ჯიხურის გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები 2 (ორი) ცალ DVD-R-ის ფორმატის დისკზე - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური