განაჩენი

სისხლის სამართლის 06.09.2019
საქმის ნომერი
140100119003141760
თარიღი
06.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140100119003141760

N1/390-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

06.09.2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლ---- დარბაიძე

სხდომის მდივანი გიორგი მოწონელიძე

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - რ--------ნ ლაბაძე

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული - კ------- ი------ს ძე მ---–---–-, დაბადებული 1--- წლის 13---ისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5---------3, განქორწინებული, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული: გორის რაიონი, სოფელი მ------------, ფაქტობრივად მცხოვრები: გორის რაიონი, სოფელი კ-----.

 

კვალიფიკაცია

 

საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 258-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ კ------- მ---–---–მა ჩაიდინა საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წ-–---- ივნისს, დაახლოებით 02:15 საათზე, გორის რაიონის სოფელ კ----ში მდებარე სასაფლაოზე, კ------- მ---–---–- ცდილობდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა რ--------ნ კ--–-ძის გარდაცვლილი პაპისა და ბებიის - შ--–-- ნ--------ის და დ---ა-რ--------ნ ნ--------ე-რ------ის საფლავის მესერის ლითონის დეტალებს.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის კ------- მ---–---–- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 258-ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

კ------- მ---–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის 19, 258-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, მოწმეების - რ--------ნ კ--–-ძის, ლ---- ს----------ის, ზ------- ჩ-----–ის და ი-–-- გ-------ის გამოკითხვის ოქმები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა.

 

კ------- მ---–---–მა წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო თავი დამნაშავედ. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელ----ტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წ-–---- დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, ადგილი არ ჰქონია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია კ------- მ---–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 258-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს აზრით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ზემოთ დასახელებული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია კ------- მ---–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კ------- მ---–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 258-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასამართლო კ------- მ---–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

 

პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს კ------- მ---–---–-ს ნასამართლობას.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.

 

თავდაპირველად სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაული, რომლის ჩადენასაც კ------- მ---–---–- სრულად აღიარებს, განეკუთვნება საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ მიმართულ, ნაკლებად მძიმე კატეგორიის, განზრახ დანაშაულთა რიგს.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა თავისი ქცევით ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. მან საქმის არსებითი განხილვის პირველივე სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ და სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. კ------- მ---–---–-ს მხრიდან რაიმე ფორმით მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ბრალდებულის სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: კ------- მ---–---–- არის 42 წლის, არის ნასამართლევი, განქორწინებულია, დაავადებულია ტ----------–-----ით, ჰყავს მოხუცი დედა, რომელიც საჭიროებს მუდმივ მკურნალობას და მზრუნველობას.

 

სასამართლოს აზრით, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ იმას, რომ სასჯელის მიზნების მისაღწევად კ------- მ---–---–-ს საზოგადოებისაგან იზოლირება არ იქნება სამართლიანი. სასამართლო მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის და მისი სხვა დადებითი პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, კ------- მ---–---–-ს მიმართ უნდა გამოყენებულ იქნეს არასაპატიმრო სასჯელი ჯარიმის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

 

სასამართლოს აზრით, კ------- მ---–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2300 (ორი ათას სამასი) ლარის ოდენობით, რაც მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 6----–---დან 2019 წ-–---- სექტემბრის ჩათვლით), უნდა შეუმცირდეს 1800 (ათას რვაასი) ლარით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 42-ე და 62-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-ე-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე მუხლებით და

დაადგინა

 

1. კ------- მ---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 258-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2300 (ორი ათას სამასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კ------- მ---–---–ს ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2019 წლის 6----–---დან 2019 წ-–---- სექტემბრის ჩათვლით), შეუმცირდეს 1800 (ათას რვაასი) ლარით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

2. კ------- მ---–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

· კ------- მ---–---–-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ოთხი ცალი მეტალის ორნამენტის ნატეხი და შემთხვევის ადგილიდან ამღებული თორმეტი ცალი მეტალის დეტალი დაუბრუნდეს დაზარალებულ რ--------ნ კ--–-ძეს;

 

· კ------- მ---–---–-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფანარი განადგურდეს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლ---- დარბაიძე