განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100119003004858
N1/69-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
06.09.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ -ვა------- ჯა---–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ვა------- ჯა---–--ლი;
მამის სახელი: სვ-------
დაბადებული: 29.08.1----–--–--
პირადი ნომერი: 4----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის მქონე;
რეგისტრირებული: ქ. ყვარლი, ქეთევან დედოფლის ქ. N7--
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ყვარლი, ქეთევან დედოფლის ქ. N7-.
1. პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
კვალიფიკაცია: ვა------- ჯა---–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის;
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ქ. ყვარელი, ქეთევან დედოფლის ქ. N7--ში მცხოვრები ვა------- ჯა---–--ლი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვა------- ჯა---–--ლი, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, დედას - ირ-- ჯა---–--ლს, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას. ვა------- ჯა---–--ლის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა ირ-- ჯა---–--ლის ტანჯვას. 2019 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 15:40 საათზე, ქ. ყვარელი, ქეთევან დედოფლის ქ. N7--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126’-ე მუხლით ნასამართლევმა ვა------- ჯა---–--ლმა ხელის არეში წაუჭირა ხელი დედას ირ-- ჯა---–--ლს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ვა------- ჯა---–--ლი 2019 წლის 20 აპრილს 20:40 საათზე დააკავეს და 2019 წლის 21 აპრილს და 2019 წლის 20 მაისს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე'' ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
2. სასამართლომ დაადგინა:
ქ. ყვარელი, ქეთევან დედოფლის ქ. N7--ში მცხოვრები ვა------- ჯა---–--ლი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვახტანგ ჯა---–--ლი, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, დედას - ირ-- ჯა---–--ლს, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ლახავდა მის პატივს და ღირსებას. ვა------- ჯა---–--ლის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა ირ-- ჯა---–--ლის ტანჯვას. 2019 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 15:40 საათზე, ქ. ყვარელი, ქეთევან დედოფლის ქ. N7--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126’-ე მუხლით ნასამართლევმა ვა------- ჯა---–--ლმა ხელის არეში წაუჭირა ხელი დედას ირ-- ჯა---–--ლს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ განიხილა, რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებები, მოუსმინა მოწმეებს, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ბრალდებულ ვა------- ჯა---–--ლის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თავალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და რომელიც საკარისია ვა------- ჯა---–--ლის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად იგი დამნაშავედ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 2-ე ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არაერთგზის.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. საქმის არსებითად განხილვის სხომაზე დაზარალებულმა ირ-- ჯა---–--ლმა დაადასტურა, რომ იგი ქ. ყვარელში, ქეთევან წამებულის ქუჩა N7--ში ცხოვრობს მეულესთან და შვილთან, ვა------- ჯა---–--ლთან ერთად. ვა------- ხშირად სვამს ალკოჰოლურ სასმელს და ამ დროს ხდბა აგრესიული. 2019 წლის 20 აპრილს მოწმე იმყოფებოდა სახლში და აცხობდა პურს, რა დროსაც მისმა შვილმა, ბრალდებულმა ვა------- ჯა---–--ლმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელის არეში მოუჭირა ხელი, რა დროსაც განიცადა ფიზილური ტკივილი. ბრალდებული როცა ნასვამია მას ხშირად აყენებს შეურაცხყოფას. დაზარალებულმა განაცხადა, რომ შვილს პატიობს ჩადენილს.
4.2. მოწმე მა----- ჯა---–--ლის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: იგი ცხოვრობს ქ. ყვარელში ქეთევან წამებულის ქუჩა N65-ში. ბრალდებული არის მისი მაზლის შვილი. ბრალდებული ხშირად სვამს ალკოჰოლურ სასმელს და ჩხუბობს დედასთან ირ-- ჯა---–--ლთან. 2019 წლის 20 აპრილს მასთან სახლში მივიდა ირ-- ჯა---–--ლი და სთხოვა დაერეკა პოლიციაში, რადგან ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოწმე წავიდა ირ-- ჯა---–--ლის სახლი და ეცადა დაეწყნარებინა ბრალდებული. ბრალდებულს და დაზარალებულს ხშირად აქვთ კონფლიქტი, როცა ბრალდებული ნასვამ მდგომარეობაშია. 2019 წლის 20 აპრილის კონფლიქტს მოწმე უშუალოდ არ შესწრებია, გადმოცემით იცის, რომ ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს.
4.3. მოწმის სახით დაკითხულმა სვ----- ჯა---–--ლმა დაადასტურა, რომ იგი არის ბრალდებულის მამა. ცხოვრობს ცოლთან, ირ-- ჯა---–--ლთან და შვილთან, ბრალდებულ ვა------- ჯა---–--ლთან ერთად. მას კარგი ურთიერთობა აქვს შვილთან. ბრალდებული დედის მიმართ არის აგრესიული, რადგან იგი უშლის ალკოჰოლის მიღებას. 2019 წლის 20 აპრილს ბრალდებულმა სთხოვა ფული, მან მიცემაზე უარი უთხრა და გავიდა სახლიდან სახლის ეზოში. ეზოში ესმოდა, რომ დედა-შვილი ერთმანეთს უყვიროდნენ, მაგრამ სიტყვები არ ესმოდა. ბრალდებულს არ შეუგინებია, უთხრა, რომ უწესო ქალი ხარო. ფიზიკური დაპირისპირება არ დაუნახავს. შემდეგ როდესაც მისი მეუღლე ირ-- ჯა---–--ლი გარეთ გამოვიდა და მის ძასთან მიდიოდა უთხრა დაწყნარებულიყო და თავი შეეკავებინა.
4.4. მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ვა------- ჯა---–--ლმა - თავი სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2019 წლის 20 აპრილს, მან ნამდვილად, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას, ირ-- ჯა---–--ლს. ჩადენილი მოინანია.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან". მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებით განხილვაზე ბრალდებულ ვა------- ჯა---–--ლის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები: სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, გურჯაანის რაიონული სასანართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენი, ალკოტესტის შემოწმების ქვითარი, ბრალდებულის დაკავების ოქმი, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
4.6. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით". ამავე მუხლის 3-ე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა''. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა", სსსკ-ის 3-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.7. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებისას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა ( იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქმეზე Bardera, Messegue, Jadardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუმქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04, 04/10/2010, პუნქტი 32).
4.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვა------- ჯა---–--ლი ბრალეულია დანაშაულში გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზირებულია ოჯახური ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120 მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
5.2. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ხოლო ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.
5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატა: ა) ძალადობაში. ბ). სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში.
ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს. ამასთან მნიშვნელოვანია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებებსა და დამდაგარ შედეგს შორის, ასევე ის გარემოებაც, რომ პირის მიერ განხორციელებულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
5.4. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელია პირის მიერ ჩადენილი ქმედების მოცემული მუხლით დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილ იქნეს: სუბიექტთა წრე, რაც მდგომარეობს, იმაში რომ დაზარალებული უნდა იყოს ბრალდებულის ოჯახის წევრი; ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება, როგორიცაა ძალადობა, სისტემეტური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება; აღნიშნულ ქმედებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგი, როგორიცაა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში მხარეებმა უნდა წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო არსებით სდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
5.6. მიუხედავად იმისა რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი რიგი მტკიცებულებები, დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია და ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, მათი სამართლებრივი შეფასება და ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება, ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
5.7. სასამართლო, სხდომაზე გამოკვლეულ და საქმეში პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვა მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს, რომ მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრტივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
5.8. ყოველივე ზემოარნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვა------- ჯა---–--ლმა, რომელიც არის დაზარალებულის ირ-- ჯა---–--ლის შვილი და ოჯახის წევრი და 2018 წლის 27აპრილის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, არაერთგზის ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხავი გარემოებები არ დგინდება.
6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვა------- ჯა---–--ლის მიმართ დამამძიმებელი გარემობა არ დგინდება, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოება ქმედების აღიარება და მონანიება.
7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოსსსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის ფარგლებში დადგენილი სასჯელი, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
7.2. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
7.3. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 2-ე ნაწილი ''ე" ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
7.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომ ვა------- ჯა---–--ლს სისტემატური კონფლიქტი ჰქონდა დაზარალებულთან, მან ხელყო ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, ადამიანის ორგანზმის ჯანმრთელობა.
7.6. ვა------- ჯა---–--ლმა აღნიშნული ქმედება ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.
7.8. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
7.9. ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვა------- ჯა---–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ისეთი ღონისძიებით, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
ვა------- ჯა---–--ლს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 აპრილის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვა------- ჯა---–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-მუხლის 5-ე ნაწილის თანახმად გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის N1------ განაჩენით ვა------- ჯა---–--ლის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 5-ე ნაწილის თანახმად ამ განაჩენმა შთანთქოს 2018 წლის 27 აპრილის N1------ განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და საბოლოოდ ვა------- ჯა---–--ლს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი.
3. ვა------- ჯა---–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასაჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2019 წლის 20 აპრილის 20:40 საათიდან.
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5. განაჩენი, გამოტანიდან, შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირიN7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე