განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2019
საქმის ნომერი
330100119002936031
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1539-19

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ივნისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

 

პროკურორ – ლ---- გ-------–--ის

ბრალდებულ – ს------ ფ-------–---–ის

ადვოკატ – ი----- ქ-----–--ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

– ს------ დ------ს ძე ფ-------–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #-----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ------–--–---------------------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს------ ფ-------–---–ს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

 

მასვე წარედგინა ბრალდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს------ ფ-------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის დაახლოებით იანვრის თვეში, ქ.თბილისში, ს-----------------–------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ს------ ფ-------–---–მა თავის მეუღლეს - ლ---–- ხ-------ს ესროლა მინის ჭიქა, რაც ლ---–- ხ-------ს მოხვდა მარჯვენა ფეხზე, ბარძაყის არეში, რის გამოც ლ---–- ხ-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ასევე, 2019 წლის დაახლოებით თებერვლის თვეში, ქ.თბილისში, ს-----------------–------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ს------ ფ-------–---–მა თავის მეუღლეს - ლ---–- ხ-------ს ტუჩებზე ააფარა ხელი, რა დროსაც ლ---–- ხ-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ასევე, 2019 წლის 1 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ.თბილისში, ს-----------------–------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ს------ ფ-------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრებს, კერძოდ, მამას - დ----- ფ-------–---–ს, მეუღლეს - ლ---–- ხ-------ს და დას - მ--- ფ-------–---–ს. ს------ ფ-------–---–ის მუქარა დ----- ფ-------–---–მა, ლ---–- ხ-------მა და მ--- ფ-------–---–მა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ე.ი. ს------ ფ-------–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები და გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით გამოკვლეულ, ასევე უდავოდ ცნობილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი ყველა მტკიცებულება - ს------ ფ-------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ:

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ს------ ფ-------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულებმა - ლ---–- ხ-------მა, დ----- ფ-------–---–მა და მ--- ფ-------–---–მა ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს თავიანთი ახლო ნათესავის (შესაბამისად, მეუღლის, შვილის და ძმის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

ამასთან, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები უდავო მტკიცებულებებად იქნა ცნობილი.

 

სასამართლომ შეაფასა რა გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა ს------ ფ-------–---–ის მიერ ლ---–- ხ-------ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტებისა და ლ---–- ხ-------ის, დ----- ფ-------–---–ის და მ--- ფ-------–---–ის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის დასადასტურებლად, არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის სამტკიცებლად, რომ ს------ ფ-------–---–მა ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაულები.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ს------ ფ-------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, კერძოდ, დაზარალებულებმა გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება და უარი თქვეს ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. ასევე, საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა ბრალდებულმა, ხოლო უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები არ შეიცავს ბრალდებულის მამხილებელ საკმარის ინფორმაციას. შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე და შემსწრე პირები უარს აცხადებენ ჩვენების მიცემაზე, ხოლო სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულება კი არ არსებობს, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას დადასტურებულად მიეჩნია ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრების მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს პირის მსჯავრდების საფუძვლიანობაზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს------ ფ-------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სახეზე არ არის საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს------ ფ-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის იანვრის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. ს------ ფ-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის თებერვლის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

3. ს------ ფ-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და ს------ ფ-------–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

5. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ ლაზერულ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

 

6. ს------ ფ-------–---–ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი