განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3950-17
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – რ---- ხ--------ის
ბრალდებულ – ი-----–- ჯ------ს
ადვოკატ – დ------ ს-------–--ას
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
– ი-----–- მ---------ის ძე ჯ------ს, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, მცხოვრების: ქ------------–------------–----------------ში, ამჟამად აღკვეთის ღონისძიების გარეშე მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–- ჯ------ს წარედგინა ბრალდება ოჯახში ძალადობისათვის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–- ჯ------ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თბილისში, უ-------------------------------------ში, საცხოვრებელ მისამართზე მყოფმა დ---- ჭ----------მ და დედამისმა - ლ------ ხ------–---მ საყოფაცხოვრებო საკითხზე უთანხმოების გამო იკამათეს დ---- ჭ----------სთან წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი-----–- ჯ------სთან. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ი-----–- ჯ------მ, მათი არასრულწლოვანი შვილის - ა------- ჯ------ს თანდასწრებით, სახის არეში ხელი გაარტყა ლ------ ხ------–---ს, ხოლო შემდეგ ყელის მიდამოში ხელი წაუჭირა დ---- ჭ----------ს და გაარტყა მუშტი, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ე.ი. ი-----–- ჯ------ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება – ი-----–- ჯ------ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულმა ი-----–- ჯ------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2016 წლის 23 ნოემბრის წინა დღეებში დაურეკა ყოფილმა მეუღლემ – დ---- ჭ----------მ და უთხრა, რომ ჩამოსული იყო თბილისში, აპირებდა მათი საერთო შვილის - ა------- ჯ------ს მონათვლას და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დასალაპარაკებლად სთხოვა მასთან მისვლა. 2016 წლის 23 ნოემბერს, იგი ნათლიასთან - ო---- ხ------–---სთან ერთად მივიდა თავისი ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ სახლში, – ქ. თბილისში, უ-------------------------------------ში, სადაც კარი გაუღო ბავშვმა - ა------- ჯ------მ და როგორც კი სახლში შევიდნენ, ლ------ ხ------–---მ დაიწყო მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, ხოლო შემდეგ ბავშვის მიმართაც გამოხატა ბებიამ უხეში დამოკიდებულება, რამაც გააღიზიანა ი-----–- ჯ------ და სიტყვიერი შეურაცხყოფა (და არა ფიზიკური) მიაყენა ლ------ ხ------–---ს და ო----სთან ერთად დატოვა საცხოვრებელი ადგილი. დ---- ჭ----------სთვის კი მას არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ბრალდებულის განმარტებით, მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან მის წინააღმდეგ განცხადების შეტანის ინტერესი იყო მათი საერთო შვილის საზღვარგარეთ გაყვანა, რისი წინააღმდეგიც იყო თავად, თუმცა დ----მ მაინც მიაღწია ამას და 2018 წლის აგვისტოში მათი საერთო შვილი ისე გაიყვანა საქართველოდან, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა.
დაზარალებულ დ---- ჭ----------ს ჩვენების თანახმად, 2010 წლიდან ი-----–- ჯ------სთან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მალევე ი-----–- ჯ------მ მასზე დაიწყო ძალადობა და დაახლოებით 2013 წელს ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. 2016 წლის 25 ნოემბერს გეგმავდა მათი საერთო შვილის - ა------- ჯ------ს ნათლობას, რის შესახებაც რამდენიმე დღით ადრე შეატყობინა ი-----–- ჯ------ს. 2016 წლის 23 ნოემბერს, მისი ყოფილი მეუღლე ო---- ხ------–---სთან ერთად მივიდა მის საცხოვრებელ სახლში, ქ. თბილისში, უ-------------------------------------ში, სადაც შესვლისთანავე, მათი არასრულწლოვანი შვილის - ა------- ჯ------ს თანდასწრებით, დედამისს - ლ------ ხ------–---ს გაარტყა ხელი, ასევე, ამ უკანასკნელს ი-----–- ჯ------მ და ო---- ხ------–---მ შეაფურთხეს. აღნიშნულზე მან გამოთქვა პროტესტი, რის გამოც ასევე მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ი-----–- ჯ------მ მასაც დაარტყა ხელი. ამის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. დ---- ჭ----------ს განმარტებით, აღნიშნული კონფლიქტის დროს მათთან სახლში იმყოფებოდა მეზობელი - ბ--- ხ------------, რომელმაც შეძლო ი-----–- ჯ------ს და ო---- ხ------–---ს გაყვანა მათი სახლიდან, ხოლო თავად გამოიძახა საპატრულო პოლიცია.
დაზარალებულ ლ------ ხ------–---ს ჩვენების თანახმად, 2016 წლის 23 ნოემბერს, მის საცხოვრებელ სახლში, ქ-------–--–----------------------------------------ში, მივიდა მისი ყოფილი სიძე – ი-----–- ჯ------ ო---- ხ------–---სთან ერთად. სახლში შესვლისთანავე, ბავშვის - ა------- ჯ------ს თანდასწრებით, ი-----–- ჯ------მ მას დაარტყა ხელი და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ანალოგიური გააკეთა ო---- ხ------–---მაც. განხორციელებული დარტყმის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. შემდეგ მათი გაყვანა შეძლო მათ ოჯახში მყოფმა მეზობელმა - ბ--- ხ------------მ. ლ------ ხ------–---ს განმარტებით, აღნიშნული ძალადობის ფაქტს ა------- ჯ------ს გარდა, შეესწრო მისი შვილი - დ---- ჭ----------, რომელმაც გააპროტესტა დედის მიმართ განხორციელებული შეურაცხმყოფელი მოქმედება, რის გამოც ი-----–- ჯ------მ მასაც დაარტყა ხელი ა------- ჯ------ს თანდასწრებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული არასრულწლოვანი მოწმის – ა------- ჯ------ს გამოკითხვის ოქმი (წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, იგი იმყოფება საზღვარგარეთ), რომლის მიხედვით ირკვევა, რომ 2016 წლის 23 ნოემბერს, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მათთან მივიდა მამა - ი-----–- ჯ------ და ბებიას - ლ------ ხ------–---ს და დედას - დ---- ჭ----------ს სახეში დაარტყა ხელი და შეაფურთხა, ასევე, ბებიას და დედას ხელი დაარტყა და შეაფურთხა მამამისის თანმხლებმა პირმაც. ამასთან, ორივეს - მამამისს და მის თანმხლებ პირს ჰქონდათ დანები. აღნიშნული ჩხუბისა და კონფლიქტის გამო მას შეეშინდა და იტირა.
სოციალურმა მუშაკმა რ--------- ქ--------–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო არასრულწლოვანი მოწმის - ა------- ჯ------ს გამოკითხვაში, რაც ჩატარდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. მოწმემ დაადასტურა ა------- ჯ------ს გამოკითხვის ოქმის სისწორე.
ა------- ჯ------ს ბაღის აღმზრდელ-პედაგოგმა ე---------- ა--–-----–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ა------- ჯ------ ბაღში ძირითადად დაჰყავდა ბებიას, ხანდახან მიჰყავდა დედასაც, ხოლო მამას იგი არ იცნობს.
მოწმე ბ--- ხ------------ს ჩვენების თანახმად, 2016 წლის 23 ნოემბერს, იგი იმყოფებოდა მეზობლის - დ---- ჭ----------ს საცხოვრებელ სახლში და ბავშვს - ა------- ჯ------ს ეხმარებოდა სათამაშოს აწყობაში, რა დროსაც მივიდა ა-------ს მამა, რომელმაც დაიწყო ბავშვთან თამაში. ამასობაში დ---- ჭ----------ს დედამ დაიწყო ხმამაღალი საუბარი, რაც სიდედრსა და სიძეს შორის გადაიზარდა დაძაბულ საუბარში, რის გამოც მან ი-----–- ჯ------ გაიყვანა გარეთ და შეძლო კონფლიქტის განმუხტვა. მოწმის განმარტებით, ი-----–- ჯ------მ სიდედრს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო მისი მხრიდან ლ------ ხ------–---ს ან დ---- ჭ----------ს მიმართ ხელის დარტყმის ფაქტი მას არ დაუნახავს.
დაცვის მხარის მოწმე ო---- ხ------–---მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 23 ნოემბერს, იგი ი-----–- ჯ------სთან ერთად მივიდა ამ უკანასკნელის შვილის - ა------- ჯ------ს სანახავად. კარები გააღო ბავშვმა. სახლში შესვლისთანავე, მათ მიმართ ლ------ ხ------–---მ დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, შემდეგ კი ბავშვის მიმართაც გამოხატა უხეში დამოკიდებულება, რამაც ი-----–- ჯ------ ძალიან გააღიზიანა და სიტყვიერი შელაპარაკება მიაყენა ლ------ ხ------–---ს, რის გამოც მან ი-----–- განარიდა შექმნილ სიტუაციას. ო---- ხ------–---ს განმარტებით, არც მისი და არც ი-----–- ჯ------ს მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ლ------ ხ------–---ს ან დ---- ჭ----------ს მიმართ ადგილი არ ჰქონია. ასევე, არცერთს არ ჰქონია დანა.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------------------–----------------–--- - გ-----------–-–---–ი და ზ------ ბ------–---–ი, რომელთაც დაადასტურეს მათ მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცდა 2016 წლის 24 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--------–-–-------- განყოფილების მიერ მოძალადე ი-----–- ჯ------ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი (დ---- ჭ----------ს და ლ------ ხ------–---ს მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო) და მას ერთი თვით აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
ამის შემდეგ, რამდენიმე თვეში, დ---- ჭ----------სა და ი-----–- ჯ------ს შორის დაიწყო სამართლებრივი დავა მათ საერთო შვილთან ურთიერთობასთან და ალიმენტთან დაკავშირებით, პარალელურად დ---- ჭ----------მ მიმართა სასამართლოს ი-----–- ჯ------ს მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ თითქოსდა ი-----–- ჯ------ აგრძელებდა მის მიმართ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, თუმცა სასამართლოს 201--–-–-------------- გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მისი უსაფუძვლო მოთხოვნა და აღინიშნა, რომ „შემაკავებელი ორდერით განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, იგი ემსახურება ოჯახში არსებული კონფლიქტური სიტუაციის დროებით მოწესრიგებას და არა პიროვნებისათვის მოძალადის სტატუსის სამუდამოდ მინიჭებას“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ---- ჭ----------ს სარჩელი, კერძოდ: მოპასუხე ი-----–- ჯ------ს არასრულწლოვანი შვილის – ა------- ჯ------ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა. ასევე, ი-----–- ჯ------ს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი ბავშვის – ა------- ჯ------ს მიმართ პასპორტის აღების და მისი საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში, რაც უკავშირდება არასრულწლოვნის მკურნალობას, ჯანმრთელობის პრობლემების აღმოფხვრას, განათლებას, დასვენებას და არ იქნება დაკავშირებული არასრულწლოვანი ბავშვის საზღვარგარეთ დარჩენასთან. ამავე გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი-----–- ჯ------ს შეგებებული სარჩელი და სასამართლო წესით განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის კონკრეტული დღეები და საათები.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.
სასამართლომ შეაფასა რა გამოკვლეული მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა ი-----–- ჯ------ს მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის დასადასტურებლად, არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის სამტკიცებლად, რომ ი-----–- ჯ------მ ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთი ნაწილი - დ---- ჭ----------ს და ლ------ ხ------–---ს ჩვენებები, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნებული მცირეწლოვან ა------- ჯ------ს გამოკითხვის ოქმი, ადასტურებს ი-----–- ჯ------ს მხრიდან დ---- ჭ----------ს და ლ------ ხ------–---ს მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს, თუმცა მეორე ნაწილი - თავად ბრალდებული ი-----–- ჯ------, მისი თანმხლები პირი ო---- ხ------–--- და სავარაუდო კონფლიქტის შემსწრე მეზობელი - ბ--- ხ------------ აცხადებენ, რომ არც დ---- ჭ----------ს და არც ლ------ ხ------–---ს მიმართ ი-----–- ჯ------ს მხრიდან ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა და ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ კონფლიქტს. სხვა დამატებითი მტკიცებულება, რომელიც განსახილველ ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოს გარკვეული შეფასების შესაძლებლობას მისცემდა, წარმოდგენილი არ არის. ამ ფონზე, წარმოდგენილი ურთიერთსაპირისპირო პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს რომელი მათგანი აკმაყოფილებს უტყუარობის კრიტერიუმს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგადად, მსხვერპლის მიერ სამართალდამცავ ორგანოებში განცხადების შეტანა მიზნად უნდა ისახავდეს მოძალადისაგან მის დაცვას და მყისიერ რეაგირებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ძალადობის განმეორების შესაძლებლობა და მისგან მომდინარე ნეგატიური შედეგები. განცხადების მიზანი არ უნდა იყოს ამა თუ იმ პირის დასჯა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს უჩნდება ეჭვის საფუძველი, რომ დ---- ჭ---------- და ლ------ ხ------–--- მიზნად ისახავდნენ არა მოძალადისაგან თავდაცვას, არამედ ი-----–- ჯ------ს მიმართ ერთგვარ „ანგარიშსწორებას“, რამდენადაც თუ მათი მხრიდან მიზნად დასახული იქნებოდა თავდაცვა, მაშინ აღნიშნული განცხადება სამართალდამცავ ორგანოებში უნდა შეტანილიყო კონფლიქტის დღეს - 2016 წლის 23 ნოემბერს, როცა მათი გამოძახების საფუძველზე პოლიციის თანამშრომლები ადგილზე იყვნენ მისულები და მოძალადის მიმართ გამოიცა კიდეც შემაკავებელი ორდერი, რაც ნიშნავს, რომ პოტენციურ მსხვერპლებს ურთიერთობა ჰქონდათ პოლიციის თანამშრომლებთან და ჰქონდათ შესაძლებლობა – მიეწოდებინათ მათთვის ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებული ინფორმაციაც, თუმცა მათი მხრიდან იმ დროისათვის არ მოხდა ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით რეაგირების მოთხოვნა, ხოლო მას შემდეგ, რაც ყოფილ მეუღლეებს - დ---- ჭ----------სა და ი-----–- ჯ------ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა და საჭირო გახდა საერთო შვილთან დაკავშირებული ურთიერთობის სასამართლო წესით გარკვევა, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მათი მხრიდან რამდენიმე თვის წინანდელი მოვლენების გახსენება და რეაგირების მოთხოვნა. კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა როგორც სარჩელის, ასევე შეგებებული სარჩელის მოთხოვნები. ი-----–- ჯ------ს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებით უკმაყოფილო დ---- ჭ----------ს მიერ, 2017 წლის 25 ივლისს, მოხდა სამართალდამცავი ორგანოებისათვის განცხადებით მიმართვა და ი-----–- ჯ------ს მხრიდან წინა წლის - 2016 წლის 23 ნოემბერს თითქოსდა განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო რეაგირების მოთხოვნა.
სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია დაცვის მხარის ვერსიის საფუძვლიანობა იმის თაობაზე, რომ სამართალდამცავი ორგანოებისათვის განცხადებით მიმართვა დ---- ჭ----------ს მხრიდან სწორედ აღნიშნულ სასამართლო გადაწყვეტილებას, ან ი-----–- ჯ------ს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას უკავშირდებოდეს და მიზნად ისახავდეს ი-----–- ჯ------ს მიმართ უფრო მკაცრი ღონისძიებების გამოყენებას, რათა ამ უკანასკნელს აღარ მისცემოდა შესაძლებლობა თავის შვილთან ურთიერთობის გაგრძელების და ასევე შესაძლებლობა ხელი შეეშალა დ---- ჭ----------სათვის, რათა იგი ბავშვთან ერთად თავისუფლად წასულიყო საცხოვრებლად საზღვარგარეთ.
აღნიშნული ვერსიის საფუძვლიანობას აძლიერებს ის გარემოება, რომ დედა-შვილის - დ---- ჭ----------ს და ლ------ ხ------–---ს მიერ 2016 წლის 23 ნოემბერს განვითარებული მოვლენების აღწერა მოხდა ერთმანეთის მსგავსად, მაშინ, როცა მათსავე სახლში მყოფი პირი – ბ--- ხ------------, რომელიც თავად დედა–შვილის თქმით, იყო ყველაფრის შემსწრე თვითმხილველი და ნეიტრალური პირი, არ ადასტურებს „დაზარალებულების“ მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს და აღნიშნავს, რომ ი-----–- ჯ------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა მხოლოდ ლ------ ხ------–---ს მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას და არ ადასტურებს ფიზიკური ძალადობის ფაქტს. რაც შეეხება ა------- ჯ------ს გამოკითხვის ოქმს, რომელიც შეიცავს ი-----–- ჯ------ს მამხილებელ ინფორმაციას და რომელიც სრულ თანხვედრაშია დედისა და ბებიის ჩვენებებთან, აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 23 ნოემბრიდან მის გამოკითხვამდე იგი მხოლოდ ცალმხრივად იყო ხელმისაწვდომი დედისა და ბებიისათვის, ხოლო მამასთან ურთიერთობა მას არ ჰქონია, შესაბამისად, მარტივად იყო შესაძლებელი დედისა და ბებიის მხრიდან, სურვილის შემთხვევაში, მასზე განხორციელებულიყო გავლენა, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ მის ასაკს - გამოკითხვის დროს იგი იყო ხუთი წლის.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ---- ჭ----------ს მიერ სამართალდამცავი ორგანოებისათვის 7-8 თვის დაგვიანებით მიმართვამ, ერთის მხრივ, ხელი შეუშალა გამოძიებას მტკიცებულებათა მოპოვებაში, კერძოდ, 7-8 თვის შემდეგ დაზიანებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესამჩნევი აღარ იქნებოდა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლოს გაუჩინა ეჭვი დაგვიანებული განცხადების მიღმა არსებული რეალური მოტივებისა და დაცვის მხარის ვერსიის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, რომ ამგვარი ხანგრძლივი დროით დაგვიანება შესაძლოა მიზნად ისახავდა არა მოძალადისაგან დაცვას, არამედ გარკვეული გარემოებების გამო ი-----–- ჯ------ს მიმართ ერთგვარ ანგარიშსწორებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ დ---- ჭ----------, ლ------ ხ------–--- და მცირეწლოვანი ა------- ჯ------, რომლებიც ბრალდებულის მამხილებელ ინფორმაციას აწვდიან სასამართლოს, არიან დაინტერესებული პირები, რამდენადაც იმავე სავარაუდო კონფლიქტის ადგილას მყოფი პირი - ბ--- ხ------------, რომელიც მოცემულ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს ნეიტრალურ მოწმედ, არ ადასტურებს ი-----–- ჯ------ს მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტს. აღნიშნული ნეიტრალური მოწმის ჩვენება სრულ თანხვედრაშია როგორც ბრალდებულის, ისე მისი თანმხლები პირის – ო---- ხ------–---ს ჩვენებასთან, რომელთა საფუძველზეც სასამართლო მიიჩნევს, რომ 2016 წლის 23 ნოემბერს, ი-----–- ჯ------ს მხრიდან დ---- ჭ----------ს და ლ------ ხ------–---ს მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–- ჯ------ უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, სახეზე არ არის სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----–- ჯ------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. ი-----–- ჯ------ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბადრი კოჭლამაზაშვილი