განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100119003117764
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 აგვისტო, 2019 წელი ქ. ბა-----ი
ბა-----ის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - თო------------–---–ი
ბრალდებული - ირ---–-----------ძე
ადვოკატი - კო---------ა
ბრალდებული - კა------------–-ძე
ადვოკატი - კო---------ა
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,1. ბრალდებული: ირ---–-----------ძე
მამის სახელი: ლე---ი
დაბადებული: 25.--.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო, ბა-----ი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
პირადი ნომერი: 6----------
მისამართი: ქ. ბა-----ი, 2-------ს ქ. N55/57, ბინა N4
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
1-0-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
2. ბრალდებული: კა------------–-ძე
მამის სახელი: რი----–ი
დაბადებული: 1-.1-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო, ბა-----ი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
პირადი ნომერი: 6------1-86
მისამართი: ქ. ბა-----ი, იმ----–---–ის შეს-----ი N11
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
1-6-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
1. 2019 წლის 21 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ბა-----ში, ზ. გამ----------ას ქ. N1/5-ში მდებარე კაფე-ბარ ,,კ------’’-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს, ირ---–-----------ძემ თანნაქონი ცივი იარაღის - დანის გამოყენებით, ალ-------------------ეს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება თავისა და მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2. 2019 წლის 21 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ბა-----ში, ზ. გამ----------ას ქ. N1/5-ში მდებარე კაფე-ბარ ,,კ------’’-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ირ---–-----------ძის მართვის ქვეშ მყოფი ,,ფ---–-------ი’’-ს მარკის ავტომობილით გადაადგილების დროს, ავტომობილში ყოფნისას, კა------------–-ძემ ალ-------------------ის მიერ საჯაროდ გამოხატული პოლიტიკური და სხვა შეხედულების ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სახის არეში ხელის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ალ-------------------ეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3. სასამართლოს დასკვნა ირ---–-----------ძის და კა------------–-ძის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ალ-------------------ის, და-----------ის, ჯუ--------ას, მო--------------ის, მე---–--–--ის, გი--------ის, მე------------–---–ის, ნი-----–-------------ძის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებს, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ფეისბუქ გვერდის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.
4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად.
5. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელე---ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებითი სტანდარტი - ”გონივრულ ეჭვს მიღმა”, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
6. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელე---ტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ და მეორე პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია:
7. ბრალდებულმა ირ---–-----------ძემ დაადასტურა ალ-------------------ისათვის დაზიანების მიყენების ფაქტი.
8. დაზარალებულ ალ-------------------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან მომხდარი ფაქტის შესახებ მან გააკეთა სოციალური ქსელის ,,ფეისბუქი’’-ს საშუალებით კა--------–--ის პოსტზე კომენტარი. ამის შემდეგ კა--------–--ემ პირად მიმოწერაში მიწერა ,,სად ხარ მითხარიო’’, რაზედაც უპასუხა, რომ იქნებოდა ერას მოედანზე, რაზედაც მიწერა მოვალო. როდესაც შეხვდნენ, კა--------–--ემ უთხრა, რომ დამჯდარიყვნენ ავტომობილში. მძღოლი პირველად დაინახა, კახა ერთხელ ჰყავდა ნანახი. ავტომანქანაში თავისი ნებით ჩაჯდა. მ. ა--–--ის გამზირისა და ზ. გამ----------ას ქუჩების კვეთში, კა--------–--ე მობრუნდა და მისკენ გადაიწია უკან და დაარტყა სახეში მუშტი, მძღოლმა გააჩერა ავტომობილი და სცადა მისთვის დარტყმა, რა დროსაც ის გადმოვიდა ავტომობილიდან - მარჯვენა კარიდან და კა--------–--ეს ჩაარტყა ფეხი. კახამ ფეხი დაუჭირა და არ აძლევდა საშუალებას ფეხი უკან გადაეტანა ავტომობილიდან, ამ დროს ავტომობილიდან გადავიდა მძღოლი რომელიც წავიდა მისი მიმართულებით. ის ცდილობდა ფეხი გაენთავისუფლებინა და ამ დროს იგრძნო თავის არეში ძლიერი ტკივილი, ვინაიდან ავტომობილის მძღოლმა ჩაარტყა რაღაც ძლიერად. თავიდან წამოუვიდა სისხლი. სცადა ავტომობილის მძღოლი მოეცილებინა, რა დროსაც დაინახა დანა, რომელიც მას ხელში ეჭირა. სავარაუდოდ დანის ტარი ჩაარტყა. უნდოდა დანიანი ხელი დაეჭირა რა დროსაც მოუქნია და დანა მოხვდა მარცხენა ხელში, რის შედეგადაც მიაყენა ჭრილობა მარცხენა ხელის ცერა თითზე. მან შეძლო გარიდება. იქვე სადაც ინციდენტი მოხდა არის კაფე-ბარი ,,კ------’’ საიდანაც გამოვიდა პერსონალი. სწორედ მათი ყოფნა გახდა მიზეზი რომ იმ პირმა, ვისაც დანა ეჭირა აღარ გააგრძელა მისთვის დანის დარტყმა.
9. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №004323519 დასკვნის თანახმად, ალ-------------------ეს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში და ექსკორიაცია თავის მიდამოში. თავის არეში არსებული დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათ მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში არსებული დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
10. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ირ---–-----------ძემ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა ალ-------------------ეს.
სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
11. კა------------–-ძემ დაადასტურა, რომ 2019 წლის 21 ივნისს, ქ. ბა-----ში, ზ. გამ----------ას ქ. N1/5-ში მდებარე კაფე-ბარ ,,კ------’’-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ირ---–-----------ძის მართვის ქვეშ მყოფი ,,ფ---–-------ი’’-ს მარკის ავტომობილით გადაადგილების დროს, ავტომობილში ყოფნისას, ალ-------------------ეს სახის არეში ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
1-. დაზარალებულ ალ-------------------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, დადასტურებულია კა------------–-ძის მიერ ალ-------------------ეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
13. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კა------------–-ძემ - მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ალ-------------------ის მიმართ ძალადობით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
1-. ირ---–-----------ძის და კა------------–-ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
15. ირ---–-----------ძის მიმართ ასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა, ხოლო კა------------–-ძის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების გამო.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
16. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. ასევე იმ ფაქტს, რომ კა------------–-ძის მიმართ დამამძიმებელი გარემოება გამოვლენილია,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
17. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ირ---–-----------ძეს და კა------------–-ძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულთათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ირ---–-----------ძის და კა------------–-ძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ირ---–-----------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1-0-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 500 (ხუთასი) ლარით, და საბოლოოდ ირ---–-----------ძეს სასჯელის სახედ და ზომად დაურჩეს ჯარიმა 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბრალდებული კა------------–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1-6-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 500 (ხუთასი) ლარით, და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად დაურჩეს ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და კა------------–-ძის გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 2.000 ლარი, დასტური Nა 0-----, სალაროს შემოსავლის ორდერი N1/36032 კანონით დადგენილი წესით დაუბრუნდეს გირაოს შემტანს ლე--- კი-–-----–--ლს პ/ნ 6---------8.
აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ირ---–-----------ძის გირაოს 3.000 ლარის უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 3.000 ლარი, დასტური Nა 053831, სალაროს შემოსავლის ორდერი N1/35459 დაუბრუნდეს გირაოს შემტანს ლე--- კი-–-----–--ლს პ/ნ 6---------8.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ალ-------------------ისაგან ამოღებული ტანისამოსი, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ანდა მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი, მოთავსებული მუყაოს კოლოფში, ალ-------------------ის სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
დარჩენილი ნივთიერი მტკიცებულებები, დაერთოს სს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბა-----ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი