განაჩენი

სისხლის სამართლის 21.06.2019
საქმის ნომერი
330100118002771374
თარიღი
21.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/5560-18

(--------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილმა,სხდომის მდივან სოფიკო უგრეხელიძის,სახელმწიფო ბრალმდებელ _ თ------------------–---,ბრალდებულ _ ს---–---------–---–-ს,ადვოკატ _ თ-----------–---–-- მონაწილეობით,განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ს---–-------------------–---–-----------------–-------–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული:-------------------------–----------–-, ფაქტობრივად მცხოვრები:------–------------–----–------------–--------------–------------–-) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:

2018 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ------–--–----------–---–----–-----------–------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში ს---–---------–---–--, შვილების---–-–----–--------–-–------------------–-–--------------–---–---- თანდასწრებით ოჯახური ძალადობა განახორციელა მეუღლის - ც-------–----–----- მიმართ. კერძოდ, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, მოქაჩა თმაში და ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის არეში, რა დროსაც ც-------–----–----- განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ს---–---------–---–-ს ქმედებით ც-------–----–----- განიცადა ფიზიკური და მორალური ზიანი.

 

1. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

ა) ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

 

სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ც-------–----–----- ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ-----–--------------–---–-- ჩვენებით, 2----–-–----------------–- მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად------–-–----------------, მოქ. ც-------–----–----- პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა მტევნის მე-3 ნების ძვლის საპროექციოდ ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

მოწმე მ-----–---------–---–-- ჩვენებით, დაზარალებული ც-------–----–---- არის მისი შვილი, რომელიც ქორწინებაში იმყოფება ს---–---------–---–----. 2018 წლის 17 ივლისს დაუკავშირდა ც-------–----–---- და უთხრა, რომ იჩხუბა მეუღლესთან და სთხოვა მასთან მისვლა. სახლში მისვლისას, ც-------–----–----- დაუდასტურა მეუღლესთან ჩხუბის ფაქტი, თუმცა ს---–---------–---–-- მიაყენა თუ არა მას ფიზიკური შეურაცხყოფა ამის შესახებ არაფერი უთქვამს. მეუღლეებს შორის ჩხუბის ფაქტს თავად არასდროს შესწრებია.

მოწმე თ------------------ ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მოწმეები და სხვადასხვა უწყებებიდან გამოითხოვა გარკვეული სახის ინფორმაცია. სხვა საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ს---–---------–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (------------------------------–-–---–-------------------------------------–---–------------------–---–----–-------–----–----- მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოილუსტრაციით, თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1----–-–-------------- განაჩენი და წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2----–-–---------------- დადგენილება ს---–---------–---–-ს მიმართ) მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2. სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ს---–---------–---–-ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ს---–---------–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ს---–---------–---–-ს მიერ ც-------–----–----- მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო სხვა ნიშნები. ასევე ვერ იქნა დადგენილი თუ ვინ მიაყენა ც-------–----–----- ფიზიკური შეურაცხყოფა ან საერთოდ ჰქონდა თუ არა ადგილი მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს. აღნიშნულ კითხვაზე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით პასუხის გაცემა შეუძლებელია.

საქმის მასალების მიხედვით, 2018 წლის 17 ივლისს, მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმე, რომელიც შეძლებდა დაედასტურებინა ს---–---------–---–-ს მიერ მეუღლეზე - ც-------–----–----ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არსებობს. მოწმე, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ც-------–----–----ზე განხორციელებული ძალადობის და მიყენებული ზიანის შესახებ, არის თავად დაზარალებული, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნა მოწმე თ-----------------, რომელმაც აწარმოა გამოძიება დაზარალებულად ცნობილი ც-------–----–----- მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რომელმაც, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. გამომძიებელი არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე და მის მიერ არ მოპოვებულა სხვა ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს დაარწმუნებდა ს---–---------–---–-ს მიერ განხორციელებულ ოჯახურ ძალადობაში.

მოწმე მ-----–---------–---–-- სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მართალია განმარტა, რომ როგორც ც-------–----–-----გან გადმოცემით იცის მას ჩხუბი მოუვიდა მეუღლესთან - ს---–---------–---–----, თუმცა მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არასდროს შესწრებია მეუღლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს, ხოლო 2018 წლის 17 ივლისის ინციდენტთან დაკავშირებით, მის შვილს - ც-------–----–----- არ უთქვამს მისთვის, რომ ს---–---------–---–-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს.

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტის დასკვნით მართალია დადგენილია, რომ ც-------–----–----- პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა მტევნის მე-3 ნების ძვლის საპროექციოდ ნაჭდევების სახით, თუმცა ამავე დასკვით იმის დადგენა თუ ვინ, როდის ან რა ვითარებაში მიაყენა ც-–----–----- აღნიშნული დაზიანება შეუძლებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ ს---–---------–---–-ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, რომ მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ს---–---------–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რის გამოც ს---–---------–---–- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ს---–---------–---–- გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-------------- საოქმო განჩინებით, ს---–---------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

გამართლებულ ს---–---------–---–- განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები: საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოილუსტრაცია დატანილი ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე დაულუქავ მდგომარეობაში, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნა საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი