გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140210019002982717
საქმე № 2/625-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გორი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაიაკუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - ვ--–-- ბ---–-----–---–ი
წარმომადგენელი - ნ---- თ---------ე
მოპასუხე - შპს „ო-–---------ი“
წარმომადგენელი - თ----- ხ-------–---–ი, თ----- თ----–--–---–ი
დავისსაგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხე შპს „ო-–---------ს“ მოსარჩელე ვ--–-- ბ---–-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 11000 აშშ დოლარის და 500 ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება:
2018 წლის 25 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულებები, ორი ხელშეკრულება დაიდო დოლარზე და ერთი ლარზე. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხემ ისესხა 11000 აშშ დოლარი და 3000 ლარი. სესხის ვადა განისზღვრა 6 თვით. როგორც მოსარჩელემ მოსამზადებელ სხომაზე დააზუსტა მოპასუხეს სესხის ვადის განმავლობაში გადახდილი აქვს 2500 ლარი და ლარში მისი დავალიანება მოსარჩცელის წინაშე არის 500 ლარი, დოლარში - 11000. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და მიუხედავად არაეთგზის გაფრთხილების იგი ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს.
მოპასუხის პოზიცია:
მოსამზადებელ ეტაპზე, მოპასუხემ ცნო მოსარჩელის მიერ შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2018 წლის 25 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულებები და აღნიშნილი ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხემ ისესხა 11 000 აშშ დოლარი და 3000 ლარი.
მტკიცებულება:
- სესხის ხელშეკრულებები;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. მოპასუხის მიერ გადახდილია 2500 ლარი
მტკიცებულება:
- მხარეთა ასხნა - განმარტება
3.1.3. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და მიუხედავად არაეთგზის გაფრთხილების იგი ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს და მისი დავალიანება შეადგენს 11 000 აშშ დოლარსა და 500 ლარს.
მტკიცებულება:
- მხარეთა ასხნა- განმარტება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოვლენილა
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსამზადებელ ეტაპზე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკამყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 400-ე, 623-625-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.5. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
6.7. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში შპს „ო-–---------მა“ ცნო მოსარჩელის მიერ შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა, მისთვის დავ--–--ნების - 500 ლარის და 11000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.
ამდენად, სასამართლოს დამტკიცებულად მიაჩნია ყველა ის გარემოება, რაც მხარეებმა აღიარეს და წარმოადგინეს მათი დამადასტურებელი მტკიცებულებანი. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დავ--–--ნების დაკისრების ნაწილში კანონიერია და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ--–-- ბ---–-----–---–ის სამოქალაქო სარჩელი შპს „ო-–---------ის“ მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 938.75 ლარი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ საქმის მომზადების ეტაპზე ცნო სარჩელი იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციონაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე ვ--–-- ბ---–-----–---–ის სარჩელი მოპასუხე: შპს ‘ო-–---------ის“ მიმართ, დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე: შპს „ო-–---------ს“ მოსარჩელე ვ--–-- ბ---–-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 11000 აშშ დოლარის და 500 ლარის გადახდა.
3. მოსარჩელე ვ--–-- ბ---–-----–---–ს დაუბრუდეს ნ---- თ---------ის მიერ 07/05/2019 შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, (საგადასახადო დავალება 0) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 938.75 ლარი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი