გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019003074404
საქმე № 3/164-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: მ------ ს--------–---–ი
წარმომადგენელი: ლ--–- წ---–-----ი
მოპასუხე: სსიპ ,,კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–---–--ის საჯარო სკოლა”
წარმომადგენლები: ნ--- ს--------–- (დირექტორი) და ა----- ხ--–-–---–-
მესამე პირი: სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა”
დავის საგანი: სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მ------ ს--------–---–ის მიერ კასპის რაიონის სოფელ ა---–---–--ის საშუალო სკოლის 9 კლასის დამთავრებისა და არასრული (საბაზო) განათლების მიღების ფაქტის აღიარება.
სარჩელის თანახმად, მ------ ს--------–---–ი (პირ. № 2----------) 1989 წელს ჩაირიცხა კასპის რაიონის სოფელ ა---–---–--ის საშუალო სკოლაში, რაც დაამთავრა 1998 წელს და მიიღო არასრული საბაზო განათლება. მან მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვა საშუალო განათლების მიღების დამადასტურებელი ატესტატის დუბლიკატის მიღება, თუმცა უარი ეთქვა იმის გამო, რომ ვერ ხერხდებოდა საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია
მოპასუხე სსიპ ,,კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–---–--ის საჯარო სკოლის” წარმომადგენლებმა სარჩელი მთლიანად ცნეს; განმარტეს, რომ მ------ წ---–-----ის (ქორწინების შემდგომ ს--------–---–ი) პირადი საქმის მიხედვით, მან დაამთავრა სკოლის 9 კლასი 1998 წელს; ასევე არასაშუალო განათლების ატესტატის ჩანაწერების წიგნში დაფიქსირებულია მ------ წ---–-----ი (ს--------–---–ი), რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მან მართლაც დაამთავრა ა---–---–--ის საშუალო სკოლის 9 კლასი და მიიღო არასაშუალო განათლება.
მესამე პირის - სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის” წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ ,,კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–---–--ის საჯარო სკოლის" 2016 წლის 10 ოქტომბრის MES 7 16 01211402 ცნობით მ------ წ---–-----მა 1997-1998 სასწავლო წელს ნამდვილად დაასრულა კასპის რაიონის სოფელ ა---–---–--ის საშუალო სკოლის 9 კლასი და მიიღო ატესტატი, ნომრით AC 289747.
მტკიცებულება: სსიპ ,,კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–---–--ის საჯარო სკოლის 2016 წლის 10 ოქტომბრის MES 7 16 01211402 ცნობა (ს.ფ. 12).
3.2.2. მ------ წ---–-----ის პირადი საქმის მიხედვით, მან დაამთავრა კასპის რაიონის სოფელ ა---–---–--ის საშუალო სკოლის 9 კლასი 1998 წელს; არასაშუალო განათლების ატესტატის ჩანაწერების წიგნში დაფიქსირებულია მ------ წ---–-----ი;
მტკიცებულება: პირადი საქმე, საშუალო განათლების ატესტატების ჩანაწერის წიგნი.
3.2.3. მ------ წ---–-----ი რეგისტრირებული ქორწინებით შეუღლდა 2006 წლის 31 აგვისტოს და მიიღო მეუღლის გვარი - ს--------–---–ი;
მტკიცებულება: ქორწინების მოწმობა (ს. ფ. 17).
3.2.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 2 ოქტომბრის № 01/18210/გ გადაწყვეტილებით მ------ ს--------–---–ს უარი ეთქვა არასრული განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ვერ მოხერხდა მის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
მტკიცებულება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 2 ოქტომბრის № 01/18210/გ გადაწყვეტილება (ს.ფ 14).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც ფაქტი, რომ მ------ წ---–-----მა (ქორწინების შემდეგ ს--------–---–მა) 1998 წელს ნამდვილად დაამთავარა კასპის რაიონის სოფელ ა---–---–--ის საშუალო სკოლის არასრული კურსი და მიიღო საბაზო განათლება, დადგენილი და დადასტურებულია; ამავე დროს, მოპასუხემ სარჩელი ცნო.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სსიპ ,,კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–---–--ის საჯარო სკოლამ” სარჩელი მთლიანად ცნო.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სასამართლოს ეკისრება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა.
განსახილეველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, კერძოდ სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში).
გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის.
ამდენად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 1989-1998 წლებში მ------ წ---–-----ის (ქორწინების შემდეგ ს--------–---–ის) მიერ კასპის რაიონის სოფელ ა---–---–--ის საშუალო სკოლაში სწავლის, აღნიშნული სასწავლებლის არასრული (საბაზო) საფეხურის დაძლევისა და მის სახელზე არასრული (საბაზო) განათლების ატესტატის გაცემის ფაქტის აღიარება.
ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია არასრული საშუალო განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ ,,კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–---–--ის საჯარო სკოლის" მიერ გაცემული ცნობით, მ------ წ---–-----ის (ქორწინების შემდეგ ს--------–---–ის) პირადი საქმით და არასრული საშუალო განათლების ატესტატების ჩანაწერის წიგნიდან უტყუარად დასტურდება, რომ მ------ წ---–-----მა (ქორწინების შემდეგ ს--------–---–მა) 1998 წელს დაძლია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის არასრული საფეხური (9კლასი) და მასზე გაიცა არასრული (საბაზო) განათლების ატესტატი.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი.
აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საბაზო განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე, აღნიშნული განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოსაჩელემ 1998 სასწავლო წელს დაამთავრა კასპის რაიონის სოფელ ა---–---–--ის საშუალო სკოლის 9 კლასი და მიიღო არასრული (საბაზო) განათლება.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს.
ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
ყოველივე მითითებულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ------ წ---–-----მა (ქორწინების შემდეგ ს--------–---–მა) 1989-1998 სასწავლო წლებში ისწავლა და დაამთავრა კასპის რაიონის სოფელ ა---–---–--ის საშუალო სკოლის 9 კლასი და მიიღო არასრული (საბაზო) განათლება და მასზე გაიცა შესაბამისი ატესტატი, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.
საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. იმის გათვალსწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მ------ ს--------–---–ს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-19, 25-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ------ ს--------–---–ის სარჩელი სსიპ ,,კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–---–--ის საჯარო სკოლის” მიმართ, მესამე პირი - სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა” - დაკმაყოფილდეს.
2. აღიარებული იქნეს სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა იმის თაობაზე, რომ მ------ წ---–-----მა (ქორწინების შემდეგ ს--------–---–მა, პირ. № 2----------) 1998 სასწავლო წელს დაამთავრა კასპის რაიონის სოფელ ა---–---–--ის საშუალო სკოლის 9 კლასი და მიიღო არასრული (საბაზო) განათლება.
3. მ------ ს--------–---–ს დაუბრუნდეს ნ--- ჯ-----–--ის მიერ 2019 წლის 21 ივნისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადახდო დავალება № 0, რეფერენსი 2713619537).
4. მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი