განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/22-2019
N027110119001
ხაშურის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19.06. 2019 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - ნანა ლომიძის
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბ----------------–--ლი
დაცვის მხარე:
ბრალდებული: რ------------------–----ძე, დაბადებული 1975 წლის 20 თებერვალს საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 4----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ-----–ის რაიონის სოფელ ქ-----------------ში
ადვოკატი - დავით ჯალალი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“, „ბ“ , „გ“, „ე“ ქვეპუნქტები
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. რ--------–-----ემ ჩაიდინა ძალადობა თავისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, არასრულწლოვანის და ორი პირის მიმართ, არაერთგზის. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 27 დეკემბერს რ--------–-----ე გასამართლებული იქნა ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2019 წლის 10 იანვარს რ--------–-----ე იმყოფებოდა ქ-----–ის რაიონის სოფელ ქ------------------ში თავის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მიიღო ალკოჰოლური სასმელი და გამოხატა აგრესია თავისი მეუღლის, ი-----------–---–ის მიმართ. ასევე ჩაიდინა ძალადობა ოჯახის სხვა წევრების მიმართ. კერძოდ, დაახლოებით 22 საათზე ყოველგვარი მიზეზის გარეშე ი-----------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. წააქცია იგი და მუშტის დარტყმით სცემა სხეულის სხვადასხვა არეში მომხდარს შეესწრნენ და ჩაერივნენ რ--------–-----ისა და ი-----------–---–ის არასრულწლოვანი შვილები ლ---ი და ლ--- მ-–-------ბი . რ---------–-----ემ ლ---ი მ-–------საც რამდენჯერმე დაარტყა ხელი. თავისი ქმედებით რ--------–-----ემ შვილს ლ---ი მ-–------ს და მეუღლეს ი-----------–---–ს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. რ--------–-----ემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“, „ბ“ , „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა, რ--------–-----ის მიერ, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“, „ბ“ , „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: გ----------–-----ის და არასრულწლოვანი მოწმის, ლ--- მ-–-----ის გამოკითხვის ოქმებს, დაზარალებულების: ლ---ი მ-–-----ის და ი-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენს რ--------–-----ის მიმართ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 29 იანვრის N000621419 დასკვნას და საქმის სხვა ერთობლივ მასალებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია რ--------–-----ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ რ--------–-----ემ ჩაიდინა ძალადობა თავისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, არასრულწლოვანის და ორი პირის მიმართ, არაერთგზის.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ რ--------–-----ემ ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“, „ბ“ , „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. რ--------–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ხასიათდება დადებითად, მისი ოჯახი განიცდის ეკონომიურ სივიწროვეს და დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. სასამართლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებას ვერ მიანიჭებს რ--------–-----ის ნასამართლობას, რადგან აღნიშნული არის ბრალად შერაცხული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება. პასუხისმგებლობის სხვა რაიმე დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩანადენს. კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი, რომელსაც მის მეტი მარჩენალი არ გააჩნია.
5.3.სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ რ--------–-----ის რესოციალ---აციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს საპატიმრო სასჯელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ--------–-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე- 2 ნაწილის “ა“, „ბ“ , „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს რ--------–-----ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. (თ/აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით).
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე რ--------–-----ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 2(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით რ--------–-----ეს მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.
2.სასჯელის მოხდის ვადის ათვლა რ--------–-----ეს დაეწყოს დაკავების დღიდან, 2019 წლის 11 იანვრიდან.
3.გაუქმდეს რ--------–-----ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ნ.გიგიტაშვილი