განაჩენი

სისხლის სამართლის 11.09.2019
საქმის ნომერი
130100119002838781
დავის ტიპი
381 (1)
თარიღი
11.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/19-2019

№ 027070119002

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19.06. 2019 წელი ქ. ხ-–----ი

 

ხ-–----ის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნანა ლომიძის

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ბ----------------–--ლი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: თ------------------------------–-–--ლი, დაბადებული 0-.0--1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 4----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ-----–ის რაიონის სოფელ ბ-----ში

ადვოკატი - ქ--------------ვი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი და 1261 მუხლის პირველი ნაწილი

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. თ-----------------–-–---–მა ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. მანვე ჩაიდინა თავისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 6 იანვარს შსს ქ-----–ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ თ-----------------–-–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი 30 კალენდარული დღით. აღნიშნული ორდერის პირობების თანახმად მას აეკრძალა მსხვერპლთან, მის ბებიასთან ე------------–-–---–თან მიახლოება და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 07 იანვარს თ-----------------–-–---–მა ქ-----–ის რაიონის სოფელ ბ-----ში საცხოვრებელ სახლში ე------------–-–---–ს კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაამყარა მასთან არასასურველი კომუნიკაცია, რითაც დაარღვია მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის პირობები.

 

2019 წლის 6-7 იანვარს ქ-----–ის რაიონის სოფელ ბ-----ში, თავის საცხოვრებელ სახლში თ-----------------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა მამამისის, რ------------–-–---–-ს მიმართ. კერძოდ, ხელის რამდენჯერმე დარტყმით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. თ-----------------–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა, თ-----------------–-–---–ის მიერ, მოცემული დანაშაულების ჩადენის შესახებ გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმეების: თ-----------------–-–---–ის (პაპა) გამოკითხვის ოქმს, დაზარალებულების ე------------–-–---–ის და რ------------–-–---–-ს გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, შსს ქ-----–ის რაიონული სამმართველოს მიერ გაცემულ შემაკავებელ ორდერს თ-----------------–-–---–ის მიმართ და საქმის სხვა მასალათა ერთობლიობას, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია თ-----------------–-–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ თ-----------------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. მანვე ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ თ-----------------–-–---–მა ჩაიდინა - დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. თ-----------------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ხასიათდება დადებითად. კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი, არასრულწლოვანი შვილი. თ-----------------–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩანადენს. კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი, რომელსაც მის მეტი მარჩენალი არ გააჩნია.

5.3.სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თ-----------------–-–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს საპატიმრო სასჯელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.თ-----------------–-–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით.

სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით მას შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით. სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს თ-----------------–-–---–ის მიმართ ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. (თ/აღკვეთა 0- წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით).

სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თ-----------------–-–---–ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, 01(ერთი) წლითა და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 01(ერთი) წლითა და 0- (რვა) თვით თ/აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით თ-----------------–-–---–ს მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 0-(სამი) წლისა და 02(ორი ) თვის ვადით.

2. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა თ-----------------–-–---–ს დაეწყოს დაკავების დღიდან, 2019 წლის 07 იანვრიდან.

3. გაუქმდეს თ-----------------–-–---–ის მიმართ ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

4.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ნ.გიგიტაშვილი