განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/23-19 (№041131218001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 აგვისტო 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- ხ-----
დაცვის მხარე:
ბრალდებული: გ--- ხ--–---
მამის სახელი: გ---
დაბადებული: 2--------- წელი
პირადი ნომ----: N6----------
მოქალაქეობა: საქართველო
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები (რეგისტრირებული): ქუთაისი, ა--–-------–------------------------;
მცხოვრები (ფაქტობრივად): ქუთაისი, დ-------------------;
ადვოკატები - კ------- გ--–------, გ------- დ---–-–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2017 წლის სექტემბერში, ქუთაისში ა---- წ-------–-- ქუჩაზე გ--- ხ--–---მ ურთიერთშელაპარაკებისას ხელი და ფეხი ჩაარტყა სახეში და სხეულის სხვადასხვა ადგილებში მეუღლეს მ----- ქ-----–---–-, რის შედეგად მ----- ქ-----–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. 2018 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 03:05 საათზე ქუთაისში, დ--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას გ--- ხ--–---მ ბოთლი ესროლა მეუღლეს მ----- ქ-----–---–-, არასრულწლოვანი შვილის - მ---- ქ-----–---–-- თანდასწრებით, რაც მ----- ქ-----–---–- მარცხენა მხარში მოახვედრა, ძალადობის შედეგად მ----- ქ-----–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით 03:05 საათზე ქუთაისში, დ--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას გ--- ხ--–---მ ბოთლი ესროლა მეუღლეს მ----- ქ-----–---–-, არასრულწლოვანი შვილის - მ---- ქ-----–---–-- თანდასწრებით, რაც მ----- ქ-----–---–- მარცხენა მხარში მოახვედრა, ძალადობის შედეგად მ----- ქ-----–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება გ--- ხ--–---- მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ--- ხ--–---- ბრალეულობას მითითებულ ეპიზოდში.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ბრალდებულ გ--- ხ--–---- სისხლის სამართლის საქმეზე გარდა ბრალდებულისა და დაზარალებულის ჩვენებებისა სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
დაზარალებულმა მ----- ქ-----–---–-- ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე. დაზარალებულმა მ----- ქ-----–---–-- ასევე განმარტა, რომ მან გ--- ხ--–---ს ყველაფერი აპატია.
მოწმე მ---- ქ-----–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებული მ----- ქ-----–---–- არის მისი დედა, ხოლო ბრალდებული გ--- ხ--–--- მამინაცვალი, რომელიც 2014 წელს დაქორწინდა მ----- ქ-----–---–--- და მის შემდეგ ცხოვრობენ ერთად. 2018 წლის 13 დეკემბერს ღამის 03:20 საათზე დედა შინ დაბრუნდა სამსახურიდან, რომელიც მუშაობს სასტუმრო ,,ვ----------–-“ დამლაგებლად, ხოლო გ--- ხ--–--- იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. მოწმე განმარტავს, რომ გ--- ხ--–--- სისტემატურად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და ხშირი იყო კონფლიქტი ოჯახში აღნიშნულის თაობაზე. მითითებულ ღამესაც მისი მამინაცვალი იყო ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რაზედაც მ----- ქ-----–---–-- უსაყვედურა, აღნიშნულზე გ--- ხ--–---მ მას დაუწყო გინება დედის მისამართით და უშვერი სიტყვებით ლანძღვა, რაზედაც მ----- ქ-----–---–-- უთხრა, რომ მისგან არ იყო ასეთი შეურაცხყოფის ღირსი და რომ მის კისერზე ცხოვრობდა ამდენი წელი. აღნიშნულზე გაბრაზებულმა გ--- ხ--–---მ აიღო იქვე მაგიდაზე არსებული მ----- ქ-----–--–-- მიტანილი გაუხსნელი ბორჯომის მინის ბოთლი და ესროლა მ----- ქ-----–---–-. ბოთლი მოხვდა დაზარალებულს მხარში, რაზედაც მან დაიწყო ტირილი, გ--- ხ--–--- აღნიშნულზე უფრო გაღიზიანდა მოსთხოვა გაჩუმებულიყო, თორემ ყელს გამოჭრიდა და რომ არ გაჩუმდა მაგიდაზე მდგარი პოლიეთილენის ,,ფანტის“ სითხით სავსე ბოთლი ისევ ესროლა ამ უკანსკნელს, თუმცა ბოთლი ასცდა დაზარალებულს. ამის შემდეგ გ--- ხ--–---მ ხელი ჩაავლო მ----- ქ-----–---–- პერანგში და სცადა მისი ცემა, თუმცა თავად ჩადგა შუაში არ მისცა მისი ცემის შესაძლებლობა, შეშინებული მ----- ქ-----–---–- პერანგითა და ოთახის ჩუსტებით გაიქცა სახლიდან. ამის შემდეგ სახლში მივიდა პოლიცია და გ--- ხ--–--- დააკავეს.
მოწმე ფ------ ხ----–---- ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 დეკემბერს ღამის საათებში იმყოფებოდა სამსახურში, ქ. ქუთაისში, ჭ--------------–- მდებარე ბენზოგასამართ სადგურ ,,ტ------–--“ ადმინისტრაციული შენობის მარკეტში, სადაც მუშაობს მოლარე-ოპერატორად, როდესაც მარკეტში შევიდა ახალგაზრდა გოგონა ტირილით, მას ეცვა ღამის პერანგი და ჩუსტები, რომელიც ტიროდა და უთხრა, რომ მეუღლემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვა გამოეძახებინათ პატრული. მოწმე თავისი კუთვნილი ტელეფონით დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს და აცნობა მომხდარი ფაქტის შესახებ. პოლიციის თანამშრომლები მალევე მივიდნენ და მ----- ქ-----–---–- გადაიყვანეს პოლიციაში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დაზარალებული იძახდა, რომ ეშინია მისი მეუღლის, რადგან ის დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, 2018 წლის 13 დეკემბერს 04:53:00 საათზე ფ------ ხ----–---- მიერ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად მ----- ქ-----–---–- მეუღლესთან აქვს კონფლიქტი, ადგილი აქვს ძალადობის ფაქტს.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №000121419 დასკვნით დადგენილია, რომ 13.12.2018 წ. 09:01 – 09:12 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას ,,მოქ. მ----- ქ-----–---–- სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები გულ-მკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ ზედა მესამედში არსებული სისხლანჟღენთისა და გულმკერდის წინა ზედაპირზე მცირედ მარჯვნივ ზედა მესამედში არსებული ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.“
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერება მიმდინარეობდა 2018 წლის 13 დეკემბერს 10:15 საათიდან 10:50 საათამდე დროის პერიოდში ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ დ..... ტ--------- მიერ. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ქუთაისში, დ--------------------ში, სადაც განთავსებულია მ----- ქ-----–---–-- დროებითი საცხოვრებელი სახლი. დათვალიერების მონაწილე მ----- ქ-----–---–-- მიუთითა კარებზე მიდგმულ სავარძელზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ სავარძელთან იდგა ის მაშინ, როდესაც მისმა მეუღლემ მას ესროლა მინის 0,5 ლიტრიანი ერთი ბოთლი „ბორჯომი“, რომელიც მას მოხვდა მარცხენა მხრის არეში. აღნიშნულის შემდგომ მან მიუთითა საწოლზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილზე იმყოფებოდა მისი მეუღლე გ--- ხ--–--- მაშინ როდესაც ესროლა ბოთლი. აღნიშნულის შემდგომ მან მიუთითა მაგიდაზე განთავსებულ მინის ბოთლზე, რომელსაც აღენიშნება წარწერა „ბორჯომი“ და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული ბოთლი ესროლა მისმა მეუღლემ, რომელიც მოხვდა მხრის არეში.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა გ--- ხ--–---მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის 13 დეკემბერს შუა ღამით დაახლოებით ორ საათზე მისი მეუღლე მ----- ქ-----–---–- დაბრუნდა სამსახურიდან, თავად იყო ნასვამი და ერთმანეთში მოუვიდათ შელაპარაკება, რის გამოც გაბრაზებულმა პოლიეთილენის ნახევრად სავსე ბოთლი ესროლა კედელს, ბოთლი მოხვდა კარს. გ--- ხ--–---მ განმარტა, რომ მ----- ქ-----–---–--ათვის მინის ,,ბორჯომის“ ბოთლი არ უსვრია. ამ ფაქტს ესწრებოდა ბავშვი მ---- ქ-----–---–-. ბრალდებულმა განმარტა, რომ მას მ----- ქ-----–---–--ათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არასოდეს მიუყენებია. კონფლიქტის შემდეგ ის და მ---- ქ-----–---–- დასხდნენ და განაგრძეს ტელევიზორის ყურება, ხოლო მ----- ქ-----–---–- სახლიდან გასულა, რაც მას არც გაუგია. რამდენიმე წუთში კი სახლში მივიდა პოლიცია და დააკავეს.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, სადაც მიუთითა, რომ „მოძალადე“ და „ძალადობის მსხვერპლი“ უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები....“ იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის N403აპ-16 გადაწყვეტილება).
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა გ--- ხ--–---- მიერ - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ჩადენა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის სექტემბრის ეპიზოდი);
სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ 2017 წლის სექტემბერში, ქუთაისში ა---- წ-------–-- ქუჩაზე გ--- ხ--–---მ ურთიერთშელაპარაკებისას ხელი და ფეხი ჩაარტყა სახეში და სხეულის სხვადასხვა ადგილებში მეუღლეს მ----- ქ-----–---–-, რის შედეგად მ----- ქ-----–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნულიდან გამომდინარე გ--- ხ--–--- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
რაც შეხება 2018 წლის 13 დეკემბრის ეპიზოდს, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ--- ხ--–---- მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ჩადენა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მ---- ქ-----–---–-- ჩვენებით, რომელიც ფაქტის უშუალო თვითმხილველია, დადგენილია, რომ 2018 წლის 13 დეკემბერს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გ--- ხ--–---მ გაუხსნელი ,,ბორჯომის’’ მინის ბოთლი ესროლა მ----- ქ-----–---–-, რაც მოხვდა დაზარალებულს მხარში და დაიწყო ტირილი. მას შემდეგ რაც გ--- ხ--–---მ სცადა მისი ცემა, შეშინებული მ----- ქ-----–---–- პერანგითა და ოთახის ჩუსტებით გაიქცა სახლიდან. მოწმე მ---- ქ-----–---–-- ჩვენებასთან შესაბამისობაშია უდავოდ მიჩნეული მოწმე ფ------ ხ----–---- ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 13 დეკემბერს ღამის საათებში ქ. ქუთაისში ჭ--------------–- მდებარე ბენზოგასამართ სადგურ ,,ტ------–--“ ადმინისტრაციული შენობის მარკეტში შევიდა ახალგაზრდა გოგონა ტირილით, რომელსაც ეცვა ღამის პერანგი და ჩუსტები. გოგონა ტიროდა და უთხრა, რომ მეუღლემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვა გამოეძახებინათ პატრული. მოწმე თავისი კუთვნილი ტელეფონით დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს და აცნობა მომხდარი ფაქტის შესახებ. პოლიციის თანამშრომლები მალევე მივიდნენ და მ----- ქ-----–---–- გადაიყვანეს პოლიციაში. მოწმე ფ------ ხ----–---- ჩვენებასთან შესაბამისობაშია შეტყობინება დანაშაულის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ 2018 წლის 13 დეკემბერს 04:53:00 საათზე ფ------ ხ----–---- მიერ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად მ----- ქ-----–---–- მეუღლესთან აქვს კონფლიქტი, ადგილი აქვს ძალადობის ფაქტს. სასამართლო სხდომაზე ასევე უდავოდ მიჩნეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად ქ. ქუთაისში, დ--------------------ში, სადაც განთავსებულია მ----- ქ-----–---–-- დროებითი საცხოვრებელი სახლი, დათვალიერების მონაწილე მ----- ქ-----–---–-- მიუთითა სავარძელზე, სადაც იდგა მაშინ, როდესაც მისმა მეუღლემ ესროლა მინის 0,5 ლიტრიანი ერთი ბოთლი „ბორჯომი“, რომელიც მას მოხვდა მარცხენა მხრის არეში. დაზარალებულ მ----- ქ-----–---–-- მითითებით ამოღებული იქნა მინის ბოთლი წარწერით ,,ბორჯომი’’, რომელიც მისი განმარტებით ესროლა გ--- ხ--–---მ.
მოწმეების ჩვენებებში გადმოცემული ფაქტები ოჯახური კონფლიქტისა და ფიზიკური ძალადობის შესახებ სრულ თანხვედრაშია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგებთან, რაც მიუთითებს მათი ჩვენებების სარწმუნოობაზე და პირდაპირ შემხებლობაზე დანაშაულებრივ ფაქტთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეების ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული სხეულზე არსებული დაზიანებების ლოკალიზაცია ერთმანეთთან შესაბამისობაშია.
მართალია, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულს განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით არ უსაუბრია, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი სუბიექტური აღქმა არ შეიძლება იყოს დანაშაულებრივი ქმედების განმსაზღვრელი (მაგალითად: 10-12 თვის ბავშვის (ან იმ ბავშვის მიმართ, რომელსაც ასაკიდან გამომდინარე ჯერ არ შეუძლია საუბარი) მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა არის თუ არა ფიზიკური ტკივილის გამომწვევი, სასამართლოს აზრით, უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენა ნებისმიერ შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია რამეთუ ამ ასაკის ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ვერბალურად ვერ გამოთქვამს ემოციებსა და გრძნობებს). ის ფაქტი, რომ მ----- ქ-----–---–-- მეუღლის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი, დადასტურებულია, კერძოდ: მოწმე მ---- ქ-----–---–-- განმარტა, რომ მას შემდეგ რაც მ----- ქ-----–---–- მოხვდა გ--- ხ--–---- მიერ ნასროლი ბორჯომის მინის ბოთლი დაიწყო ტირილი. ამასთან ლოგიკურია, რომ ნებისმიერი საშუალო ფიზიკური მონაცემებისა და ჯანმრთელობის მქონე ადამიანისათვის სროლის შედეგად სითხით სავსე მინის ბოთლის მოხვედრა (ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ მ----- ქ-----–---–- სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით) ფიზიკური ტკივილის გამომწვევია.
სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ გ--- ხ--–--- წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიციისთვის აუცილებელია, რომ ქმედება განხორციელდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მ----- ქ-----–---–- გ--- ხ--–---- მეუღლეა. სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია და მხარეთა შორის სადავო არაა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შემთხვევის დღეს კონფლიქტს ესწრებოდა არასრულწლოვანი მ---- ქ-----–---–-.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის პოზიციის მიუხედავად, არსებობს სხვა გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ--- ხ--–---- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის პოზიციის მიღმა არსებულ მოტივებს, რაც როგორც წესი განპირობებულია დანაშაულის ხასიათით - საუბარია ოჯახში ძალადობაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობით, ნათესავების ზეწოლით, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშით, რის გამოც ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას.
აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა. ხშირ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.
ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთი მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ გ--- ხ--–---მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--- ხ--–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია;
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ--- ხ--–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი გ--- ხ--–---- მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, ვინაიდან აღნიშნული ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ასევე მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ გ--- ხ--–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, ვინაიდან სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელის სახე, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორცილებას. დანიშნული სასჯელი კი, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ--- ხ--–--- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
გ--- ხ--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.
გ--- ხ--–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
გ--- ხ--–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 13 დეკემბრიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ბოთლი - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური