განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N003150-32-1/213-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
11 სექტემბერი 2019 წელი ქ.ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი - კ---------–---–---–ი
დაცვის მხარე: ბრალდებული - თ----ზ ბ-----–---–ი (საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 2-.0-.1--- წელს, პ/ნ 0---------5, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.კ---ი, მ------------ს ქ. 8-. ბინა 2-)
ადვოკატი - ი--------------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
თ----ზ ბ-----–---–მა 2019 წლის 16 ივნისს, შუადღის საათებში თ----ზ ბ-----–---–მა ქალაქ ა---––---–- ყოფილ მეულეს თ----ა მ----–-----ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა , ფიზიკური ძალის გამოყენების მუქარით აიძულა დასთანხმებოდა მის ნებას და დალაპარაკების მიზნით გადასულიყო მისი კუთვნილი ა/მანქანიდან აღნიშნულის გამო შეშინებული თ----ა მ----–-----ი, იძულებული გახდა ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ დასთანხმდებოდა ყოფილი მეუღლის მოთხოვნას და მისი ნების საწინააღმდეგოდ გადავიდა ა/მანქანიდან, რა დროსაც გაღიზიანებულმა თ----ზ ბ-----–---–მა ფეხის დარტყმით დაუზიანა თ----ა მ----–-----ს კუთვნილი ა/მანქანა. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად თ----ა მ----–-----მა განიცადა მორალური სახის ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ----ზ ბ-----–---–მა ჩაიდინა თ----ა მ----–-----ის ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულმა თ----ზ ბ-----–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით: შეტყობინება დანაშაული ჩადენის შესახებ, თ----ა მ----–-----ის მოწმობისა და დაზარალებულის სახით გამოკითხვის ოქმები. ოქმი შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ. დ-----ე ზ-------ის, მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი. ზ------ი ქ---------ს მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი. ტრასოლოგიური ექსპერტიზის N6------ დასკვნა. ახალციხის რაიონული სასამართლოს 25.06.19 განჩინება თ----ზ ბ-----–---–ის დაკავების შესახებ. თ----ზ ბ-----–---–ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმი და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 8--ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლოს დასკვნა თ----ზ ბ-----–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულ თ----ზ ბ-----–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. თ----ზ ბ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და ქმედების მონანიება.
4.2. თ----ზ ბ-----–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას თ----ზ ბ-----–---–მა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავო), იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს, მოტივს/მიზანს, ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, სასამართლო დამატებით ითვალისწინებს მის წარსულ ცხოვრებას, იგი წარსულში ნასამართლევია.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ სახეზეა რეციდივის ფაქტი. კერძოდ, თ----ზ ბ-----–---–ი გორის რაიონული სასამართლოს 2-.01.2009 წლის განაჩენით გასამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ასევე გასამართლებრულია ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 12.02.2009 წლის განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 17.10.2014წ. გორის რაიონული სასამართლოს განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 09 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განსაზღვრული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 3 თვის ვადით. თ----ზ ბ-----–---–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლდა 201--–-–------------------.
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
საქართველოს სსკ-ის 79-ე-მუხლის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება: ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა _ სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ, ხოლო მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა _ სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ;
ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენში არსებული გარემოებების გათვალისწინებით თ----ზ ბ-----–---–ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე ; 111 -150-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ----ზ ბ-----–---–ი (პ/ნ 0---------5) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. თ----ზ ბ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
3. მსჯავრდებულ თ----ზ ბ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 04 ივლისიდან.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: გია ბერაია