განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#010100119002952276
1-296/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ივლისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - პ----- ც-–--–--ე
ბრალდებული - მ--–---- ლ----–---–ი
ადვოკატი - მ-----–------ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N17----------
ბრალდებული: მ--–---- ლ----–---–ი
მამის სახელი: ო-----
დაბადებული: 07.02.1---
პირადი ნო-----: 61---------
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: საშუალო
ნასამართლობა: არმქონე
მცხოვრები: ქ------–-------------–-------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151 მუხლის პირველი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გამოძიებით დადგენილი გარემოება:
2019 წლის 04 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კონდიდში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ--–---- ლ----–---–მა ურთიერთშელაპარაკებისას არასრულწლოვან გ---- ლ----–---–ის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრებს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ი---- მ--–-----ეს, ვისთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას ხელის თმებში მოქაჩვით, ასევე ხელებისა და ფეხების სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით, ხოლო არასრულწლოვან შვილ გ------- ლ----–---–ს ხელის სახის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ემუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2019 წლის 15 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კონდიდში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ--–---- ლ----–---–მა ურთიერთშელაპარაკებისას არასრულწლოვან გ------- ლ----–---–ის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს გ---- ლ----–---–ს, თმებში მოქაჩვით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ეან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2019 წლის 15 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კონდიდში მდებარე საცხოვრებელ სახლში,მ--–---- ლ----–---–მა ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი უთანხმოების გამო თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა მუქარა, კერძოდ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ი---- მ--–-----ეს, ვისთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რა დროსაც ი---- მ--–-----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 04 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კონდიდში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ--–---- ლ----–---–მა ურთიერთშელაპარაკებისას არასრულწლოვან გ---- ლ----–---–ის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრებს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ი---- მ--–-----ეს, ვისთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას ხელის თმებში მოქაჩვით, ასევე ხელებისა და ფეხების სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით, ხოლო არასრულწლოვან შვილს გ------- ლ----–---–ს ხელის სახის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ემუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2019 წლის 15 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კონდიდში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ--–---- ლ----–---–მა ურთიერთშელაპარაკებისას არასრულწლოვან გ------- ლ----–---–ის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს გ---- ლ----–---–ს, თმებში მოქაჩვით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ეან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული გ------- ლ----–---–ის ჩვენება, (იგი მიუთითებს ბრალდებულზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე) გ---- ლ----–---–ის (იგი მიუთითებს ბრალდებულზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე) და სხვა რიგი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, ბრალდებულმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151 მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ი---- მ--–-----ემ (ბრალდებულის მეუღლემ) და მოწმე ო---- ლ----–---–მა (ბრალდებულის მამამ) ისარგებლეს მოწმის უფლებებით და უარი განაცხადეს ბრალდებულ მ--–---- ლ----–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
გარდა ზემოაღნიშნული მოწმეებისა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. აქედან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების შესაბამისად მხოლოდ ერთი მტკიცებულება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან პ.44,45)
მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლო პროცესზე არ წარმოადგენს ბრალდებულ მ--–---- ლ----–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარის საფუძველს. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის in dubio pro reo (ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის) გათვალისწინებით, რომელიც ასევე განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვითაც, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ--–---- ლ----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც ბრალდებული უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
სამართლებრივი შეფასება:
წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთ-შეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ--–---- ლ----–---–მა ჩაიდინა ძალადობა, მეუღლის ი---- მ--–-----ის და შვილის არასრულწლოვან გ------- ლ----–---–ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის გ---- ლ----–---–ის თანდასწრებით რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ესე იგი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით;
სასამართლო ასევე დადასტურებულად მიიჩნევს, მ--–---- ლ----–---–მა ჩაიდინა ძალადობა, არასრულწლოვანი შვილის გ---- ლ----–---–ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის გ------- ლ----–---–ის თანდასწრებით რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ესე იგი დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, და „ბ“ ქვეპუნქტებით;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ--–---- ლ----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--–---- ლ----–---–ს სსკ-ის 1261-ე მუხლის მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სწორედ აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ--–---- ლ----–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ბრალდებული მ--–---- ლ----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მ--–---- ლ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ოდენობით.
მ--–---- ლ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ოდენობით
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას მეორე ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, მ--–---- ლ----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით მ--–---- ლ----–---–ი მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
მ--–---- ლ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი