განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე N1/3523-17
№0-----------
09 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----–------–----–--ა,დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------------–---ა, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–--------–-----------–-----------------------–--------------------------
ადვოკატი - გ---------------,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ყალბი ვალუტის შეძენა გასაღების მიზნით და გასაღება (2017 წლის 2--------–ის და 2017 წლის 10 მაისის ეპიზოდები).
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
გ------------–---ამ, შემდგომი გასაღების მიზნით, შეიძინა ერთი ერთეული ყალბი 100 (ასი) აშშ დოლარის ნომინალის კუპიურა სერიითა და ნომრით C------------, რომელიც 2017 წლის 2--------–ს ქ. თბილისში, კო-–----------------------------------------------------ე, დაახლოებით 18:00 საათზე, გაასაღა ლ-–-------------ზე.
გ------------–---ამ, შემდგომი გასაღების მიზნით, შეიძინა ორი ერთეული ყალბი 100 (ასი) აშშ დოლარის ნომინალის კუპიურა სერიებითა და ნომრებით K---------------- 1------- C, რომლებიც 2017 წლის 1------- ქ. თბილისში, რ---------–------------------------------------------–---------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 13:50 საათზე, გაასაღა პ-----------------ზე.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მოწმე ლ-–-------------მ, ფ----------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–-----------------------------------------–მა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 2--------–ს, დილით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელ პ-----------------სთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ე.წ კო-–----------------------------------------------------ე, რა დროსაც პ----------------- შემთხვევით შეხვდა ნაცნობს, ბრალდებულ გ------------–---ას. საუბრისას გ------------–---ამ მათ უთხრა, რომ მათთვის და სხვა დაინტერესებული პირისთვის შეეძლო ყალბი აშშ დოლარის კუპიურები მიეყიდა, მათი ნომინალური ღირებულების 30-40 პროცენტის გადახდის სანაცვლოდ. პ-----------------მ და გ------------–---ამ ტელეფონის ნომრები გაცვალეს და ბრალდებული მათ დაპირდა, რომ მალე დაუკავშირდებოდა. პ-----------------მ სამსახურში ხელმძღვანელობას მიმართა პატაკით შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტის გამოვლენის თაობაზე. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში, იმავე დღეს, ო------ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა ბრალდებულს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ნიმუშის სახით გადასცა ერთი ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა. შეძენილ კუპიურაში თანხის ნაწილი - 30 ლარი გადაიხადა, დარჩენილი 40 ლარი კი მას შემდეგ შეხვედრაზე პ-----------------მ გადასცა.
მოწმე პ-----------------მ, ფ----------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–-----------------------------------------–მა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდებული გ------------–---ა მისი ნაცნობია. მას 2017 წლის 2--------–ს, დილით, შემთხვევით შეხვდა ქ. თბილისში, ე.წ კო-–----------------------------------------------------ე, რა დროსაც თან ახლდა თანამშრომელი და მეგობარი - ლ-–-------------. საუბრისას გ------------–---ამ, რომელმაც არაფერი იცოდა მათი საქმიანობის შესახებ, უთხრა, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეეძლო ყალბი აშშ დოლარის კუპიურების შოვნა. როცა აღნიშნულით დაინტერესდნენ, გ------------–---ა დაპირდა, რომ დღის განმავლობაში დაუკავშირდებოდა და გადასცემდა ერთ ერთეულ ყალბ 100-დოლარიან კუპიურას. სამსახურში მისვლისას, გამოვლენილი დანაშაულებრივი ფაქტის გამო, პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას. დაიწყო საქმეზე გამოძიება და დაგეგმილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, იმავე დღეს გ------------–---ას ლ-–------------- შეხვდა, რა დროსაც ბრალდებულმა მას დაპირებული კუპიურა გადასცა. 2017 წლის 2--------–-, ქ. თბილისში, ო------ მიმდებარე ტერიტორიაზე თავად შეხვდა გ------------–---ას, რომელსაც გადასცა სამსახურიდან გამოთხოვილი 40 ლარი - ნიმუშის სახით ლ-–-------------ზე გადაცემული ყალბი 100 აშშ დოლარის კუპიურის სანაცვლოდ გადასახდელი თანხის დარჩენილი ნაწილი. 2017 წლის 1------- გ------------–---ა დაუკავშირდა ტელეფონით და შეუთანხმდა შეხვედრაზე სამი ერთეული ყალბი 100-დოლარიანი კუპიურის გადასაცემად. შეხვედრა იმავე დღეს ო------ შენობის მიმდებარედ შედგა, რა დროსაც გ------------–---ამ მხოლოდ ორი 100-დოლარიანი კუპიურა გადასცა და უთხრა, რომ მესამე ყალბი კუპიურა მის პარტნიორს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, გადაცემული ჰქონდა სხვისთვის. ორი კუპიურის სანაცვლოდ გ------------–---ას, შეთანხმებისამებრ, გადაუხადა 60 აშშ დოლარი. ამავე შეხვედრაზე გ------------–---ა დაპირდა, რომ უახლოეს დღეებში გადასცემდა დიდი ოდენობის აშშ დოლარის ყალბ კუპიურებს. ორივე შეხვედრაზე ისაუბრეს ყალბი ფულის რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეს შეხვედრები მის მიერ დაფიქსირებული იქნა სპეციალური ტექნიკური საშუალებით.
ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმით დგინდება, რომ 2017 წლის 2--------–ს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში ჩართულ ლ-–-------------ს გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტიდან მიღებული, ყალბი აშშ დოლარის კუპიურის შესყიდვის სანაცვლოდ გ------------–---ასთვის გადასაცემი თანხა 30 ლარის ოდენობით.
ოქმით საკონტროლო შესყიდვების შედეგების შესახებ ირკვევა, რომ 2017 წლის 2--------–ს ჩატარებული იქნა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - „საკონტროლო შესყიდვა“, რა დროსაც ლ-–-------------ს მიერ გ------------–---ასგან შესყიდული იქნა 01 ერთეული ყალბი აშშ დოლარიანი კუპიურა, სერიითა და ნომრით C------------.
დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 2--------–ს, 20:45-21:00 სთ. გამომძიებელ ს-------------------–--ის მიერ, ინსპექტორ-გამომძიებელ ლ-–-------------ს მონაწილეობით, დათვალიერდა საკონტროლო შესყიდვის გზით ლ-–-------------ს მიერ გ------------–---ასგან შესყიდული ერთი ერთეული ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, რომელზეც დატანილია ნომერი - C------------.
დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N5------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ერთი ცალი 100 (ასი) დოლარიანი კუპიურა სერიითა და ნომრით - C------------ დამზადებულია სტამბური წესით, თუმცა, არ შეესაბამება აშშ ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებულ, ანალოგიური ღირებულების მქონე კუპიურებს.
ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმით დგინდება, რომ 2017 წლის 2--------–- ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში ჩართულ პ-----------------ს გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტიდან გამოთხოვილი, ყალბი აშშ დოლარის კუპიურის შესყიდვის სანაცვლოდ გ------------–---ასთვის გადასაცემი თანხა 40 ლარის ოდენობით.
ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმით დგინდება, რომ 2017 წლის 1------- ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში ჩართულ პ-----------------ს გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტიდან გამოთხოვილი თანხის კონვერტაციის შედეგად მიღებული, ყალბი აშშ დოლარის კუპიურის შესყიდვის სანაცვლოდ გ------------–---ასთვის გადასაცემი თანხა 90 აშშ დოლარის ოდენობით.
ოქმით საკონტროლო შესყიდვების შედეგების შესახებ ირკვევა, რომ 2017 წლის 1------- ჩატარებული იქნა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - „საკონტროლო შესყიდვა“, რა დროსაც პ-----------------ს მიერ გ------------–---ასგან შესყიდული იქნა 02 ერთეული ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, შემდეგი სერიებითა და ნომრებით K---------------- 1------- C.
ფულადი თანხის დაბრუნების შესახებ ოქმით დგინდება, რო-------------–------------------------------------------------------------------------ დეპარტამენტიდან, ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, პ-----------------ზე გაცემული თანხის ნაწილი, 60 აშშ დოლარი, მოხმარდა 02 ერთეული ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურის შესყიდვას, დარჩენილი 30 აშშ დოლარი კი დაუბრუნდა ზემოაღნიშნულ დეპარტამენტს.
დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 1-------, 16:00-16:20 სთ. გამომძიებელ ს-------------------–--ის მიერ, ინსპექტორ-გამომძიებელ პ-----------------ს მონაწილეობით, დათვალიერდა საკონტროლო შესყიდვის გზით გ------------–---ასგან შესყიდული ორი ერთეული ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, რომლებზეც დატანილია ნომრები - K---------------- 1------- C.
დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N6------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ორი ცალი 100 (ასი) დოლარიანი კუპიურა სერიებითა და ნომრებით - K---------------- 1------- C დამზადებულია სტამბური წესით, თუმცა, არ აქვს ნამდვილი კუპიურისთვის დამახასიათებელი დამცავი ნიშნები და არ შეესაბამება აშშ ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოშვებულ, ანალოგიური ღირებულების მქონე კუპიურებს.
საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად დართული, 2017 წლის 29 აპრილის ვიდეოჩანაწერის, ცნობა-ანოტაციისა და აღჭურვის ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ო------ მიმდებარე ტერიტორიაზე, 14:44-15:01 სთ. პერიოდში, პ-----------------სა და გ------------–---ას შორის შედგა შეხვედრა, რა დროსაც მათი საუბარი შეეხებოდა ყალბი ფულის რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. გ------------–---ამ პ-----------------ს უთხრა, რომ მის მიერ ნიმუშის სახით გადაცემული კუპიურა (რომელიც საკონტროლო შესყიდვით შეისყიდა ლ-–-------------მ) დაბეჭდილი იყო შედარებით სქელ ქაღალდზე, ხოლო მომავალში რა კუპიურებსაც გადასცემდა, იქნებოდა გაცილებით უკეთესი ხარისხის და ლომბარდშიც ვერ მიხვდებოდნენ მათ სიყალბეს. გ------------–---ამ პ-----------------ს ასევე უთხრა, რომ ყალბი კუპიურებით მას ამარაგებდა სხვა პიროვნება, რომელიც მცირე პარტიების გასაღებით დაინტერესებული არ იყო. პ----------------- დათანხმდა გ------------–---ას შეთავაზებას და შეუთანხმდა 30 ყალბი კუპიურის შეძენაზე. გ------------–---ამ პ-----------------ს უთხრა, რომ ყალბი კუპიურების სანაცვლოდ მიღებული, შეძენილი კუპიურების ნომინალური ღირებულების 30 პროცენტის შესაბამისი თანხიდან 5 პროცენტი იყო მისი, 25 კი მის მომმარაგებელს რჩებოდა. დასასრულს, გ------------–---ა პ-----------------ს დაპირდა, რომ კუპიურების საკითხს გაარკვევდა და აცნობებდა.
საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად დართული, 2017 წლის 10 მაისის ვიდეოჩანაწერის, ცნობა-ანოტაციისა და აღჭურვის ოქმის თანახმად, 13:42-13:58 სთ.-ზე, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ო------ მიმდებარე ტერიტორიაზე, პ-----------------სა და გ------------–---ას შორის შედგა შეხვედრა, რა დროსაც საუბარი კვლავ შეეხო ყალბი ფულის რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამასთან, პ-----------------მ გ------------–---ასგან 60 აშშ დოლარად შეიძინა ორი 100-დოლარიანი კუპიურა. შეხვედრისას გ------------–---ამ პ-----------------ს გაანდო, რომ თავის პარტნიორთან ერთად, დაახლოებით ოთხი წელი იყო, რაც ახდენდა ყალბი ფულადი კუპიურების რეალიზაციას, რომლებიც ისეთი მაღალი ხარისხის იყო, რომ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებშიც კი უპრობლემოდ იბარებდნენ. გ------------–---ამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პ-----------------სთვის გადაცემულ 100-დოლარიან კუპიურებს ჰქონდათ სხვადასხვა ნომერი და დაპირდა, რომ შემდგომში მასზე გადასაცემ კუპიურებსაც ექნებოდათ განსახვევებული ნომრები. საუბრის დასასრულს, გ------------–---ა პ-----------------ს დაპირდა, რომ დიდი ალბათობით, თვის ბოლომდე, გადასცემდა დიდი რაოდენობის, ყალბ, აშშ დოლარის კუპიურებს.
ბრალდებულმა გ------------–---ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული პროვოცირებული იქნა პ-----------------ს მიერ, რომელთანაც არ აკავშირებდა დიდი ხნის ნაცნობობა. იგი გაიცნო პირველი ყალბი კუპიურის გადაცემამდე დაახლოებით 20 დღით ადრე, მაშინ, როცა პ----------------- გამოელაპარაკა, ვითომდა, მათი საერთო ნაცნობის ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით. მას შემდეგ პ----------------- (რომელსაც სხვა გვარით იცნობდა) არაერთხელ შეხვედრია და მასთან საუბარში შეიტყო, რომ იგი აფხაზეთიდან იყო და ქურდული სამყაროს იქაური წევრებისთვის, რომლებიც მის ბიზნესს მფარველობდნენ, სჭირდებოდა ყალბი დოლარების შოვნა. ვინაიდან ამ დროისთვის იგი (ბრალდებული) სამ ცალ ყალბ 100-დოლარიან კუპიურას ფლობდა, ისინი პ-----------------ს უანგაროდ შესთავაზა, მაგრამ შემდეგ, ამ უკანასკნელის დაჟინებული თხოვნით, გარკვეულ ანაზღაურებაზე შეთანხმდნენ. 2017 წლის 2--------–ს პ----------------- ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ თბილისში არ იმყოფებოდა და შეპირებული კუპიურა ლ-–-------------სთვის გადაეცა, რომელიც გარკვეული ხნით ადრე, ერთ-ერთი შეხვედრისას, თავის მეგობრად გააცნო. ასეც მოიქცა, ლ-–-------------ს პ-----------------სთვის ერთი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გადასცა, სანაცვლოდ კი მისგან 30 ლარი მიიღო. შემდეგ პ-----------------ს დამატებით სამი ყალბი კუპიურის მიცემას დაპირდა, საიდანაც ორი ცალი 2017 წლის 1------- გადასცა კიდეც, მესამე კუპიურა კი თავად არ ჰქონდა და ვ--–-----------------სთვის გამორთმევას აპირებდა, რომელიც, იცოდა, რომ მას ფლობდა. ორ ზემოაღნიშნულ კუპიურაში პ-----------------მ მას 60 აშშ დოლარი გადაუხადა.
ბრალდებულმა გ------------–---ამ დაკითხვისას განმარტა, რომ სამი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა, რომლებიც პ-----------------ს შესთავაზა, არ შეუძენია, ისინი მისგან ბუკინისტური წიგნების ერთმა მყიდველმა შეატყუა და მათი სიყალბე მხოლოდ კონვერტაციის მცდელობის დროს შეიტყო. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ, მისი ვარაუდით, მისთვის ყალბი ფულის გადამცემი პირიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი იყო, რომლის ქმედებაც მის პროვოცირებას ემსახურებოდა.
საქმეზე გამოკვლეული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელთა თანახმადაც, გ------------–---ა პ-----------------ს დამატებით 30-მდე ყალბი კუპიურის შოვნას ჰპირდებოდა, ბრალდებულმა გ------------–---ამ განმარტა, რომ დანაპირების შესრულებას არ აპირებდა და მხოლოდ იმიტომ ცრუობდა, რომ პ----------------- დაერწმუნებინა ყალბი ფულის შოვნა რომ შეეძლო. ამგვარი მოქმედებით ფულისა და დროის მოგებას ფიქრობდა, რომელიც პ-----------------ს დახმარებით ძვირადღირებული წიგნის - თორას გასაყიდად სჭირდებოდა.
ზემოგანხილული მტკიცებულებების საფუძველზე (მათ შორის, თავად ბრალდებულის ჩვენებითაც) სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გ------------–---ამ პ-----------------სა და ლ-–-------------ზე გაასაღა სამი ერთეული ყალბი, 100 აშშ დოლარის ნომინალის კუპიურა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
ბრალდებული გ------------–---ას მიერ მისთვის ბრალადშერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტის აღიარების გამო, მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ დანაშაულის პროვოკაციის საკითხზე, როგორც დაცვის მხარის იმ ძირითად არგუმენტზე, რომელზე დაყრდნობითაც იგი გ------------–---ას გამართლებას ითხოვს.
პოლიციის საქმიანობაში არსებული სირთულეების გათვალისწინებით, - რაც დაკავშირებულია დანაშაულის აღმოჩენისა და გამოძიების მიზნით მტკიცებულებების მოძიებასა და შეგროვებასთან, - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გაგებით ეკიდება იმ ფაქტს, რომ სახელისუფლებო ორგანოები სულ უფრო მეტად საჭიროებენ განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდების, საიდუმლო აგენტების, ინფორმატორებისა და ფარული პრაქტიკის გამოყენებას, მითუფრო, - ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლაში (რამანაუსკასი (Ramanauskas) ლიტვის წინააღმდეგ (დიდი პალატა), განაცხადი №74420/01, 05.02.2008, §49; ტეიშეირა დე კასტრო (Teixeira De Castro) პორტუგალიის წინააღმდეგ, განაცხადი №44/1997/828/1034, 09.06.1998, §35-36; ვესელოვი (Veselov) და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, განაცხადები №23200/10, 24009/07 და 556/10, 02.10.2012, §89). ევროსასამართლოს განმარტებით, გარკვეული წინაპირობების არსებობისას, სახელმწიფო ორგანოები უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ განსაკუთრებული საგამოძიებო მოქმედებები, ფარული ოპერაციები, - მათ შორის, ფარული აგენტებისა თუ საკონტროლო შესყიდვების გამოყენებით, - თუმცა, ამ დროს გარანტირებული უნდა იყოს პირის დანაშაულის პროვოცირებისგან დაცვის აბსოლუტური უფლება, რომელიც მე-6 მუხლში ნაგულისხმევ უფლებად მოიაზრება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნის შესაბამისად (ვესელოვი (Veselov) და სხვები რუსეთის წინააღმდეგ, განაცხადები №23200/10, 24009/07 და 556/10, 02.10.2012, §103), საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა შეიცავს დანაშაულის პროვოკაციის მკაფიო დეფინიციას, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 145-ე მუხლით დანაშაულის პროვოკაცია განმარტებულია, როგორც სხვისი დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად, მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში კი „დანაშაულის პროვოცირების“ („პოლიციის მიერ წაქეზების“) ცნების დეფინიცია ასახულია „რამანაუსკასის საქმეზე“ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვითაც, დანაშაულის პროვოცირებას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე სახელმწიფოს წარმომადგენლები ან მათი მითითებებით მოქმედი კერძო პირები „არ იზღუდებიან დანაშაულებრივი ქმედების გამოძიების არსებითად პასიური მეთოდით, არამედ ისეთ გავლენას ახდენენ სუბიექტზე, რომ აქეზებენ ჩადენას დანაშაულისა, რაც სხვაგვარად არ იქნებოდა ჩადენილი.” (რამანაუსკასი (Ramanauskas) ლიტვის წინააღმდეგ (დიდი პალატა), განაცხადი №74420/01, 05.02.2008, §55).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დანაშაულის წაქეზების თაობაზე მსჯელობის დროს დანაშაულის პროვოცირების ფაქტის არსებობის გამოკვლევისას, უპირველეს ყოვლისა, აფასებს, რამდენად მოქმედებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენლები „არსებითად პასიურად“ და ამგვარი მიდგომა რელევანტურია კერძო პირის მიმართაც (რამანაუსკასი (Ramanauskas) ლიტვის წინააღმდეგ (დიდი პალატა), განაცხადი №74420/01, 05.02.2008, §55). ევროპული სასამართლო ასევე ინტერესდება, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებამდე, ჰქონდათ თუ არა სახელმწიფო ორგანოებს განმცხადებლის მიმართ ეჭვის სათანადო საფუძვლები. ასეთად კი განიხილავს განმცხადებლის დანაშაულებრივ წინასწარგანწყობას (ბანიკოვა (Bannikova) რუსეთის წინააღმდეგ, განაცხადი №18757/06, 04.11.2010, §38) ან მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების დაწყების დამადასტურებელ, შემოწმებულ და დოკუმენტირებულ მტკიცებულებებს (ტრიფონცოვი (Trifontsov) რუსეთის წინააღმდეგ (განჩინება), 12025/02, 09.10.2012, §§.30,33). ზოგადი ინფორმაცია დანაშაულში პირის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ არ არის საკმარისი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად (ვანიანი (Vanyan) რუსეთის წინააღმდეგ, განაცხადი №53203/99, 15.12.2005, §49).
მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის პროვოკაციის ფაქტის დადგენის კუთხით, სასამართლომ შეისწავლა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, განიხილა დაცვის მხარის არგუმენტები ბრალდებულის მამხილებელ მტკიცებულებებთან მათი თავსებადობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ დანაშაულის წაქეზების საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები და კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები დაცული იქნა სრულად, - ბრალდებულთან უშუალო კონტაქტში მყოფი პ-----------------სა და ლ-–-------------ს ქმედებებსა და საგამოძიებო ორგანოს გადაწყვეტილებებში დანაშაულის პროვოცირების ნიშნები არ იკვეთება.
საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო პ-----------------ს 2017 წლის 2--------–ის პატაკი, რომლითაც იგი ხელმძღვანელობას აცნობებდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, გ------------–---ა გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, დაინტერესებულ პირებზე სისტემატურად ახდენდა ყალბი აშშ დოლარის კუპიურების გასაღებას. პ-----------------ს და ლ-–-------------ს დაკითხვის შემდეგ დადგინდა რა, რომ პ-----------------ს ნაცნობმა, გ------------–---ამ, მათ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მისგან ყალბი ვალუტის შეძენა შესთავაზა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, პ-----------------ს და ლ-–-------------ს მიერ გაცხადებული დანაშაულის გახსნის და დამნაშავე პირთა გამოვლენის მიზნით, დაგეგმა ღონიძიებათა ერთობლიობა. სწორედ, დაგეგმილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, პ-----------------სა და ლ-–-------------ს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, მათსავე პირველად ჩვენებებთან ერთად, საფუძვლად დაედო გ. მ--–---ას მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
სასამართლო თვლის, რომ საგამოძიებო ორგანოს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებამდე უკვე ჰქონდა ბრალდებულის მიმართ ეჭვის სათანადო საფუძვლები, რადგან პატაკის და პ-----------------სა და ლ-–-------------ს ჩვენებების სახით მას გააჩნდა არა ზოგადი ინფორმაცია დანაშაულში გ. მ--–---ას სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, არამედ მის მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი, შემოწმებული და დოკუმენტირებული მტკიცებულება.
სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს ზემოაღნიშნული, პირველადი მტკიცებულებების სამართლებრივ შეფასებაში, რადგან პ-----------------ს და ლ-–-------------ს მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაციის (პატაკისა და ჩვენებების) უტყუარობა სრულად დადასტურდა შემდგომ ჩატარებული სპეციალური საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობის დროსაც. ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, - რომლებითაც ცალსახად დგინდება, რომ ბრალდებულმა გ------------–---ამ გაასაღა უკანონოდ შეძენილი ყალბი ვალუტა, - შეიცავს თავად ბრალდებულის აღიარებასაც, რომ წლებია დაკავებულია უკანონო საქმიანობით და მის პარტნიორთან ერთად, დიდი რაოდენობით ასაღებს ყალბ აშშ დოლარის კუპიურებს, რაშიც იღებს გარკვეულ გასამრჯელოს. ასეთ ვითარებაში, სასამართლოსთვის აბსოლუტურად დამაჯერებელია პ-----------------ს და ლ-–-------------ს განმარტებები, იმასთან დაკავშირებით, რომ გ------------–---ამ, რომელიც უკვე ჩართული იყო დანაშაულებრივ საქმიანობაში, თავად გამოიჩინა ინიციატივა და გაამჟღავნა მათზე ყალბი ვალუტის გასაღების სურვილი, პოლიცია კი მხოლოდ „შეუერთდა“ დანაშაულებრივ ქმედებას და არ ყოფილა მისი ინიციატორი.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საკონტროლო შესყიდვის მხარეთა ქცევასა და იმ გარემოებაზე, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებათა ფარგლებში შემდგარი შეხვედრებისას პ-----------------, სახელმწიფოს წარმომადგენელი, მოქმედებდა „არსებითად პასიურად“, მაშინ, როცა ბრალდებული გ------------–---ა არ ჯერდებოდა ერთეული კუპიურების გასაღებას და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მისი პარტნიორი საქონლის მცირე პარტიებით დაინტერესებული არ იყო, პ-----------------ს დაჟინებით სთავაზობდა დიდი რაოდენობის კუპიურების შეძენას. (ბრალდებულის განმარტება, რომ პ-----------------სთან საკუთარი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მისი საუბრები და ყალბი ვალუტის დიდი პარტიის მიწოდების დაპირება იყო ტყუილი, რომელიც, გარკვეული მატერიალური ინტერესების გამო, ემსახურებოდა პ-----------------ს შეცდომაში შეყვანას, - სასამართლოსთვის დამაჯერებლობას მოკლებულია, მითუფრო, წინარე, მის მიერ უკვე განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების მხედველობაში მიღებით).
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ------------–---ას მიერ დანაშაულის ჩადენა განპირობებული იყო არა სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან რაიმე წნეხითა ან ზეწოლით, არამედ ბრალდებულისვე დანაშაულებრივი განზრახვით, რაც უსაფუძვლოს ხდის დაცვის მხარის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე დარღვეული იქნა დანაშაულის პროვიცირებისგან ბრალდებულის დაცვის აბსოლუტური უფლება. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის თუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებიდან გამომდინარე, სასამართლოს ზემოგანხილული მტკიცებულებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი არ გააჩნია.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყალბი საბანკო ბილეთის, ლითონის მონეტის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით ან გასაღება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში - ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დამზადებაში, შეძენაში, შენახვაში გასაღების მიზნით ან გასაღებაში. შეძენა გულისხმობს ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის სხვადასხვა გზით მოპოვებას და იგი დანაშაულად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, თუ მას გასაღების მიზანი აქვს; გასაღება კი მათ მიმოქცევაში გაშვებას გულისხმობს, მათ შორის, მათ გადაცემას ნებისმიერი პირისთვის სასყიდლით ან უსასყიდლოდ.
ყალბი ფული, ფასიანი ქაღალდი ან ვალუტა გაყალებულად ჩაითვლება თუ ფორმით, ზომით, ფერითა და სხვა რეკვიზიტებით არსებითად ჰგავს ორიგინალს, ე.ი. მიმოქცევაში მყოფ ფულს, ფასიან ქაღალდს ან ვალუტას.
ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის გასაღება ფორმალური შემადგენლობის დანაშაულია და დამთავრებულად ითვლება მათი ერთჯერადი გამოყენების ან გადაცემის მომენტიდან.
სუბიექტური მხრივ დანაშაული შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. დამნაშავეს, რომელსაც ამოძრავებს გასაღების მიზანი, შეგნებული აქვს, რომ ამზადებს, იძენს, ინახავს ან ასაღებს ყალბ ფულს, ფასიან ქაღალდს ან ვალუტას. სუბიექტური შემადგენლობისთვის დამახასიათებელია კონკრეტული, გასაღების მიზანი.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ------------–---ამ, 2017 წლის 2--------–ს - ლ-–-------------ზე, 2017 წლის 1------- კი პ-----------------ზე გაასაღა მის მიერ უკანონოდ შეძენილი ყალბი 100 აშშ დოლარის ნომინალის სამი კუპიურა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ როგორც პ-----------------ს, ისე - ლ-–-------------ს ეპიზოდში, გ------------–---ას ქმედებებში აშკარად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები - ყალბი ვალუტის შეძენა გასაღების მიზნით და გასაღება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ------------–---ას მსჯავრი უნდა დაედოს მის მიერ ჩადენილი, საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდისათვის და სასჯელად უნდა განესაზღვროს შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------------–---ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
გ------------–---ას მიმართ სასჯელის სახის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული უალტერნატივოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით. სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს კი, მხედველობაში იღებს რა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნებსა და საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ, მინიმალურ ზღვარზე უფრო მაღალი სასჯელის დადგენის კანონით განსაზღვრულ აუცილებლობას (დანაშაულის რეციდივის გამო), სასამართლო თვლის, რომ ჩადენილი დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის გ------------–---ას სასჯელად უნდა შეეფარდოს 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, როგორც შესაფერისი ზომა ბრალდებულის მხრივ დანაშაულებრივი საქმიანობის შემდგომი პრევენციის, მისი გამოსწორებისა და რესოციალიზაციისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------------–---ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 2--------–ის და 2017 წლის 10 მაისის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 2--------–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 მაისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 2--------–ის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------------–---ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 02 მარტის განაჩენით და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2014 წლის 05 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 939 (ცხრაასოცდაცხრამეტი) საათის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------------–---ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ------------–---ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 28 ივნისიდან - 2017 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.
მსჯავრდებულ გ------------–---ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს მოცემული განაჩენის აღსრულების გამო მისი დაპატიმრების ან სათანადო ორგანოებში მისი გამოცხადების მომენტიდან.
ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი