განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119002810498
საქმე N1/24-19 (N041151118003)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მაისი 2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა-------------–---–-----–-------–---–---- - დაბადებული 1--- წლის 1----------, ერაყის მოქალაქე, პირადი №6----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები (რეგისტრირებული): ქ. ქუთაისი, გ----------------, (ფაქტობრივად) ქ. ქუთაისი, ი------------------------------------
ადვოკატი - მ-----–------
თარჯიმანი - ვ---------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დისპოზიცია: სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა;
თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი;
ადევნება, ესე იგი პირადად პირის არასასურველი კომუნიკაცია ტელეფონითა და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და მის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის;
სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 13 ნოემბერს დაახლოებით 20:00 საათზე, ქუთაისში, ი-–---------------------------–- ა-------------–---–-----–-------–-–----- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნუ----–-----------–------–-, კერძოდ ხელი მოუჭირა ყელის არეში, რის შედეგადაც ნ------–-----------–------–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 13 ნოემბერს დაახლოებით 20:00 საათზე, ქუთაისში ი-–---------------------------–- ა-------------–---–-----–-------–-–----- მფლობელის - ნ------–-----------–------–-- ნების საწინააღმდეგოდ, კარის გატეხვის გზით შეაღწია მის საცხოვრებელ სახლში. ა-------------–---–-----–-------–-–----- ქმედებით ხელყოფილ იქნა ნ------–-----------–------–-- ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა.
2018 წლის 13 ნოემბერს დაახლოებით 20:00 საათზე, ქუთაისში ი-–---------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ა-------------–---–-----–-------–---–----მ დაიგულა რა თავისად ნ------–-----------–------–-- აიფონის ფირმის მობილურ ტელეფონის განკარგვის უფლება განახორციელა იგი დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ და ნ------–-----------–------–-- თვითნებურად გამოართვა მობილური ტელეფონი. მიუხედავად ნ------–-----------–------–-- არაერთი მოთხოვნისა ა-------------–---–-----–-------–---–----მ არ დაუბრუნა ტელეფონი მესაკუთრეს. ა-------------–---–-----–-------–-–----- ქმედებით ნუ----–-----------–------–- მიადგა მნიშვნელოვანი მორალური ზიანი.
2017 წლის ნოემბრის თვიდან 2018 წლის 1 დეკემბრამდე ა-------------–---–-----–-------–-–---- არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ნ------–-----------–------–---- კერძოდ, მიუხედავად დაზარალებულის მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა - დაენებებინა მისთვის თავი, ა-------------–---–-----–-------–-–---- ურეკავდა მას ტელეფონით, დადიოდა მასთან ქუთაისში, ი-–---------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ღამის საათებში. ეუბნებოდა რომ უყვარდა და სურდა მასთან ურთიერთობა. ნ------–-----------–------–-- აუკრძალა ა-------------–---–-----–-------–-–----- მასთან სახლში მისვლა და არ პასუხობდა მის სატელეფონო ზარებს. მიუხედავად ამისა, ა-------------–---–-----–-------–-–---- მაინც მიდიოდა დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში და აკაკუნებდა კარზე, ეჭვიანობდა ნ------–-----------–------–-- მეგობრებზე. დაზარალებული იძულებული გახდა შეეცვალა საცხოვრებელი მისამართი და გადავიდა ქუთაისში, ბ------------------------------------–- არსებულ საცხოვრებელ ბინაში, სადაც ასევე რამოდენიმეჯერ მიაკითხა ა-------------–---–-----–-------–-–-----, აკაკუნებდა კარზე და მიმართავდა ხმამაღლა, რა დროსაც დაზარალებულმა მას კვლავ არ გაუღო კარი. ა-------------–---–-----–-------–-–----- მოქმედებით კვლავ შეექმნა დაზარალებულს საცხოვრებელი სახლის მისამართის შეცვლის საჭიროება.
2018 წლის 13 ნოემბერს დაახლოებით 20 საათზე, ქუთაისში ი-–---------------------------–- ა-------------–---–-----–-------–-–----- დააზიანა ნ----------–---–--- ბინის კარი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს მიადგა 200 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარდა ბრალდებულ ა-------------–---–-----–-------–---–----ს აღიარებისა, სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (შეტყობინება დანაშაულის შესახებ, ნ------–-----------–------–--, ნ----------–---–---, მ-----------------------------------, ვ--–--------------–-----, ო------------------------------- გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ა-------------–---–-----–-------–-–----- მიერ წარმოდგენილი iphone 6s plus-ის ფირმის მობილური ტელეფონი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნები, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა) ერთობლიობა ა-------------–---–-----–-------–---–----ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია ა-------------–---–-----–-------–---–----ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ა-------------–---–-----–-------–---–----მ ჩაიდინა: სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, ადევნება ესე იგი პირადად პირის არასასურველი კომუნიკაცია ტელეფონითა და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და მის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით, სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა-------------–---–-----–-------–---–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარებს და ინანიებს დანაშაულის ჩადენას, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სასჯელის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ა-------------–---–-----–-------–---–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ ა-------------–---–-----–-------–---–---- გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს, მის კანონის შესაბამის ქცევას საქმის განხილვისას და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, დანიშნული სასჯელის 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის, პირობითად ჩათვლა, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა-------------–---–-----–-------–---–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1511 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ა-------------–---–-----–-------–---–----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
ა-------------–---–-----–-------–---–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
ა-------------–---–-----–-------–---–----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 14 დეკემბრიდან - 2018 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ა-------------–---–-----–-------–---–----ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება:
ამოღებული აიფონის ფირმის ტელეფონი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის ფოტოები და ერთვის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური