განაჩენი

სისხლის სამართლის 14.09.2019
საქმის ნომერი
120100119003055195
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
14.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/161-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

11 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - გ--–----------ე;

დაცვის მხარე - ბრალდებული - მ------ ბ--–----ე - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1-.0-.1--- წელს ხ-–----ში, პ/ნ 5---------- რეგისტრირებული ხ-–----ი, სოფელი ჩ--------–---ი და მცხოვრები: ა---––--ე, თ------–---–ის ქ.2--- .

ადვოკატი - ნ----------------ე;

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქ/პ.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 07 მაისს დაახლოებით 19:00 საათზე, არასრულწლოვან 2----–-–----------------ს დაბადებულ შვილის ქ---- ბ--–----ისათვის შენიშვნის მიცემით გაღიზიანებულმა, ქ. ა---––---–ი თ------–---–ის ქუჩა N 2----ში დროებით მცხოვრებმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მ------ ბ--–----ემ არასრულწლოვან შვილს ქ---- ბ--–----ეს ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც ქ---- ბ--–----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, დაიწყო ტირილი და წავიდა სახლიდან, არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტის შემსწრე ფ--------–-----ემ მეუღლეს მ------ ბ--–----ეს მოუწოდა დამშვიდებისა და მსგავსი ქმედებისაგან თავის შეკავებისაკენ, რის გამოც მ------ ბ--–----ემ მეუღლეს ასევე მიაყენა ჯერ სიტყვიერი, შემდგომ კი სახის არეში ხელის ერთხელ დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალადობრივი ქმედების შედეგად ფ--------–-----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

მ------ ბ--–----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ორი პირის მიმართ.

სამართლებრივი შეფასება:

ბრალდებულმა მ------ ბ--–----ემ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, ფ--------–-----ის 07.05.2019 წ მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, ქ---- ბ--–----ის 07.05.2019 წლის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, რ------–-----ის 07.05.2019 წ მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, მ--–---- ბ--–----ის 0-.05.2019 წ მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, ფ--------–-----ისა და ქ---- ბ--–----ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, თ------------------ის 0-.05.2019 წ მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, ლ-–---------ის 0-.05.2019 წ მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, გ-------–---------–---–ის 0-.05.2019წ მოწმის სახით გამიკითხვის ოქმი და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც დაცვის მხარემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სცნო უდავოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათაგან ქ---- ბ--–----ისა და ფ--------–-----ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმებით დასტურდება ბრალდებულისათვის წარდგენილ ბრალდებაში აღწერილი გარემოებები დანაშაულის ფაქტის შესახებ. ქ---- ბ--–----ემ და ფ--------–-----ემ გამოკითხვის დროს განმარტეს, რომ მათ ბრალდებულის ძალადობის შედეგად განიცადეს ფიზიკური ტკივილი. 2019 წლის 0- მაისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებების თანახმად, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე დაზარალებულად იქნენ ცნობილნი ქ---- ბ--–----ე და ფ--------–-----ე საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით.

სასამართლოს დასკვნა მ------ ბ--–----ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

მ------ ბ--–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრების მიმართ.

საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, შეურიგდა დაზარალებულს, რომელმაც განცხადებით მომართა სასამართლოს და ითხოვა ბრალდებულის მიმართ მსუბუქი სახის სასჯელის განსაზღვრა, მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და წარსულში ნასამართლევი არ არის მ------ ბ--–----ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა რაც შეეცვლება პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ------ ბ--–----ე (პ/ნ5----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ორი წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს ორი წელი.

2. მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ყადაღისაგან გათავისუფლდეს გირაოს უზრუნველსაყოფად 4000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული გ-- ბ--–----ისა (პ/ნ0----------) და ს----- ტ-------–----ს (პ/ნ0----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: (ა-----ის რაიონი, სოფელი ო–----ა, ს.კ. 6-.0-.3-.2--. ( 2019 წლის 1-------ს განჩინება N1-----).

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 0- მაისიდან 2019 წლის 16 მაისის ჩათვლით.

3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ა---––--ის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალცხიე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი