განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117001929568
1-421/17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - ა----------–---–ი
ბრალდებული - ჟ--–---- ა--–--ე
ადვოკატი - პ----- შ----ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
საქმის გამოძიების ნომერი №1-----------
ბრალდებული: ჟ--–---- ა--–--ე
მამის სახელი: ვ-–---------
დაბადებული: 25.01.1-----–--–---------–--------------------–-----------–------------–-------–----–-----------------------------------------------------------------------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
ჟ--–---- ა--–--ემ ჩაიდინა ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა.
2016 წლის ზაფხულის თვეში ჟ--–---- ა--–--ემ მფლობელის-ვ--------ია ბ--------ს ნების საწინააღმდეგოდ შევიდა ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ ბინაში მდებარე ქ. ბათუმი გ. ტაბიძის ქუჩა N------------ სადაც დღემდე ცხოვრობს ოჯახთან ერთად.
ბრალის შესახებ დადგენილებაში აღწერილი გარემოებები ვერ დადასტურდა სასამართლოში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მოწმე ა------ს პ------------–--სის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ჟ--–---- ა--–--ესთან აკავშირებდა საქმიანი ურთიერთობა. მას შეიძინა ჟ--–---- ა--–--ის ქონება (სახლი) მდებარე ქ. ბათუმი 2--–- თუმცა ამ ქონების გამოსყიდვის უფლება ქონდა ჟ--–---- ა--–--ეს. ა--–--ემ პირობა ვერ შეასრულა და დამატებით შეთანხმდნენ, რომ ხსენებულ ქონებას დატვირთავდა იპოტეკით და აღებული ფულით ჟ--–---- ა--–--ე ააშენებდა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, ხოლო ბინების გაყიდვებით მიღებულ შემოსავლით გაისტუმრებდა ა--–--ე მის ვალს. ამიტომ მან და ჟ--–---- ა--–--ემ დაარსეს შპს შუა მინდორი. მშენებლობის საკითხებს აგვარებდა ა--–--ე. ამ ურთიერთობების დროს გაიცნო ა------ ს-----ძე. ა------ ს-----ძემ თავის მხრივ ჟ--–---- ა--–--ე დააკავშირა მშენებლებთან. საბოლოოდ ბინა აშენდა. ა------ს პ------------–--სმა შპს შუა მინდორში წილი 80% გადასცა ჟ--–---- ა--–--ეს. ამით იგი თვლიდა, რომ ჟ--–---- ა--–--ესთან დამთავრდა ყველა წარმოშობილი ფინანსური გარიგებები. მას მშენებარე ბინიდან ერგო 5 ბინა. ამიტომ საჯარო რეესტრში ხუთივე ბინა დაარეგისტრირა მეუღლის ვ--------ია ბ--------ს სახელზე. 2016 წლის ზაფხულში სურდა ბინის რეალიზაცია მაგრამ აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთ ბინაში კერძოდ N-- ბინაში მისი ნებართვის გარეშე ცხოვრობდა ჟ--–---- ა--–--ე, რომელმაც უარი განაცხადა ბინის დატოვებაზე. ამის გამო ადვოკატის რჩევით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს რათა განთავისუფლდეს ბინა, მიეცეს საშუალება ბინის რეალიზაციის და კუთვნილი სარგებლის მიღების.
დაზარალებულ ვ--------ია ბ--------ს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ ფლობს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ ბინას მდებარეს ქ. ბათუმში გ. ტაბიძის ქუჩა N 2--–- მრავალ სართულიან საცხოვრებელ სახლში მეორე სართულზე ბინა 4 საცხოვრებელ ფართი 69 კ/მ-ს. მას ამ ბინის გარდა, ტაბიძის ქუჩა 2--–- ფლობდა კიდევ ოთხ ბინას, რომლის რეალიზაციაც მოახდინა. ასევე სურდა ბინა N---ის გაყიდვაც მაგრამ მის რეალიზაცია ვერ მოახდინა, რადგან აღმოჩინა, რომ ბინაში ცხოვრობდა ჟ--–---- ა--–--ე. არავისთვის ბინაში შესვლის ნებართვა არ მიუცია.
თვით ბრალდების მტკიცებულების სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ ა------ ს-----ძის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ იგი იცნობს ჟ--–---- ა--–--ეს და ა------ს პაპანდობულოსს. ჟ--–---- ა--–--ის და ა------ს პ------------–--ს მიზანი იყო აეშენებინათ მრავალ სართულიანი საცხოვრებელი, რის გამოც ეს ორი პირი დააკავშირა მშენებლებთან. მშენებლობის დროს ჟ--–---- ა--–--ის ძალიან გაუჭირდა ფინანსურად, აღარ გააჩნდა ასევე საცხოვრებელიც ამიტომ ა------ს პ------------–--სს სთხოვა, რომ ერთ-ერთ ბინაში დროებით შევიდოდა საცხოვრებლად რაზედაც ა------ს პ------------–--სი დათანხმდა და დართო ნება ჟ--–---- ა--–--ეს დროებით ეცხოვრა მშენებარე ბინაში.
ბრალდებულმა ჟ--–---- ა--–--ემ თავი არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ და განმარტა, რადგან არ გააჩნდა ფინასური სახსრები, აღარც ბინა ქონდა და იყო უსახლკარო ნებართვა სთხოვა ა------ს პ------------–--სს, რომ დროებით შევიდოდა და თავს შეაფარებდა ერთ-ერთ ბინას რაზედაც ა------ს პ------------–--სმა თანხმობა განუცხადა.
გარდა ზემოაღნიშნულის სასამართლოში დაკითხულმა ბრალდების არცერთმა მოწმემ არ დაადასტურა და არც უარყო ა------ს პ------------–--სსა და ჟ--–---- ა--–--ის შორის სიტყვიერი შეთანხმების თაობაზედ არსებობის შესახებ, რაიმე გარემოება.
ამრიგად ბრალდების მხარემ სასამრთლოში წარმოადგინა დაზარალებული ვ--------ია ბ-------- და მის მეუღლე ა------ს პ------------–--სი, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ჟ--–---- ა--–--ეზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე.
სასამართლომ გამოიკვლია ასევე თვითო ბრალდებულის ჩვენება და ასევე დაუნტერესებელი პირი ა------ ს-----ძე, რომლის ჩვენებითაც ირკვევა, რომ ჟ--–---- ა--–--ე უნებართვოთ არ შესულა საცხოვრებელ ბინაში და ამაზე თანხმობა ა------ს პ------------–--სმა ა------ ს-----ძის თანდასწრებით განუცხადა ჟ--–---- ა--–--ეს.
თვით მოწმე ა------ ს-----ძის ჩვენების სისწორეში სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია, რადგან არცერთ მოწმეს არც დაზარალებულს და არც მის მეუღლეს ა------ს პ------------–--სს მასთან, რაიმე სახის კონფლიქტი ან უთანხმოება არ ქონია, მათ შორის არ ყოფილა, რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც აფიქრებინა სასამართლოს, რომ მოწმე ა------ ს-----ძის ჩვენება არ შეეფერება სიმართლეს და მისი ჩვენება არადამაჯერებელია. პირიქით ა------ს პაანდოლპულოსმა დაკითხვისას ამაირან ს-----ძე დაახასიათა დადებითად.
იმისათვის რათა დადგინდეს პირმა ჩაიდინა თუ არა სხვისი ბინის ხელშეუხებლობის დარღვევა, აუცილებელია დადგინდეს პირის განზრახვა მოქმედებს თუ არა იგი მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ და მფლობელის წინააღმდეგობის მიუხედავად იკავებს თუ არა მის ბინას. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დააჯერებდა სასამართლოს, რომ ჟ--–---- ა--–--ე უნებართვოდ შევიდა ბინაში. მართალია ბრალდების მხარემ წარმოადგინა დაზარალებული ვ--------ია ბ--------ს და მისი მეუღლე ა------ს პ------------–--სის ჩვენებები მაგრამ მათ შეუპირისპირდა ბრალდებულის ჩვენება და თვით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დაუინტერესები მოწმის ა------ ს-----ძის ჩვენება, რომელთაც უარყვეს ჟ--–---- ა--–--ის მხრიდან ბინაში უნებართვოდ შესვლის ფაქტი. სხვა რაიმე მტკიცებულება რომელიც მთლიანობაში დაძლევდა ბრალდებულისა და მოწმე ამირა ს-----ძის ჩვენებას და დააჯერებდა სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჟ--–---- ა--–--ის ბრალეულობაში სასამართლოში არ წარმოდგენილა. სასამართლოს დარჩა მხოლოდ ეჭვი, რომ ჟ--–---- ა--–--ის მხრიდან ჩადენილია დანაშაული, რაც უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
აქვე სასამართლო განმარტავს, რომ მოწმეთა ჩვენებებით ვლინდება ჟ--–---- ა--–--ისგან მხრიდან სხვისი ქონების არამართლზომიერი ხელყოფის ნიშნები, მაგრამ ამ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მესამე კარი (საკუთრება) და იგი ვერ გადაწყდება სისხლის სამართლის კოდექსის ნორმათა მიხედვით.
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან პ.44,45) მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლო პროცესზე არ წარმოადგენს ბრალდებულ ჟ--–---- ა--–--ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარის საფუძველს. საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის in dubio pro reo (ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის) გათვალისწინებით, რომელიც ასევე განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვითაც, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებული უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე,268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჟ--–---- ა--–--ე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
გამართლებულ ჟ--–---- ა--–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი