განაჩენი

სისხლის სამართლის 10.07.2019
საქმის ნომერი
330100119002992151
თარიღი
10.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/2134-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ---------------ე,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ს----------–ია, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: თბილისი, ს------------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ-–-------------------------------------------

 

ადვოკატი - ი---------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111 126-ე მუხლის 12 ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1 ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1 ნაწილი.

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის იანვრის თვიდან, იმავე წლის 27 ნოემბრამდე, ს----------–ია და მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი თ----------–-----–---–ი ცხოვრობდნენ თბილისში, ზ--------------–---–------------------- სახლში. 2018 წლის დეკემბრის თვიდან თ----------–-----–---–ი საცხოვრე გადავიდა თბილისში, ხ-----–---–------------ში მდებარე მისი მამიდის საცხოვრებელ სახლში, ხოლო 2019 წლის 20 მარტს ს----------–ია და თ----------–-----–---–ი საცხოვრებლად გადავიდნენ თბილისში გ-–-------------------------------------------------------ში მდებარე სახლში. ზ----ის დასახლებაში მდებარე სახლში ცხოვრების პერიოდში, ს----------–ია, სისტემატიურად, თითქმის ყოველდღიურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას თ----------–-----–---–ს, ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში. ამავდროულად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და ახორციელებდა მის დამცირებას (მათ შორის ანალოგიური ქმედება განახორციელა ასევე 2018 წლის 27 ნოემბერს), კერძოდ აგინებდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით. მას შემდეგ რაც თ----------–-----–---–ი საცხოვრებლად გადავიდა ხ-----–---–ის ქუჩაზე მდებარე ზემოხსენებულ სახლში, ს----------–ია პერიოდულად მიდიოდა აღნიშნულ მისამართზე და თ----------–-----–---–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, კერძოდ აგინებდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. ამავდროულად ს----------–ია ემუქრებოდა თ----------–-----–---–ს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, მათ შორის დანის გამოყენებითაც, ეუბნებოდა, რომ გამოჭრიდა ყელს და დამარხავდა მამიდამისის ეზოში. გარდა ზემოაღნიშნულისა, ს----------–იას მხრიდან თ----------–-----–---–ის მიმართ განხორციელებული სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება გაგრძელდა შემდგომშიც, კერძოდ:

 

2019 წლის 27 მარტს, გ-–----ის დასახლებაში მდებარე ზემოხსენებულ სახლში ყოფნისას, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ----------–-----–---–ს, კერძოდ აგინებდა მას, ასევე რამოდენიმეჯერ ფეხებში ჩაარტყა დანის სალესი ქვა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2019 წლის 29 მარტს, გ-–----ის დასახლებაში მდებარე ზემოხსენებულ სახლში ყოფნისას, ს----------–იამ თ----------–-----–---–ს უთხრა, რომ მას იმ სახლში ხმა არ ამოეღებოდა, ის იყო მისი ცოლი და უნდა დაელაგებინა სახლი, ასევე დაემუქრა და უთხრა, რომ სახლიდან ვერ წავიდოდა, რადგან ეს იყო მისი გადასაწყვეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ძვლებს დამარხავდა. მანვე, იმავე დღეს, ძლიერად დაარტყა მუშტი სახის არეში თ----------–-----–---–ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ასევე მიმართავდა მას უცენზურო სიტყვებით და აგინებდა.

 

ს----------–იას მიერ, თ----------–-----–---–ის მიმართ განხორციელებულმა ზემოხსენებულმა სისტემატურმა ცემამ და სხვაგვარმა ძალადობამ, თ----------–-----–---–ის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. ს----------–იას მიერ იმავე პირის მიმართ განხორციელებულმა ზემოაღნიშნულმა სისტემატურმა შეურაცხყოფამ და დამცირებამ გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა, ხოლო ს----------–იას მიერ თ----------–-----–---–ის მიმართ არაერთხელ განხორციელებული მუქარის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა ს----------–იას მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ს----------–იას აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - მოწმეების: თ----------–-----–---–ის, ლ--------–-–---–ის და ხ-------–--–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციას, ს----------–იას დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს და ამოღების ოქმს, ამოღებულ ობიექტს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ფიზიკურ ძალადობად ითვლება ერთი ადამიანის მიერ მეორის ცემა, წამება, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს სისტემურ შეურაცხყოფას, კერძოდ, შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლმა შეურაცხყოფისთვის შემოიღო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი იგი: ა) ჩადენილია ოჯახში და ბ) სისტემატური ხასიათისაა; შეურაცხყოფა სისტემურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა.შ.

 

რაც შეეხება სისტემატური ცემის ეპიზოდს, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სისტემატურია ცემა მაშინ, როცა იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, თანაც დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ცემით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ჯერაც არაა გამქრალი და მსხვერპლის ცემა ხდება მეორედ, შემდეგ მესამედ და ა.შ. თანაც არა აქვს მნიშვნელობა ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით ხდება თუ ახლად აღმოცენებული განზრახვით. სწორედ ეს შედეგი და ცემის სისტემატური ხასიათი განაპირობებს დაზარალებულის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას.

 

საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ასევე სამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ს----------–იას მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ 2018 წლის იანვრის თვიდან, იმავე წლის 27 ნოემბრამდე, ს----------–ია და მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი თ----------–-----–---–ი ცხოვრობდნენ თბილისში, ზ--------------–---–------------------- სახლში. 2018 წლის დეკემბრის თვიდან თ----------–-----–---–ი საცხოვრე გადავიდა თბილისში, ხ-----–---–------------ში მდებარე მისი მამიდის საცხოვრებელ სახლში, ხოლო 2019 წლის 20 მარტს ს----------–ია და თ----------–-----–---–ი საცხოვრებლად გადავიდნენ თბილისში გ-–-------------------------------------------------------ში მდებარე სახლში. ზ----ის დასახლებაში მდებარე სახლში ცხოვრების პერიოდში, ს----------–ია, სისტემატიურად, თითქმის ყოველდღიურად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას თ----------–-----–---–ს, ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში. ამავდროულად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას და ახორციელებდა მის დამცირებას (მათ შორის ანალოგიური ქმედება განახორციელა ასევე 2018 წლის 27 ნოემბერს), კერძოდ აგინებდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით. მას შემდეგ რაც თ----------–-----–---–ი საცხოვრებლად გადავიდა ხ-----–---–ის ქუჩაზე მდებარე ზემოხსენებულ სახლში, ს----------–ია პერიოდულად მიდიოდა აღნიშნულ მისამართზე და თ----------–-----–---–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, კერძოდ აგინებდა და მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. ამავდროულად ს----------–ია ემუქრებოდა თ----------–-----–---–ს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, მათ შორის დანის გამოყენებითაც, ეუბნებოდა, რომ გამოჭრიდა ყელს და დამარხავდა მამიდამისის ეზოში. გარდა ზემოაღნიშნულისა, ს----------–იას მხრიდან თ----------–-----–---–ის მიმართ განხორციელებული სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება გაგრძელდა შემდგომშიც, კერძოდ:

 

2019 წლის 27 მარტს, გ-–----ის დასახლებაში მდებარე ზემოხსენებულ სახლში ყოფნისას, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ----------–-----–---–ს, კერძოდ აგინებდა მას, ასევე რამოდენიმეჯერ ფეხებში ჩაარტყა დანის სალესი ქვა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2019 წლის 29 მარტს, გ-–----ის დასახლებაში მდებარე ზემოხსენებულ სახლში ყოფნისას, ს----------–იამ თ----------–-----–---–ს უთხრა, რომ მას იმ სახლში ხმა არ ამოეღებოდა, ის იყო მისი ცოლი და უნდა დაელაგებინა სახლი, ასევე დაემუქრა და უთხრა, რომ სახლიდან ვერ წავიდოდა, რადგან ეს იყო მისი გადასაწყვეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ძვლებს დამარხავდა. მანვე, იმავე დღეს, ძლიერად დაარტყა მუშტი სახის არეში თ----------–-----–---–ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ასევე მიმართავდა მას უცენზურო სიტყვებით და აგინებდა.

 

ს----------–იას მიერ, თ----------–-----–---–ის მიმართ განხორციელებულმა ზემოხსენებულმა სისტემატურმა ცემამ და სხვაგვარმა ძალადობამ, თ----------–-----–---–ის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. ს----------–იას მიერ იმავე პირის მიმართ განხორციელებულმა ზემოაღნიშნულმა სისტემატურმა შეურაცხყოფამ და დამცირებამ გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა, ხოლო ს----------–იას მიერ თ----------–-----–---–ის მიმართ არაერთხელ განხორციელებული მუქარის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ყოველივე ეს იძლევა საქართველოს სსკ-ის 111.126-ე მუხლის 12 ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

 

საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ს----------–იას დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----------–იამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა, მისი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111 126-ე მუხლის 12 ნაწილით, ასევე ს----------–იამ ჩაიდინა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. ასევე ს----------–იამ ჩაიდინა მისი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ს----------–იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები მიიჩნევა ის ფაქტი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ს----------–იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ს----------–იას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 111 126-ე მუხლის 12 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე, თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 80-იდან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 120-იდან 180 საათამდე, გამასწორებელი სამუშაო ერთ წლამდე, შინაპატიმრობა 6 თვიდან 2 წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

ბრალდებულ ს----------–იას მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთათვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს. მართალია მოცემული დანაშაულები მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, თუმცა გასათვალისწინებელია მათი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით.

 

სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ ს----------–იას სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ და ხომ არ არის ზემოქმედება მომხდარი მსხვერპლზე თავად ბრალდებულის ან მათივე ოჯახის წევრების მხრიდან (სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილია დაზარალებულ თ----------–-----–---–ის განაცხადა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, აღარ აპირებს მასთან ერთად ცხოვრებას, თანახმაა მის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები). სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ს----------–იამ დაადასტურა, რომ აღაირებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს.

 

იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ს----------–ია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ბრალდებული არის 21 წლამდე ასაკს მიუღწეველი პირი, თუმცა ასევე ითვალისწინებს ქედების ჩადენის სპეციფიკას, ასევე იმ გარემოებას, რომ ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შესაბამისად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ს----------–იას დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით დაუნიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაეთვლება პირობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ს----------–ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის I2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

ს----------–ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

ს----------–ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილის თანახმად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოდ დანაშაულთა ერთობლიობით ს----------–იას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ს----------–იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს. ს----------–იას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 30 მარტიდან 2019 წლის 10 ივლისის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

1) სისხლიანი ტილოს ნაჭერი და თ----------–-----–---–ის ბიოლოგიური მასალა - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ;

2) ს----------–იას ხმოვანი ჩანაწერი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე