განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100119003053825
N1/94-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
17.09.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი
ბრალდების მხარე:
სახელმწიფო ბრალმდებელი, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი -სანდრო გიორგაშვილი.
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ნო–------ ქე-–----–--ლი.
ბრალდებული: ია----ი ბა--ძე;
მამის სახელი:ნი----–-----;
დაბადებული: 19.05. 1----–--–--
პირადი ნომერი: 1----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება:არასრული საშუალო;
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი;
ნასამართლეობა: ნასამართლობის მქონე;
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ბ------–---;
მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ბ------–---.
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120 მუხლის პირველი ნაწილი - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო დაკარგვა გამოიწვია.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირება.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილი - მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო დაკარგვა გამოიწვია.
ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 13 მაისს, დაახლოებით 21 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–---ში, ია----ი ბა--ძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სცემა მიხ---– გვ--–----–--ლს, რა დროსაც კბენის შედეგად, ყურზე მიაყენა დაზიანება, რამაც საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო დაკარგვა გამოიწვია.
2. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა კულტივირება.
ქმედება გამოიხატა შემდეგში: ია----ი ბა--ძემ, 2018 წლის მაისში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ------–---ში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, უკანონოდ დათესა, მოიყვანა და კულტივირებას უკეთებდა 5 ძირი, 163,21 გრამ ნარკოტიკისშემცველ კანაფის ნედლ მცენარეს, რაშიც მხილებულ იქნა შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
3. მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა.
ქმედება გამოიხატა შემდეგში: ია----ი ბა--ძემ, 2018 წლის ივლისის შუა რიცხვებში, უკანონოდ შეიძინა 36. 83 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, რომელსაც უკანონოდ ინახავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ------–---ში, თავის საცხოვრებელ სახლში, რაშიც მხილებულ იქნა შსს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა მიერ.
სასამარლომ დაადგინა:
1. ია----ი ბა--ძემ წარდგენილ ბრალდებაში სასამართლოს მიერ ბრალდების განმარტებისას თავი დამნაშავედ სცნო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, რამაც საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო დაკარგვა გამოიწვია და მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვაში. აღნიშნული პოზიცია ასევე დაადასტურა საბოლოო სიტყვით, რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ეპიზოდს, თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ მას ნარკოტიკის შემცველი მცენარე კანაფი არ დაუთესია და კულტივირება არ მოუხდენია.
2. ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირის ბრალეულობას. ბრალდებულ - ია----ი ბა--ძეს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
3. ია----ი ბა--ძე ცნობილი უნდა იქნეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ბრალდებაში გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებათა ერთობლიობა:
1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა ბრალად წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
3. ია----ი ბა--ძის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ, სასამართლოს წარმოუდგინა ბრალდებულის მამის ნი----–---- ბა--ძის ჩვენება, რომლითაც დადასტურდა შემდეგი: იგი არის ია----ი ბა--ძის მამა. მის შვილს აქვს სახლი, რომელიც დგას იმავე ეზოში სადაც მისი. 2018 წლის 27 ივლისს სამუშაოდ იყო ვენახში. სახლში დაბრუნდა დილის 11-12 საათზე. ამ დროს მოვიდნენ პოლიციის თნამშრომლები 12 კაცი და გაჩხრიკეს მისი შვილის ია----ის სახლი და იპოვეს რაღაც. შემდეგ მისი სახლის ეზოში, სადაც თხილის ბუჩქი დგას, ნახეს, როგორც შემდეგ გაიგო, ნარკოტიკის შემცველი მცენარე. იმ ადგილას სადაც ნარკოტიკის შემცველი მცენარეები ნახეს, საერთოდ არ მიდის, რადგან ჩაღრმავებული ადგილია, სარეველა იზრდება, არც უვლის და არც არაფერს თესავს. ყოველთვის ერიდება იმ ადგილს, რადგან უყვარს ზოგჯერ ალკოჰოლის დალევა და ეშინია არ ჩავარდეს იმ ღრმულში და არ დაშავდეს. არასოდეს დაუნახვს, რომ იმ ადგილას მისი შვილი მისულიყო. ადგილი არ არის დამუშავებული და მოვლილი. არც იცოდა იქ რაიმე თუ იყო. ამ ადგილას ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისვლა, რადგან ამ ადგილას ეზოს არ აქვს ღობე.
4. დაცვის მხარემ არასადავოდ გახადა შეთანხმებული მტკიცებულები, კერძოდ, შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების ოთ--- ნა------–--ლის, მიხ---– გვ--–----–--ლის, ემ----- წი----ნის, გი------ ბე-----–--ლის, ალ---------- შა---–--ლის, ნი--- შა-----–--ლის, ომ---- ძვ--–-–--ლის, ალ---- კვ-------ლის, ალ---------- ცი–-–--ლის გამოკითხვის ოქმები, ავადმყოფობის ისტორია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ჩხრეკის ოქმი და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან, მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
5. მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ია----ი ბა--ძემ ნარკოტიკის შემცველი მცენარის კანაფის დათესვა, კულტივირება, მოყვანის ფაქტი არ დაადასტურა, და განმარტა, რომ იგი იშვიათად მოიხმარს ნარკოტიკს მარიხუანას, შეიძლება ეზოში გადაყარა თესლი, მაგრამ არ დაუთესია, კულტივირებას არ უკეთებდა და არც იცოდა, რომ იგი იქ იყო გაზრდილი.
6. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.
7. ბრალდებულ ია----ი ბა--ძის, მოწმე ნი----–---- ბა--ძის ჩვენებით და არასადაო მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, რომ ბრალდებულმა დათესა, მოიყვანა და კულტივირებას უკეთებდა ნარკოტიკის შემცველ მცენარე კანაფს.
8. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, სასამართლო ერთობლიობაში შეაფასებს პრეიუდიციებს, იმ მტკიცებულებეს, რაც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია, რაც სადაოდ გახადა და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ:
9. უდაოდ გამხდარი მტკიცებულებებით, როგორიცაა შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების ოთ--- ნა------–--ლის, მიხ---– გვ--–----–--ლის, ემ----- წი----ნის, გი------ ბე-----–--ლის, ალ---------- შა---–--ლის, ნი--- შა-----–--ლის, ომ---- ძვ--–-–--ლის, ალ---- კვ-------ლის, ალ---------- ცი–-–--ლის გამოკითხვის ოქმები, ავადმყოფობის ისტორია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ჩხრეკის ოქმი, სასამართლო სხომაზე ბრალდებულის მიერ მიცემული აღიარებითი ჩვენება, რომლის მიხედვით მან აღიარა მიხ---– გვ--–----–--ლისათვის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი და მარიხუანის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტი დასტურდება, რომ ია----ი ბა--ძემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით და ბრალდებულ ია----ი ბა--ძის აღიარებითი ჩვენებით დასტურდება, რომ ია----ი ბა--ძემ უკანონოდ შეიძინა და პირადად უკანონოდ ინახავდა, ნარკოტიკულ საშუალებას 36,39 გრამ გამომშრალ მარიხუანას.
ნარკოტიკული საშუალების შეძენა შესაძლებელია გამოიხატოს ისეთ მოქმედებებში, როგორიცაა მისი ნებისმიერი სახით მიღება სასყიდლით ან უსასყიდლოდ.
ნარკოტიკული საშუალების შენახვაში იგულისხმება ისეთი მოქმედება, რომელიც გამოიხატება მის განთავსებაში გარკვეულ ადგილას, ეს შეიძლება იყოს როგორც პირადად შენახვა, ასევე შენახვა საცხოვრებელ სახლში, სათავსოში და ა.შ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ია----ი ბა--ძემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანას“ უკანონო შეძენა და შენახვა.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია
მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმეების ოთ--- ნა------–--ლის, მიხ---– გვ--–----–--ლის, ემ----- წი----ნის, გი------ ბე-----–--ლის, ალ---------- შა---–--ლის, ნი--- შა-----–--ლის, ომ---- ძვ--–-–--ლის, ალ---- კვ-------ლის, ალ---------- ცი–-–--ლის გამოკითხვის ოქმები, ავადმყოფობის ისტორია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ასევე ია----ი ბა--ძის აღიარებითი ჩვენებით დასტურდება, რომ ია----ი ბა--ძემ, დაზარალებულ მიხ---– გვ--–----–--ლის მიმართ ჩაიდინა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო დაკარგვა გამოიწვია.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება შეიძლება იყოს მაშინ როდესაც ერთი, იწვევს ჯანმრთელობის მოშლას, ხანმოკლედ და მეორე, რომელიც არ იწვევს ჯანმრთელობის მოშლას, მაგრამ მოჰყვება შრომისუნარიანობის უმნიშვნელო არამყარი დაკარგვა.
ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაა დაბეჟილობა, სისხლნაჟღენთები, მხედველობის და სმენის ისეთი შესუსტება, რამაც გამოიწვია შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
საქმის უდაოდ გამხდარი მტკიცებულებებით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ია----ი ბა--ძემ ჩაიდინა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო დაკარგვა გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება:
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
3. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
4. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
5. ყოველივე ზემოთ თქმულიდან სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ია----ი ბა--ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მეორე ნაწილით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ხოლო ბრალდება წარდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა კულტივირება სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის 2-ე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოციდან ორას ოც საათამდე.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასამართლოს ბრალდებულ ია----ი ბა--ძის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა წარდგენილი ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის 2-ე ნაწილით აღიარება და მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ პერიოდში.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
2. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას. სასჯელის გამოყენების მიზანს წარმოადგენს ია----ი ბა--ძის რესოციალიზაცია.
3. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
4. ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ია----ი ბა--ძის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს თავისუფლების აღკვეთა. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას გარემოება, დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ პერიოდში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 271-274-ე, 277-278-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ია----ი ბა--ძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის 2-ე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
2. ია----ი ბა--ძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და 6 თვე.
3. ია----ი ბა--ძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273 1-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი საჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათი.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ია----ი ბა--ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და 6 თვე.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის 5-ე ნაწილის თანახმად გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის N1/90-14 განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 5-ე ნაწილის თანახმად ამ განაჩენმა შთანთქოს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის N1/90-14 განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და 6 თვე და საბოლოოდ ია----ი ბა--ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი და 6 თვე.
6. ია----ი ბა--ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან-2019 წლის 14 მაისის 18:00 საათიდან.
7. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე