გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.09.2019
საქმის ნომერი
120210019002810302
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
06.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2810302-2/024-19წ.

გადაწყვეტილება

ს----------–--ს სახელით

6 სექტემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

მოსარჩელე - სს. ,,ს----------–--ს ბ---ი’’

წარმომადგენელი - ი-----–ი გ-----–-ა

მოპასუხე - თ----- მო---–---–ი, ხ------ა ა------ე, ა-–---ი ს-----–--ე

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ა-–---ი ს-----–--ეს სს "ს----------–--ს ბ---ის" სასარგებლოდ 201- წლის 31 აგვისტოს საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს - 2---.64 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1---.29 ლარი, პროცენტი – 4--.67 ლარი და პირგასამტეხლო - 2--.68 ლარი.

1.2. ა-–---ი ს-----–--ეს, თ----- მო---–---–ს და ხ------ა ა------ეს სს "ს----------–--ს ბ---ის" სასარგებლოდ 201- წლის 1-----------ის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროსთ - 1---8.1- ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 9--1.17 ლარი, პროცენტი – 1--6.20 ლარი და პირგასამტეხლო - 3--0.79 ლარი.

1.3. ა-–---ი ს-----–--ეს, თ----- მო---–---–ს და ხ------ა ა------ეს სს "ს----------–--ს ბ---ის" სასარგებლოდ 201- წლის 1-----------ის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავალი ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან 2019 წლის 1- იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 05.18 ლარი.

1.4. ა-–---ი ს-----–--ეს, თ----- მო---–---–ს და ხ------ა ა------ეს სს "ს----------–--ს ბ---ის" სასარგებლოდ 201- წლის 1-----------ის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ პირგასამტეხლო ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან 2019 წლის 1- იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 01.89 ლარი.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

201- წლის 31 აგვისტოს ა-–---ი ს-----–--ეზე გაცემული იქნა ექსპრეს საკრედიტო ბარათი. მსესხებელს და ბ---ს შორის გაფორმებული იქნა შესაბამისი საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ განაცხადი. საკრედიტო ბარათზე დაშვებული იქნა საკრედიტო ლიმიტი 1--0 ლარი. საკრედიტო ლიმიტი დაშვებული იქნა უვადოდ. საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ მნიშვნელოვანი პირობების თანახმად განაღდებული თანხებისა და სხვა ოპერაციებით ათვისებული კრედიტისათვის სარგებელი შეადგენდა 48%. მხარეთა მიერ შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო მინიმალური გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში 10 ლარის ოდენობით, ასევე ვადაგადაცილებული დავალიანების 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკრედიტო ბარათის გაუქმების პირგასამტეხლო განისაზღვრა 100 ლარით და დავალიანების 5%. ასევე საკრედიტო ბარათის გაუქმების შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებული დავალიანების 01%.

 

201- წლის 1----------რს სს ,,ს----------–--ს ბ---სა’’ და ა-–---ი ს-----–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ა-–---ი ს-----–--ის სასარგებლოდ გაიცა სესხი - 1--00 ლარის ოდენობით, წლიური 20% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 36 თვით, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.

 

201- წლის 1-----------ის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს ,,ს----------–--ს ბ---სა’’ და თ----- მო---–---–ს, ასვეე ხ------ა ა------ეს შორის 201- წლის 1----------რს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. სოლიდარული თავდები პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 30 000 ლარით.

 

სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით სოლიდარულმა თავდებმა ივალდებულეს ბ---ის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება.

 

სს ,,ს----------–--ს ბ---ის’’ მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად - კერძოდ მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის/საკომისიოს დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევა ანუ მსესხებელი სხვადასხვა დროს არღვევდა გრაფიკს, რაც გამოიხატებოდა თანხის გადაუხდელობაში. 2018 წლის 26 აპრილის შემდეგ შეწყდა გადახდები.

 

ა-–---ი ს-----–--ეს, თ----- მო---–---–ს და ხ------ა ა------ეს მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებებისა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია სს ,,ს----------–--ს ბ---ის’’ სასარგებლოდ. სესხის სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა პირობების და ვადების დარღვევა, მათ მიერ დარღვეული იქნა გადახდის გრაფიკი, რის გამოც მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო.

 

ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოპასუხე ა-–---ი ს-----–--ეს 201- წლის 31 აგვისტოს საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე სს ,,ს----------–--ს ბ---ის’’ სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება 2---.64 ლარი, საიდანაც ძირის თანხაა - 1---.29 ლარი, პროცენტი - 4--.67 ლარი და პირგასამტეხლო 2--.68 ლარი.

 

ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოპასუხე ა-–---ი ს-----–--ეს, თ----- მო---–---–ს და ხ------ა ა------ეს 201- წლის 1-----------ის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,ს----------–--ს ბ---ის’’ სასარგებლოდ ერიცხებათ დავალიანება 1---8.1- ლარი, საიდანაც ძირის თანხაა - 9--1.17 ლარი, პროცენტი - 1--6.20 ლარი და პირგასამტეხლო 3--0.79 ლარი.

 

საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის 20%. საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმება მსესხებელთან ხდება იმ მოლოდინით, რომ ბ---ი ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოგებას მიიღებს, ხოლო ვალდებულების არაჯეროვანი შეუსრულებლობა კი ზიანის მომტანია მისთვის. მოცემულ შემთხვევაში ბ---ი ვერ იბრუნებს მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს, რათა შემდგომში კვლავ მოახდინოს მისი დაკრედიტება და მიიღოს სარგებელი. მოცემულ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავალი დაანგარიშებულია შემდეგი სახით, ძირი თანხა 9--1.17 ლარი * წლიურ 20% და გაყოფილია 365 დღეზე. ხოლო პირგასამტეხლო დღიური 0.02%-ზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე თ----- მო---–---–მა და ხ------ა ა------ემ სარჩელი არ ცნეს.

2.2. მოპასუხე ა-–---ი ს-----–--ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 201- წლის 31 აგვისტოს ა-–---ი ს-----–--ეზე გაცემული იქნა ექსპრეს საკრედიტო ბარათი. მსესხებელს და ბ---ს შორის გაფორმებული იქნა შესაბამისი საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ განაცხადი. საკრედიტო ბარათზე დაშვებული იქნა საკრედიტო ლიმიტი 1--0 ლარი. საკრედიტო ლიმიტი დაშვებული იქნა უვადოდ. საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ მნიშვნელოვანი პირობების თანახმად განაღდებული თანხებისა და სხვა ოპერაციებით ათვისებული კრედიტისათვის სარგებელი შეადგენდა 48%.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

-საკრედიტო ბარათის განაცხადი N9------(ს.ფ. 181);

- უნივერსალური ბარათის პირობები(ს.ფ. 19-21);

- ანგარიშიდან ამონაწერი(ს.ფ. 41-42).

 

3.1.2. დადგენილია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო მინიმალური გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში 10 ლარის ოდნეობით, ასევე ვადაგადაცილებული დავალიანების 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკრედიტო ბარათის გაუქმების პირგასამტეხლო განისაზღვრა 100 ლარით და დავალიანების 5%. ასევე საკრედიტო ბარათის გაუქმების შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებული დავალიანების 01%.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

- საკრედიტო ბარათის განაცხადი N9------ (ს.ფ. 181);

- უნივერსალური ბარათის პირობები(ს.ფ. 19-21);

- ანგარიშიდან ამონაწერი(ს.ფ. 41-42).

 

3.1.3. დადგენილია, რომ 201- წლის 1----------რს სს ,,ს----------–--ს ბ---სა’’ და ა-–---ი ს-----–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 1--00 ლარი, 36 თვის ვადით. საპროცენტო სარგებელი წლიური - 20%, პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

- 15.12.201-წ. საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 22);

-15.12.201-წ. საკრედიტო ხელშეკრულების დანართი(ს.ფ. 24);

- კრედიტის დაფრავის გარფიკი; (ს.ფ. 25);

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები(ს.ფ. 26-28);

- ამონაწერი ანგარიშიდან(ს.ფ. 43-46);

 

3.1.4. დადგენილია, რომ 201- წლის 1-----------ის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 201- წლის 1----------რს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თ----- მო---–---–მა იკისრა ვალდებულება ბ---ის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 3---0 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

- თ----- მო---–---–ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 29);

- 15.12.201-წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება(ს.ფ. 30-34).

 

3.1.5. დადგენილია, რომ 201- წლის 1-----------ის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 201- წლის 1----------რს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ხ------ა ა------ემ იკისრა ვალდებულება ბ---ის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 3---0 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:

-ხ------ა ა------ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ(ს.ფ. 35);

-15.12.201-წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება(ს.ფ. 36-40).

 

3.1.6. მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებების სესხის დაფარვის გრაფიკი. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საკრედიტო ბარათის განაცხადი N9------ (ს.ფ. 181);

-უნივერსალური ბარათის პირობები(ს.ფ.19-21);

- ანგარიშიდან ამონაწერი(ს.ფ. 41-42);

- 15.12.201-წ. საკრედიტო ხელშეკრულება(ს.ფ. 22);

- 15.12.201-წ. საკრედიტო ხელშეკრულების დანართი(ს.ფ. 24);

- კრედიტის დაფრავის გარფიკი (ს.ფ. 25);

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები(ს.ფ. 26-28);

- ამონაწერი ანგარიშიდან(ს.ფ. 43-46);

- თ----- მო---–---–ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ(ს.ფ. 29);

- 15.12.201-წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება(ს.ფ. 30-34);

-ხ------ა ა------ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ(ს.ფ. 35);

- 15.12.201-წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება(ს.ფ. 36-40);

- 1-.01.2019 ცნობა დავალიანების შესახებ(ს.ფ. 47);

- გაფრთხილებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე(ს.ფ. 48-53);

- საფოსტო გზავნილები (ს.ფ. 54-56).

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. მოპასუხე ა-–---ი ს-----–--ეს 201- წლის 31 აგვისტოს საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე სს ,,ს----------–--ს ბ---ის’’ სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება 2---.64 ლარი, საიდანაც ძირის თანხაა - 1---.29 ლარი, პროცენტი - 4--.67 ლარი და პირგასამტეხლო 2--.68 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საკრედიტო ბარათის განაცხადი N9------(ს.ფ. 181);

- უნივერსალური ბარათის პირობები(ს.ფ. 19-21);

- ანგარიშიდან ამონაწერი(ს.ფ. 41-42);

-ცნობა დავალიანების შესახებ; (ს/ფ 47)

 

3.2.2. მოპასუხეების ა-–---ი ს-----–--ის, თ----- მო---–---–ის და ხ------ა ა------ის დავალიანება სს ,,ს----------–--ს ბ---ის’’ მიმართ 15.12.201-წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1---8.1- ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 9--1.17 ლარი, პროცენტი - 1--6.20 ლარი და პირგასამტეხლო 3--0.79 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-15.12.201-წ. საკრედიტო ხელშეკრულება(ს.ფ. 22);

-15.12.201-წ. საკრედიტო ხელშეკრულების დანართი(ს.ფ. 24);

- კრედიტის დაფრავის გარფიკი(ს.ფ. 25);

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები(ს.ფ. 26-28);

-ამონაწერი ანგარიშიდან(ს.ფ. 43-46);

- თ----- მო---–---–ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 29);

- 15.12.201-წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება(ს.ფ. 30-34);

- ხ------ა ა------ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ(ს.ფ. 35);

- 15.12.201-წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება(ს.ფ. 36-40);

1-.01.2019 ცნობა დავალიანების შესახებ(ს.ფ. 47).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ს----------–--ს ბ---ის’’ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსი 31--ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 427-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.

 

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ს----------–--ს ბ---სა ბ---სა’’ და ა-–---ი ს-----–--ეს შორის გაფორმებული 201- წლის 31 აგვისტოს და 201- წლის 1-----------ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ა-–---ი ს-----–--ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბ---ის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბ---ის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას 31.08.201-წ. საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 1---.29 ლარის, ხოლო 15.12.201-წ. საკრედიტო ხელშეკურლებიდან - 9--1.17 ლარს, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.

 

6.2. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც. კერძოდ 31.08.201-წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 4--.67 ლარი, 15.12.201-წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 9--1.17 ლარი. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სს ''ს----------–--ს ბ---სა'' და ა-–---ი ს-----–--ეს შორის 201- წლის 1----------რს გაფორმებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ს----------–--ს ბ---სა'' და მეორეს მხრივ თ----- მო---–---–ს და ხ------ა ა------ეს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - თ----- მო---–---–მა და ხ------ა ა------ემ იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 3---0 ლარით.

 

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 201- წლის 1-----------ის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო დავალიანების გადახდის ვალდებულება.

 

6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

ს----------–--ს უზენაესი სასამართლოს 201- წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-201-) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გრაფიკით გათვალისიწნებული გადახდა არ შეუსრულებია, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მაღალია და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა 3--0.79 ლარი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 1-0 ლარით..

 

სამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. შესაბამისად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს აღნიშნული პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა, როგორც დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღის - 2019 წლის 1- იანვრის მდგომარეობით, ასევე, ამ ცნობის გაცემიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოთხოვნილი პირგასამტეხლო, სასამართლოს ასევე შეუსაბამოდ მაღალი მიაჩნია, შესაბამისად დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის დღიდან 2019 წლის 1- იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დასაკისრებელი პირგასამტეხლო ყოველდღიურად უნდა განისაზღვროს - 0.10 ლარით.

 

6.5. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხისათვის სს ,,ს----------–--ს ბ---ის'' სასარგებლოდ 2019 წლის 1- იანვრიდან (ხელშეკრულების შეწყვეტიდან), 201- წლის 1-----------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად სარგებლის გადახდის დაკისრებას რაც ყოველდღიურად შეადგენს 05.18 ლარს.

 

აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბ---ო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მიზნით უნდა დაეკისროს 15.12.201-წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების აღსრულებამდე სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 05.18 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’

 

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო. შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხეებს ა-–---ი ს-----–--ეს, თ----- მო---–---–ს და ხ------ა ა------ეს მოსარჩელე სს ს----------–--ს ბ---ის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პრორპორციულად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 504.5 ლარის გადახდა. ასევე ა-–---ი ს-----–--ეს მოსარჩელე სს ,,ს----------–--ს ბ---ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 61.75 ლარის გადახდა.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ს----------–--ს ბ---ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ა-–---ი ს-----–--ეს სს "ს----------–--ს ბ---ის" სასარგებლოდ 201- წლის 31 აგვისტოს საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს - 2---.64 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1---.29 ლარი, პროცენტი – 4--.67 ლარი და პირგასამტეხლო - 2--.68 ლარი.

 

3. ა-–---ი ს-----–--ეს, თ----- მო---–---–ს და ხ------ა ა------ეს სს "ს----------–--ს ბ---ის" სასარგებლოდ 201- წლის 1-----------ის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროსთ - 11027.37 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 9--1.17 ლარი, პროცენტი – 1--6.20 ლარი და პირგასამტეხლო - 1-0 ლარი.

 

4. სს ,,ს----------–--ს ბ---ს’’ უარი ეთქვას პირგასამტეხლოს 2900.79 ლარის ა-–---ი ს-----–--ეზე, თ----- მო---–---–ზე და ხ------ა ა------ეზე დაკისრებაზე.

 

5. ა-–---ი ს-----–--ეს, თ----- მო---–---–ს და ხ------ა ა------ეს სს "ს----------–--ს ბ---ის" სასარგებლოდ 201- წლის 1-----------ის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავალი ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან 2019 წლის 1- იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 05.18 ლარი.

 

6. ა-–---ი ს-----–--ეს, თ----- მო---–---–ს და ხ------ა ა------ეს სს "ს----------–--ს ბ---ის" სასარგებლოდ 201- წლის 1-----------ის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ პირგასამტეხლო ცნობა დავალიანების გაცემის დღიდან 2019 წლის 1- იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 0.10 ლარი.

 

7. სს ,,ს----------–--ს ბ---ს’’ უარი ეთქვას ა-–---ი ს-----–--ეზე, თ----- მო---–---–ზე და ხ------ა ა------ეზე სს ,,ს----------–--ს ბ---ის’’ სასარგებლოდ 201- წლის 1-----------ის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად პირგასამტეხლოს ცნობის დავალიანების გაცემის დღიდან 2019 წლის 1- იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 01.79 ლარის დაკისრებაზე.

 

8. მოპასუხე ა-–---ი ს-----–--ეს სს ,,ს----------–--ს ბ---ის'' სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული სახელმწიფო ბაჟის - 61.75 ლარის გადახდა.

 

9. მოპასუხე ა-–---ი ს-----–--ეს, ხ------ა ა------ეს და თ----- მო---–---–ს სს ,,ს----------–--ს ბ---ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გაწეული სახელმწიფო ბაჟის - 504.5 ლარის გადახდა.

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გია ბერაია