გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3021143-2/346-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 სექტემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
მოსარჩელე - სს. ,,მ-----------------------------–------------–ი’’
წარმომადგენელი - გ--–ა ზ-------ე
მოპასუხე - ლ---ნ ყ------–-–---–ი (დასწრების გარეშე)
ო----- ყ------–-–---–ი
ო-–-გ ზ--------ე (დასწრების გარეშე)
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ლ---ნ ყ------–-–---–ს, ო----- ყ------–-–---–ს და ო-–-გ ზ--------ეს სს ,,მ--------------ოს ო---------–ია კ--------–-ს’’ სასარგებლოდ 201--–-–------------ბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხა - 9---.72 ლარი, პროცენტი – 6-0.22 ლარი, პირგასამტეხლო - 6-.72 ლარი, ზიანი - 4--0.93 ლარი.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
201--–-–------------ბერს სს ,,მ--------------ოს ო---------–ია კ--------–ს’’ და ლ---ნ ყ------–-–---–ოს შორის გაფრომდა სესხის ხელშეკრულება N15------------3, რომლის საფუძველზეც გაცემული იქნა სესხი 10000 ლარის ოდნეობით 36 თვის ვადით, წლიური სარგებელი 30%.
201--–-–------------ბერს სს ,,მ-----------------------------–------------–ის’’ მიერ ო----- ყ------–-–---–თან და ო-–-გ ზ--------ესთან გაფორმდა თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე თავდებმა იკისრა ვალდებულება მსესხებელთან ერთად სოლიდარულად აგოს პასუხი სს ,,მ-----------------------------–------------–ის’’ მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ისე, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა მსესხებელთან ერთად მთლიანი ვალდებულებების შესრულებაში, რის საფუძველზეც სს ,,მ-----------------------------–------------–ს" უფლება მიეცა თავისი სურვილისამებრ მთლიანი ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ სოლიდარულ მოვალეს. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხის ოდენობა შეადგენს 15---.87 ლარს.
საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო ნაწილ-ნაწილ პერიოდულად, სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, რაც არ შესრულებულა. მოპასუხეს სესხის დაფარვის გრაფიკის აღების დღიდან გრაფიკის თანახმად, ახორციელებდა გადახდებს, თუმცა გრაფიკი დარღვეული იქნა 2019 წლის აპრილიდან. მოპასუხეებს მიეცათ დამატებითი ვადა სესხის დასაფარად, შეტყობინება ჩაბარდათ, შესაბამისად ვადა ამოწურულია, მოვალეთა მიერ ვალდებულება შესასრულებელია. სესხის ხელშეკრულების 3.7. პუნქტის შესაბამისად კრედიტის გარფიკით დაუბრუნებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია პირასამტეხლო დარიცხვის უფლებამოსილება - რაც შეადგენს გადაცილებული ძირითადი ვალდებულების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან.
მოპასუხეს გადახდილი აქვს ჯამურად 8-- ლარი, აქედან კაპიტალი 253.26 ლარი, პროცენტი 605.72 ლარი. სს ,,მ-----------------------------–------------–ი წინაშე სოლიდარულ მოვალეთა დავალიანება ჯამურად შეადგენს 1---2.59 ლარს, კაპიტალი 9---.72 ლარი, პროცენტი - 4791.15 ლარი და პირგასამტეხლო - 6-.72 ლარი მითითებული პროცენტიდან სარჩელის აღძრვის მომენტში დარიცხულია 6-0.22 ლარი, ხოლო ვადის ბოლომდე 01.06.2022 ჩათვლით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი, რაც თავისთავად წარმაოდგენს მიუღებელ შემოსავალს და შეადგენს 4--0.93 ლარს. მართალია, დღეის მდგომარეობით სესხი უკვე ვადაგადაცილებაშია, თავისთავად ნიშნავს, რომ კრედიტორს უკვე მიადგა და ადგება ზიანი, რაც გამოხატულია იმ გარემოებაში, რომ მოპასუხეთა მიერ ვადლებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ო---------–ია იმ შემოსავალს, რაც გარფიკის შესაბამისად უნდა მიეღო უდავოდ მიიღებდა.
სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის შესაბამისად ო---------–ია უფლებამოსილია ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, მოითოხვოს გაცემული კრედიტის ვადამდე დაბრუნება, დარიცხული პროცენტის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ხოლო მოპასუხეების ვალდებული არიან დაფარონ კრედიტის დარჩენილი თანხა, დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო, აგრეთვე აანაზღაურონ ო---------–იისათვის მიყენებული ზიანი თუ დაირღვა კრედიტის დაფარვისათვის განსაზღვრული ვადები. მსესხებელმა შეწყვიტა გადახდები და მის მიერ არ იქნა დავალიანება დაფარული დამატებითი ვადის მიცემის პირობებშიც. ო---------–იამ ხელშეკრულება შეწყვიტა სარჩელის აღძვრის დღეს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ო-----ი ყ------–-–---–მა სარჩელი არ ცნო.
2.3. მოპასუხეები ლ---ნ ყ------–-–---–ის და ო-–-გ ზ--------ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 201--–-–------------ბერს სს. ,,მ-----------------------------–------------–ს" და ლ---ნი ყ------–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 10000 ლარი, 36 თვის ვადით. საპროცენტო სარგებელი წლიური - 30%, პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ.18);
- 27.12.2---წ. საკრედიტო ხელშეკრულების დანართი(ს.ფ. 19-23);
- სესხის დაფრავის გარფიკი(ს.ფ. 24);
-სესხის ამონაწერი; (ს.ფ. 34).
3.1.2. დადგენილია, რომ 201--–-–------------ბრის სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 201--–-–------------ბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ო-----ი ყ------–-–---–მა იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 15---.87 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
-27.12.2---წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება(ს.ფ. 26).
3.1.3. დადგენილია, რომ 201--–-–------------ბრის სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 201--–-–------------ბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ო-–-გ ზ--------ემ იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 15---.87 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
-27.12.2---წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 27).
3.1.6. მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულებების სესხის დაფარვის გრაფიკი. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ.18);
- 27.12.2---წ. საკრედიტო ხელშეკრულების დანართი(ს.ფ. 19-23);
- სესხის დაფრავის გარფიკი(ს.ფ. 24);
- სესხის ამონაწერი (ს.ფ. 34);
- 27.12.2---წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები(ს.ფ. 26-27);
- 30.05.2019 ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 35)
- შეტყობინებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე(ს.ფ. 28-30);
- გზავნილები(ს.ფ. 31-33).
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოპასუხეების ლ---ნი ყ------–-–---–ის, ო-----ი ყ------–-–---–ის და ო-–-გ ზ--------ის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 27.12.2---წ. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1---2.59 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 9---.72 ლარი, პროცენტი - 6-0.22 ლარი და პირგასამტეხლო 6-.72 ლარი, ზიანი - 4--0.93 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ.18);
- 27.12.2---წ. საკრედიტო ხელშეკრულების დანართი(ს.ფ. 19-23);
- სესხის დაფრავის გარფიკი(ს.ფ. 24);
- სესხის ამონაწერი(ს.ფ. 34);
- 27.12.2---წ. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები(ს.ფ. 26-27);
- 30.05.2019 ცნობა დავალიანების შესახებ(ს/ფ 35)
- შეტყობინებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე(ს.ფ. 28-30);
- გზავნილები(ს.ფ. 31-33).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სს მ--------------ოს ო---------–ია კ--------–-ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 427-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,მ-----------------------------–------------–ს’’ და ლ---ნი ყ------–-–---–ს) შორის გაფორმებული 2--- წლის 27 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ლ---ნი ყ------–-–---–ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს - 9---.72 ლარს, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილშიც, კერძოდ 6-0.22 ლარი. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გრაფიკით გათვალისწინებული გადახდები არ შეუსრულებია, რის გამოც უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლო 6-.72 ლარის ოდენობით.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, სს ''მ--------------ოს ო---------–ია კ--------–ს'' და ლ---ნ ყ------–-–---–ს შორის 2--- წლის 28 დეკემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს '',მ--------------სო ო---------–იას'' და მეორეს მხრივ ო-----ი ყ------–-–---–სა და ო-–-გ ზ--------ეს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - ო-----ი ყ------–-–---–მა და ო-–-გ ზ--------ემ იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 15---.87 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 201--–-–------------ბრის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების გადახდის ვალდებულება.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხისათვის სს ,,მ-----------------------------–------------–ის'' სასარგებლოდ 201--–-–------------ბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის გადახდის ხელშეკრულების ვადის ბოლომდე - 4--0.93 ლარის ოდნეობით.
აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე მხარეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მიზნით უნდა დაეკისროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის 4--0.93 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო. შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხეებს ლ---ნი ყ------–-–---–ს, ო-----ი ყ------–-–---–ს და ო-–-გ ზ--------ეს მოსარჩელე სს მ-----------------------------–------------–ის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პრორპორციულად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 438.08 ლარის გადახდა, ასევე, სარჩელის უზრუნველყოფის 50 ლარის და ამონაწერის განახლების საფასურის 21 ლარის გადახდა.
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,მ-----------------------------–------------–ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ლ---ნი ყ------–-–---–ს, ო----- ყ------–-–---–ს და ო-–-გი ზ--------ეს სს მ-----------------------------–------------–ის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ - 1---2.59 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 9---.72 ლარი, პროცენტი – 6-0.22 ლარი და პირგასამტეხლო - 6-.72 ლარი, ზიანი - 4--0.93 ლარი.
2. მოპასუხე ლ---ნ ყ------–-–---–ს, ო----- ყ------–-–---–ს და ო-–-გ ზ--------ეს სს ,,მ-----------------------------–------------–ოის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს გაწეული სახელმწიფო ბაჟის - 438.08 ლარის, სარჩელის უზრუნველყფოის 50 ლარის და ამონაწერის განახლების საფასურის 21 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გია ბერაია