განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2590-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 აგვისტო, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- ქ--------–-–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-----–- ა-–----------- ძე დ----–-ა, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1-----------ს, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ი-------------–---–ის ქუჩა #2--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ - მ------ ხ--------ს ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ნ----- ხ--------ს ეპიზოდი).
ადვოკატი - დ----- ს-----
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2019 წლის 5 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, თ---–--–-, პ-------–---–-- ქუჩა #1--–-, ი-----–- დ----–-ამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის, 12 წლის ნ---- დ----–-ას თანდასწრებით სიდედრს მ------ ხ--------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა მუშტი მარცხენა მხრის არეში, რა დროსაც მ------ ხ--------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2019 წლის 5 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, თ---–--–-, პ-------–---–-- ქუჩა #1--–-, ი-----–- დ----–-ამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ----- ხ--------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა ხელი მარცხენა ყბის და კისრის, ასევე მარცხენა ხელის არეში, რა დროსაც ნ----- ხ--------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2.სასამართლომ დაადგინა:
2.1.2019 წლის 5 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, თ---–--–-, პ-------–---–-- ქუჩა #1--–-, ი-----–- დ----–-ამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის დედას მ------ ხ--------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა მუშტი მარცხენა მხრის არეში, რა დროსაც მ------ ხ--------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2.2. 2019 წლის 5 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, თ---–--–-, პ-------–---–-- ქუჩა #1--–-, ი-----–- დ----–-ამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნ----- ხ--------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა ხელი მარცხენა ყბის და კისრის, ასევე მარცხენა ხელის არეში, რა დროსაც ნ----- ხ--------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
3.2.სასამართლოს დასკვნა ი-----–- დ----–-ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების მ------ ხ--------ს და ნ----- ხ--------ს გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების - გ---–- გ--–----–---–ის, ლ---- ჭ------ის, ნ---- დ----–-ას, ლ------ ქ------–--ის და ნ-------- ტ-------ის გამოკითხვის ოქმებს, 05.05.2019 წლის შემაკავებელ ორდერს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზ რისით და დამტკიცებულად მიიჩნია ი-----–- დ----–-ას მიერ დანაშაულის ჩადენა.
უდავო მტკიცებულებები:
3.4. დაზარალებულის მ------ ხ--------ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მისი შვილი გ---–- გ--–----–---–ი მეუღლესთან ი-----–- დ----–-ასთან არის ოფიციალურად განქორწინებული. 2019 წლის 5 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, თ---–--–-, პ-------–---–-- ქუჩა #1--–-, ყოფილმა სიძემ - ი-----–- დ----–-ამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის, 12 წლის ნ---- დ----–-ას თანდასწრებით მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა მუშტი მარცხენა მხრის არეში, რა დროსაც მ------ ხ--------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის მ------ ხ--------ს გამოკითხვის ოქმით ასევე დასტურდება, რომ ი-----–- დ----–-ამ ფიზიკური შეურაცხყოფა ასევე მიაყენა მ------ ხ--------ს დედას - ნ----- ხ--------ს, კერძოდ, ხელი დაარტყა მარცხენა ყბის, კისრის და მარცხენა ხელის არეში.
3.5. დაზარალებულის ნ----- ხ--------ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მისი შვილიშვილის გ---–- გ--–----–---–ის ყოფილმა მეუღლემ ი-----–- დ----–-ამ 2019 წლის 5 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, თ---–--–-, პ-------–---–-- ქუჩა #1--–-, არასრულწლოვანი შვილის, 12 წლის ნ---- დ----–-ას თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა მარცხენა ყბის, კისრის და მარცხენა ხელის არეში. ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის ნ----- ხ--------ს გამოკითხვის ოქმით ასევე დასტურდება, რომ ი-----–- დ----–-ამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ----- ხ--------ს შვილსაც - მ------ ხ--------საც.
3.6. არასრულწლოვანი მოწმის ნ---- დ----–-ას გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ დედა - გ---–- გ--–----–---–ი და მამა - ი-----–- დ----–-ა არიან განქორწინებულები. 2019 წლის 5 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, ი-----–- დ----–-ამ შელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის დედას მ------ ხ--------ს და ბებიას ნ----- ხ--------ს მოწმის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
3.7.მოწმეების ლ------ ქ------–--ის და ნ-------- ტ-------ის გამოკითხვის ოქმების მიხედვით 2019 წლის 5 მაისს, დღისით, მეზობლად მცხოვრები ნ----- ხ--------ს და მ------ ხ--------ს სახლიდან გაიგონეს ამ უკანასკნელის ყოფილი სიძის ი-----–- დ----–-ას ყვირილის, გინების და ნივთების დამტვრევის ხმა. მ------ ხ--------მ დახმარების მიზნით, სადარბაზოში მეზობლებს სთხოვა პოლიციაში დარეკვა. მის ამ მოთხოვნაზე ი-----–- დ----–-ამ შეწყვიტა გინება, ყვირილი და დატოვა შემთხვევის ადგილი.
3.8. მოწმის გ---–- გ--–----–---–ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ ოფიციალურად არის განქორწინებული ი-----–- დ----–-ასთან. მოწმემ 2019 წლის 5 მაისს ოჯახის წევრებისგან შეიტყო, რომ ყოფილმა მეუღლემ ი-----–- დ----–-ამ მოწმის დედას მ------ ხ--------ს და ბებიას ნ----- ხ--------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
3.9. ბრალდებულმა ი-----–- დ----–-ამ შესავალ და დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ ოფიციალურად განქორწინებულია მეუღლესთან გ---–- გ--–----–---–თან. 2019 წლის 5 მაისს, არასრულწლოვანი შვილის ნ---- დ----–-ას ნახვის საკითხებთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ამ უკანასკნელის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილი მეუღლის დედას - მ------ ხ--------ს და ბებიას - ნ----- ხ--------ს.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. როგორც ზემოთ აღინიშნა ბრალდებულმა ი-----–- დ----–-ამ დაადასტურა 2019 წლის 5 მაისს, მ------ ხ--------ს და ნ----- ხ--------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენა და უდავოდ გახადა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, თუმცა დაცვის მხარემ დავის საგნად გახადა წარდგენილი კვალიფიკაცია მ------ ხ--------ს ეპიზოდში. როგორც უდავო მტკიცებულებებით: დაზარალებულების და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, ასევე ბრალდებულის განმარტებით დასტურდება, რომ ი-----–- დ----–-ა და გ---–- გ--–----–---–ი დანაშაულის ჩადენის დროს იყვნენ ოფიციალურად განქორწინებულები, დაცვის მხარის არგუმენტაციით ყოფილი მეუღლის დედა - ყოფილი სიდედრი მ------ ხ-------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე არ წარმოადგენს ბრალდებულ ი-----–- დ----–-ას ოჯახის წევრს, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება მ------ ხ--------ს ეპიზოდში უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
4.2. პროკურორი არ დაეთანხმა დაცვის მხარის მოსაზრებას კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით და მოითხოვა ი-----–- დ----–-ას მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით. ბრალდების მხარის პოზიციით, ოჯახის წევრის სტატუსის განმარტებისას გამოყენებულ უნდა იქნეს კანონის ანალოგია. ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად ოჯახის წევრად ითვლება მეუღლის მშობელი, ყოფილი მეუღლის მშობელიც უნდა ჩაითვალოს ოჯახის წევრად.
4.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის აუცილებელია დანაშაული ჩადენილი იყოს ოჯახის წევრის მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. აღნიშნული ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებიდან გამომდინარე, ყოფილი მეუღლის მშობელი არ წარმოადგენს ოჯახის წევრს, შესაბამისად ი-----–- დ----–-ას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე (მ------ ხ--------ს ეპიზოდი). ასევე არ იქნა გაზიარებული ბრალდების მხარის არგუმენტაცია კანონის ანალოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით. კანონის ანალოგია გულისხმობს კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი სამართლებრივი საკითხის მოსაწესრიგებლად ყველაზე მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმის გამოყენებას, ოჯახის წევრის დეფინიცია სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე კანონმდებლის მიერ მოწესრიგდა 111 მუხლის შენიშვნაში და მკაფიოდ გაიწერა არეალი იმ პირებისა თუ ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს ოჯახის წევრად. ამდენად არ არსებობს საფუძველი მოწესრიგებული ნორმის სხვაგვარად ინტერპრეტირების და ბრალდებულის საზიანოდ გამოყენების. აქვე სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ი-----–- დ----–-ას მიერ ძალადობა ჩადენილი იყო არასრულწლოვანი შვილის ნ---- დ----–-ას თანდასწრებით, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ძალადობის ჩადენას არასრულწლოვნის თანდასწრებით მხოლოდ სისტემატურობის შემთხვევაში, ხოლო განსახილველ საქმეში ბრალდების მხარე ი-----–- დ----–-ას არ ედავება მ------ ხ--------ს მიმართ სისტემატური ძალადობის ჩადენას და ეს არც უდავო მტკიცებულებებით დასტურება, აღნიშნულიდან გამომდინარე ი-----–- დ----–-ას არასრულწლოვნის თანდასწრებით ქმედების ჩადენა როგორც მაკვალიფიცირებელი ნიშანი ვერ შეერაცხება, თუმცა ამ გარემოებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2,3 ნაწილების შესაბამისად სასამართლო მხედველობაში მიიღებს სასჯელის დანიშვნის დროს.
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.5. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ი-----–- დ----–-ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - მ------ ხ--------ს ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ნ----- ხ--------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ი-----–- დ----–-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და გულწრფელი სინანული, პიროვნული მახასიათებელი: DHL CLOBAL FORWARDING LTD კომპანია დადებითად ახასიათებს თბილისის ოფისის ტვირთების საოკეანო/სახმელეთო გადაზიდვების ზ------------– ს--------------ს ი-----–- დ----–-ას, ასევე დადებითად ხასიათდება საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვათა ასოციაციის, საქართველოს ტრანსპორტის პალატის და საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის მიერ. საქმეში წარმოდგენილი სერთიფიკატები, საპატიო სიგელები და დიპლომები ხაზს უსვამს ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას.
5.2. პასუხისმგებლობას ამძიმებს მსხვერპლთა რაოდენობა და ქმედების ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, როგორიცაა: მსხვერპლთა რაოდენობა და ძალადობის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით. თავისუფლების აღკვეთის ზომის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას. ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მე-3 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ვინაიდან სსკ-ის 126-ე მუხლის სანქცია არ სცდება 1-წლიან ზედა ზღვარს, ამ შემთხვევაში ი-----–- დ----–-ას მუხლის ამ ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს.
6.3.სასამართლო სასჯელის მოხდის წესის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს დამნაშავე პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებსაც: დანაშაულის გულწრფელ აღიარებას და სინანულს, ბრალდებულის დადებით დახასიათებას, დაზარალებულების პოზიციას, რომ კონფლიქტი ამოწურულია და მოხდა მხარეთა შორის შერიგება. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ დანიშნული მაქსიმალური სასჯელის პირობითად ჩათვლის შემთხვევაში, ამავე დროს იმის გათვალისწინებით, რომ ი-----–- დ----–-ა რამდენიმე თვე იმყოფებოდა პატიმრობაში, სრული იზოლაციის გარეშეც მიღწევადია სასჯელის მიზნები და დამნაშავე პირის რესოციალიზაცია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ი-----–- დ----–-ას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე (მ------ ხ--------ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
2. ი-----–- დ----–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ნ----- ხ--------ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.
3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ (მ------ ხ--------ს ეპიზოდი) სრულად შთანთქოს თანაბარი სასჯელი და ი-----–- დ----–-ას საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 მაისის განჩინებით ი-----–- დ----–-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებული გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.
5.ი-----–- დ----–-ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 5 მაისიდან - 2019 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
6. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა