განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100119003172339
#1/179-19 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 სექტემბერი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ - გ------- ნ----------,ბრალდებულ - მ--------- მ----------,ადვოკატ - ნ-----–- ბ-–----,თარჯიმან - ნ--–- ს------–---–--
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №033290519001
ბრალდებულ მ--------- მ---------- მიმართ
დაბადებული: 0-.0-.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი №36001-11138
განათლება: ს-–----–-- განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ს----------- რაიონი, სოფელი დ-----------, მე-5 I-- ჩიხი, №1-
ფაქტობრივად მცხოვრები:ს----------- რაიონი, სოფელი დ-----------, მე-5 I-- ჩიხი, №1-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ მ--------- მ---------- ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლების მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 29 მაისს, დილის საათებში, ს----------- რაიონის, სოფელ პ-----------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. „--–---––--–--“ მიმდებარედ, მ--------- მ--------- შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“-ს კუთვნილ 500 მმ დიამეტრის ქმონე 22 მეტრიან და 28 მეტრიან მილებს, რომელთა ღირებულებაც შეადგენს 3500 ლარს.
ესე იგი, მ--------- მ---------- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის კოდექსის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - მ--------- მ---------- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მ--------- მ---------- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.
2019 წლის 12 სექტემბერს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ მ--------- მ---------- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ--------- მ---------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ--------- მ---------- ბრალეულობა, კერძოდ:
შეტყობინება №------- დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი - ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; დადგენილება სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“-ს დაზარალებულად ცნობის შესახებ; დაზარალებულის წარმომადგენლის - ფ--------- ბ-----–---–-- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - ნ-------- ხ-----–---–--, ტ------– ყ---------–---–--ა და გ------ მ-----–-–---–-- გამოკითხვის ოქმები; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 20 ივლისის საინჟინრო ექსპერტიზის №560/ინ დასკვნა; მ--------- მ---------- აღიარებითი ჩვენებები, მ--------- მ---------- მიერ უშუალოდ სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიცია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებები.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ მ--------- მ---------- ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლების მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მ--------- მ--------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, სასამრთლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მ--------- მ--------- პასუხისმგებლობას უმსუბუქებს შემდეგი გარემოებანი, კერძოდ, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლობის არ მქონეა, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მისი მხრიდან არ გამოვლენილა აღკვეთი ღონისძიების პირობების დარღვევის ფაქტი, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ხანშიშესული დედა, მამა რომელიც ავადმოყოფობდა და რომლის სამკურნალოდაც ესაჭიროებოდა აღნიშნული თანხა, გარდაიცვალა სასამართლო განხილვის მიმდინარეობის დროს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--------- მ---------- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--------- მ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, ხოლო, ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 3 (სამი) წელი.
2. გაუქმდეს მ--------- მ---------- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ მ--------- მ---------- ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშეც მსჯავრდებულს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შცვლა.
4. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა მ--------- მ---------- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
5. საქმეზე ნივთმტკიცება ცნობილ საგანთა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული 500 მმ დიამეტრის 50 მეტრი სიგრძის მქონე მილი, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო“-ს კანონით დადგენილი წესით.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული „სკანი“-ს ფირმის ავტომობილი, რაც ხელწერილით ჩაბარებული აქვს მის კანონიერ მფლობელს დარჩეს მის საკუთრებაში.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული „ექსკავატორი“, რაც ხელწერილით ჩაბარებული აქვს მის კანონიერ მფლობელს დარჩეს მის საკუთრებაში.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ლითონის ჟანგბადის ავზი (ე.წ. „კისლაროდის ბალონი“), მოწითალო ფერის ავზი (ე.წ „ბალონი“), რეზინის მილები და რედუქტორები (ელექტრო შემდუღებელი აპარატის შემადგენელი ნაწილები), რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონით დადგენილი წესით.
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი