განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1870-19
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 აგვისტო, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ----- ი-------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი---------------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: დ--------–--–-------------------------–-------------ი; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------–--–-----------–----------------------------–-----------–-----------;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი - გამართლდა);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 4 აპრილის 15:00 საათის ეპიზოდი - გამართლდა);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 4 აპრილის 16:30 საათიდან 16:50 საათამდე პერიოდის ეპიზოდი);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ი---------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ი---------------ე და ლ--–---------–---–ი დაახლოებით 2 წელია იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ ქ-------–--–--------------------------ში ნაქირავებ სახლში, მათ ჰყავთ საერთო შვილი 3 თვის ლ-------------ე, რომელიც ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო აღსაზრდელად გადაეცა სხვა ოჯახს.
თანაცხოვრების პერიოდში ი---------------ე სისტემატურად, ხშირ შემთხვევაში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ლ--–---------–---–ს, კერძოდ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, ი---------------ე, მეუღლეს, ლ--–---------–---–ს სისტემატურად ლანძღავს, აგინებს, ამცირებს, რაც იწვევს ლ--–---------–---–ის სულიერ ტანჯვას.
ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ი---------------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).
1.2. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ი---------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 4 აპრილის 15:00 საათის ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 4 აპრილს, შუადღის საათებში, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ-------–--–--------------------------ში, ი---------------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ლ--–---------–---–ს, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას ი---------------ემ ძლიერად მოჰკიდა ხელები მკლავებში ლ--–---------–---–ს, რის შედეგადაც ლ--–---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მკლავზე მიიღო დაზიანება, აღნიშნულის შემდეგ ი---------------ემ მარჯვენა გაშლილი ხელი ძლიერად დაარტყა სახის არეში, რა დროსაც ლ--–---------–---–ი გადავარდა და ზურგით დაეჯახა კედელს.
ი---------------ის ქმედებების შედეგად ლ--–---------–---–მა მიიღო ფიზიკური დაზიანებები და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ი---------------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 აპრილის 15:00 საათის ეპიზოდი).
1.3. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ი---------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 4 აპრილის 16:30 საათიდან 16:50 საათამდე პერიოდის ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 16:30 საათიდან 16:50 საათამდე დროის პერიოდში, ქ-------–--–--------------------------ში ი---------------ემ მეუღლეს ლ--–---------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ი---------------ემ შეიტყო, რომ მისმა მეუღლემ დახმარებისთვის მიმართა პოლიციას, რის გამოც მეუღლეს ლ--–---------–---–ს ეძახდა ჩამშვებს, მიუახლოვდა ლ--–---------–---–ს და გაშლილი ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა სახისა და თავის არეში, შემდეგ კი მარჯვენა მუშტი ჩაარტყა მუცლის არეში, რის შემდეგაც ი---------------ემ ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რა დროსაც ლ--–---------–---–ი დაეცა საწოლზე.
ი---------------ის ქმედებების შედეგად ლ--–---------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ი---------------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 აპრილის 16:30 საათიდან 16:50 საათამდე პერიოდის ეპიზოდი).
1.4. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ი---------------ემ ჩაიდინა მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 16:50 საათისთვის ქ-------–--–--------------------------ში ი---------------ემ დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ლ--–---------–---–ს, რა დროსაც ლ--–---------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ი---------------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლომ ი---------------ე წარდგენილი ბრალდების ნაწილში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 აპრილის 15:00 საათის ეპიზოდი) უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა.
2.2. ი---------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 4 აპრილის 16:30 საათიდან 16:50 საათამდე პერიოდის ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 16:30 საათიდან 16:50 საათამდე დროის პერიოდში, ქ-------–--–--------------------------ში ი---------------ემ მეუღლეს ლ--–---------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ი---------------ემ შეიტყო, რომ მისმა მეუღლემ დახმარებისთვის მიმართა პოლიციას, რის გამოც მეუღლეს ლ--–---------–---–ს ეძახდა ჩამშვებს, მიუახლოვდა ლ--–---------–---–ს და გაშლილი ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა სახისა და თავის არეში, შემდეგ კი მარჯვენა მუშტი ჩაარტყა მუცლის არეში, რის შემდეგაც ი---------------ემ ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რა დროსაც ლ--–---------–---–ი დაეცა საწოლზე.
ი---------------ის ქმედებების შედეგად ლ--–---------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ი---------------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 აპრილის 16:30 საათიდან 16:50 საათამდე პერიოდის ეპიზოდი).
2.3. ი---------------ემ ჩაიდინა მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2019 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 16:50 საათისთვის ქ-------–--–--------------------------ში ი---------------ემ დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ლ--–---------–---–ს, რა დროსაც ლ--–---------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ე.ი. ი---------------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. დაზარალებულმა ლ--–---------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი ორი წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი---------------ესთან, რომელთან ერთადაც
ცხოვრობდა ქ-------–--–--------------------------ში მდებარე ნაქირავებ სახლში. მათ ჰყავთ საერთო შვილი 3 თვის ლ-------------ე, რომელიც ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო აღსაზრდელად გადაეცა სხვა ოჯახს.
2019 წლის 8 მარტს მასთან მივიდა ი---------------ე და შერიგება სთხოვა, რადგან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რა დროსაც იგი მას სცემდა და ემუქრებოდა ხოლმე, ასევე ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მას აქვს ეპილეფსია, რის შესახებაც იცოდა ი---------------ემ. თანაცხოვრების პერიოდში ი---------------ე ყოველდღე სვამდა, რის შემდეგაც იგი მას ეჩხუბებოდა და ზოგჯერ სცემდა კიდეც. ცემასთან დაკავშირებით მას არაერთხელ მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისთვის.
2019 წლის 12 თებერვალს იგი იმყოფებოდა სამსახურში, მ------------------ზე, რა დროსაც მიუხედავად იმისა, რომ შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა, მასთან მივიდა მთვრალი ი---------------ე და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მან ამის გამო გამოიძახა საპატრულო პოლიცია. ამის შემდეგ ი---------------ე მიდიოდა ხოლმე მასთან, რის შესახებაც მან შეატყობინა პოლიციას.
2019 წლის 4 აპრილს მის საცხოვრებელ სახლში, გ-----------------ზე, მას უნდა გაეკეთებინა საჭმელი, რა დროსაც ი---------------ემ იგი უმიზეზოდ სცემა და რკინის კარებზე მიაჯახა, რის გამოც შრამები და დალურჯებებიც ჰქონდა. ჩხუბის დროს მათთან შევიდა მეზობელი შ-----, რომელმაც ი---------------ეს მიმართა, თუ რატომ აკეთებდა ამას. ასევე მათთან შევიდა შ-----ს რძალი. მან ამის გამო გამოიძახა პატრული, რომელსაც უთხრა, რომ ი---------------ემ მას შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე ფული იყო დაკარგული, რის გამოც მოხდა კამათი. პატრულმა ი---------------ეს გაფრთხილება მისცა. იგი ამ დროს ნაცემი არ ყოფილა. მან პოლიცია ფულის დაკარგვის გამო გამოიძახა.
პოლიციის წასვლის შემდეგ ი---------------ემ კვლავ დაუწყო მას ცემა, უყვიროდა თუ რატომ გამოიძახა პოლიცია, ამის გამო ჩამშვებს ეძახდა და შეურაცხყოფას აყენებდა. იგი მიუახლოვდა მას და გაშლილი ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა სახისა და თავის არეში, შემდეგ კი მარჯვენა მუშტი ჩაარტყა მუცლის არეში, შემდეგ ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რა დროსაც იგი დაეცა საწოლზე.
შემდეგ ი---------------ემ აიღო პურის საჭრელი დანა და მოკვლით დაემუქრა. ი---------------ის ყვირილზე მას შიშისგან კანკალი დაეწყო, რადგან მოკვლის შიში გაუჩნდა. ი---------------ე მას ნამდვილად მოკლავდა, სახლის მეპატრონე რომ არ შესულიყო. ამის გამო მან მეორედ გამოიძახა პოლიცია, რომელსაც უთხრა მომხდარის შესახებ. იგი ი---------------ის დატყმების შედეგად განიცდიდა ტკივილს. მეორედ რომ მივიდა პოლიცია, იგი ნაცემი იყო. ამჟამად, როდესაც ი---------------ე დაკავებულია, იგი თავს კარგად გრძნობს.
3.2. მოწმე თ---–--------მ სასამართლოს მოახსენა, რომ ი---------------ე და ლ--–---------–---–ი მისი მდგმურები იყვნენ ქ-------–--–--------------------------ში. 2019 წლის 4 აპრილს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ი---------------ის ბინიდან გაიგონა ქალის განწირული ყვირილის ხმა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. იგი თავის დედამთილთან - ა-–------------------სთან ერთად გავიდა მათ ოთახში, სადაც დახვდათ ლ--–---------–---–ი, რომელიც ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ეპილეფსიური შეტევა ეგონა. ლ--–---------–---–ი ტიროდა და იძახდა, რომ ი---------------ემ მას ხელი დაარტყა და დანის დარტყმასაც უპირებდა. პურის საჭრელი დანა იქვე იდო, ჭურჭელთან. იგი მის დამშვიდებას ცდილობდა. ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციაც, რომელმაც შემდეგ დააკავა ი---------------ე.
სხვა დროს მას ი---------------ის ოჯახიდან ჩხუბის ხმა არასდროს გაუგია. ისინი ორივენი ზრდილობიანები არიან.
3.3. მოწმე ა-–------------------მ სასამართლოს მოახსენა, რომ ი---------------ე და ლ--–---------–---–ი მისი მდგმურები იყვნენ ქ-------–--–--------------------------ში. 2019 წლის 4 აპრილს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ნ--------ის საცხოვრებელი ბინიდან შემოესმა ხმაური. იგი თავის რძალთან - თ---–--------სთან ერთად გავიდა მათთან, სადაც დახვდა ლ--–---------–---–ი, რომელმაც მათ უთხრა, რომ ი---------------ემ დაარტყა.
3.4. მოწმე მ------------–---მ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმი. 2019 წლის 4 აპრილს იყო მორიგე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც პოლიციის განყოფილებიდან მიიღო გამოძახება. ადგილზე მისვლისას დახვდათ ქალბატონი ლ--–---------–---–ი, რომელიც უჩიოდა თავბრუსხვევას, ტკივილებს თავისა და ზედა კიდურების არეში და ჰქონდა გულის რევის შეგრძნება. მას ასევე თითზე ჰქონდა ჰემატომა. ლ--–---------–---–ის თქმით, მას აღნიშნული დაზიანებები მიაყენა მეუღლემ ცემის შედეგად, რომელიც მას დანითაც ემუქრებოდა.
3.5. გამომძიებელმა ხ--------------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2019 წლის 4 აპრილს ი----------------------------–--------------------–---ში შევიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის თაობაზე, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება ლ--–---------–---–ის მიმართ მისი მეუღლის - ი---------------ის მიერ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე. ლ--–---------–---–ი გადაიყვანეს სამმართველოს შენობაში, რა დროსაც იგი ძალიან აღელვებული იყო. იგი უჩიოდა ტკივილებს თავის, მკლავისა და თითის არეში და აცხადებდა, რომ დაზიანებები მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად. ვინაიდან იყო საღამოს საათები, დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში ვერ გადაიყვანეს და ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. სასწრაფოს ექიმებმა ვიზუალურად დაათვალიერეს ლ--–---------–---–ი, რომელსაც მკლავის მარჯვენა არეში და მარჯვენა ხელის მეოთხე თითის არეში დაუფიქსირდა დაზიანებები. აღნიშნულის შესაბამისად, დაზარალებულის თანხმობით შეადგინეს ვიზუალური დათვალიერების ოქმი და მის დაზიანებებს გადაუღეს სურათები, რომლებიც ხსენებულ ოქმს დაერთო. მან დაადასტურა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება და ავთენტიკურობა.
3.6. მოწმე მ-----–-----–--–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის შ--------------------------------–--------------------–--ის უფროსი დეტექტივი. 2019 წლის 4 აპრილს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობს, რა დროსაც 112-დან მიიღო შეტყობინება ოჯახში ძალადობისა და დაჭრის თაობაზე. იგი მაშინვე გავიდა შემთხვევის ადგილზე მეწყვილესთან ერთად, სადაც დახვდათ აღელვებული ლ--–---------–---–ი, რომელმაც მათ განუცხადა, რომ მისმა მეუღლემ ი---------------ემ იგი სცემა. იმ მომენტში ი---------------ე ადგილზე არ ყოფილა და ლ--–---------–---–ი მარტო იმყოფებოდა ბინაში. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს დანა, რომელიც იატაკზე ეგდო. ლ--–---------–---–მა მათ განუცხადა, რომ ი---------------ე მას დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ი---------------ე იქვე თავის სამსახურთან ნახეს, სადაც დააკავეს.
3.7. გამომძიებელმა გ--------------–---მა სასამართლოს ჩვენება მისცა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.
3.8. 2019 წლის 19 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის მიხედვით, როგორც ირკვევა სსიპ ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ პაციენტის სამედიცინო ბარათი №1----დან, ლ--–---------–---–ს სამედიცინო დახმარება გაეწია 2----–-–-----------–-------- საათზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩანაწერში აღწერილია მარჯვენა ზემო კიდურზე ჰემატომა.
2019 წლის 19 აპრილს ლ--–---------–---–ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები მარჯვენა წვივის შუა მესამედში წინა ზედაპირზე და მარჯვენა წინამხრის ქვემო მესამედში უკანა ზედაპირზე სისხლნაჟღენთის სახით.
დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
მარჯვენა წვივის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთი ხანდაზმულობით დაახლოებით 2-3 დღისაა.
მარჯვენა წინამხრის ქვემო მესამედში უკანა ზედაპირზე არსებული სისხლნაჟღენთის განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ---–--------------–---–-, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
3.9. ბრალდებულმა ი---------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი ლ--–---------–---–თან ერთად ცხოვრობდა წელიწადი და სამი თვის განმავლობაში. 2019 წლის 4 აპრილს, იგი ლ--–---------–---–თან ერთად დაბრუნდა მის მიერ ნაქირავებ ბინაში, ქ- თ---–---------------------------ში. სახლში დაბრუნებისას, დაახლოებით 16:30 საათზე, ლ--–---------–---–მა მას შენიშვნა მისცა დალევასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა ურთიერთშელაპარაკება. მან უთხრა ლ--–---------–---–ს, რომ თუ არ მოსწონდა მასთან ერთად ყოფნა, მაშინ წავიდოდა მისგან, რაზეც ლ--–---------–---–ი დათანხმდა და უთხრა, სანამ წავიდოდა ფული და საბუთები დაეტოვებინა, რაც აღებული ჰქონდა. მან ლ--–---------–---–ს უთხრა, რომ წასვლამდე ჯერ შეჭამდა და მერე წავიდოდა, რაზეც დაზარალებულმა უარი უთხრა, რადგან საჭმელი მისი ფულით იყო ნაყიდი. ამასთან დაკავშირებით მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი. მან ტაფაზე დადებული ხორცი ფანჯრიდან გადააგდო. ლ--–---------–---–მა პოლიციაში დარეკა. ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია, რომელსაც ლ--–---------–---–მა განუცხადა, რომ ფული დაკარგა. ამის შემდეგ იგი გავიდა სამუშაოდ, სადაც გაახსენდა, რომ ლ--–---------–---–თან დარჩა ვერცხლის ცეპი და შარვალი, რომელიც გასაშრობად იყო ჩამოკიდებული. შარვალი ჩამოხსნა თოკიდან და შევიდა ლ--–---------–---–თან, რომელმაც კვლავ დაუწყო ჩხუბი. მან უსაყვედურა ლ--–---------–---–ს პოლიციაში ჩივილის გამო და უთხრა, ვინც პოლიციაში ჩიოდა, ისინი პოლიციის ბოზები იყვნენ. ლ--–---------–---–ი მისკენ დანით გაიწია, რა დროსაც ხელი დაუჭირა და გააგდებინა დანა. დანა ძირს დავარდა, შემდეგ მკლავებში მოკიდა ხელი და ლოგინზე დასვა. ლ--–---------–---–მა სახლის მეპატრონეს დაუწყო ძახილი - ,,თ----- მიშველე!“ დაძახებულზე შემოვიდნენ სახლის მეპატრონეები თ----- და შ-----, რომლებსაც ლ--–---------–---–მა უთხრა, რომ მან ტელეფონი წაართვა. შ-----მ მას უთხრა, დაებრუნებინა ტელეფონი, რაზეც უპასუხა, რომ მისი ტელეფონი არ სჭირდებოდა და წავიდა ისევ სამუშაოდ. ცოტა ხანში მასთან სამუშაო ადგილზე მივიდნენ პოლიციელები, რომლებმაც პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. ლ--–---------–---–მა თითზე დაზიანება მიიღო დანის წართმის დროს, ხოლო მკლავზე დაზიანება, საწოლზე დასმის დროს.
3.10. სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ სისტემატური შეურაცხყოფისა და 2019 წლის 4 აპრილის 15:00 საათის ეპიზოდებში საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად.
სასამართლო განმარტავს სისტემატურ შეურაცხყოფას, კერძოდ, შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლმა შეურაცხყოფისთვის შემოიღო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი იგი: ა) ჩადენილია ოჯახში და ბ) სისტემატური ხასიათისაა; გ) ჩადენილმა ქმედებამ უნდა გამოიწვიოს დაზარალებულის ტანჯვა. შეურაცხყოფა სისტემურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა.შ.
3.11. მოცემულ შემთხვევაში სისტემატურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, დაზარალებულ ლ--–---------–---–ის ჩვენება არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი, თუნდაც ერთი მტკიცებულებით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, კი ი---------------ის მიერ ლ--–---------–---–ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.
3.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ი---------------ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდებთან დაკავშირებით შესაძლოა ფორმალურად არსებობდეს კონსტიტუციით გარანტირებული მტკიცებულებათა მინიმალური სტანდარტი, თუმცა პირდაპირი მტკიცებულების საქმეში არსებობა ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მიერ ი---------------ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. სისხლის სამართლის საქმეში ი---------------ის მიმართ ხსენებულ ეპიზოდთან მიმართებაში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც არის დაზარალებულ ლ--–---------–---–ის ჩვენება. ამასთანავე, დაზარალებულის მეზობელმა თ---–--------მ აღნიშნა, რომ ლ--–---------–---–ის საცხოვრებელი ბინიდან არასდროს გამოსულა ჩხუბის ხმა და ლ--–---------–---–ი და ი---------------ე ზრდილობიანი წყვილია.
3.13. რაც შეეხება 2019 წლის 4 აპრილის, 15:00 საათის ეპიზოდს, ლ--–---------–---–მა პოლიცია გამოიძახა ფულის დაკარგვისა თაობაზე და არა მასზე განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა ერთადერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდთან დაკავშირებით), რომელიც რიგ შემთხვევებში ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. რაც შეეხება 2019 წლის 4 აპრილის 15:00 საათის ეპიზოდს, აღნიშნულთან დაკავშირებით დაზარალებულმა სასამართლოში განაცხადა, რომ ი---------------ის მხრიდან მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
3.14. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ი---------------ის მიმართ არ არსებობს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
3.15. შესაბამისად გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ი---------------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 აპრილის 15:00 საათის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
3.16. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილისა (2019 წლის 4 აპრილის 16:30 საათიდან 16:50 საათამდე პერიოდის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილის (მუქარის) ეპიზოდებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ლ--–---------–---–ის და მოწმეების თ---–--------ს, ა-–------------------ს, მ------------–--ის, ხ--------------–-–---–ის, მ-----–-----–--–---–ის ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ წარმოშობს კითხვებს მათი ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით. მათ მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
3.17. დაზარალებულმა ლ--–---------–---–მა დეტალურად აღწერა მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის შემთხვევა, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მუქარის შედეგად გაუჩნდა, მისი განხორციელების რეალური შიში. კონფლიქტის ფაქტი ასევე დაადასტურეს მოწმეებმა თ---–--------მ და ა-–------------------მ (რომლებმაც აღნიშნეს, რომ გაიგეს დაზარალებულის განწირული ყვირილის ხმა, ხოლო ადგილზე შესვლისას ლ--–---------–---–მა მათ განუცხადა, რომ ი---------------ემ იგი სცემა და დაემუქრა მოკვლით), სასწრაფო დახმარების ექიმმა მ------------–---მ (რომელმაც აღნიშნა, რომ შემდთხვევის ადგილზე მისვლისას ლ--–---------–---–ი უჩიოდა თავბრუსხვევას, ტკივილებს თავისა და ზედა კიდურების არეში და ჰქონდა გულის რევის შეგრძნება. მას ასევე თითზე ჰქონდა ჰემატომა. ლ--–---------–---–ის თქმით, მას აღნიშნული დაზიანებები მიაყენა მეუღლემ ცემის შედეგად, რომელიც მას დანითაც ემუქრებოდა), გამომძიებელმა ხ--------------–-–---–მა (რომელმაც აღნიშნა, რომ ლ--–---------–---–ი სამმართველოს შენობაში გადაყვანისას ძალიან აღელვებული იყო; იგი უჩიოდა ტკივილებს თავის, მკლავისა და თითის არეში და აცხადებდა, რომ დაზიანებები მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად. ლ--–---------–---–ს, მკლავის მარჯვენა არეში და მარჯვენა ხელის მეოთხე თითის არეში დაუფიქსირდა დაზიანებები. აღნიშნულის შესაბამისად, დაზარალებულის თანხმობით შეადგინეს ვიზუალური დათვალიერების ოქმი და მის დაზიანებებს გადაუღეს სურათები, რომლებიც ხსენებულ ოქმს დაერთო. მან დაადასტურა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება და ავთენტიკურობა.) უფროსმა დეტექტივმა მ-----–-----–--–---–მა (რომელმაც აღნიშნა, რომ მას შემთხვევის ადგილას დახვდა აღელვებული ლ--–---------–---–ი, რომელმაც მას განუცხადა, რომ მისმა მეუღლემ ი---------------ემ იგი სცემა. შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს დანა, რომელიც იატაკზე ეგდო. ლ--–---------–---–მა მათ განუცხადა, რომ ი---------------ე მას დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით).
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. მარჯვენა წვივის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთი ხანდაზმულობით დაახლოებით 2-3 დღისაა. მარჯვენა წინამხრის ქვემო მესამედში უკანა ზედაპირზე არსებული სისხლნაჟღენთის განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
ლ--–---------–---–ის მიმართ კონფლიქტური ურთიერთობის ფაქტს ასევე არ უარყოფს თავად ბრალდებული ი---------------ეც, რომელმაც განმარტა, რომ პოლიციის გამოძახების გამო მან ლ--–---------–---–ს უსაყვედურა და უთხრა, რომ ვინც პოლიციაში ჩივის ისინი ,,პოლიციის ბოზები“ არიან, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, მან ლ--–---------–---–ს დანა ძალით წაართვა, რის შემდეგაც ხელები მოკიდა მკავში და საწოლზე დასვა. დანის წართმევის დროს ლ--–---------–---–ს თითი დაუზიანდა.
3.18. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ოჯახური ძალადობის, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 4 აპრილის 16:30 საათიდან 16:50 საათამდე პერიოდის ეპიზოდი) და მუქარის (ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
3.19. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ 2019 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 16:30 საათიდან 16:50 საათამდე დროის პერიოდში, ქ-------–--–--------------------------ში ი---------------ემ მეუღლეს ლ--–---------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ი---------------ემ შეიტყო, რომ მისმა მეუღლემ დახმარებისთვის მიმართა პოლიციას, რის გამოც მეუღლეს ლ--–---------–---–ს ეძახდა ჩამშვებს, მიუახლოვდა ლ--–---------–---–ს და გაშლილი ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა სახისა და თავის არეში, შემდეგ კი მარჯვენა მუშტი ჩაარტყა მუცლის არეში, რის შემდეგაც ი---------------ემ ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რა დროსაც ლ--–---------–---–ი დაეცა საწოლზე.
ი---------------ის ქმედებების შედეგად ლ--–---------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 16:50 საათისთვის ქ-------–--–--------------------------ში ი---------------ემ დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ლ--–---------–---–ს, რა დროსაც ლ--–---------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3.20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უზრუნველყო დაედასტურებინა, ი---------------ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობისა (2019 წლის 4 აპრილის 16:30 საათიდან 16:50 საათამდე პერიოდის ეპიზოდი) და მუქარის ფაქტი.
3.21. ლ--–---------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, რაც უტყუარად არის დადასტურებული მოგვიანებით ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და მოწმეების მ------------–--ის, ხ--------------–-–---–ისა და მ-----–-----–--–---–ის ჩვენებებით, რომლის თანახმად დაზარალებულს შემთხვევის ადგილზე თვალნათლივ ეტყობოდა სხეულზე დაზიანება. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იგივე მოწმეთა ჩვენებებს, რითაც დადასტურებულია, რომ დაზარალებული ლ--–---------–---–ი შემთხვევის ადგილზე და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას იყო აღელვებული და უჩიოდა ტკივილებს თავისა და ზედა კიდურების არეში. ამდენად, დაზიანების ლოკაციის და მსხვერპლის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ--–---------–---–ისთვის მიყენებულმა დაზიანებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, რაც ასევე დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული პირადი შემოწმების მონაცემებით, რა დროსაც შემოწმების მომენტშიც კი ლ--–---------–---–ი უჩიოდა ტკივილს სახისა და ცხვირის მიდამოში. ასევე 2018 წლის 4 აპრილს განხორციელებული მუქარის შედეგად მას გაუჩნდა საფუძვლიანი შიში (რაც დადასტურებულია როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ასევე მოწმეების თ---–--------ს და ა-–------------------ს ჩვენებებით).
3.22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
3.24. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.2.-2.3. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული ლ--–---------–---–ი და მოწმეები თ---–-------- და ა-–------------------ სასამართლოს აძლევენ პირდაპირ ჩვენებებს ი---------------ის წინააღმდეგ.
3.26. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულების ერთობლიობით, რომლებიც არის ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს, უტყუარად დადგინდა განაჩენის 2.2.-2.3. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ ი---------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 აპრილის 15:00 საათის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.
4.2. კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვერც ერთი მოწმე უშუალოდ ვერ მიუთითებს სისტემატური შეურაცხყოფისა და 2019 წლის 4 აპრილს,15:00 საათზე ი---------------ის მიერ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტს დაზარალებულ ლ--–---------–---–ის გარდა, ამასთან თავად ლ--–---------–---–ის გადმოცემით, მან 15:00 საათის ეპიზოდთან დაკავშირებით პოლიცია გამოიძახა ფულის დაკარგვისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო და არა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე.
4.3. ამდენად, ბრალდება ემყარება მხოლოდ ერთ პირდაპირ მტკიცებულებას - დაზარალებულ ლ--–---------–---–ის ჩვენებას, რომელიც ასევე ამ ნაწილშიც კი არ არის გამყარებული თავად დაზარალებულის - მსხვერპლის მიერ, იმ მიმართებით, რომ მან პოლიცია არ გამოიძახა ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებენ დაზრაალებულის მეზობლებიც - თ---–-------- და ა-–------------------. შესაბამისად ლ--–---------–---–ის ჩვენების ეს ნაწილი, რომელიც არ ემყარება სხვა მტკიცებულებებს, არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებით სტანდარტს.
4.4. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ ი---------------ემ ჩაიდინა სისტემატური შეურაცხყოფა, ხოლო 2019 წლის 4 აპრილს, 15:00 საათზე - ოჯახში ძალადობა.
4.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ი---------------ის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფასა და 2019 წლის 4 აპრილს, 15:00 საათზე ჩადენილ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
4.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.7. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
4.8. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
4.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.
4.10. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.
4.11. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;
4.12. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
4.13. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ ი---------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული (2019 წლის 4 აპრილის, 15:00 საათის ეპიზოდი) დანაშაულების ჩადენაში, რის გამოც ი---------------ე ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.
4.14. რაც შეეხებათ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 აპრილის 16:30 საათიდან 16:50 საათამდე პერიოდის ეპიზოდს) და საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილის ეპიზოდებს, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
4.15. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ი---------------ე და ლ--–---------–---–ი იყვნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები.
4.16. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
4.17. საქართველოს კონსტიტუცია სხვა ძირითად უფლებათა შორის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას განიხილავს. სწორედ ოჯახური ძალადობა შესაძლოა მიჩნულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებათა დარღვევად. ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად კანის ფერისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. შესაბამისად, ოჯახური ძალადობა უნდა განვიხილოთ, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებების ხელყოფად და დარღვევად. „თავისუფალი პიროვნება და მისი ღირსება არის საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის ღირებულება და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, კონსტიტუციით ადამიანი მიჩნეულია ინდივიდად, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების დამოუკიდებელი და საკუთარი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბების შესაძლებლობა და უნარი“. ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს: ,,ადამიანის ღირსება ხელშეუვალია”.
4.18. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში „ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.
4.19. გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - მუქარა წარმოადგენს მატერიალურ (შედეგიან) დანაშაულს და ის დამთავრებულია მაშინ, როცა დაზარალებულს გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ლ--–---------–---–ს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, ვინაიდან ი---------------ე იყო აგრესიული, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს და დაზარალებულის განმარტებით, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
4.20. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 4 აპრილის 16:30 საათიდან 16:50 საათამდე პერიოდის ეპიზოდს) და საქართველოს სსკ 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობის ყველა ნიშანი.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ი---------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ გამოვლენილა.
5.2. ი---------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მან დანაშაულებრივი ქმედება - მუქარა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 531-ე მუხლის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
6.3. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი---------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა.
6.4. სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
6.5. სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
6.6. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს ი---------------ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია.
6.7. ამდენად, ჩადენილი ქმედებების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ი---------------ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი---------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (სისტემატიური შეურაცხყოფის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ი---------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ( 2019 წლის 4 აპრილის, 15:00 საათის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ი---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 4 აპრილის 16:30 საათიდან 16:50 საათამდე პერიოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.
ი---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახამად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ი---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ი---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ი---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 აპრილიდან.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი შავ ტარიანი სამზარეულოს დანა (რომელიც გადაგზავნილია შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში), - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე (რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
ლ--–---------–---–ის ვიზუალური დათვალიერების შედეგად გადაღებული ფოტოსურათები გადატანილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე (რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
სსიპ ,,112“-დან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი გადატანილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე (რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე