განაჩენი

სისხლის სამართლის 05.08.2019
საქმის ნომერი
330100119002951382
თარიღი
05.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1703-19

№0-----------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 აგვისტო, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ------ გ--------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა-–----------------ი (---------------------), დ----------–-------–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ-------–---------------–---–--------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–--–-------–-------------

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2017 წლის 30 ივლისის ეპიზოდი - გამართლდა);

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი - გამართლდა);

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი - გამართლდა);

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი (სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი - გამართლდა);

 

ბრალდებული - ლ------------–---–ი (პ--------------------), დ----------–-------–-–--------–---, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------–-------–--–-------–-------------

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი - გამართლდა);

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (გამართლდა);

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი (სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი - გამართლდა);

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი (შეიცვალა კვალიფიკაცია);

 

ადვოკატი - ვ----– ო-----–---–ი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ა-–----------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის 30 ივლისის ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 30 ივლისს, ქ-------–--–--------–----------–---–-----–-----------–-------–-------------–ი მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ა-–----------------მა მამიდას - მ-----------------ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, იმის გამო, რომ მ-----------------მა მის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე მიმართა პოლიციას შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით, შურისძიების მოტივით, წყლიანი გაყინული ბოთლები მრავალჯერ დაარტყა თავში და წიხლები გამეტებით ურტყა ფეხებში, რითაც მ-----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ა-–----------------მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 30 ივლისის ეპიზოდი).

 

1.2. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ა-–----------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის აგვისტოში, ღამის 03:00 საათზე, ქ-------–--–--------–----------–---–-----–-----------–-------–-------------–ი მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ა-–----------------მა უმიზეზოდ, მძინარე მამიდას - მ-----------------ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კისერში ძლიერად მოუჭირა ხელები, რითაც გ------------ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ა-–----------------მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი).

 

1.3. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ა-–----------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 31 მარტს, შუადღის საათებში, ქ-------–--–--------–----------–---–----–-----------–-------–-------------–ი მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში მ-----------------ს, შელაპარაკებისას ძმიშვილმა - ა-–----------------მა და ძმის მეუღლემ - ლ------------–---–მა, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ლ------------–---–მა მ-----------------ს ღუმელის საჩხრეკი რკინა მრავალჯერ დაარტყა ფეხებზე, ხოლო შემდეგ ა-–----------------მა წიხლები ურტყა ფეხებში მ-----------------ს, რომელმაც ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ა-–----------------მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი).

 

1.4. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ა-–----------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქ-------–--–--------–----------–---–-----–-----------–-------–-------------–ი მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ა-–----------------ი და ლ------------–---–ი მათი ოჯახის წევრს მ-----------------ს, რომელთან ერთადაც ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდნენ და აგინებდნენ სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ამცირებდნენ პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობით, ძალადობდნენ მასზე ეკონომიურად - არ აძლევდნენ სრულფასოვნად საკვების მიღების საშუალებას, რამდენჯერმე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ემუქრებოდა ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობით. ა-–----------------ისა და ლ------------–---–ის ქმედებებით მ-----------------ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ა-–----------------მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).

 

1.5. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ლ------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის ზაფხულში, ზუსტი თარიღი უცნობია, ქ-------–--–--------–----------–---–-----–-----------–-------–-------------–ი მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ლ------------–---–მა, შელაპარაკებისას, მეუღლის დას - მ-----------------ს, რომელთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელი დაარტყა სახეში და მოქაჩა თმებში, რითაც მ-----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ლ------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი).

 

1.6. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ლ------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 31 მარტს, შუადღის საათებში, ქ-------–--–--------–----------–---–-----–-----------–-------–-------------–ი მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში მ-----------------ს, შელაპარაკებისას ძმიშვილმა - ა-–----------------მა და ძმის მეუღლემ - ლ------------–---–მა, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ლ------------–---–მა მ-----------------ს ღუმელის საჩხრეკი რკინა მრავალჯერ დაარტყა ფეხებზე, ხოლო შემდეგ ა-–----------------მა წიხლები ურტყა ფეხებში მ-----------------ს, რომელმაც ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ლ------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი).

 

1.7. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ლ------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 4 აპრილს, დილის საათებში, ქ-------–--–--------–----------–---–-----–-----------–-------–-------------–ი მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ლ------------–---–ი, შელაპარაკებისას, მეუღლის დას - მ-----------------ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც მ-----------------მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ლ------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

1.8. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ლ------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქ-------–--–--------–----------–---–-----–-----------–-------–-------------–ი მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ა-–----------------ი და ლ------------–---–ი მათი ოჯახის წევრს მ-----------------ს, რომელთან ერთადაც ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდნენ და აგინებდნენ სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ამცირებდნენ პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობით, ძალადობდნენ მასზე ეკონომიურად - არ აძლევდნენ სრულფასოვნად საკვების მიღების საშუალებას, რამდენჯერმე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ემუქრებოდა ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობით. ა-–----------------ისა და ლ------------–---–ის ქმედებებით მ-----------------ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ლ------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).

 

2. სასამართლომ დაადგინა:

2.1. სასამართლომ ა-–----------------ი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2017 წლის 30 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი), ხოლო ლ------------–---–ი წარდგენილი ბრალდების ნაწილში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი (სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი), უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მათ მიერ დანაშაულების ჩადენა.

 

2.2. ლ------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 31 მარტს, შუადღის საათებში, ქ-------–--–--------–----------–---–-----–-----------–-------–-------------–ი მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში მ-----------------ს, ძმის მეუღლემ - ლ------------–---–მა, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ღუმელის საჩხრეკი რკინა დაარტყა ფეხებზე. აღნიშნული ქმედების შედეგად მ-----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. ლ------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი).

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. დაზარალებულმა მ-----------------მა სასამართლოს მოახსენა, რომ ა-–----------------ი არის მისი ძმიშვილი, ხოლო ლ------------–---–ი - ძმის მეუღლე. ისინი ერთად ცხოვრობენ ქ-------–--–--------–----------–---–-----–-----------–-------–-------------–ი. ლ------------–---–ს მასთან აგრესიული დამოკიდებულება აქვს. ლ------------–---–ი და ა-–----------------ი მისით უკმაყოფილოები არიან, მაგრამ არ იცის ამის მიზეზი. ა-–----------------თან ჩხუბი და შეკამათება მას არასდროს მოსვლია და მას არ ემდურება. ა-–----------------ს 15 წლიდან იარაღი ეჭირა და იბრძოდა, მას ათასი გაჭირვება აქვს გამოვლილი. ლ------------–---–ი ცდილობს მის დაპირისპირებას ა-–----------------თან. იგი მას ყოველთვის უხეშად პასუხობდა და ყოველთვის საცემად იწევდა მისკენ. ასევე ლ------------–---–ი მას ეუბნებოდა, ,,მოგკლავ“, ,,შენ მაინც უნდა მოგკლაო“. როცა მოუნდებოდა, მაშინ სცემდა მას ლ------------–---–ი, მისი ცემა არ იყო ძნელი. მის ცემას მეზობლებიც შესწრებიან, მაგრამ მათი სახელები არ ახსოვს.

2018 წლის 31 მარტს ლ------------–---–მა მას ღუმელის საჩხრეკი რკინა რამდენჯერმე დაარტყა ფეხებში, უმიზეზოდ, რის გამოც მას ფეხი ეტკინა და ახლაც დასიებული აქვს.

ა-–----------------ი მას წიხლებით სცემდა ხოლმე. ასევე ა-–----მ მას სახეში დაარტყა და ცივი წყალი ჩაასხა კისერში, მაგრამ მას არ უჩივლია, რადგან სირცხვილად მიაჩნდა. როდესაც ა-–----------------მა მას წყალი მიასხა, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ეს ფაქტი როდის მოხდა არ ახსოვს.

ლ------------–---–ი მასზე მთელ სამეზობლოში ჭორაობდა და მეზობლებს ეუბნებოდა მისთვის საჭმელი არ მიეცათ. ასევე ა-–----------------ი მას ახრჩობდა ღამის საათებში, რის გამოც ტკივილი განიცადა. არც ამ შემთხვევაზე გამოუძახებია პოლიცია. ასევე მას აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2018 წლის 4 აპრილს ლ------------–---–ი მას დანით ემუქრებოდა, - ,,მოგკლავო“.

მეზობელმა მას პომიდორი მოუტანა, თუმცა ლ------------–---–მა ეს პომიდორი გაჭყლიტა, ესროლა მას და უთხრა, რომ გაჭყლეტილი ეჭამა.

მას ბრალდებულების წინააღმდეგ პოლიცია არ გამოუძახებია, ხოლო ვინ გამოიძახა, არ იცის. მეზობლებს ყოველთის ესმოდათ მათი ოჯახიდან გამომავალი ჩხუბის ხმა და სავარაუდოდ რომელიმე მეზობელმა დარეკა პოლიციაში.

 

3.2. მოწმე თ----------–---მ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ა-–----------------ის, ლ------------–---–ის და მ-----------------ის მეზობელი, რომლებთანაც აქვს ნორმალური ურთიერთობა. ბრალდებულები და დაზარალებული ბინაში ერთად ცხოვრობენ. მათთან არ აქვს ხშირი ურთიერთობა. მათ სახლებს ერთი ღობე ჰყოფს. მას ა-–----------------ის ყვირილის ხმა გაუგია, მაგრამ მისი ჩხუბის და აყალმაყალის ხმა მათი ოჯახიდან არასდროს გაუგია. ყოფილა შემთხვევა, რომ ლ------------–---–ი და მ-----------------ი ერთმანეთში ჩხუბობდნენ, ხოლო ა-–----------------ი მათ აშველებდა. ლ------------–---–ს მისთვის დახმარება უთხოვია გაშველების მიზნით. მ-----------------ს მისთვის უთქვამს, რომ ა-–----------------ი მას ახრჩობდა, მაგრამ პირადად არასდროს შესწრებია ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ასევე არასდროს შესწრებია მუქარისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს. სიტყვიერ დაპირისპირებას შესწრებია, რა დროსაც მ-----------------ი და ლ------------–---–ი ერთმანეთს უყვიროდნენ. ერთხელ, როდესაც მან მ-----------------ს მაწონი მიუტანა, მ-----------------მა ლ------------–---–ს უშვერი სიტყვებით მიმართა, რაზეც ლ------------–---–ი გაბრაზდა და მაწონი სახეზე წაუსვა. ლ------------–---–ი და ა-–----------------ი სისტემატურ შეურაცხყოფას არ აყენებდნენ მ-----------------ს. მ-----------------ს მისთვის არაფერი უთქვამს ბუხრის საჩხრეკი რკინის დარტყმის თაობაზე. ლ------------–---–ი კარგად ექცეოდა მ-----------------ს, იგი წამლებსაც ყიდულობდა მას და ასუფთავებდა. გამოძიების ეტაპზე მიცემულ მის ჩვენებაში დაფიქსირებული განსხვავებული ინფორმაცია გამოწვეულია მისი ქართული ენის არცოდნით და ნერვიულობით, რის გამოც ბევრ ფაქტს არ მიაქცია ყურადღება. ასევე მოწმემ განმარტა, რომ მ-----------------მა მას უთხრა, რომ პოლიციაში ეთქვა, თითქოს მასზე ახორციელებდნენ ძალადობას, თუმცა სხვა დროს მ-----------------ს მისთვის არასდროს უთქვამს, რომ ლ------------–---–ი და ა-–----------------ი მას სცემდნენ ან ახრჩობდნენ.

 

3.3. მოწმეებმა თ------------მ, დ----------–----მ, ი-----–---------ა, ლ---–----------–---–------------–------–---–-----------------–---–--------------------------ა სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.

 

3.4. მ-----------------ის 2019 წლის 4 აპრილის განცხადების თანახმად, მ-----------------მა მიმართა შ-----------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-------------------–---------------, რომელსაც მოახსენა, რომ იგი ცხოვრობს რძალთან - ლ------------–---–თან და ძმიშვილთან - ა-–----------------თან ერთად, რომლებიც ხშირად სცემენ მას ხოჯით და წიხლებით, რის გამოც ითხოვს დახმარებას (ს.ფ. 2).

 

3.5. 2----–-–-----------–-----------–--------------–---------------- დასტურდება, რომ ვიზუალურად დათვალიერდა მ-----------------ი, რომელსაც ორივე ფეხის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები (ს.ფ. 7-14).

 

3.6. 2----–-–---–-----------------–-----------–---------------- დასტურდება, რომ ქ. თ---–--–--------–-----–--–-------–-------------–- მდებარე სახლში ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა 1 ცალი რკინის საკეცი (მაშა), რომელიც დაილუქა სათანადო წესით (ს.ფ. 20-37).

 

3.7. 2----–-–--------------------–----------------------------------------- დასტურდება, რომ 2019 წლის 4 აპრილს, მოქ. მ-----------------ს, ქვედა კიდურების მიდამოებში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

შესამოწმებლის გადმოცემით, 2019 წლის 31 მარტს, დაახლოებით 12:00 საათზე, ძმის ცოლმა, ნაცრის საჩხრეკი რკინით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი კ--------------–-----–---–-, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

 

3.8. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც, კერძოდ:

3.9. მოწმე ლ----------- სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ა-–----------------ის მეუღლე და 8 წელია ცხოვრობს მასთან. იგი არასდროს შესწრებია, რომ ლ------------–---–სა და ა-–----------------ს მ-----------------ისთვის ეჩხუბათ ან ფიზიკურად შეხებოდნენ მას. ასევე არ შესწრებია მისთვის წყლის დასხმის, თმების მოქაჩვისა და ბუხრის საჩხრეკი ჯოხის დარტყმის ფაქტებს. მ-----------------ი მათ მიმართ იყო აგრესიული. მ-----------------ი ბავშვების მიმართაც ავლენდა აგრესიას და ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რასაც მთელი ოჯახი ითმენდა მისი ასაკის გამო. ის და მისი მეუღლე ყოველთვის გვერდში ედგნენ მ-----------------ს.

 

3.10. ბრალდებულმა ლ------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ იგი თავის შვილთან ა-–----------------თან და მეუღლის დასთან - მ-----------------თან ერთად ცხოვრობს ქ-------–--–--------–----------–---–-----–-----------–-------–-------------–ი. მას და მ-----------------ს ერთმანეთთან კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდათ, რა დროსაც ა-–----------------ი მათ ყოველთვის აშველებდა და აწყნარებდა. ასევე ა-–----------------ი საყვედურობდა მას, რომ მამიდამისისთვის დაენებებინა თავი, რადგან მამიდა იყო და მათთან ცხოვრობდა. ა-–----------------ს მ-----------------ისთვის არასდროს მიუყენებია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. არც მას მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა მ-----------------ისთვის და არც დამუქრებია, ხოლო როდესაც მ-----------------ი მას ლანძღავდა, აფრთხილებდა, გაჩერებულიყო, თორემ თავშესაფარში გადაიყვანდა. მ-----------------ი ხშირად ეცემა ძირს, რა დროსაც თვითონ ან მეზობლები ეხმარებიან წამოდგომაში.

ერთ ღამეს ა-–----------------ი გვიან ღამით დაბრუნდა სახლში. მ-----------------მა მას დაუძახა და უთხრა თუ სად დადიოდა ამ ღამეში ,,მაწანწალასავით“?! ამ ხმაურის დროს გაიღვიძა ა-–----------------მა და ჰკითხა, რა ხდებოდა შუა ღამეს. იგი კონფლიქტის გასანეიტრალებლად წავიდა მეზობელ თ----------–---სთან, რომელსაც სთხოვა მ-----------------ის დაწყნარება.

2019 წლის 31 მარტს, როდესაც თვითონ სახლში ცეცხლს ანთებდა, მ-----------------მა უთხრა, რომ მას სახლში 530 ლარი ჰქონდა შენახული, საიდანაც 70 ლარის აღება დააბრალა მას, ასევე თეფშებთან დაკავშირებით მოუვიდათ კამათი. ამ დროს მისმა შვილიშვილმა მ-----------------ს უთხრა, რომ ცუდი ქალი იყო, რის გამოც მ-----------------მა ბავშვს თეზოძე ჯოხი დაარტყა. ეს ფაქტი მან ვერ მოითმინა და ბუხრის საჩხრეკი რკინა მოიქნია, რომელიც მ-----------------ს ფეხზე მოხვდა. მ-----------------ს ხმა არ ამოუღია, ხოლო თვითონ გავიდა ოთახიდან. აღნიშნული რკინა სასამართლოში წარმოდგენილია ნივთიერ მტკიცებულებად.

 

3.11. ბრალდებულმა ა-–----------------მა ისარგებლა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.

 

3.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ა-–----------------ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 30 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა.

ასევე ბრალდების მხარის მიერ ლ------------–---–ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა.

 

3.13. ბრალდების ამ ნაწილში მტკიცებულებათა სახით წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ მ-----------------ის ჩვენება, რომელმაც რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ა-–----------------ს მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მისი თქმით, ა-–----------------ს ლ------------–---–ი აქეზებდა მის წინააღმდეგ, რომეთანაც ჰქონდა კონფლიქტური ურთიერთობა, ხოლო თავად ა-–----------------ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. მან ასევე რამდენჯერმე შეიცვალა პოზიცია ა-–----------------ის მიერ წყლის დასხმასა და ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით და საბოლოოდ ადვოკატის შეკითხვაზე განმარტა, რომ ა-–----------------ს მის მიმართ არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. შესაბამისად, სასამართლო მ-----------------ის ჩვენებას, როგორც ურთიერთსაწინააღმდეგოს, ვერ მიიჩნევს ა-–----------------ის მამხილებელ მტკიცებულებად. გარდა მ-----------------ის ჩვენებისა, სასამართლოში არ წარმოდგენილა არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც ა-–----------------ის მიერ ბრლად შერაცხული ქმედებების ჩადენაზე მიუთითებდა.

ასევე ლ------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ამ ნაწილში წარმოდგენილია მხოლოდ მ-----------------ის ჩვენება, რომელმაც სასამართლოს მიუთითა მასზე განხორციელებულ სისტემატურ შეურაცხყოფაზე და ძალადობაზე, თუმცა არც ერთი სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება ბრალდების ხსენებულ ნაწილში წარმოდგენილი არ ყოფილა. უფრო მეტიც, ბრალდების ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ - თ----------–---მ, რომელიც არის დაზარალებულისა და ბრალდებულების მეზობელი, აღნიშნა, რომ იგი არასდროს შესწრებია მ-----------------ზე ძალადობისა და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტებს და ლ------------–---–ი მ-----------------ს კარგად ექცეოდა და წამლებსაც ყიდულობდა მას. ასევე მუქარის შესახებ საუბრობს მხოლოდ თავად მ-----------------ი, რომელსაც სასამართლოსთვის არ დაუზუსტებია, რომ მას ამ მუქარის შედეგად მუქარის განხორციელების რეალური შიში გაუჩნდა. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება როგორც ძალადობების, ასევე მუქარის ნაწილში, შეუძლებელია გაზიარებული იქნეს, რადგან თხრობის პროცესში მხარეთა მიერ დასმული შეკითხვების დროს დაზარალებული მ-----------------ი ხან ადასტურებდა ფაქტებს, ხანაც უარყოფდა, მას უჭირდა გარკვეული ფაქტების გახსენება, იგი ორაზროვნად გადმოსცემდა გარემოებებს - ფაქტებს, რაც ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ამავდროულად აღნიშნული მტკიცებულების გარდა სასამართლოში ბრალდებულთა მიმართ წარდგენილ ბრალდებათა დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გამოკვლეულა. ასევე აღსანიშნავია, რომ მუქარის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილიდან არ ამოღებულა დანაშაულის იარაღი - დანა.

 

3.14. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულების ა-–----------------ისა და ლ------------–---–ის მიმართ მითითებული ბრალდებაში არ არსებობს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

3.15. შესაბამისად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ა-–----------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 30 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) და ბრალდებული ლ------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილნი და გამართლდნენ.

 

3.16. რაც შეეხება ბრალდებულ ლ------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას (2018 წლის 31 მარტის ეპიზოდს), სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ლ------------–---–მა საკუთარი ოჯახის წევრის მ-----------------ის მიმართ, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ჩაიდინა ძალადობა, ვინაიდან დაზარალებულმა მ-----------------მა სასამართლოს მიუთითა, რომ 2018 წლის 31 მარტს ლ------------–---–მა მას ღუმელის საჩხრეკი რკინა რამდენჯერმე დაარტყა ფეხებში, რის გამოც მას ფეხი ეტკინა. 2019 წლის 4 აპრილის ვიზუალური დათვალიერების ოქმის მიხედვით, მ-----------------ს ფეხებზე აღენიშნებოდა დაზიანებები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა აღნიშნული რკინის საგანი (მაშა). ხსენებული რკინის საგნის დაზარალებულის მიმართულებით სროლის ფაქტი არ უარყო არც თავად ბრალდებულმა ლ------------–---–მა, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

რაც შეეხება ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, - ქმედება ჩადენილი ჯგუფურად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული ფაქტი არ დადასტურებულა. ამის შესახებ თავად დაზარალებულმა მ-----------------მაც განმარტა, რომ ამ დღეს ა-–----------------ი შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, რაც ასევე დაადასტურა ლ------------–---–მა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ------------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ,,დ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ ა-–----------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 30 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) და ბრალდებულ ლ------------–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისთვის.

წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.

 

4.2. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ ა-–----------------მა და ლ------------–---–მა ჩაიდინეს ბრალად შერაცხული აღნიშნული ქმედებები.

 

4.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ა-–----------------ისა და ლ------------–---–ის მიმართ ხსენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მათ ბრალეულობაში.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

 

4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

4.6. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

4.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.

 

4.8. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.

 

4.9. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;

 

4.10. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

4.11. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ ა-–----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 30 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) და ბრალდებულ ლ------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, რის გამოც ბრალდებულები ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდნენ.

 

4.12. ასევე მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო, ლ------------–---–ის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტიდან (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი).

 

4.13. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.14. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.15. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

4.16. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4.17. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

4.18. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2019 წლის 31 მარტს, შუადღის საათებში, ქ-------–--–--------–----------–---–-----–-----------–-------–-------------–ი მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში მ-----------------ს, ძმის მეუღლემ - ლ------------–---–მა, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ღუმელის საჩხრეკი რკინა დაარტყა ფეხებზე. აღნიშნული ქმედების შედეგად მ-----------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც ლ------------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ლ------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ იგი აღიარებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ასევე სასამართლო მხედველობაში იღებს მის ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

6.3. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ ლ------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა.

 

6.4. სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

6.5. სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

6.6. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს ლ------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია და ქმედების განხორციელების სახეს.

 

5.7. სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

5.8. სასამართლომ ასევე აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ ლ------------–---–ის სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ. მან ფაქტობრივად აღიარა 2018 წლის 31 მარტს მომხდარი ფაქტი და აღნიშნა, რომ ვერ მოითმინა მ-----------------ის საქციელი, რა დროსაც ბუხრის საჩხრეკი რკინის ჯოხი ფეხებში მოუქნია მას.

 

5.9. მიუხედავად ამ გარემოებისა სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ მოძალადე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად, სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ლ------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, არის ასაკოვანი, ოჯახი განიცდის ეკონომიურ სიდუხჭირეს და რაიმე დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ლ------------–---–ის მიმართ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვლება პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდება 1 (ერთი) წელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 5-ე, 92-ე, 258-260-ე, 268-270-ე, 274-ე და 276-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-–----------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 30 ივლისის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ა-–----------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ა-–----------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ა-–----------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (სისტემატიური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

მსჯავრდებულ ა-–----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ა-–----------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

ლ------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის ზაფხულის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ლ------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ლ------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (სისტემატიური შეურაცხყოფის, შანტაჟის და დამცირების ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ლ------------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი).

 

ლ------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2019 წლის 31 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ ლ------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ლ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 4 აპრილიდან - 2019 წლის 19 ივნისის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ ლ------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მსჯავრდებულ ლ------------–---–ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული 1 ცალი რკინის საკეცი (მაშა), - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამო ცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე