განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/788-19
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ-----–----–---–----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ს---------–---------------–---–- - დაბადებული------–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს-----------------------------–-–-----------–--
ადვოკატი - მ------------–---–--
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
ს-------------–---–- და მ------–--------------------- დაახლოებით 7 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ ერთად, როგორც მეუღლეები. თანაცხოვრების პერიოდში, ს-------------–---–- გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მ------–--------------------- უკრძალავდა სახლიდან გასვლას მისი ნებართვის გარეშე. მეუღლისგან მოითხოვდა, რომ როგორც ქალი, უნდა ყოფილიყო სახლში ბავშვების მომვლელად. ასევე უკრძალავდა მუშაობის დაწყებას და ინტერნეტში სოციალური ქსელებით სარგებლობას. უკანასკნელი თვეების განმავლობაში მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა, რის გამოც, დ----–-------------–-–--------------–- დაშორდნენ ერთმანეთს.
2019 წლის 15 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 17:30 საათზე, ს-------------–---–- მივიდა თ---–--–-----------–---------------–-, მ------–---------------------ს საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სთხოვდა შერიგებას. ყოფილი მეუღლისგან შერიგებაზე უარის მიღების შემდეგ კი, მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყელზე ძლიერად მოუჭირა ხელი და მეორე ხელით ჯიბიდან ამოიღო დანა, რომელიც მიადო კისერთან და დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ თუ არ შეურიგდებოდა, გამოჭრიდა ყელს. ასევე დანა მოუქნია მუცელთან ახლოს.
ს-------------–---–-ს ქმედებების შედეგად მ------–---------------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი და ასევე გაუჩნდა მისი მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც თავის არასრულწლოვან შვილს სთხოვა პოლიციის გამოძახება.
2. სასამართლომ დაადგინა:
ს-------------–---–- და მ------–--------------------- დაახლოებით 7 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქორწინებაში და ცხოვრობდნენ ერთად, როგორც მეუღლეები. თანაცხოვრების პერიოდში, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა, რის გამოც, დ----–-------------–-–--------------–- დაშორდნენ ერთმანეთს.
2019 წლის 15 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 17:30 საათზე, ს-------------–---–- მივიდა თ---–--–-----------–---------------–-, მ------–---------------------ს საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და სთხოვდა შერიგებას. ყოფილი მეუღლისგან შერიგებაზე უარის მიღების შემდეგ კი, მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყელზე ძლიერად მოუჭირა ხელი და მეორე ხელით ჯიბიდან ამოიღო დანა, რომელიც მიადო კისერთან და დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ თუ არ შეურიგდებოდა, გამოჭრიდა ყელს. ასევე დანა მოუქნია მუცელთან ახლოს.
ს-------------–---–-ს ქმედებების შედეგად მ------–---------------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი და ასევე გაუჩნდა მისი მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც თავის არასრულწლოვან შვილს სთხოვა პოლიციის გამოძახება.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ს-------------–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
ბრალდებულ ს-------------–---–-ს ჩვენებით, დაახლოებით რვა წლის განმავლობაში იმყოფებოდა ქორწინებაში მ------–------------------------ და ამ პერიოდის გამავლობაში ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა. მის ყოფილ მეუღლეს წინა ქორწინებიდან ჰყავს სამი შვილი, რომლებიც ცხოვრობენ მამასთან, ხოლო თავად ჰყავს ერთი საერთო შვილი.------–-–--------------–ი წავიდა-------------–-, ხოლო როდესაც დაბრუნდა,------------–-, მის საცხოვრებელ სახლში აღარ დახვდა მეუღლე. შემდგომში, როდესაც შეხვდა მ------–---------------------, მან განუმარტა, რომ ერთად ვეღარ იქნებოდნენ. 2019 წელს, ძველით ახალი წლის დღეებში შვილმა, რომელიც იმყოფებოდა მასთან, უთხრა დედის ნათქვამი, რომ მას ჰყავდა ორი მამა და სახლში უყვიროდნენ. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით მოუვიდა კონფლიქტი ყოფილ მეუღლესთან, რა დროსაც იყო აღელვებული და გაბრაზებული. კონფლიქტის დროს ჯიბიდან ამოიღო პატარა ე.წ. ბრელოკის დანა და მეუღლეს დაემუქრა, ამასთან ხელი მოუჭირა ყელზე. კონფლიქტს შეესწრო მ------–---------------------ს არასრულწლოვანი შვილი. რაც შეეხება აკრძალვებს, მეუღლეს სახლიდან გასვლას უშლიდა იმიტომ, რომ მათ ჰყავთ ინვალიდი შვილი, რომელსაც სჭირდებოდა მუდმივი ზრუნვა, ხოლო თავად იყო ოჯახში ერთადერთი შემომტანი პირი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენას, რადგან თავად დაზარალებულის განმარტებით ს-------------–---–---- კამათის მიზეზი იყო ეჭვიანობა, რაც უკავშირდებოდა ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობას. თავად ბრალდებულის განმარტებით კი, ყოფილ მეუღლეს მუშაობას უშლიდა იმიტომ, რომ ვინაიდან მათ ჰყავთ ინვალიდი შვილი, სჭირდებოდა ზრუნვა, თუმცა ის გარემოება, რომ ს-------–---–- ყოფილი მეუღლისგან, როგორც მამაკაცის მორჩილისგან, მოითხოვდა მისი გადაწყვეტილების შესაბამისად მოქმედებას, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, თავად ბრალდებულმაც გამორიცხა რაიმე გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მეუღლისთვის რაიმე სახის შეურაცხყოფის მიყენება, მისი როგორც ქალის, როგორც მეუღლის როლის რაიმე სახით შეურაცხყოფა ან დამცირება.
ს-------------–---–-ს მიერ ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების: მ------–---------------------ს, ლ-----–------–---–------–--------------------- გამოკითხვის ოქმებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად ბრალდებულიც.
ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს-------------–---–-- ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.
ს-------------–---–-ს მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ისე დამამძიმებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედების და დამდგარი შედეგის მიმართ.
ს-------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ის, რომ დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისი ოჯახის წევრის მიმართ, რაც კვალიფიკაციით წარდგენილია და აღნიშნული, სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება.
ამდენად, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ს-------------–---–-ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელი უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთის სახით, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და საბოლოო სასჯელი ჩათვლილი უნდა იქნეს პირობითად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს-------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს-------------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ს-------------–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–-----------------------–-–-------------- ჩათვლით.
მსჯავრდებულ ს-------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ს-------------–---–- დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულება:
_ საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალის კომპიუტერული დისკი და აუდიოჩანაწერის დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი